ინფლუენსერ მარკეტინგის 11 საინტერესო სტატისტიკა

სოციალური მედიის განვითარებასა და პოპულარიზაციასთან ერთად, ინფლუენსერ მარკეტინგიც საგრძნობლად გავრცელდა. ადამიანები თავიანთ რჩეულ ინსტაგრამის, ტვიტერის და ტიკტოკის ვარსკვლავებს აკვირდებიან, ეცნობიან მათი საყვარელი იუთუბერების კონტენტს და იღებენ მათგან რჩევებსა თუ რეკომენდაციებს. ინფლუენსერბთან ეფექტური თანამშრომლობისთვის შესაბამისი ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის შექმნაა საჭირო.
ინფლუენსერებს ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი აკვირდება, ამიტომ ხშირად ისინი მარკეტოლოგების ყურადღების ცენტრშიც ექცევიან. ინფლუენსერ კამპანიების შემუშავების მიმართ ინტერესი 2021 წლისთვის 325%-ით არის გაზრდილი.
სოციალური მედიის ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, აქციონ საკუთარი თავები ბრენდებად და გაზარდონ სოციალურ მედია ქსელებში მათი ჩართულობა. დღევანდელი ინფლუენსერები გაცილებით სანდო ადამიანებად ითვლებიან, ვიდრე ტრადიციული ვარსკვლავები. სოციალურ მედიას მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს, თანაც მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება - შესაბამისად, კომპანიების გარეკლამებისთვის ეს არხები უკვე საკმაოდ ხელსაყრელია.
ინფლუენსერ მარკეტინგის სტატისტიკები
ინფლუენსერ მარკეტინგის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, მის გარშემო არაერთი კვლევა ტარდება და არაერთი საინტერესო სტატისტიკა გროვდება.
-
თინეიჯერთა 70% ტრადიციულ ვარკსვლავებზე მეტად ინფლუენსერებს ენდობა
ბრენდისთვის საკმაოდ რთულია ისეთივე ნდობის მოპოვება, როგორიც მომხმარებელს ინფლუენსერებთან აკავშირებს. თუმცა, ინფლუენსერ მარკეტინგის წყალობით ეს ნდობა შეგიძლიათ თქვენს ბრენდზეც ასახოთ. მაგალითად, ათიდან ოთხი მილენიალი ამბობს, რომ რჩეულ ინფლუენსერს მეგობრებზე უკეთ ესმის მათი. ინფლუენსერ მარკეტინგის დახმარებით, ბრენდებს აღარ უწევთ ცალკეულად გარეკლამებაზე ზრუნვა, რადგან მათ ნაცვლად ამაზე ინფლუენსერები საუბრობენ და აუდიტორიაში კომპანიის მესიჯსაც ავრცელებენ.
-
ქალების 86% სოციალურ მედიას ყიდვის შესახებ რჩევების მისაღებად იყენებს
ეს სტატისტიკა ნებისმიერი ბრენდისთვის საყურადღებო და მნიშნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მთავარი სამიზნე აუდიტორია სწორედ ქალბატონები არიან. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ ქალების ყურადღება მიიპყროთ და მათ საკუთარი პროდუქტის შეძენისკენ უბიძგოთ, სოციალურ მედიაში აქტიურობა უპირობოდ გჭირდებათ. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომელი ინფლუენსერებით ინტერესდებიან ისინი. როდესაც საქმე ინფლუენსერ მარკეტინგს ეხება, ქალების ნახევარზე მეტს შესყიდვა ინფლუენსერის პოსტის გამო აქვს განხორციელებული.
-
მომხმარებელთა 49% ინფლუენსერების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული
არსებული სტატისტიკა ხაზს უსვამს სოციალური მედია ინფლუენსერების მზარდ მნიშვნელობას ბრენდებისთვის, რომლებსაც საკუთარ აუდიტორიასთან დაკავშირება სჭირდებათ. 49% არა მარტო ინფლუენსერების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული, არამედ მათ 40%-ს შეუძენია კონკრეტული პროდუქტი ინფლუენსერის პოსტის ნახვის შემდეგ - ტვიტერზე, იუთუბზე ან ინსტაგრამზე. თუ მომხმარებელი ენდობა ინფლუენსერს, დიდი შანსია, რომ ის მის მიერ რეკომენდებულ პროდუქციას შეიძენს.
-
ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიები თითო დახარჯულ დოლარზე $5.78 დოლარს აგენერირებენ
მარკეტოლოგთა 66% 2020 წელს ინფლუენსერ მარკეტინგის ბიუჯეტის გამოყოფას გეგმავდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ის ბრენდებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აღსანიშნავია, რომ ის ორგანულ, ფასიან ძიებასა და იმეილ მარკეტინგზე პოპულარულიც კი ხდება. დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფლუენსერ მარკეტინგში ჩადებული ყოველი ერთი დოლარიდან, $5,78 დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი, თუმცა ზოგიერთი ბრენდისთვის ეს რიცხვი $18-მდეც იზრდება. რასაკვირველია, ROI-სთვის (უკუგება ინვესტეციებზე) ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ინფლუენსერ მარკეტინგისთვის ROI-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ინსტაგრამზე და ტვიტერზე ფიქსირდება.
-
ინფლუენსერ მარკეტინგი ბრენდებს უფრო ხარისხიანი მომხმარებლების ათვისებაში ეხმარება
სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ურთიერთობის განმტკიცება ისეთ ინფლუენსერებთან, რომლებიც ბრენდებთან თემატურად არიან დაკავშირებული. კამპანიის შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ კომპანიისა და ინფლუენსერების ინტერესები და ღირებულებებიც ემთხვეოდეს ერთმანეთს. გარდა ამისა, მარკეტოლოგების 51% აღნიშნავს, რომ ინფლუენსერ მარკეტინგი მათ უფრო ხარისხიანი მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება.
-
წამყვანი ბრენდები ინფლუენსერ მარკეტინგის ბიუჯეტის გაზრდას აპირებენ
დღეს უფრო მეტი ბრენდი და მარკეტოლოგი იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია ინფლუენსერ მარკეტინგს. ეს ყველაფერი კი კამპანიებში ჩადებული ბიუჯეტების ზრდაშიც აისახება. გარდა ამისა, ისინი მიკრო ინფლუენსერებთან ამჯობინებენ მუშაობას. ინფლუენსერ მარკეტინგის გაზრდილი ბიუჯეტი ბრენდის ცნობადობას, აუდიტორიის მიღწევადობას და ბრენდის მიმართ ნდობასაც ზრდის.
-
მოსალოდნელია, რომ ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრია 2022 წელს $13.8 მილიარდს მიაღწევს
როგორც ინდუსტრია, ინფლუენსერ მარკეტინგი საგრძნობლად გაიზარდა გასული ორი წლის განმავლობაში. 2016 წელს $1.7 მილიარდად შეფასებული ინდუსტრია, ნავარაუდებია, რომ 2022 წლისთვის $13.8 მილიარდს მიაღწევს, რადგან ინდუსტრიის ზრდა და განვითარება მსოფლიოს მასშტაბითაა თვალსაჩინო. ასეთი ზრდა ინფლუენსერ მარკეტინგის უფრო ფართო გამოყენებაზეც მიუთითებს. გარდა ამისა, ეს გამოიწვევს მისი სტრატეგიების განვითარებას, შედეგების მექანიზმების დახვეწას და უფრო ეფექტურად მართვას.
-
მომხმარებელთა 42% რეკლამის ბლოკირების ტექნოლოგიას იყენებს
ინტერნეტ მომხმარებლები პერიოდულად აუქმებენ ტრადიციულ რეკლამებს და საკუთარ ონლაინ გამოცდილებას უფრო კომფორტულს ხდიან. ამერიკის მასშტაბით, რეკლამების ბლოკირების მაჩვენებელი პერსონალურ კომპიუტერზე 37%, ხოლო მობილურზე 15%-ს შეადგენს. მართალია, რეკლამების გაქრობას ცდილობს მომხმარებელი და ეს სივრცეები თავისუფლდება, თუმცა მათი შევსება უკვე ინფლუენსერებმა დაიწყეს. მომხმარებლები არ ბლოკავენ მათი რჩეული სელებრითების ვიდეოებს - პირიქით, ისინი მათ თითოეულ სიტყვას ისმენენ. რეკლამირების სიძლიერე რეალური ადამიანებისა და ინფლუენსერების ხელში გადადის.
-
წყვილები ცვლიან ინფლუენსერ მარკეტინგს
წყვილები წამრატებული ინფლუენსერების ახალ ტალღად გვევლინებიან. მათი ურთიერთობის გამოყენებით, ძალიან ბევრი წყვილი ბრენდად ჩამოყალიბებას ახერხებს. ასეთი აქტივობების გავრცელებაში დიდი წვლილი მსლოფლიოს მასშტაბით არსებულ რეალითი შოუებს მიუძღვით, რომლებიც ადამიანებს ვარსკვლავებად აქცევენ.
-
მომხმარებელთა 60%-ს შოპინგის დროს გადაწყვეტილება სოციალური მედია ან ბლოგ პოსტის მიხედვით მიუღია
მომხმარებელთა 3% აღნიშნავს, რომ ისინი მაღაზიაში პროდუქტს იმ შემთხვევაში შეიძენდნენ, თუ ის სატელევიზიო ვარსკვლავის მიერ იქნებოდა გარეკლამებული. თუმცა, ეს მაჩვენებელი ინფლუენსერებისთვის 60%-მდე იზრდება. მომხმარებელთა ნახევარზე მეტი შოპინგის დროს საკუთარ გადაწყვეტილებას სოციალური მედია პოსტებსა და ბლოგ პოსტებზე დაყრდნობით იღებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინფლუენსერთა მნიშვნელობას და მათ რეპუტაციას.
-
მარკეტოლოგთა 71%-ს სჯერა, რომ ინფლუენსერებთან თამაშრომლობა ბიზნესზე დადებითად აისახება
ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიები არ არის ისეთი სახის აქტივობა, რომელიც ერთხელ ხდება და შემდეგ წყდება - ეს ღირებული და განგრძობითი სტრატეგიაა, რომელსაც მარკეტოლოგები ხელსაწყოდ იყენებენ. მარკეტოლოგთა დაახლოებით სამი მეთოხედი ამას ბიზნესისთვის გამოსადეგად მიიჩნევს. თუ შეგიძლიათ, სცადეთ ინფლუენსერთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათი ბრენდის ამბასადორებად გადაქცევა. მათთან პარტნიორობით გავრცელებული მესიჯი გაცილებით ეფექტურია მომხმარებლისთვის და ბრენდის მიმართ სანდოობასაც საგრძნობლად ზრდის.
ასევე დაგაინტერესებთ: