media-4

იმეილ მარკეტინგის 11 ხელსაწყო, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

  • 14 თებ 2021
  • იმეილ მარკეტინგი
იმეილ მარკეტინგის 11 ხელსაწყო, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

მარკეტინგული ტრენდები და შესაბამისად არხებიც, დრო და დრო იცვლება და იხვეწება. ზოგიერთი ტრენდი ადვილად იკიდებს ფეხს, მაგრამ ადვილადვე ეძლევა დავიწყებას. თუმცა, ერთ-ერთი მარკეტინგული არხი, რომელმაც დროს გაუძლო და შემორჩა, არის იმეილ მარკეტინგი და ის რეალურად, ერთ-ერთი საუკეთესო არხია კონტენტ მარკეტინგის საწარმოებლად, როგორც B2C, ისე  B2B მარკეტერებისთვის. B2B მარკეტერების 87% და B2C 77% აქტიურად იყენებს მას საკუთარ აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის.

მისი საშუალებით თქვენი სოციალური არხების გამდიდრებაც შეგიძლიათ. მარკეტერებისთვის იმეილ მარკეტინგი ყოველთვის გამოწვევა იყო, რადგან მომხიბვლელი ელ. ფოსტების შექმნას, ყოველთვის დიდი დრო სჭირდებოდა. ეფექტური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე შესაძლოა, მარკეტოლოგებმა დიდი დრო დაკარგონ იმეილების შექმნასა და გზავნაში და რეალუარდ, ის არც თუ ისე მიმზიდველი აღმოჩნდეს. ეს აფერხებს თქვენს პროდუქტიულობას და ამასთანავე ამცირებს იმეილ მარკეტინგის ROI (უკუგება ჩადებულ ინვესტიციაზე)-საც.

ზოგიერთი კომპანია ეგუება ამ სიტუაციას, რადგან არ არიან მზად, გარკვეული ინვესტიცია ჩადონ რაიმე ხელსაწყოში, რომელიც მათ პროცესებს გაამარტივებდა. თუმცა, იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოები არც თუ ისე ძვირია. ძალიან ბევრი უფასო საშუალებების პოვნაც კი შეგიძლიათ, რომელიც დაგეხმარებათ დროისა და თანხების დაზოგვაში.

წარმოგიდგენთ იმ უფასო იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოებს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია:

  1. HubSpot იმეილ მარკეტინგი

პლატფორმამ, რომელიც ცნობილია მისი მარკეტინგული ავტომატიზაცით, ჩაუშვა ახალი იმეილ მარკეტინგის უფასო პროგრამა, რომელიც მრავალ მცირე ბიზნესს ეხმარება მის ტრანზაქციულ პროცესებში.

თუ მომხმარებლისთვის სამადლობელი წერილის გაგზავნა გსურთ ან უბრალოდ თქვენი კამპანიის დარეკლამება გინდათ, შეგიძლიათ, ეს უფასო ხელსაწყო გამოიყენოთ. HubSpot-ის ერთ-ერთი დადებითი მახასიათებელი მისი სიმარტივეა. მასში წარმოდგენილია მარტივი და მოსახერხებელი ვიზუალური მასალების რედაქტორი და ასევე მეილების მზა შაბლონები.

Hubspot - ის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ინტეგრაცია თავისივე სხვა უფასო პროგრამებთან, მაგალითად CRM-თან. მას შემდეგ რაც შექმნით ანგარიშს, შეგიძლიათ ორივე პლატფორმაზე მიიღოთ წვდომა და აწარმოოთ თქვენი საკუთარი საკონტაქტო ბაზა, შექმნათ სიები, მართოთ და დააკვირდეთ თქვენი იმეილ მარკეტინგის სტატისტიკას.

  1. Sender

Sender საშუალებას იძლევა, შექმნათ მიმზიდველი იმეილ შაბლონები, თანაც HTML-ის ცოდნის გარეშე. უბრალოდ აირჩიეთ ნებისმიერი შაბლონი და გადააკეთეთ თქვენი სურვილისამებრ, ჩასვით სურათები, ვიდეოები და ა.შ.

Sender-ის ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის ჩვენი სიის მოწინავე რიგებს იკავებს. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ, ვინ გახსნა თქვენი წერილი და ვინ დააკლიკა მას. ასევე ის გეხმარებათ მყიდველების ზუსტი პროფილის შექმნასა და არსებული იმეილ სტრატეგიის ოპტიმიზაციაში.

  1. Sendinblue

Sendinblue მარკეტინგული კომუნიკაციის პლატფორმაა, რომელიც დამატებით იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის ფუნქციასაც შეიცავს, ასევე ლენდინგ გვერდის შექმნაშიც გეხმარებათ. 70-ზე მეტი ნიმუშის მეშვეობით, ის გეხმარებათ თვენი ელ. ფოსტის მიმზიდველი დიზაინის შექმნაში. ამასთანავე, შეგიძლიათ მზა დიზაინი გაგზავნამდეც ნახოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გინდოდათ.

ელექტრონული ფოსტების დიზაინის შედგენის შემდეგ, შეგიძლიათ სატესტო რეჟიმშიც ჩაუშვათ თქვენს სეგმენტირებულ აუდიტორიასთან და შესაბამისად დაზოგოთ ძალისხმევა თქვენი კამპანიის ოპტიმიზაციისთვის.

  1. Omnisend

Omnisend ელექტრონული კომერციის დახვეწილი პლატფორმაა, რომელიც ყველა საკომუნიკაციო ხელსაწყოს ერთ სივრცეში აერთიანებს. უფასო მხოლოდ მისი ელექტრონული ფოსტებია, თუმცა ეს სავსებით საკმარისია მცირე და საშაულო ბიზნესის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის. მისი დახმარებით, შეგიძლიათ ელ. ფოსტების გაგზავნის ოპტიმიზაცია მომხმარებლის მოთხოვნისა და დროის მიხედვით.

მისი ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც აუდიტორიების სეგმენტაციას უზრუნველყოფს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე რელევანტური წერილების გასაგზავნად. თქვენ ზოგავთ დროს მეილის დიზაინის შედგენისას, რადგან Product Picker საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ყველა ის პროდუქტი, რომლის გამოჩენაც თქვენს წერილში გსურთ. ასევე შეგიძლიათ დაურთოთ ფასდაკლების ვაუჩერები და სასაჩუქრე ყუთები.

  1. SendPulse

Sendpulse საკუთარ თავს აღწერს, როგორც მრავალარხიან მარკეტინგულ პლატფორმას, მაგრამ მისი იმეილ მარტკეტინგის ფუნქცია ყველაზე პოპულარულია. ის მოიცავს უამრავ პროფესიონალურ დიზაინს მეილებისთვის, რომლის გადაკეთებაც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. შემდეგ ეს მეილები შეგიძლიათ ავტომატურად აგზავნოთ სასურველ დროს სასურველ აუდიტორიასთან.

მისი გამომწერთა რეიტინგის ფუნქცია ძალიან კარგი საშუალებაა იმის გასაგებად, თუ ვინ არის თქვენი ყველაზე ღირებული გამომწერი. მისი დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ წერილის გახსნის, წაკითხვის ან არწაკითხვის მაჩვენებლებს თითოეული გამომწერისთვის. ასევე შეგიძლიათ წერილების პერსონალიზაცია სახელების, სქესის, დაბადების თარიღის, სპეციალობის და ასაკის მიხედვით.

  1. Benchmark Email

ის შესანიშნავი საშუალებაა ეფექტური ელექტრონული ფოსტების შესადგენად, რომლებიც მომხიბვლელად გამოიყურება ნებისმიერ მოწყობილობაზე. შეგიძლიათ, თქვენს წერილს სურათიც დაურთოთ და პლატფორმაზევე გადააკეთოთ ის. იმეილ რედაქტორი საშუალებას გაძლევთ თქვენს წერილს დაურთოთ სხვადასხვა ეფექტი ან დაამატოთ სტიკერები, რათა ტექსტი უფრო ეფექტურად წარმოაჩინოთ.

ინდუსტრიის, კატეგორიისა და სიტუაციის მიხედვით შეგიძლიათ, აირჩიოთ ერთ-ერთი შაბლონი. HTML-ის მცოდნე ადამიანებს, შეგიძლიათ თქვენი მეილისთვის კოდიც კი დაწეროთ. ელ. ფოსტის შექმნისას შეგიძლიათ მზადების პროცესში იხილოთ თუ როგორ გამოიყურება თქვენი წერილი.

  1. Mailchimp

ის ალბათ ლიდერი ხელსაწყოა იმეილ მარკეტინგის სფეროში. მისი უფასო პლატფორმა გთავაზობთ ელ. ფოსტების შექმნასა და მათი განრიგის გაწერას. მისი საუკეთესო მახასიათებელი მისივე რეკომენდაციებია, რომელიც სასარგებლო ინფორმაციას გაწვდით თვენი აუდიტორიის უკეთ ოპტიმიზაციისთვის.

ელექტრონული ფოსტების დიზაინის შექმნა პლატფორმაზე საკმაოდ მარტივია, რადგან მისი კონტენტ მენეჯერი, საშუალებას გაძლევთ სურათები შეინახოთ და მარტივად მოძებნოთ სასურველ დროს. Mailchimp-ის საშუალებით შეგიძლიათ მეილების გზავნის პროცესი ავტომატური გახადოთ და მისცეთ მას ნებისმიერი ტიპის მითითებები.

  1. MailerLite

დახვეწილი საწყისი გვერდები და რეკლამების მოქნილი რედაქტირება - ეს ის ფუნქციებია, რომლებიც MailerLite-ის პოზიციებს ამყარებს უფასო იმეილ მარკეტინგის პლატფორმებს შორის. ფუნდამენტური ფუნქციების გარდა, ტექსტისა და ფოტოების რედაქტირება გეხმარებათ მიმზიდველი ელ. ფოსტების შექმნაში.

ელექტრონული ფოსტების შესაბამისი საწყისი გვერდის შექმნა გეხმარებათ კონვერტაციის მაჩვენებლის ზრდაში. თქვენ შეგიძლიათ, მოსინჯოთ რამდენიმე ვარიანტი, რათა  გაიგოთ, რომელი მუშაობს უკეთ. ის ასევე წარმოგიდგენთ თქვენი კამპანიის სტატისტიკას და გაწვდით ინფორმაციას მეილების გახსნის, გამოწერებისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ.

  1. Mailjet

Mailjet აერთიანებს რამდენიმე ხელსაწყოს, რომლებიც ერთად ეფექტური მარკეტინგული კამპანიის წარმოებაში გეხმარებათ.  გადააკეთეთ სურვილისამებრ წინასწარ შედგენილი შაბლონები და შექმენით ეფექტური ელექტრონული ფოსტები, რათა მოხიბლოთ ნებისმიერი მომხმარებელი.

მეილჯეტის მარკეტინგული ხელსაწყო გთავაზობთ დინამიური კონტენტის დამატებასაც, რათა მეტად პერსონალიზებული და რელევანტური მეილები შექმნათ. ეს ცხადია, გეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღებაში. ასევე შეგიძლიათ ამ პლატფორმის CRM-თან ინტეგრირება, რათა უფრო ადვილად მართოთ თქვენი მეილების ბაზა.

  1. Moosend

Moosend შესანიშნავი საშუალებაა თქვენი პროცესების ავტომატიზაციისა და დამატებითი დროისა და ძალისხმევის დაზოგვისთვის. თქვენ შეგიძლიათ იმეილ კამპანიების შექმნა თქვენი გამომწერების პროფილებზე დაყრდნობით. მისი სეგმენტირების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, გაგზავნოთ ზუსტი წერილები, გააუმჯობესოთ წერილების გახსნის მაჩვენებელი და გაზარდოთ ROI.

ეს ხელსაწყო გთავაზობთ თქვენი კამპანიის დეტალურ სტატისტიკას. შესაბამისად, იცით, თუ როგორ გახვიდეთ უკეთეს შედეგებზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ მისი ინტეგრირება თქვენს აპლიკაციებთან, რათა ინფორმაციის მიმოცვლა მარტვიად შეძლოთ. ასევე, ის ერთადერთი ხელსაწყოა უფასო პლატფორმებიდან, რომლის ლოგოც თქვენს წერილში თავს არ გამოიჩენს.

  1. EmailOctopus

ეს საკმაოდ მარტივი ხელსაწყოა, რომელიც ამაზონის SES (Simple Email Service) ინფრასტრქტურაზე მუშობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა უფასო პლატფორმების მსგავსად, ის ბევრი ფუნქციით არ გამოირჩევა, ის საშუალებას გაძლევთ ყოველთვიურად უფრო მეტი წერილი გააგზავნოთ.

თქვენ შეგიძლიათ, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოთ წერილები ნებისმიერი მისამართიდან.  ამიტომაც, ის საუკეთესო გადაწყვეტაა მცირე სააგენტოებისა და საწარმოებისთვის, რომლებიც სხვა ბრენდის წარმომადგენლები არიან. ასევე შესაძლებელია მისი ინტეგრაცია სხვა აპლიკაციებთან, მაგალითად: MailOptin, WordPress ან Zapier-თან. აქედან გამომდინარე, მარტივად შეგიძლიათ მომხარებლის ინფორმაციის გადატანა ერთი პლატფორმიდან მეორეში.

 

შეჯამება

წარმოდგენილი პლატფორმების უმეტესობა ძლიერი მახასიათებლებით გამოირჩევა იქამდეც კი, სანამ მის ფასიან ვერსიას შეიძენთ. მცირე ბიზნესებსა და მარკეტერებს შეუძლიათ, მისი დახმარებით საგრძნობლად დაზოგონ დროც და ფულიც. თუ მისი ფასიანი ვერსიის შეძენას გადაწყვეტთ, თავად დარწმუნდებით, რომ ეს სერვისი არც ისეთი ძვირია. 

იმეილ მარკეტინგის რომელი ხელსაწყო გამოგიყენებიათ და რომელს გვირჩევდით? დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარების ნაწილში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

იმეილ მარკეტინგი - დამწყებთათვის

5 მარტივი ნაბიჯი წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანიისთვის