media-4

რატომ ვიდეოს მწარმოებელი ინფლუენსერი?

  • 07 ივნ 2021
  • ინფლუენსერ მარკეტინგი
რატომ ვიდეოს მწარმოებელი ინფლუენსერი?

სტატიაში განვიხილავთ იმ ინფლუენსერებში ინვესტირებას, რომლებიც ვიდეოებს აქტიურად აქვეყნებენ. ვიდეოების წარმოება უახლესი ტრენდია და თუ მას აქამდე არ იყენებდით, მაშინ მოქმედება უნდა დაიწყოთ.

 

 

  1. შესყიდვის საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისასვლელ გზად, ხუთიდან ოთხი მილენიალი ვიდეო კონტენტს ასახელებს.

ვიდეო კონტენტის ზრდასთან ერთად, ბევრი ბრენდი საკუთარ სარეკლამო ხარჯებს იუთუბ არხზე ამცირებს, რადგან ძირითადად უკონტროლო ხდება იმის დადგენა, თუ ვის როდის ამოუვარდება რეკლამა.

ამგვარი კონტროლის არარსებობის გამო ბევრი კომპანია ტრადიციულ ვიდეო რეკლამებს ივიწყებს - იუთუბ ვიდეო რეკლამებს წყვეტს და მიმართავს იმ ინფლუენსერებს, რომლებიც ვიდეოების საშუალებით საუბრობენ ამა თუ იმ პროდუქტზე.

ყველაზე ეფექტური მაგალითებია პროდუქტების გახსნის ვიდეოები, ექსკლუზიური განხილვები ყველაზე აქტუალური ინფლუენსერებისგან. ეს ყველაფერი კი ადრეულ ეტაპზევე ეხმარება კომპანიას მისი გაყიდვების ზრდასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში.

საინტერესოა, რომ Youtube-ის თინეიჯერი გამომწერებიდან 70% უფრო მეტად ენდობა იუთუბ კონტენტის შემქნელებს, ვიდრე ტრადიციულ ცნობილ სახეებს და ამასთანავე, იუთუბის მომხმარებელთა 60% ვიდეო კონტენტის შემქმნელების აზრს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე მაგალითად ფილმის ან ტელე პერსონისას.

წარმოიდგინეთ, რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას თქვენს ბიზნესზე, ვინაიდან ეს თინეიჯერები 5-10 წელიწადში შრომის ბაზარზე შევლენ და თქვენი პოტენციური მომხმარებლები გახდებიან.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Youtube ერთადერთი პლატფორმა არ არის ვიდეო კონტენტის შესაქმნელად. ამ მხრივ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები არსებობს.

მაგალითად, ინსტაგრამს აქვს Live Story, IGTV და Reels, რომელიც არსებითად პოპულარული ინსტაგრამ ინფლუენსერებისთვის არის განკუთვნილი.

Snapchat, TikTok და Facebook-ც ამ სიაში შედიან.

  1. გაზრდილი გამჭვირვალობა

ურთიერთობების გამჟღავნებამ ინდუსტრიაში საგრძნობი არეულობა გამოიწვია, მას შემდეგ რაც FTC-მ (Federal Trade Commision) გამოაქვეყნა წერილები, სადაც ბრენდებსა და ინფლუენსერებს მოუწოდებდა, უფრო სააშკარაოდ გამოეტანათ მათი სამუშაო პროცესები.

მთავრობის საგანგაშო მინიშნების შემდეგ, წამყვანი ბრენდები და მარკეტინგული პლატფორმები ცდილობენ, მაქსიმალურად გაამჟღავნონ მათი დასპოსნორებული ან პარტნიორული ურთიერთობები. ასეთი მიდგომები მეტად ამყარებს მომხმარებლის ნდობას და მაქსიმალურად ინარჩუნებს მათ.

როგორც მაგდალენა ურბანიაკი ურჩევს ბიზნესებს:

ჩამოაყალიბეთ ღირსეული და სოლიდური ურთიერთობები როგორც ინფლუენსერებთან, ასევე აუდიტორიასთან, რადგან არ არსებობს ამაზე უფრო ღირებული კაპიტალი.“

ერთ-ერთი გზა იმის საცნობად, რომ ინფლუენსერი თქვენი პროდუქტის რეკლამირებისთვის ანაზღაურებას იღებს, არის მაგალითად ფეისბუქისთვის და ინსტაგრამისთვის სპეციალურად გამოყოფილი თეგი (paid partnership).

ინსტაგრამმა ზედმეტი ძალისხმევა თავიდან აგარიდათ მისი დაბრენდილი კონტენის ფუნქციის მეშვეობით, რომლითაც შეგიძლიათ, თქვენი ბიზნეს პარტნიორი მონიშნოთ და მკაფიოდ გამოაჩინოთ, რომ ეს ფასიანი პოსტია.

ზედმეტი რისკებისაგან თავი რომ დაიცვათ, ეცადეთ, ხშირად შეამოწმოთ თქვენი ინფლუენსერების პოსტები და დარმწუნდეთ, ნამდვილად მიჰყვებიან თუ არა ისინი FTC რეგულაციებს.

ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ.

  1. რეკლამების სანაცვლოდ გამოსადეგი კონტენის შექმნა.

კონტენტ მარკეტინგი ხალხის საჭიროებებზეა აგებული. მომხმარებლები დაიღალნენ ტრადიციული მარკეტინგითა და რეკლამირებით, რომლებიც ყველა ჟურნალს, რადიოს, ტელევიზიასა თუ ბილბორდს მოიცავდა. ციფრული სამყაროს შექმნამ კი უკვე ახალი საჭიროებები და მიდგომები წამოწია წინ.

ამის გათვალისწინებით, თქვენს პარტნიორ ინფლუენსერს მკაცრად უნდა ჰქონდეს დაბალანსებული არაკომერციული და შეკვეთილი კონტენტის წარმოება.

სხვაგვარად, მათი სანდოობა ქრება და მასთან ერთად მათი მომხმარებლებიც. დევიდ ჟენგი Buildfire-დან ამბობს:

ორი რამ, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მომხმარებელზე, არის თანმიმდევრულობა და გულწრფელობა. რაც უფრო ჰგავს კონტენტი რეკლამას, მით უფრო არაეფექტურია ის.“

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არიან ინფლუენსერები

როგორ შევიმუშაოთ ინფლუენსერ სტრატეგია

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი