media-4

რა შეცვალა ლოქდაუნმა ინფლუენსერებისთვის

  • 20 სექ 2021
  • ინფლუენსერ მარკეტინგი
რა შეცვალა ლოქდაუნმა ინფლუენსერებისთვის

გასული წლის მოვლენების მიუხედავად, რომელიც ახლაც გრძელდება, ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრია აგრძელებს მისი პოპულარობისა და მასშტაბების ზრდას. როგორც კვლევები აჩვენებს, ინფლუენსერ მარკეტინგისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2020 წლის განმავლობაში 65%-ით გაიზარდა. 2021 წელს კი ის ზრდას განაგრძობს.

დღესდღეობით, ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვები კვლავაც რჩება, ამიტომ მომხმარებლები სხვადასხვა გზებს ეძებენ გასართობად და გასახალისებლად.

პირველი „lockdown” საკმაოდ რთული აღმოჩნდა ინფლუენსერებისთვის, საჭირო გახდა ახალ გარემოსთან ადაპტირება და მათი კონტენტის გადახალისება. ამ ყველაფერს ისინი ჯერ კიდევ აგრძელებენ.

მიუხედვად იმისა, რომ ბრენდებსა და ბიზნესებზეც პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა და ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრიის მიმართულებებიც შეიცვალა, კომპანიებისთვის ამ ყველაფერმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

პანდემიამ სოციალური მედია არხების გამოყენება საგრძნობლად აამაღლა და ინფლუენსერებს საშუალება მისცა, აუდიტორიასთან განსხვავებული გზებით დაკავშირებულიყვნენ. ახლა კი ინფლუენსერ მარკეტინგის ახალ ტალღასთან ერთად, გთავაზობთ მიმდინარე წლისა და მომავალ ტრენდებს.

პერსონალიზაცია და კონტენტის ხარისხი


მომხმარებლები ადამიანური ელემენტების ნაკლებობას განიცდიან ბრენდებთან ურთიერთობისას და ამის გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებას სწორედ ინფლუენსერ მარკეტინგი წარმოადგენს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აუდიტორიასთან მუდმივად ჩართულები არიან - იქნება ეს კითხვა-პასუხის რეჟიმი, უკუკავშირის გამოთხოვა, თუ უბრალოდ აუდიტორიისთვის საჭირო კონტენტის მიწოდება.

იმ ინფლუენსერებს, რომლებიც პერსონალიზაციას მიმართავენ საკუთარ სოციალურ მედია არხებში და იქ განთავსებულ კონტენტში, ხშირად უფრო მაღალი ჩართულობა ახასიათებთ მომხმარებლისგან, რაც კამპანიის შედეგების შეფასებისას გაცილებით სასარგებლოა. (გაეცანით ინფლუენსერების ტიპებს)

ინფლუენსერებს მათი პროდუქტისა თუ საკითხის გარშემო უკვე დაინტერესებული აუდიტორია ჰყავთ შემოკრებილი, რაც მათ მარკეტინგული თვალსაზრისით ძლევამოსილ იარაღად აქცევს. სოციალური მედია ტექნოლოგიებისა და ადამიანური ინტერაქციის სარგებელს აერთიანებს, შესაბამისად ინფლუენსერებს ჩართულობის გაცილებით მაღალი გამომუშავების შესაძლებლობა აქვთ.

წარმატებისა და სასურველი შედეგების მიღწევა ყოველთვის გამომწერების რიცხვზე და ცნობადობის სტატუსზე არ არის დამყარებული. მართალია, ეს ფართო აუდიტორიასთან დაკავშირების საშუალებას გაძლევთ, თუმცა თქვენ მიერ შეთავაზებული კონტენტი უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლიდან ბრენდები და ბიზნესები უფრო მეტად ორიენტირდებიან პერსონალიზაციაზე და ინფლუენსერებთან თანამშრომლობაზე.

ერთჯერადი კამპანიები & გრძელვადიანი პარტნიორობები

მართალია, ერთი მეორესთან შედარებით აუცილებლად უკეთესი არ არის, თუმცა 2021 წლის მონაცემებით გრძელვადიანი პარტნიორობების პოპულარიზებას უფრო დავინახავთ, ვიდრე ერთჯერადი კამპანიების.

ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრიისთვის ნდობა და ავთენტურობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - გრძელვადიანი პარტნიორობები კი სწორედ ამას უზრუნველყოფს.

