როდის გავაგზავნოთ მეილები

თუ თქვენ იმეილ მარკეტერი ხართ, სავარაუდოდ, ბევრი მეილის გაგზავნა გიწევთ მომხმარებლებთან და შესაძლოა იმაზეც გიფიქრიათ, არსებობს თუ არა საუკეთესო დრო მეილების გასაგზავნად. თუ როდის აგზავნით მეილებს, განაპირობებს მისი გახსნისა და კლიკების მაჩვენებლის ზრდას ან კლებას. რაც შეეხება კვირის დღეებს, საუკეთესო დროის შერჩევისას ბევრი ფაქტორი ხდება გასათვალისწინებელი.
სტატიაში სწორედ მეილების, “Newsletter”-ის გაგზავნის ოპტიმალურ დროებსა და იმეილ მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესების გეგმებზე ვისაუბრებთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი მეილების გაგზავნის დრო?
მომდევნო კამპანიის კონტენტისთვის თქვენ საკმაოდ დიდი დრო დახარჯეთ, შექმენით შესანიშნავი ტექსტი და მიმზიდველი სათაურები, ასევე მოწოდება ქმედებისკენ და მაინც, თქვენი მეილების გახსნის მაჩვენებელი დაბალია. შესაძლებელია, რომ ეს გაგზავნისთვის არასწორი დროის შერჩევას გამოეწვია.
მეილების ინბოქსი საკმაოდ გადატვირთული სივრცეა. როგორც წესი, თავში მოქცეული მეილები უკეთეს ჩართულობას აგენერირებენ, რაც ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი გაგზავნის დროების სწორი შერჩევა.
მეილების სწორ დროს გაგზავნით, შეგიძლიათ:
- გაზარდოთ გახსნის მაჩვენებელი: მეილების გახსნის მაჩვენებელი იმეილ მარკეტინგის ოქროს საწმისია. თუ თქვენი შეტყობინება მომხმარებლის ინბოქსის სათავეში ექცევა, დიდია იმის ალბათობა, რომ მათ ის ნახონ და გახსნან. შესაბამისად, იდეალურ დროს გაგზავნა, დიდ გავლენას ახდენს.
- გაზარდოთ კლიკების მაჩვენებელი: თუ თქვენი მეილების სიიდან თითოეული ადამიანი გახსნის მეილს, მაგრამ კონკრეტულ ღილაკზე ან რეკლამაზე არ დააკლიკებს, მაშინ დადებითი ROI (ინვესტიცია უკუგებაზე) ვერ გექნებათ. მეილის გაგზავნის არასწორი დრო შეიძლება გულისხმობდეს ისეთ დროს, როდესაც მომხმარებელს მისი გახსნისა და წაკითხვის დრო არ აქვს.
მომხმარებელთა ქცევის, ჩვევების, ადგილმდებარეობისა და საათების შესწავლა დაგეხმარებათ, განსაზღვროთ მეილების გაგზავნის ოპტიმალური დრო და დარწმუნდეთ, რომ თქვენი მესიჯი ნამდვილად მიეწოდება აუდიტორიას.
მეილების გაგზავნის დრო: B2B და B2C
ადამიანები პირად და კორპორატიულ მეილებს ერთნაირად არ იყენებენ. ზოგიერთი მათგანი იშვიათად იყენებს პირად მეილს, თუმცა ზოგი ახალ შეტყობინებას მომენტალურად ხსნის. ზოგი ადამიანი კორპორატიულ მეილებს რეგულარულად ამოწმებს, თუმცა ზოგი მას მხოლოდ სამუშაო საათების დროს იყენებს.
ოპტიმალური დროების განსასაზღვრად, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ:
- პირად მეილებზე აგზავნით შეტყობინებას თუ კორპორატიულზე?;
- თქვენი აუდიტორია მეილებს დილის საათებში უფრო ამოწმებს თუ შესვენების დროს?;
- კვირის დღეებში უფრო მეტად იხსნება მეილები თუ უქმე დღეებში?;
- მობილურით ამოწმებენ თქვენი მომხმარებლები მეილებს თუ კომპიუტერით?
