ინფლუენსერ მარკეტინგის წარმატებული კამპანიის მაგალითები

თებერვალი 23, 2021

ინფლუენსერ მარკეტინგის წარმატებული კამპანიის მაგალითები

საბედნიეროდ, ინფლუენსერ მარკეტინგი არსად წასვლას არ აპირებს და დრო, ჯერ კიდევ გაქვთ.

საბედნიეროდ, ინფლუენსერ მარკეტინგი მყარად იკიდებს ფეხს დღევანდელ რეალობაში და კომპანიებს დიდი შესაძლებლობა აქვთ წარმატებული კამპანიების განსახორციელებლად. გთავაზობთ რამდენიმე წარმატებულ მაგალითს ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრიიდან:

  1. Bigelow Tea

Bigelow Tea ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ბრენდია.

სხვა ბევრი ბრენდის მსგავსად, ისინიც მუდმივად იბრძვიან მომხმარებლისა და საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად, რაც განსაკუთრებით რთულია ამ დინამიურ და მუმდივად ცვალებად მარკეტინგულ გარემოში.

სოციალური მედია მარკეტინგის აღზევებისა და კონკურენტების მატების შემდეგ, Bigelow tea-მ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო მორგებოდა დროს და მიდგომებიც შეეცვალა.

ამის განსახორციელებად, კომპანიამ არჩია, მიემართა ინფლუენსერ მარკეტინგისათვის  და დაკავშირებოდა ბლოგერებს, რათა წინ წამოეწიათ ჩაის სარგებლიანობა, ჯანსაღი ცხოვრება და, რაღა თქმა უნდა, მათი ჩაის ფერებიც.

კომპანია თანამშრომლობდა ისეთ ბლოგერებთან, როგორიც არის Ashley – Cherished Bliss-დან. მან შექმნა რეცეპტი ლიმონათის ყინულებიანი Bigelow-ის ცივი ჩაისათვის.

ამ სტატიამ Bigelow Tea - ს გუგლის რეიტინგში მოწინავე ადგილი მოუტანა ყველაზე რელევანტური კონტეტნის გათვალისწინებით, ისეთი ტერმნიების ძიებისას, როგორიც არის „ცივი გამაგრილებელი სასმელი“ ან „ცივი ჩაი“. ეს სტატია მონიშნულ იქნა ასობით სხვა ბლოგერის მიერ, რამაც კომპანიას ბევრად დიდ აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა მისცა.

ამგვარი სტრატეგიის დამსახურებით, კამპანიამ საერთო ჯამში 32,000 + ბლოგზე გამოხმაურება და 44 მილიონი გამოხატული ემოცია დაიმსახურა და შედეგად, კომპანიის გაყიდვები 18.5 პროცენტით გაზარდა.

მათ წარმატებულად გამოიყენეს ინფლუენსერთა გავლენა გაყიდვების გასაზრდელად და ამავდროულად, მილენიალთა ნდობაც მოიპოვეს.

 

  1. Turkish Airlines

ინფლუენსერ კამპანიების გამოყენება არა მარტო გაყიდვების ზრდისათვის, არამედ ბრენდის ცნობადის ასამაღლებლად და სახსრების მოსაძიებლადაც შეიძლება.

სომალის კრიზისის შემდეგ, მილიონობით ადამიანი საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

Snapchat-ის ვარსკვლავი და ინფლუენსერი - Jerome Jarre სწორედ იმისათვის, რომ სომალელი ხალხისთვის დახმარება აღმოეჩინათ, გაერთიანდა Turkish Airlines-თან, რომელიც იმ დროისთვის ერთადერთი საერთაშორისო ავიახაზი იყო, რომელიც სომალში დაფრინავდა.

ჯერომემ სცადა საზოგადოებაში ცნობადობა აემაღლებინა და დაიწყო კამპანია #TurkishAirlinesHelpSomalia და მოუწოდა ხალხს, რომ ერთად შეევსოთ საკვებით და სასმელი წყლით ის თვითმფრინავი, რომელიც სომალის მოსახლოების დასახმარებლად გაფრინდებოდა.

პირველი რამდენიმე დღის შემდეგ, ჯერომეს პოსტებს 83,000-ზე მეტი გაზიარება და 58,000 მოწონება ჰქონდა ინსტაგრამზე.

შემდგომში უკვე სხვა ინფლუენსერების დახმარებით, მათ 24 საათში შეძლეს მილიონი დოლარის შეგროვება, სომალელი მაცხოვრებლების დასახმარებლად.

პირველი ხუთი დღის განმავლობაში, კამპანიით 2 მილიონი დოლარი შეგროვდა და ამაში წვლილი 80,000 - მა ადამიანმა შეიტანა.

ამ ფულით კი ჯერომემ არა მარტო ერთი, არამედ ათი თვითმფრინავის გავსება შეძლო.

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კი თურქიშ ეარლაინსმა გადაწყვიტა, სომალისთვის 200 ტონა საკვები მიეწოდებინა.

მიუხედავად იმისა, რომ არაა ცნობილი ამან ავია კომპანიის გაყიდვებზე როგორ იმოქმედა, აშკარაა, თუ რამხელა ეფექტის მოხდენა შეძლო ამ მოვლენამ ბრენდის ცნობადობაზე.

  1. GOODFOODS

GOODFOODS სრულიად ნატურალური და ეკო-მეგობრული საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც თავისი გუაკამოლეს რეცეპტებით, წასახემსებლებითა და სალათების მოკაზმვით არის ცნობილი.

გასაკვირი არაა, რომ კომპანიას მისი ბრენდის ცნობადობის ამაღლება სურდა, რათა უფრო მეტ ადამიანს გაეგო მათი გუაკამოლეს რეცეპტების შესახებ.

„ამის გასაკათებლად კი მათ 60 ინფლუენსერთან დაიწყეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით (საკვები, სახლი, ჯანსაღი ცხოვრების წესი), რათა მათ ორიგინალური კონტენტი ეწარმოებინათ და შეექმნათ რეცეპტები GOODFOODS-ის საკვები ინგრედიენტების გამოყენებით.

ინფლუენსერ კამპანია სამი ნაწილისგან შედგებოდა:

  1. გასართობი დღის ტრადიციები
  2. მადლიერების დღის წვეულებები
  3. საშობაო და ჰანუკას ტრადიციები

თითოეული კამპანიის ფარგლებში გამოყენებული უნდა ყოფილიყო კომპანიის პროდუქცია და შექმნილიყო ინოვაციური რეცეპტები.

თითოეული რეცეპტი, როგორიც არის მაგალითად GOODFOODS-ის გუაკამოლეს კრევეტების აპეტაიზერი, რომელიც Life Currents-ის მიერ იქნა გამოქვეყნებული, ებმებოდა კომპანიის მთავარ გვერდს, სადაც მომხმარებელს შეეძლო უკვე ადგილობრივი გამყიდველისგან შეეძინა პროდუქტი.

კამპანიის შედეგად, გამოქვეყნებულ იქნა 2,000-ზე მეტი კონტეტნი, რომელიც რეცეპტებს, ფოტოებს, ბლოგ პოსტებს, სოციალურ მედია პოსტებსა და ვიდეოებს შეიცავდა.

კონტენტს 70,450 გამოხმაურება მოჰყვა, დაწყებული „კლიკებითა და მოწონებებით, დამთავრებული კომენტარებითა და გაზიარებით.

 

შეჯამება

ციფრული ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და ისინი, ვინც ამ ტემპს არ მიჰყვებიან, ფუჭად ხარჯავენ საკუთარ ბიუჯეტს, მომხმარებელს და მათი ბაზრის წილსაც იმცირებენ.

საბედნიეროდ, ინფლუენსერ მარკეტინგი არსად წასვლას არ აპირებს და დრო ჯერ კიდევ გაქვთ.

ინფლუენსერ მარკეტინგს გამოარჩევს ის, რომ შეგიძლია სამი ჩიტი ერთი გასროლით მოკლა - შექმნა დიდებული კონტენტი, მოიპოვო სანდოობა და გახდე ცნობილი ინფლუენსერთა ქსელის მეშვეობით – Anand Kansal.

მანამ, სანამ თქვენს ინფლუენსერს სოლიდური რეპუტაცია და შესაბამისი გავლენა ექნება, გამომწერები არც თქვენ მოგაკლდებათ.

რაც ყველაზე მთავარია,  სოციუმი ენდობა მათ რეკომენდაციებსა და რჩევებს.

თუ გსურთ, უფრო დიდი გავლენა მოახდინოთ ინფლუენსერ მარკეტინგის საშუალებით, ეცადეთ მიჰყვეთ იდეოლოგიას - „რაც ნაკლები, მით უფრო მეტი“ - ეძებეთ ბრენდის ნამდვილი  ენთუზიასტები.

ჩამოაყალიბეთ მათთან სანდო და მტკიცე ურთიერთობა და მიეცით მათ საშუალება, საკუთარი მიდგომებით შექმნან გენიალური კონტენტი.

მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვლინდება მათი ნამდვილი ტალანტი და გავრცელდება მათი ზეგავლენა მომხმარებელზეც.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის

როგორ შევიმუშავოთ ინფლუენსერ სტრატეგია

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი?

ეფილიეიტ მარკეტინგი