ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის

თებერვალი 25, 2021

ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის

გსმენიათ, რომ ინფლუენსერებზე დახარჯულ ყოველ 1$-ზე ბიზნესი გამოიმუშავებს 6.50$ უფასო მედიას? გაინტერესებთ, რომელი ინფლუენსერ მარკეტინგული სტრატეგიით შეიძლება ამის მიღწევა?

გსმენიათ, რომ ინფლუენსერებზე დახარჯულ ყოველ 1$-ზე ბიზნესი გამოიმუშავებს 6.50$ უფასო მედიას (earned media)? გაინტერესებთ, რომელი ინფლუენსერ მარკეტინგული სტრატეგიით შეიძლება ამის მიღწევა?

დღეს ძალიან ბევრი მარკეტოლოგი ცდილობს ისეთი ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებs მათ ROI-ს (უკუგება ჩადებულ ინვესტიციაზე).

ინფლუენსერების ბაზრის გაზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება სწორი ინფლუენსერების მოძიება და სწორი მარკეტინგული ტაქტიკიტის შემუშავება.

გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაერკვეთ თუ როგორ იყენებენ მარკეტოლოგები ინფლუენსერ მარკეტინგს ბენდის გაძლიერებისთვის.

  • მარკეტოლოგების 77% ჩართულობის (engagement) გასაზრდელად.
  • მარკეტოლოგების 89% ავთენტური კონტეტის შესაქმნელად
  • 56% საიტებზე ტრაფიკის გასაზრდელად.
  • 43% ახალგაზრდა აუდიტორიების მოსაპოვებლად, რომლებიც ტრადიციულ რეკლამებს ყურადღებას არ აქცევენ.

სტატიაში გაგაცნობთ ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხს თქვენი ბრენდის გაძლიერებისთვის.

  1. პროდუქტის გაშვებისას ინფლუენსერების გამოყენება
  2. ისეთ ინფლუენსერებთან თანამშრომლობა, რომლებსაც უყვართ თქვენი ბრენდი
  3. კრეატიულობის წახალისება ინფლუენსერებში
  4. გრძელვადიანი თანამშრომლობა ასოციაციებთან
  5. მიკრო-ინფლუენსერების გამოყენება
  6. ინფლუენსერებზე დაყრდნობით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
  7. კამპანიების მონიტორიგნი

 

#1: პროდუქტის გაშვებისას ინფლუენსერების გამოყენება

ბრენდები ახალი პროდუქტის გაშვებისას წლებია ცნობად სახეებთან თანამშრომლობენ. თუმცა, ინფლუენსერებთან თანამშრომლობამ უფრო დიდი ეფექტი შეიძლება იქონიოს, ვიდრე ცნობად სახეებთან.

ცნობად სახეებს დიდი რაოდენობის შერეული ინტერესების მქონე გამომწერები ჰყავთ და შესაძლოა თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას არც წარმოადგენდნენ. შესაბამისად, მათი მხირდან პრომოცია ნაკლებად ეფექტური შეიძლება იყოს, რადგან არ მუშაობენ კონკრეტულ ნიშაზე. რაც ყველაზე მნიშნველოვანია, მათმა გამომწერებმა იციან, რომ ისინი უბრალოდ პროდუქტის რეკლამას აკეთებენ, რაშიც ფულს იღებენ და არანაირი ემოციური კავშირი არ აქვთ ბრენდთან თუ პროდუქტთან.

ინფლუენსერები, კონკრეტულ ნიშაში ნდობით აღჭურვილი პირები არიან და მათი მესიჯები უფრო სანდოა. ასევე, მათი მიმდევრებიც იმ აუდიტორიას წარმოადგნენ, რომლებიც ამ ნიშით არიან დაინტერესებული.  

ადამიანების 30% არაცნობადი სახეებისგან გარეკლამებულ პროდუქტს უფრო ყიდულობს, ვიდრე ცნობადი სახეებისგან.

მილენიალების 70% არაცნობად ინფლუენსერებს უფრო ენდობა ვიდრე ვარსკვლავებს.

ისეთმა ბრენდმა, როგორიც შანელია, Chanel No. 5 L’Eau სუნამოს პრომოციისთვის ინფლუენსერები გამოიყენა. მათ სურდათ, ეჩვენებინათ, როგორ იყენებდნენ ნამდვილ ყვავილებს სუნამოს შესაქმნელად და, რა თქმა უნდა, მიზანი ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია იყო.  

ამ ხერხმა, რა თქმა უნდა, შანელს დიდი წარამტება მოუტანა. მათ გამოიყენეს ჰეშთეგები  #chanelgrasse და #newchanel5, რომლებმაც 900K მოწონება დააგროვა სოციალურ მედიაში.

#2: ისეთ ინფლუენსერებთან თანამშრომლობა, რომლებსაც უყვართ თქვენი ბრენდი

თუ ინფლუენსერები თქვენგან დამოუკიდებლად, ისედაც საუბრობენ თქვენი ბრენდის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ უყვართ და მოსწონთ თქვენი პროდუქტები.

და რა იქნება იმაზე კარგი, რომ ასეთ ინფლუენსერებთან დაიწყოთ თანამშრომლობა?

Airbnb ერთ-ერთი ბრენდია, რომელმაც ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგია საკმაოდ წარმატებით გამოიყენა. როდესაც, გაიგეს რომ Mariah Carey-მ გამოიყენა მათი სერვისი, ისინი მაშინვე დაუკავშირდნენ მას და თანამშრომლობა შესთავაზეს. დასპონსორებული კამპანიის ფარგლებში მან Airbnb-ის ზღვისპირა სახლის ფოტოები დაპოსტა, რომელმაც 45,000 მოწონება დააგროვა.

ამ მაგალითზე, Airbnb-მ გააგრძელა იგივე სტრატეგია სხვა ინფლუენსერებთან და ცნობად სახეებთან თანამშრომლობით. ინფლუენსერები პოსტავენ ფოტოებს სხვადასხვა სახლებიდან, შედეგად Airbnb სთავაზობს უფასო დასვენებას მდიდრულ და ექსტრავაგანტულ აპარტამენტებში.

#3: კრეატიულობის წახალისება ინფლუენსერებში

ინფლუენსერ მარკეტინგის მთელი სილამაზე ინფლუენსერების მხრიდან კარგი კონტენტის შექმნაში მდგომარეობს. ინფლუენსერები არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიან შესაბამისი არხისთვის მიმზიდველ კონტენტს და ამის საშუალებით გამომწერებს იჩენენ.

ეს თქვენთვის ნამდვილად დიდი სარგებელია, რადგან ზოგავთ დროსა და ფულს ცალკეული კრეატიული კონტენტის საწარმოებლად.

ინფლუენსერებისთვის კრეატიული თავისუფლების მინიჭება ყველაზე კარგი ხერხია ასეთ შემთხვევაში. კვლევის თანახმად ინფლუენსერების 77%-ს ისეთ ბრენდებთან ურჩევნიათ თანამშრომლობა, რომლებიც ამ ნაწილში თავისუფლებას ანიჭებენ.

#4: გრძელვადიანი თანამშრომლობა ასოციაციებთან

ეფექტური და კვალიფიციური კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორ ინფლუენსერებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებაა.

ბევრი პოპულარული ბრენდი ერთსა და იმავე ინფლუენსერებთან თანამშრომლობს ყველა მარკეტინგული კამპანიის დროს.

მაგალითად, Johnson & Johnson წლების განმავლობაში თანამშრომლობდა წარმატებულ ინფლუენსერთან, რომელსაც 400k მიმდევარი ჰყავს Instagram-ზე. ინფლუენსერი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა ბრენდს აუდიტორიის გაფართოებაში.


სტრატეგიის შემუშავებისას ინფლუენსერებთან მჭიდრო და გრძელვადიანი კავშირის დამყარება ინფლუენსერ მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკაა. გრძელვადიანი პარტნიორობა უფრო დიდი ნდობის მოპოვების წინაპირობაა. 

 

 

#5: მიკრო-ინფლუენსერების გამოყენება

მიკრო-იფლუენსერებს, მართალია, უფრო ნაკლები რაოდენობის მიმდერები ჰყავთ, მაგრამ უფრო აქტიურები და ჩართულები არიან კომუნიკაციაში. Experticity-ს კვლევის მიხედვით, ადამიანების 82% მიკრო-ინფლუენსერების რეკომენდაციებს უფრო ენდობა.

ასეთი ინფლუენსერები უფრო ძლიერ კავშირს ამყარებენ თავის აუდიტორიასთან და შესაბამისად, მეტად ინარჩუნებენ ნდობასა და რეპუტაციას.

მათთან თანამშრომლობა უფრო იაფი ჯდება და კონვერტაციის მაჩვენებელიც გაცილებით მაღალია. ასეთი ინფლუენსერების აღმოსაჩენად საჭიროა, მუდმივად ესტუმროთ მათ გვერდებს სოციალურ ქსელებში და დარწმუნდეთ, რომ ისინი თქვენთვის რელევანტურ წყაროებს წარმოადგენენ.

 

#6: ინფლუენსერებზე დაყრდნობით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება

მარკეტინგი რამდენიმე სტრატეგიას მოიცავს, თუმცა უშუალოდ ინფლუენსერებთან ურთიერთობისას კარგი იქნება, თუ მათზე მორგებულ სტრატეგიას შეიმუშავებთ.

Google-ის ტრენდების მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფლუენსერ მარკეტინგის შესახებ ინფორმაციის ძიების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

ისეთი ბრენდები, როგორიცაა Gymshark, თავიანთ მარკეტინგული სტრატეგიას მთლიანად ინფლუენსერების გარშემო აწყობენ. Gymshark ინფლუენსერებს თავის მაღაზიაში იწვევს და ფანებთან ახვედრებს. ინფლუენსერ მარკეტინგის დახმარებით კომპანიამ ბოლო 2 წელიწადში 1.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

 

#7: კამპანიების მონიტორიგნი

იმისათვის, რომ ინფლუენსერ მარკეტინგით წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი შედეგები. მარკეტოლოგების 78%-ისთვის პრობლემას წარმოადგენს ROI (უკუგება ჩადებულ ინვესტიციაზე) - ს გამოთვლა. 45% მარკეტოლოგებისთვის სირთულე სწორი ინფლუენსერის პოვნაა.

თუ თქვენი კონკურენტები უკვე დიდ წარმატებას აღწევენ ინფლუენსერ მარკეტინგით და თქვენ ჯერ კიდევ არ იყენებთ მას, მაშინ, თქვენ ერთი ნაბიჯით უკან ხართ.

ეს რამდენიმე მარტივი ნაბიჯი კი დაგეხმარებათ სწორი და ეფექტური ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არიან ინფლუენსერები?

როგორ შევქმნათ ძლიერი ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგია

ინფლუენსერ მარკეტინგის წარმატებული კამპანიის მაგალითები