გრძელვადიანი სახის თანამშრომლობას ბრენდებსა და ინფლუენსერებს შორის ძირითადად სამი ან მეტი თვის სახე აქვს და ინფლუენსერები ხშირად წარმოგვიდგებიან, როგორც ბრენდის წარმომადგენლები თუ მათი ღირებულებების გამზიარებლები. სოციალური მედიის მომხმარებლებიც ასეთი კოლაბორაციების მომხრეები უფრო მეტად არიან და შესაბამისად, ეს მათი ინტერაქციის ხარისხსაც ამაღლებს.

ეს ყველაფერი არ ნიშნავს ერთჯერადი კამპანიების გაქრობას - მათ კვლავაც შევხდებით, რადგან ისინიც არაჩვეულებრივ შედეგებს აღწევენ. უბრალოდ გრძელვადიანი კოლაბორაციები სოციალური მედიისთვის უფრო მიმზიდველი და ეფექტური გახდა.

კონტენტის სახეობები

ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ვიდეო კონტენტი კვლავ აგრძელებს პოზიციების გამყარებას.

ვიდეო კონტენტი, როგორი მოცულობისაც არ უნდა იყოს ის, მაინც მარტივად აღქმადი და ინტერაქციულია - მისი გაგება, ათვისება და გაზიარეაც საკმაოდ მარტივია. ის მომხმარებელში უფრო სიღრმისეულ კავშირებს აყალიბებს, რაც აიოლებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას.

გარდა ამისა, აპლიკაციებში ჩაშენებული ფუნქციონალის დახმარებით, როგორიც არის Reels და Guides ინსტაგრამზე, ბრენდებსა და ინფლუენსერებს უფრო მეტი საშუალება ეძლევათ, კრეატიული და რელევანტური ვიდეო კონტენტი მიაწოდონ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2021 წლის შემდეგ კოლაბორაციული კამპანიები უფრო გამრავალფეროვნდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან მოყოლებული TikTok სოციალური მედიის მწვერვალებს იპყრობდა, ინსტაგრამი კვლავ ყველაზე ტრენდულ პლატფომად რჩება და აგრძელებს ინფლუენსერ მარკეტინგის გაძღოლას.

მეტი დაუმუშავებელი კონტენტი

გასული წლის შემდეგ ასევე სავარაუდოა ინფლუენსერების მიერ დაუმუშავებელი კონტენტის გავრცელებაც.

მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლებს რეალური და ბუნებრივი ინფლუენსერების გაცნობა სურთ. ნაცვლად გალამაზებული და დახვეწილი კონტენტისა, მათი სთორები ახლა რეალურ ყოველდღიურობას ასახავენ და მათ ნამდვილ, ავთენტურ სახეს აჩვენებენ.

ძალიან ბევრი ინფლუენსერი იყენებს Reels-ებს, რათა მომხმარებლებს მათი „კულისებს მიღმა“ ვიდეოები გაუზიაროს, რაც დამატებით ჩართულობას და ნდობის ამაღლებას იწვევს.

მეტი რეგულაციები ინფლუენსერ მარკეტინგში

2020 წელს არაერთი რეგულაცია ვიხილეთ ASA-ს (Advertising Standards Authority) მიერ და ნაკლებს არც მომავალში უნდა ველოდეთ.

მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა იმაზე, თუ რამდენად სწორად წარმოაჩენენ ინფლუენსერები საკუთარ კონტენტს. უფრო და უფრო მეტი სოციალური მედია პლატფორმებისა და ფუნქციონალების გამოჩენის ხარჯზე ახალი რეგულაციების მიღებაც მოსალოდნელია. ამის შესახებ ორგანიზაციასთან კომპანიებმაც დაიწყეს მუშაობა და ამის ნათელ მაგალითს ინსტაგრამი წარმოადგენს.

ინფლუენსერ მარკეტინგი: 2021

როგორც ნავარაუდებია, ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრია 2022 წლისთვის $15 მილიარდად იქნება შეფასებული. შესაბამისად, ის არსად არ მიდის და დროდადრო უფრო ძლევამოსილიც ხდება.

ბრენდებისა და ბიზნესების მიერ ინფლუენსერ მარკეტინგის გაზრდილი ბიუჯეტებიც სწორედ ამაზე მიუთითებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ვიდეოს მწარმოებელი ინფლუენსერი?

ინფლუენსერ მარკეტინგის 6 მნიშვნელოვანი KPI, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის