media-4

5 მარტივი ნაბიჯი წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანიისთვის

  • 22 თებ 2021
  • იმეილ მარკეტინგი
5 მარტივი ნაბიჯი წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანიისთვის

იმეილების შექმნა და გაგზავნა მარკეტოლოგების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად. 

აქედან გამომდინარე, იმეილ მარკეტინგი ბრენდისთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მომხმარებლებთან კომუნიკაცია. არაერთ კვლევას უჩვენებია, რომ იმეილ მარკეტინგი საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია და მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში კომპანიის მიზნების მიღწევა უფრო მარტივი ხდება.

ფაქტობრივად, ეს არის ციფრული მარკეტინგის არხი, რომელიც ჩადებულ ინვესტიციებზე ყველაზე მაღალი უკუგების მომტანია (ROI), ხშირ შემთხვევებში, უფრო მაღალის ვიდრე სოციალური მედია. რა არის ამის მიზეზი? სოციალური მედიის ROI-ს გამოთვლა საკმაოდ რთულია, რადგან ძნელია, იპოვო ის საშუალო მაჩვენებელი, რომელსაც შესადარებლად გამოიყენებ. იმეილ მარკეტინგს კი გასაოცარი ROI-ს მაჩვენებელი აქვს - 3800%. რაც ნიშნავს, რომ ყველა დახარჯულ 1 დოლარზე ბრენდები საშუალოდ 38$-ს იღებენ. 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იმეილების გახსნის და წაკითხვის მაჩვენებელი 5-ჯერ აღემატება სოციალურ მედიაში გაგზავნილი პირადი შეტყობინებების გახსნის და წაკითხვის მაჩვენებელს. ადამიანების 72%-ს ურჩევნია, შეთავაზებები და ფასდაკლებები იმეილით მიიღონ, მაშინ როდესაც, მხოლოთ 17%-ს ურჩევნია სოციალური მედიის არხებით გაეცნონ ამ ინფორმაციას.

და ბოლოს, ბევრ ბრენდს მიაჩნია, რომ სოციალური მედია საუკეთესო გზაა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, მაგრამ კვლევების და მონაცემების მიხედვით ეს ასე არ არის. McKinsey-ის მიხედვით, იმეილები 40-ჯერ ეფექტურია ახალი მომხმარებლების მოზიდვის კუთხით, ვიდრე Twitter ან Facebook. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოციალური მედია კარგი ადგილია ყოველდღიური კომუნიკაციისთვის და ჯგუფების შექმნისთვის, მაგრამ არ აქვს ისეთი პოტენციალი, როგორიც კარგად შედგენილ იმეილ მარკეტინგის სტრატეგიას.

მანამ, სანამ იმეილ მარკეტინგის სტრატეგიის შედგენას დაიწყებთ, გაგაცნობთ მარტივ ხერხებს, იმისთვის, რომ ეფექტური იმეილ მარკეტინგის კამპანია აწარმოოთ.

ამ მარტივი ხერხების გამოყენებით დარწმუნდებით, რომ თქვენი იმეილი არა მარტო კარგად გამოიყურება, არამედ გახსნისას წაკითხვის სურვილსაც აღუძრავს თქვენს გამომწერებს.

 

ნაბიჯი 1

კორექტურა

გაგიგზავნიათ ისეთი იმეილი, სადაც სათაურის ველში სიტყვა არასწორად გაქვთ დაწერილი? ეს შეიძლება საუკეთესო მარკეტოლოგსაც დაემართოს.

იმისთვის, რომ შეცდომებს თავი აარიდოთ, მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

  • წაიკითხეთ იმეილის ტექსტი ორჯერ. პირველ ჯერზე წაიკითხეთ დასაწყისიდან ბოლომდე. მეორეჯერ ბოლოდან მიყევით დასაწყისამდე. სიტყვებისა და წინადადებების ასეთი ხერხით წაკითხვა დაგეხმარებათ შეცდომების აღმოჩენაში.
  • დაწრმუნდით, რომ იმეილის სათაურის ველს, ტექსტის სათაურს და სხვა ასეთ დეტალებს კარგად ამოწმებთ. 
  • შეახედეთ ტექსტზე უცხო თვალს. როდესაც იმეილს თქვენ წერთ, თვალი შეჩვეული გაქვთ, ბევრი რამ შეიძლება გამოგრჩეთ. სთხოვეთ თუნდაც თქვენს თანამშრომლებს, გადახედონ ტექსტს, ასეთ დროს ნამდვილად შეამჩნევთ ნებისმიერ შეცდომას.

ნაბიჯი 2

 Who and what (ვინ და რატომ)?

ყველა ეფეტური იმეილი, რომელსაც აგზავნით, პირველ რიგში, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ ვისგან და რატომ იგზავნება.

იმელ მარკეტინგი ურთიერთობების დასამყარებლადაა და ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

„ვისგან“ ეტიკეტი:

„ვისგან“ ეტიკეტი უნდა აჩვენებდეს გამომწერებს, თუ ვისთან აქვთ მათ ურთიერთობა და ვისგან იღებენ იმ ინფორმაციას, რაც იმეილში უნდა მიაწოდოთ. სტანდარტულად „ვისგან“ ეტიკეტი თქვენი კომპანიის სახელი შეიძლება იყოს.  

სათაურის ველი:

თქვენი იმეილის სათაურის ველი ნათლად უნდა გამოხატავდეს, თუ რას წაიკითხავენ გამომწერები იმეილის გახსნისას. სათაური უნდა იყოს მოკლე, აღწერითი და წარმოდგენას უქმნიდეს მკითხველს, თუ რაზე იქნება საუბარი წერილში.  

 

ნაბიჯი 3

ლინკები და CTA

მას შემდეგ, რაც გამომწერები გაიგებენ, ვისგან არის იმეილი და რასთან დაკავშირებით იღებენ ინფორმაციას, შემდეგი ნაბიჯები გაქვთ გადასადგმელი:

ბმულები:

ბმულები ეხმარება მკითხველს, მეტ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა ან გადავიდეს კონკრეტულ გვერდზე, სადაც განახორციელებს კონკრეტულ ქმედებას.

პირველ რიგში, დატესტეთ ყველა ლინკი, რომელსაც იმეილით აგზავნით და დარწმუნდით, რომ სწორედ იქ გადაგყავთ მკითხველი, სადაც მათ სურთ რომ გადავიდნენ.

გამოიყენეთ ისეთი კოდები, რომლებიც Google Analytics-ს დაეხმარება მონაცემების შეგროვებაში.

Call to action (CTA)

თქვენი CTA უნდა იყოს ის, რაც გსურთ რომ მკითხველებმა გააკეთონ. ის უნდა ეუბნებოდეს მომხმარებლებს, რა ქმედება უნდა განახორციელონ.  

მაქსიმალურად შეამცირეთ მოწოდებები იმისთვის, რომ მომხმარებლების დაბნევა არ გამოიწვიოთ. თუ გსურთ, რომ ერთ იმეილში რამდენიმე CTA გააგზავნოთ, დარწმუნდით, რომ მთავარი CTA დანარჩენებისგან მკაფიოდ გამორჩეული იქნება.

გააბოლდეთ CTA სიტყვები, მიანიჭეთ განსხვავებული ფერი იმისთვის, რომ მკითხველისთვის თვალშისაცემი იყოს.

ნაბიჯი 4

შეამოწმეთ სიები

იმეილ კამპანიების წარმატება იწყება და მთავრდება ხარისხიანი იმეილ სიებით, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი. ბევრმა არასწორმა, არააქტიურმა იმეილმა შესაძლოა, თქვენი იმეილების გაგზავნა და ადრესატამდე მისვლა შეაფერხოს.

წაშალეთ დუბლიკატები, არასწორი და არააქტიური იმეილები. არსებობს ძალიან ბევრი სერვისი, რომლებიც დაგეხმარებათ ასეთი იმეილების აღმოჩენაში.

აუცილებლად ჩასვით გამოწერის გაუქმების ღილაკები ყველა გაგზავნილ იმეილში. ბევრი იმეილ სერვისი ამის საშუალებას ავტომატურად გაძლევთ.

და ბოლოს, გაზარდეთ თქვენი იმეილ სია სწორად. გამოიყენეთ singup ფორმები, ბლოგები და სხვადასხვა სოციალური არხები. არ იყიდოთ სიები!

ნაბიჯი 5

ტესტირება და ოპტიმიზაცია

თითოეული გაგზავნილი იმეილი გეხმარებათ, რაღაც ახალი შეიტყოთ თქვენი გამომწერების შესახებ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა შემდეგი ნაბიჯების დახმარებით:

A/B ტესტი

თქვენ შეგიძლიათ, დატესტოთ ყველანაირი დეტალი, სიტყვა, ფერი, ვიზუალი, რომ გაიგოთ ყველაზე მეტად როგორი იმეილებია ეფექტური. რეკომენდირებულია, ერთ იმეილში ერთი დეტალი დატესტოთ.

შეამოწმეთ ვიზუალი მობილურით

გამომწერები იმეილების ნახევარს ახლა უკვე მობილურით კითხულობენ. დარწმუნდით, რომ თქვენი იმეილები შესანიშნავად გამოიყურება ყველანაირ მოწყობილობაზე. გამოიყენეთ რესფონსივ ან mobile-friendly იმეილ შაბლონები.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

იმეილ მარკეტინგი - დამწყებთათვის

იმეილ მარკეტინგის 11 ხელსაწყო, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