გახსოვდეთ, რომ განსხვავება B2B და B2C აუდიტორიებში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები განსხვავებულად იყენებენ სამუშაო და პირად მეილებს.
საუკეთესო დღე მეილების გასაგზავნად
მეილების გაგზავნის გრაფიკი და თარიღები, მეტწილად დამოკიდებულია B2B და B2C იდნუსტრიებზე. თუმცა, მაინც არსებობს კონკრეტული დღეები, როდესაც მეილების გაგზავნა ყველაზე შედეგიანია.
კვლევების თანახმად დადგინდა, რომ სამშაბათი და ხუთშაბათი, მეილების გახსნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. გარდა ამისა, ამ დღეებში, კამპანიის კლიკებზეც ყველაზე დიდი წილი მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩართულობის გათვალისწინებით სამშაბათი და ხუთშაბათი შედარებით უკეთესი დღეებია, ოთხშაბათიც ძალიან კარგი ალტერნატივაა. თუ მაგალითად, მეილებს კვირაში ორჯერ გზავნით, ასეთ შემთხვევაში ეცადეთ, რომ ისინი სამშაბათსა და ხუთშაბათს გააგზავნოთ. ორივე დღეს მიყოლებით გაგზავნით, შესაძლოა მომხმარებლები გადატვირთოთ, რაც კარგი ნამდვილად არ არის.
მართალია, პარასკევი საუკეთესო დღე არ არის ჩართულობის მაჩვენებლის მიხედვით, თუმცა მისი იგნორირებაც არ ღირს. ადამიანები მეილების უმრავლესობას შუა კვირაში იღებენ, ამიტომ, შესაძლოა პარასკევი დღის დაბალი კონკურენციიდან გამომდინარე, მარტივად შეძლოთ მომხმარებლის ყურადღების მიქცევა.
ყველაზე ცუდი დღე მეილების გასაგზავნად
კვლევების თანახმად, შაბათი და კვირა დღეები, ყველაზე დაბალი ჩართულობით ხასიათდებიან. ეს კი გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რადგან ჩვენ ამ დღეებსა და დროს, ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან პირად საქმეებს ვუთმობთ. შესაბამისად, მეილებისთვის დრო არავის აქვს.
უქმე დღეების გარდა, პასიურ დღეებად პარასკევი და ორშაბათი ითვლება, თუმცა თუ მაინცდამაინც არჩევა გიწევთ, აჯობებს მეილები პარასკევს გააგზავნოთ. ამ დღეს ჩართულობის მაჩვენებელი უფრო მაღალია. ორშაბათ დღეს უმრავლესობა კვირის განრიგს ადგენს, უქმეებზე მიღებულ მეილებს ამოწმებს ან სულაც, მუშაობისთვის მორალურად განწყობის შექმნას ცდილობს და ნაკლებად პროდუქტიულია.
ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი სამიზნე აუდიტორია და მათი ქცევების ანალიზი. აუდიტორიაზე დაკვირვება გახდება საუკეთესო იარაღი, რომელიც მეილის გასაგზავნად ოპტიმალური დროის მოძებნაში დაგეხმარებათ.
რაც შეეხება კონკრეტულ საათებსა და დღის მონაკვეთებს, აქ უმჯობესი იქნება, თუ ექსპერიმენტებს ჩაატერებთ. მაგალითად, გააგზავნეთ მეილები პირველი კვირის განმავლობაში დილის 10 საათზე, ხოლო მეორე კვირაში 13:00 საათზე. ასევე შეგიძლიათ, აუდიტორიის ნახევარს დილით გაუგზავნოთ, მეროე ნახევარს კი შუადღით. ეს ყველაფერი, თქვენს აუდიტორიასა და მათ ქცევებზე იქნება დამოკიდებული.
ასევე დაგაინტერესებთ: