media-4

რას დავაკვირდეთ და როგორ გავზარდოთ იმეილ მარკეტინგის ეფექტურობა

  • 30 ოქტ 2021
  • იმეილ მარკეტინგი
რას დავაკვირდეთ და როგორ გავზარდოთ იმეილ მარკეტინგის ეფექტურობა

იმეილ მარკეტინგის მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმატებული კამპანიის შემუშავების შემდეგ საჭიროა, თქვენი წარმატება რეალურად შეაფასოთ და გაიგოთ, შეესაბამება თუ არა ის ბიზნესის ამოცანებს. სწორ საზომებზე დაკვირვება დაგეხმარებათ, გამოავლინოთ თქვენთვის ოპტიმალური სტრატეგიები და ტაქტიკები - თუ რა მუშაობს ყველაზე ეფექტურად და რას სჭირდება კორექტირება. სტატიის განმავლობაში იმ ოთხ ძირითად საზომს გაეცნობით, რომლებზე დაკვირვებაც საკუთარი კამპანიის შედეგიანობის შესახებ ყველაზე მეტ და საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით.

მნიშვნელოვანი საზომები და მათი ინტერპრეტაციის გზები

  1. მეილის გახსნის მაჩვენებელი (Open Rate)

სახელიდან გამომდინარეც აშკარაა, რომ მეილების გახსნის კოეფიცინეტი იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობაა, რომლებმაც მეილები გახსნეს. ამ მაჩვენებელზე დროდადრო დაკვირვებით გაიგებთ, თუ რამდენად მაღალია ჩართულობა თქვენს გამომწერებში.

გახსნის მაჩვენებლის გასაზრდელად:

სათაურის ველი მეილის შედეგიანობაში ყველაზე დიდ და მნიშველოვან როლს თამაშობს. შესაბამისად, თუ თქვენი მეილები დაბალი კოეფიციენტით ხასიათდება, დროა სათაურის ველს გადახედოთ და ალერნატიულ სტრატეგიებზეც იფიქროთ. სათაურის ველი მკაფიო, ზუსტი და კონკრეტული უნდა იყოს და მომხმარებლის ყურადღებას მომენტალურად იქცევდეს. ამ პროცესში შეგიძლიათ, ტესტირებასაც მიმართოთ და ორი სხვადასხვა სათაურის ველი მოსინჯოთ. გახსნის მაჩვენებელი სასურველია 15-25%-მდე მერყეობდეს.

  1. კლიკების კოეფიციენტი (Click Rate)

კლიკების კოეფიციენტი არის პროცენტული რაოდენობა იმ გამომწერებისა, რომლებმაც თქვენს მეილში არსებულ ბმულზე დააკლიკეს. ამ მაჩვენებელზე დაკვირვება მოგცემთ საშუალებას გაიგოთ, თუ რამდენად მუშაობს მომხმარებელზე თქვენი მოწოდება კონკრეტული ქმედებისკენ.

როგორ გავზარდოთ კლიკების კოეფიციენტი:

შექმენით შთამბეჭდავი კონტენტი, რომელიც თქვენს გამომწერებს შთააგონებს და ბმულზე გადასვლისკენ უბიძგებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოწოდებაც (Call-to-Action ღილაკი) იქცევდეს მომხმარებლის ყურადღებას, ამიტომ ეცადეთ, მასაც გაუსვათ ხაზი და გამოკვეთოთ. თუ ამ ტაქტიკებმა არ გაამართლა, მაშინ საჭირო იქნება თქვენს შეთავაზებას გადახედოთ და დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად სძენს მომხმარებელს ღირებულებას.

  1. გამოწერის გაუქმების მაჩვენებელი (Unsubscribe)

არსებული კოეფიციენტი წარმოადგენს პროცენტულ მაჩვენებელს იმ ადამაინებისა, რომლებმაც თქვენი მეილების გამოწერა გააუქმეს. მისი დახმარებით მიხვდებით, თუ რამდენად რელევანტურია თქვენი იმეილ მარკეტინგი სამიზნე აუდიტორიისთვის და რამდენად ახერხებს ის აუდიტორიის ჩართულობის შენარჩუნებას.

როგორ შევამციროთ გამოწერების გაუქმება:

აღნიშნული მაჩვენებელი ძალიან კარგად გამოხატავს იმას, თუ რამდენად ჩართულია მომხმარეელი თქვენს კონტენტში. თუ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, მაშინ დროა იმაზე ფიქრი დაიწყოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მკითხველთა ყურადღების შენარჩუნება და მათთვის რელევანტური კონტენტის შეთავაზება. შესაძლოა, კონტენტი სრულიად ეფექტური იყოს, თუმცა მომხმარებელს ბევრი მეილის გაგზავნით აბეზრებდეთ თავს. ამ მიზეზის დადგენის ეფექტური საშუალება პატარა კითხვარის შექმნა იქნება, რომელსაც მომხმარებელი მაშინ დაინახავს, როდესაც გამოწერის გაუქმების ღილაკს დააკლიკებს.

  1. კონვერსიის მაჩვენებელი (Conversion Rate)

კონვერსიის მაჩვენებელი იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობაა, რომლებიც გადავიდნენ მეილში არსებულ ბმულზე და კონკრეტული მოქმედება განახორციელეს - შეავსეს ფორმა, დარეგისტრირდნენ საიტზე თუ სხვა. ეს არის საბოლოო მიზანი, რომელიც აფასებს, თუ რამდენად ეფექტურად ახერხებთ მომხმარებელთა დარწმუნებას.

კონვერსიის მაჩვენებლის გაზრდა:

კოეფიციენტის გასაზრდელად პირველ რიგში, საჭიროა მაღალი კლიკების მაჩვენებელი გქონდეთ და დარწმუნდეთ, რომ მომხმარებლები ეცნობიან თქვენს შეთავაზებას. მეორე, რაც კონვერსიის მაჩვენებელზე ახდენს გავლენას, არის თქვენი კონტენტის დიზაინი და ლენდინგ გვერდი. ლენდინგ გერდი უნდა იყოს მიმზიდველი, იქცევდეს მომხმარებლის ყუადღებას და აღვივებდეს მათ ინტერესს.

როგორ ეხმარება სწორ საზომებზე დაკვირვება გაყიდვების გუნდს

მეილების საზომები შესაძლოა, გაყიდვების პროცესსაც ხვეწდეს. მაგალითად, მეილების სწორი საზომების იდენტიფიცირებითა და გააზრებით, შესაძლებლობა გაქვთ გაყიდვების გუნდამდე უფრო კვალიფიციური ლიდები მიიყვანოთ. თუ მათ ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპამდეა მისული მომხმარებელი და რა ქმედება განახორციელა მეილის მიღების შემდეგ, ისინი საკუთარ სტრატეგიას უკეთესად მოარგებენ თითოეულ მომხმარებელს. მნიშვნელოვანია, მათ უთხათ, ვინ გადავიდა შეთავაზებაზე, ვინ გახსნა მეილი და ვინ განახორციელა თქვენთვის სასურველი საბოლოო ქმედება.

 

ასევე დაგაინტერსებთ:

როგორ შევქმნათ მეილები, რომლებსაც არ წაშლიან

იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოები ნებისმიერი მარკეტინგული ამოცანისა და ბიუჯეტისთვის

როგორ ვაწარმოოთ წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანია