ინფლუენსერ მარკეტინგის 6 მნიშვნელოვანი KPI, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

სანამ ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიას ჩაუშვებთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ განსაზღვრული KPI იმისთვის, რომ იცოდეთ, რომელ პარამეტრებს ადევნოთ თვალყური კამპანიის მსვლელობის პროცესში.
არსებობს უამრავი ინფორმაცია და ინსტრუმენტი, თუ როგორ უნდა შეადგინოთ წარამტებული ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგია, თუმცა ძალიან ბევრი მარკეტოლოგისთვის გამოწვევად რჩება მიმდინარე კამპანიის სწორი მონიტორინგი.
სწორი KPI-ის დადგენით თქვენ მარტივად შეძლებთ, თვალყური ადევნოთ თქვენთვის მნიშვნელოვან ელემენტებს.
ინფლუენსერ მარკეტინის KPI შესაძლოა იყოს:
- ბრენდის ცნობადობა
- აქტიურობის მაჩვენებელი
- საიტის ტრაფიკი
- ლიდების მოპოვება და კონვერტაციები
- გაყიდვები
- ROI (უკუგება ჩადებულ ინვესტიციებზე)
- ბრენდის ცნობადობა
ინფლუენსერები ნებისმიერ პლატფორმაზე გვხვდებიან, იქნება ეს YouTube, Instagram, TikTok თუ Facebook. კონტენტი, რომელსაც მათთან ერთად ქმნით, რელევანტური უნდა იყოს სოციალური მედიისთვისაც. ბრენდის ცნობადობის გაძლიერება მარკეტინგისთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია.
სოციალურ მედიაში ბრენდის ცნობადობის ზრდის გაზომვა მარტივია განსაკუთრებით ინფლუენსერ მარკეტინგის შემთხვევაში. მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალურ მედიაში აუდიტორიის გაზრდა, თუმცა საკმარისი არ არის მხოლოდ აუდიტორიის სიდიდე, მნიშვნელოვანია, რომ ამ აუდიტორიას თქვენთვის რელევანტური დემოგრაფიული მაჩვენებლები ჰქონდეს.
- აქტიურობის მაჩვენებელი
ბევრი ახსნა არ სჭირდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფლუენსერ მარკეტინგისთვის მაღალი ჩართულობა.
Linqia-ს კვლევის მიხედვით, ინფლუენსერ მარკეტინგის წარმატება რეალურად მომხმარებლის ჩართულობაზე დგას. მარკეტოლოგების 81%-ს მიაჩნია, რომ ინფლუენსერ მარკეტინგის მთავარი KPI სწორედ მიმდევრების ჩართულობა უნდა იყოს.
ჩაართულობების რაოდენობით იზომება წარმატება. არ აგერიოთ engagement-ი reach-ში. ჩართულობა გულისხმობს კონტენტთან მომხმარებლების ინტერაქციას.
გაინტერესებთ როგორ გაზომოთ ჩართულობა?
ამისთვის შემდეგ საზომ ერთეულებს უნდა მიაქციოთ ყურადღება:
კლიკები – კლიკებით საზღვრავთ თქვენი კონტენტის მიმართ ინტერესს.
მოწონებები – მოწონებებით მარტივად იგებთ, რამდენად აფასებენ კონტენტს.
გაზიარებები – გაზიარება კონტენტის ხარისხის ინდიკატორია. თუ ადამიანები აზიარებენ, ანუ სხვებს ურჩევენ თქვენი კონტენტის წაკითხვას, დიდი შანსია, რომ თქვენი პროდუქტის შეძენასაც უწევენ რეკომენდაციას.
რეაქციები – Facebook გვაძლევს დამატებითი რეაქციების გამოხატვის საშუალებას, ვიდრე მხოლოდ მოწონებაა. რეაქციების დაგროვება ნიშნავს, რომ მეტ ძალისხმევას ხარჯავენ ადამიანები თქვენი კონტენტის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვაში.
კომენტარები – კომენტარების შინაარსზე დაყრდნობით მარტივად გაიგებთ, მოსწონთ თუ არა თქვენი კონტენტი მომხმარებლებს.
ბრენდის ხსენება/მონიშვნა – ბრენდის მონიშვნის/ხსენების მონიტორინგი მოგცემთ იმის გაზომვის საშუალებას, თუ რამდენჯერ და რა ვითარებაში ახსენებენ თქვენს ბრენდს.
- საიტის ტრაფიკი
თუ თქვენი ინფლუენსერ მარკეტინგის KPI საიტის ტრაფიკის გაზრდაა, ამის მარტივად გაზომვა Google Analytics-ის საშუალებით შეგიძლიათ.
ამ ინსტრუმენტის დახმარებით ისეთი ელემენტების გაზომვა შეგიძლიათ როგორებიცაა:
ახალი მომხმარებელი – გაზომავთ იმ მომხმარებლების რიცხვს, რომლებიც პირველად ესტრუმრნენ თქვენს საიტს. ამით შეგიძლიათ, ასევე განსაზღვროთ, იზრდება თუ არა თქვენი ბრენდის ცნობადობა.
სესიების რაოდენობა – საიტზე სესიების ჯამური რაოდენობა კონკრეტული დროის განმავლობაში
საიტზე გატარებული დრო – ამით ითვლით საიტზე გატარებული დროის საშუალო მაჩვენებელს.
Pageviews-ების რაოდენობა – კონკრეტული დროის განმავლობაში გვერდების ნახვის რაოდენობა. ამის საშუალებით იგებთ, რომელ გვერდზე ატარებენ მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს.
რეფერალებიდან ვიზიტების რაოდენობა – ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რომელი ინფლუენსერებისგან გყავთ ყველაზე მეტი ვიზიტორი.
ინფლუენსერ კამპანიის დაწყებამდე თუ უკვე გქონდათ მსგავსი მონაცემები შეგროვებული, დაწყების შემდეგ მარტივად შეგიძლიათ, შეადაროთ ეს მონაცემები ერთმანეთს. ყოველთვის გამოყავით კამპანიის URL-ები იმისთვის, რომ საიტის ტრაფიკის წყარო იცოდეთ.
- ლიდების მოპოვება და კონვერტაციები
ნებისმიერი ინფლუენსერ მარკეტინგის საბოლოო მიზანია ლიდების მოპოვება, გაყიდვები და კონვერტაციები. ყველა ჩამოთვლილთაგანი კი ბრენდის ცნობადობის ზრდისა და აუდიტორიის ჩართულობის შედეგია.
მარკეტინგული არხებისა და სწორი ინფლუენსერების იდენტიფიცირებით ლიდების მოპოვება მარტივად შეიძლება, რაც საბოლოოდ ბიზნესს მაქსიმალურ ROI-მდე მიიყვანს.
არსებობს უამრავი ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც KPI-ს გაზომვაში დაგეხმარებათ. Google Analytics არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ინსტუმენტი, რომელიც საიტის მონაცემების შეგროვებაში გეხმარებათ. Customer Acquisition Report-ში შეგიძლიათ ტრაფიკის არხები შეამოწმოთ.
მხოლოდ ლიდების რაოდენობის გაზომვა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა რაოდენობის ლიდებმა განახორციელეს შესყიდვები.
Grapevine-მა ანალიზი გაუკეთა 150 ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიას და დაადგინა, რომ კონვერტაციების საშუალო მაჩვენებელი ინფლუენსერ მარკეტინგისთვის 2.55%-ია.
- გაყიდვები
ეს არის ყველაზე საბაზისო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რასაც ინფლუენსერ მარკეტინგის დროს უნდა უყურებდეთ.
Linqia-ს კვლევის მიხედვით მარკეტოლოგების 34% ინფლუენსერ მარკეტინგს იყენებს პროდუქტის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში გაყიდვების გასაზრდელად.
გაინტერესებთ როგორ შეიძლება გაყიდვების გაზრდა ინფლუენსერ მარკეტინგის საშუალებით?
ინფლუენსერების დახმარებით გაყიდვების გაზრდის რამდენიმე გზა არსებობს: ეფილიეიტ ლინკები, პრომო კოდები და ა.შ. იმისთვის, რომ შეძლოთ მონიტორინგი, თუ ვისგან/საიდან მოხდა პროდუქტის შეძენა გამოიყენეთ თრექინგ ლინკები, უნიკალური კოდები და ა.შ. ეს დამატებითი მოტივატორი იქნება ინფლუენსერებისთვის, რომ თქვენი პროდუქტის გაყიდვაზე იზრუნონ.
- ROI
მას შემდეგ რაც თქვენთვის რელევანტურ ინფლუენსერს შეარჩევთ, ერთობლივად შექმნით ხარისხიან კონტენტს და იზრუნებთ გაყიდვებზე, დროა თქვენი KPI იყოს ROI.
საკმარისი არ არის მიმდევრების დიდი რაოდენობით მოპოვება და ბრენდის ცნობადობის ზრდა ავტომატურად გაყიდვების გასაზრდელად. თქვენ უნდა იცოდეთ, რა ინვესტიციას დებთ ინფლუენსერში და რა შემოსავალს იღებთ მისგან შედეგად.
მარკეტოლოგების 78%-ისთვის ინფლუენსერ მარკეტინგის უდიდეს გამოწვევად ROI-ს გამოთვლა რჩება.
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რაც ROI-ს გაზომვაში დაგეხმარებათ:
განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი – შექმენით მკაფიო სურათი, თუ რა ფინანსების გამოყოფა შეგიძლიათ კონკრეტული კამპანიისთვის.
გამოთვალეთ ინფლუენსერის ღირებულება – ეს დაგეხმარებათ ბიუჯეტის ზუსტად განსაზღვრაში.
დაისახეთ მიზნები – მიზნების წინასწარ დასახვით გეცოდინებათ, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ ინფლუენსერებმა.
ღირებულებების გამოთვლა – ზუსტად გამოთვალეთ, რა ინვესტიციას დებთ ნებისმიერ კამპანიაში.
ასევე დაგაინტერესებთ: