როგორ შევიმუშავოთ ინფლუენსერ სტრატეგია

თებერვალი 13, 2021

როგორ შევიმუშავოთ ინფლუენსერ სტრატეგია

ეფექტური ინფლუენსერ სტრატეგიის შემუშავება არაფერია, თუ არა მიზნებზე ორიენტირებულობა.

ეფექტური ინფლუენსერ სტრატეგიის შემუშავება სხვა არაფერია, თუ არა მიზნებზე ფოკუსირება.

თუ თქვენს გონებაში მკაფიოდ არ გაქვთ ჩამოყალიბებული რა გსურთ, მაშინ ვერასდროს გაიგებთ, რომელი გზა იქნება ყველაზე ეფექტური, ნაკლებ დანახარჯიანი ან ნაკლები წინაღობებით აღსავსე.

ამიტომაც, საჭიროა განსაზღვროთ თქვენი მიზნები, შეარჩიოთ KPI და სრულფასოვნად შეისწავლოთ ინფლუენსერების გარემო.

  1. აღრიცხეთ თქვენი მიზნები და KPI

როდესაც ბრენდი ინფლუენსერ მარკეტინგში პირველად დებს ინვესტიციას, შესაძლოა ეს აზარტულ თამაშს დაემსგავსოს და საერთოდაც ვერ მიიღოს დადებითი ROI.

სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ასეთი აზარტული თამაშის თამაში ბევრს უწევს.

ნაწილობრივ ეს იმის ბრალია, რომ კომპანიები საკმარის რესურსებს არ იყენებენ იმისათვის, რომ არხის სანდოობა და ეფექტურობა შეამოწმონ, ნაწილბრივ კი იმის, რომ საკმარის დროს არ ხარჯავენ მიზნების დასახვასა და შესაბამისი საზომი საშუალებების დაიდენტიფიცირებაში.

მიზნების დასახვა და ძირითადი საზომების მოკვლევა

ინფლუენსერ მარკეტინგის სამი მთავარი მიზანია:

  • ბრენდის ცნობადობის ამაღლება. ციფრულ სამყაროში თქვენი ბრენდის განვითარების გაზომვა შეიძლება გამომწერების, მოწონებების, კომენტარების, გაზიარებების დათვლითა და ჩართულობისათვის „ჰეშთეგების“ გამოყენებით.
  • ახალი სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა. ახალი სამიზნე აუდიტორიის მოზიდვა მოიცავს ბრენდის ცნობადობის ყველა ასპექტს, თუმცა სრულიად ახალ გარემოში, სრულიად ახალი პროდუქტის ხაზით. ამისათვის, კარგი იქნება, თუ ინფლუენსერსაც დაიქირავებთ.
  • ლიდების გენერირების ხელშეწყობა. საბოლოოდ, ყველაფერი გაყიდვების ზრდასთან მიდის. ახლად მიღებული ლიდებისა და მომხარებლების რაოდენობის დათვლა ადვილად შესაძლებელია კონვერსიისა და გაყიდვების მაჩვენებლებით. 

მას შემდეგ, რაც მიზნებს დაისახავთ, გაარკვიეთ, როგორ გაზომავთ თქვენი ინფლუენსერ მარკეტინგის ROI-ს.

იმის გააზრება, თუ რომელ ინფლუენსერთან თანამშრომლობაა სასარგებლო და რომელთან არა, თქვენი სტრატეგიის უკეთ განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

შეგიძლიათ, იფლუენსერ მარკეტინგის კამპანიის შედეგები შეადაროთ სხვა მარკეტინგული კამპანიების შედეგებს და გაიგოთ, რამდენად ღირს მისი გამოყენება.

  1. ინფლუენსერების გარემოს შესწავლა

ეფექტური ინფლუენსერ მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია სწორ ინფლუენსერთად სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება, ისეთთან, რომელიც კარგად იცნობს თქვენი აუდიტორიის საჭიროებებსა და სურვილებს. ამასთანავე, როდესაც პროდუქტის შეძენაზე მიდგება საქმე, გაითვალისწინებენ თუ არა მის აზრს და შეხედულებას.

გაზარდეთ ინსტაგრამის  მასშტაბები

თქვენი მთავარი მიზანია, ისეთ ინფლუენსერს დაუკავშირდეთ, რომელიც თქვენს პროდუქტთან ახლოსაა და შესაბამისი გავლენაც გააჩნია დაინტერესებულ ჯგუფებზე.

ბრენდისა და ინფლუენსერის საუკეთესო კომბინაციისთვის, მოძებნეთ ისეთი ადამიანი, ვინც იზიარებს ბრენდის ხედვას, ღირებულებებს და ხასიათს.

ინსტაგრამი ის არხია, რომელიც ყველაზე ხშირად ახსენდებათ ინფლუენსერების მოძებნისას. რეალურად, ჯერ კიდევ 2017 წელს სწორედ ინსტაგრამი ლიდერობდა  92%-ით იყო N1 პლატფორმა ინფლუენსერებისთვის.

სანამ თქვენს მთლიან ბიუჯეტს ინსტაგრამისკენ მიმართავდეთ, გაითვალისწინეთ, რომ თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე გარემო მუდმივად იცვლება და ამასთან ერთად ჩნდება უამრავი ახალი შესაძლებლობაც.

სცადეთ, გადაანაწილოთ თქვენი რესუსრები და მოძებნოთ ინფლუენსერები ფეისბუქზე, იუთუბსა თუ ტიკტოკზე. წადით იქ, სადაც თქვენი აუდიტორია აქტიურია და გაითავისეთ ის ფაქტი, რომ ინსტაგრამის გარდა, სხვა პლატფორმებზეც შეგიძლიათ ინფლუენსერების ნახვა, თანაც უფრო ნაკლები დანახარჯებით.

 

მიკრო ინფლუენსერების აღზევება

ინფლუენსერთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, იმატებს მათ შორის კონკურენციაც. შესაბამისად, ჩვენ ვიხილავთ ბევრ სხვადასხვა ტიპის ინფლუენსერს - მათ, ვისაც დიდი რაოდენობით გამომწერები ჰყავთ და მათ ვისაც მცირე რაოდენობა, თუმცა ბრენდების ყურადღებას მაინც იქცევენ.

ბრენდებსაც შესაბამისად სპეციალიზება სჭირდებათ, ამიტომაც ისინი კონკრეტულ მარკეტინგულ სეგმენტზე ან ნიშაზე გათვლილ ინფლუენსერებს ეძებენ. ასევე ფაქტია, რომ რაც უფრო მეტი გამომწერი ჰყავს ინფლუენსერს, მით ნაკლებია ჩართულობა.

ისინი, ვისაც 1,000 გამომწერი ჰყავს, პოსტებზე მოწონებას იღებენ 8%-ისგან, ხოლო 10 მილიონ გამომწერიანი ინფლუენსერები კი, მხოლოდ მათი 1.6%-ისგან.

ყველაზე მოხერხებული იქნება ისეთი ინფლუენსერი ნახვა, რომლის გამომწერთა რაოდენობაც 10,000 – 100,000-მდე მერყეობს.

გარდა გამომწერთა რაოდენობისა, მთავარია მათ ტიპებზე დაკვირვება, ურთიერთობის ხარისხი და საერთო ჩართულობის მაჩვენებელი.

გთავაზოვთ Sophie McAulay-ის რამდენიმე მოსაზრებას.

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად ჩართულია კონკრეტული ინფლუენსერის აუდიტორია.“

„შეიძლება მათ ასი ათასობით გამომწერი ჰყავდეთ, მაგრამ თუ მათი გამოხმაურება პოსტებზე დაბალია, მაშინ თქვენ სასურველ შედეგებს ვერ მიიღებთ.“

„შეხედეთ მათ უახლეს პოსტებს, რათა  შეიქმნათ წარმოდგენა მათ ჩართულობაზე“

„ყველაზე ღირებული ისეთ ინფლუენსერთან მუშაობა იქნება, რომელიც თქვენს ნიშას წარმოადგენს, ჰყავს ერთგული გამომწერები და ასევე გამორჩეულად და ავთენტურად ისაუბრებს თქვენს პროდუქტზე“.

ვინაიდან ინფლუენსერ მარკეტინგი ასეთი ტემპით ვითარდება, არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ მალე ბაზარზე ხარისხობრივი შეფასების მექანიზმებსაც დავინახავთ.

 

ინფლუენსერის მოძებნისა და მასთან დაკავშირების საშუალებები

 

Linqia-ს გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულ პროფესიონალთა 78% თვლის, რომ ინფლუენსერ მარკეტინგის ROI-ს დათვლა მათი ყველაზე დიდი გამოწვევაა. 45%-ისთვის კი, ასევე რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელ ინფლუესერთან ღირს მუშაობა.

ამ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად კი საჭიროა სწორი საშუალებები გამოიყენოთ.

თუ ინფლუენსერის მოძებნას აპირებთ, Buzzsumo-ს არაფერი შეედრება. მისი საშუალებით ნახავთ ყველა ინფლუენსერს, სასურველი თემის მიხედვით და გაანალიზებთ მათი გამომწერებით მიღებული ჩართულობის შედეგებს.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, რომელ ინფლუენსერს ირჩევთ, შეიძლება მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებემაც საკმაოდ გაგაწვალოთ. Voila Norbert-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ინფლუენსერთა სია და მარტივად მიიღოთ სასურველი ინფორმაცია.

ამის შემდეგ კი შეგიძლიათ უკვე გაფილტვრაც დაიწყოთ.

ერთ-ერთი უსწრაფესი გზა ინფლუენსერებთან დაკავშირებისთვის, არის Mailshake, რომელიც ავტომატური მეილების გაგზავნაში დაგეხმარებათ.

როდესაც მას ჩაუშვებთ და ავტოპილოტიც მზად იქნება, მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ შეამოწმოთ ვინ ხსნის და აკლიკებს თქვენს მეილებზე, ვინ გეხმაურებათ და დაიწყოთ უკვე მათთან კავშირების გამყარება.

დააწესეთ სამართლიანი კომპენსაცია

აქამდე ინფლუენსერები სამართლიან გარიგებებს ვერ იღებდნენ.

TapInfluence და Altimeter კვლევების თანახმად, ყველაზე დიდი შეცდომა ინფლუენსერ მარკეტინგის გამოყენებისას არის ინფლუენსერთა არაადეკვატური ანაზღაურების დადგენა.

ეს დრო წარსულს ჩაბარდება, რადგან უკვე მარკეტერთა 48% აღიარებს, რომ აპირებენ თავიანთი ბიუჯეტის გაზრდას ინფლუენსერებზე ფოკუსირებული კამპანიებისათვის.

ეს სამართლიანი კომპენსაცია დამოკიდებული იქნება თანამშრომლობის პირობებზე, პროექტის მასშტაბზე, გამომწერთა რაოდენობასა და ხარისხზე.

ბევრი ინფლუენსერისთვის ძალზედ სასიხარულოა საჩუქრების და სხვადასხვა უფასო, ექსკლუზიური ნივთების მიღება, რომლებზეც შემდეგ საკუთარ გვერდებზე ისაუბრებენ. ზოგიერთს კი ურჩევნია, მისგან გაყიდული თითოეული პროდუქტიდან მიიღოს საკომისიოები.

თუმცა, ერთჯერადი და ყოველთვიური ანაზღაურებები ნელ-ნელა სტანდარტად ყალიბდება.

კიდევ ერთი გამოსადეგი ხელსაწყო არის ინსტაგრამის ინფლუენსერთა შემოსავლების კალკულატორი, რომელიც ითვლის მომხმარებელთა გამომწერების რაოდენობას, მოწონებებს, პოსტების რაოდენობას, კომენტარების რაოდენობას და რაც მთავარია, გვიჩვენებს ჩართულობის მაჩვენებელს.  

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არიან ინფლუენსერები?

ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის

ინფლუენსერ მარკეტინგის წარმატებული კამპანიის მაგალითები

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი