media-4

როგორ ვაწარმოოთ წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანია

  • 27 მარ 2021
  • იმეილ მარკეტინგი
როგორ ვაწარმოოთ წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანია

ყოველდღიურად მსოფლიოში დაახლოებით 269 მილიარდი იმეილი იგზავნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია.

ვინაიდან ელ-ფოსტების რიცხვი დღითიდღე იზრდება, აუცილებელია, ისწავლოთ იმეილ მარკეტინგის სწორად წარმართვა, რათა შეძლოთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიასთან კავშირი და გამოიწვიოთ მათი დაინტერესება.

ამ სტატიის დახმარებით ისწავლით წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანიების განხორციელებას, რათა გამოიწვიოთ მეტი ჩართულობა და ყურადღება მომხმარებლის მხრიდან.

რა არის იმეილ მარკეტინგის კამპანია?

იმეილ მარკეტინგის კამპანია გულისხმობს ბიზნესის მიერ მომხმარებელთან ან პოტენციურ კლიენტთან ელ-ფოსტების გაგზავნას. წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანია გამოიწვევს ადრესატების დაინტერესებას და მათ ჩართულობას თქვენს საქმიანობაში, ასევე დაგეხმარებათ უფრო მეტი ლიდის გენერირებასა და გაყიდვების წარმოებაში.

იმეილ მარკეტინგის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ხალხი კვლავ ინტენსიურად იყენებს ელ-ფოსტას. გარდა ამისა, როგორც იმეილ მარკეტინგთან დაკავშირებული უამრავი კვლევა ცხადყოფს, ზრდასრულთა 90% და მოზარდთა 74% რეგულარულად იყენებს იმეილს.

სანამ იმეილ მარკეტინგის კამპანიას განახორციელებდეთ, უნდა იცოდეთ, როგორ გაგზავნოთ წარმატებული იმეილი.

1. შექმენით მიზნობრივი ელ-ფოსტების სია

წარმატებული იმეილ მარკეტინგული კამპანიის დასაწყებად აუცილებელია ელ-ფოსტათა სიის შედგენა, რომელიც შევსებული იქნება თქვენი პოტენციური მომხმარებლებით. მიზნობრივი ელ-ფოსტათა სიის შესაქმნელად საუკეთესო გზა თქვენი საიტის ვიზიტორთა გამომწერებად ტრანსფორმირებაა.

იცოდით, რომ საშუალოდ, თქვენი ვებ-გვერდის ვიზიტორების 80% სიახლეთა გაცნობის გარეშე, უბრალოდ ტოვებენ თქვენს საიტს?

ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ exit-intent(popup) ფანჯრები, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი რეაქტიული ვიზიტორების გამომწერებად და მომხმარებლებად გადაქცევას.

Exit-intent  ფანჯრები უზრუნველყოფს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას, საანამ ისინი საიტს დატოვებენ. ამ ჭკვიანურ ტექნოლოგიას შეუძლია, სწრაფად გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა.

2. დაისახეთ მიზნები

ყველა წარმატებული მარკეტინგული ხერხი ისახავს კონკრეტულ მიზნებს და არც იმეილ მარკეტინგია გამონაკლისი. წარმატებული იმეილ მარკეტინგის საწარმოებლად აუცილებელია იმაზე ფიქრი, თუ რისი მიღწევა გსურთ. იმეილ მარკეტინგის კამპანიის ტიპიური მიზნებია:

  • ახალი მომხმარებლების მოწვევა და თქვენი ბიზნესისა და ღირებულებების შესახებ მათი ინფორმირება.
  • თქვენს კონტენტსა და ბიზნესში ჩართულობის გაღრმავება, იქნება ეს ვებინარის პოპულარიზაცია თუ საწყისი გაყიდვების განხორციელების მცდელობა.
  • არსებული მომხმარებლებისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება.
  • იმ მომხმარებლების ხელახალი ჩართულობა, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ.
  • მომხმარებლების სეგმენტირება, რათა შეძლოთ მეტად მორგებული იმეილების გაგზავნა.

ასევე შეგიძლიათ, იმეილ მარკეტინგის მიზნები კონვერტაციის მიზნებს შეუსაბამოთ.

3. გაეცანით იმეილის ტიპებს

მნიშვნელოვანია იმეილის სხვადასხვა ტიპის ცოდნა. ხალხი მას ხვადასხვა ჯგუფებში აერთიანებს, თუმცა აქ მოცემულია იმეილთა სამი ძირიტადი ტიპი.

ყველასათვის ცნობილი სარეკლამო იმეილები, რომლებიც შეიცავს შეთავაზებებს და ორიენტირებულია გაყიდვებზე.

მიმართებითი იმეილები, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები დაპირებისამებრ იღებენ ყოველკვირეულ სიახლეებს, უფასო საჩუქარს, შესაბამის ინფორმაციას და ა.შ.

და ტრანზაქციული იმეილები, რომელიც შეიცავს:

  • გამომწერის რეგისტრაციის დადასტურებას
  • მისასალმებელ შეტყობინებებს
  • შეკვეთის ან შესყიდვის დადასურებას
  • მომხმარებლის ინფორმაციის ცვლილების დადასტურებას

ტრანზაქციული იმეილები ძირითადად დაკავშირებულია მომხმარებლების მიერ თქვენს საიტზე განხორციელებულ ქმედებებთან.

ახლა, როდესაც იცით იმეილის ტიპების შესახებ, დროა გადავინაცვლოთ წარმატებული იმეილ მარკეტინგული კამპანიის შექმნის შემდგომ ეტაპზე.

4. გაეცანით თქვენს აუდიტორიას

თუ იმეილ მარკეტინგში გამოცდილი ხართ, ალბათ კარგად გეცოდინებათ თქვენი აუდიტორიის შესახებ. თუ დამწყები ხართ, გარკვეული კვლევების ჩატარება მოგიწევთ, რათა წინასწარ გათვალოთ თქვენი კონტენტი. პირველი კამპანიის გაგზავნისთანავე თქვენ დაიწყებთ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ასე რომ, შემდეგ ჯერზე რეალური მონაცემები გექნებათ მუშაობისთვის.

ამასობაში, შეაგროვეთ ინფორმაცია Google Analytics-ისა და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა ქვემოთ მოცემული Facebook Insights - ის მონაცემები:

ორივე წყარო შეიცავს მონაცემებს დემოგრაფიის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლებიც ქმნიან თქვენი მომხმარებლებისა და მათი ინტერესების საერთო სურათს. ეს კი კარგი გზაა, აწარმოოთ წარმატებული იმეილ მარკეტინგული კამპანია.

5. გამოიყენეთ ტექნოლოგიები გონივრულად

იმეილ მარკეტინგის აქვს საუკეთესო სერვისები, რომლებიც გეხმარებათ, შექმნათ უფრო წარმატებული იმეილ მარკეტინგული კამპანიები. ასეთი მახასიათებლებია:

  • მარტივი კამპანიის შექმნა და ავტომატიზაცია, შაბლონებისა და სამუშაო პროცესის ჩათვლით.
  • ინტეგრაცია თქვენ მიერ გამოყენებულ პროგრამებთან.
  • აუდიტორიის სეგმენტირების გზების დასახვა.
  • იმეილ კამპანიის მუშაობის შესახებ სიღრმისეული ანალიზი.

6. დაგეგმეთ იმეილები და შეტყობინებები

მას შემდეგ, რაც გაეცნობით თქვენს მიზნებს, ელ-ფოსტის ტიპებს, აუდიტორიას და მიიპყრობთ ადამიანთა ყურადღებას, უნდა დაგეგმოთ იმეილ მარკეტინგის კამპანია. ჩვენ მოგცემთ რჩევებს, რომელიც უნდა გამოიყენოთ იმეილების შექმნისას.

მაგალითად, მრავალი კომპანია იყენებს ახალი გამომწერებისთვის მოკლე იმეილების გაგზავნის სტრატეგიას, თავიანთი პროდუქტისა და მომსახურებების გასაცნობად.

Asana აგზავნის იმეილთა 4 სერიას, სადაც სათაურის ველები შემდეგნაირია:

  1. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Asana-ში
  2. რისი გაკეთება გსურთ ამ კვირაში?
  3. დაგეგმეთ თქვენი დღე Asana-სთან ერთად
  4. დაიცავით ვადები

პირველად იგზავნება მისასალმებელი იმეილი. სამი დღის შემდგომ იგზავნება იმეილი კითხვით, რისი გაკეთება გსურთ, რომელიც ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, დაიწყოს პროდუქტის გამოყენება. ორი დღის შემდგომ კვლავ იგზავნება ელ-ფოსტა Asana-ს კონტროლ პანელის შესახებ. ბოლოს კი იგზავნება იმეილი, რომელზეც გამოსახულია კალენდარი.

ნუ გადატვირთავთ თქვენს გამომწერებს ხშირი იმეილებით. ეს პირადაპირ სპამის ღილაკისაკენ უბიძგებს მათ. ამის ნაცვლად, მიჰყევით მათთან შეთანხმებულ გრაფიკს. გამოკითხვის საშუალებით მოსთხოვეთ თქვენს გამომწერებს შეადგინონ იმეილის მიღების გეგმა.

მას შემდეგ, რაც შეადგენთ იმეილის გეგმას, დროა დაიწყოთ მისი წერა.

7. შექმენით სათაურის ველი

სათაურის ველი გადამწყვეტ როლს თამაშობს ნებისმიერი წარმატებულ იმეილ კამპანიის დაწყებისას. როგორც თქვენი ბლოგის სათაურმა, ასევე იმეილის სათაურის ველმაც უნდა მიიქციოს მომხმარებლის ყურადღება.

შთაბეჭდილების მოსახდენად არ არის აუცილებელი უამრავი სიტყვის გამოყენება. სათაურის ველების უმეტესობა მერყეობს 41-დან 50 სიმბოლომდე. კიდევ უფრო ნაკლები სიმბოლო ჩანს მობილურის ეკრანზე, ამიტომაც აუცილებელია მნიშვნელოვანი ნაწილის დასაწყისში მოქცევა.

რჩევები უკეთესი სათაურის შესაქმნელად:

  • მოუყევით ხალხს, რას მიიღებენ ისინი თქვენი იმეილების გახსნის შემდგომ; არაა აუცილებელი, გამოჩნდეთ ზედმეტად ჭკვიანი ან მხიარული, თუ ეს ბრენდის მახასიათებელში არ ჯდება.
  • გამოიყენეთ პერსონალიზაცია, რადგან სათაურის ველში მომხმარებლის სახელის გამოყენება ეფექტური გზაა მის დასაინტერესებლად.
  • არ გამოიყენოთ ისეთი სიტყევბი, რომლებიც გამოიწვევს სპამის ფილტრთა გააქტიურებას, რათა თქვენი იმეილები პირდაპირ ინბოქსში მოხვდეს.
  • მოიძიეთ იმეილის სათაურში გამოყენებადი მომგებიანი სიტყვები და მოახდინეთ მათი ადაპტირება საკუთარი მიზნებისთვის.

 

8. შექმენით ტექსტი (ქოფი)

ახლა კი დროა, შექმნათ იმეილის ისეთი ქოფი, რომელიც მიიპყრობს ადამიანთა ყურადღებას.

საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია იმეილის შემოკლება და შეთავაზების საჭირო დროს გაკეთება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ აღქმა.

მიმართეთ გამომწერებს სახელით, რადგან პერსონალიზებული იმეილები უფრო წარმატებულია. ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ აუდიტორიის სეგმენტირება გამომწერების რაოდენობას 50%-მდე ზრდის.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ:

  • პირადი ისტორია - ადამიანდ ყოფნა არასდროს ვნებს კამპანიას და ხშირად ეხმარება ხალხს ემოციური კავშირის დამყარებაში. ჩვენ მიერ ნანახი რამდენიმე წარმატებული იმეილი იყენებს სწორედ ამ ტექნიკას.
  • გასაგები ინფორმაციის მიწოდება - განმარტეთ, როგორ დაეხმარება მკითხველს თქვენ მიერ მიწოდებული კონტენტი, ინფორმაცია თუ რესურსი. 
  • გამოკითხვა, გიფი ან ვიდეო - დადასტურებულია, რომ ყველა ეს ჩამოთვლილი მკითხველის დიდ დაინტერესებას იწვევს.

რა თქმა უნდა, ყველა ამ დეტალის გამოყენება არაა საჭირო. იდეალურ შემთხვევაში, იმეილი უნდა იყოს მოკლე და შეიცავდეს მხოლოდ რამდენიმე ძირითად პუნქტს.

იმეილის ბოლო ნაწილია call to action (CTA), რომელიც რანდენჯერმე ჩნდება. ის უნდა იყოს მოკლე და გასაგები, რათა მიიქციოს მკითხველის ყურადღება.

9. ყურადღება გაამახვილეთ დიზაინზე

იმეილის დიზაინს დიდი მნიშნველობა აქვს ნებისმიერი წარმატებული მარკეტინგული კამპანიის წარმოებისას. თუ თქვენი იმეილი ცუდად გამოიყურება, ეს უარყოფითად აისახება თქვენს წარმატებაზე. ხალხის უმეტესობა იმეილებს კითხულობს მობილური ტელეფონებიდან, ამიტომ აუცილებელია ისეთი იმეილის შაბლონის შექმნა, რომლის დიზაინიც ნებისმიერ მოწყობილობას ავტომატურად მოერგება.

იმეილების უმეტესობა შეიცავს მეტ ტექსტსა და ნაკლებ ფოტოსურათებს. ცხადია, სურათები თქვენს იმეილს უფრო მიმზიდველს ხდის, თუმცა ბევრ ადამიანს არ აქვს გააქტიურებული იმეილში სურათის ავტომატურად ჩამოტვირთვის ფუნქცია. შესაბამისად, თქვენი იმეილი ფოტოსურათების გარეშეც სრულყოფილი უნდა იყოს.

10. გატესტეთ და აკონტროლეთ

იმეილის გაგზავნა წარმატებისკენ მიმავალი გზის მხოლოდ დასაწყისია. მის მისაღწევად და მომავალი კამპანიების გასაუმჯობესებლად აუცილებელია მონაცემთა შეგროვება. 

შეამოწმეთ ყველაფერი: დიზაინი, განლაგება, იმეილის ტექსტი, სათაურის ველი და call to action-ები. იმეილები გატესტეთ სხვადასხვა სეგმენტზე და აკონტროლეთ დროის ინტერვალი მათი გაგზავნისას.

თვალყური ადევნეთ იმეილის ანალიტიკას (გახსნა, გადამისამართება, გამოწერის გაუქმება და ა.შ) თქვენი სერვის პროვაიდერისგან, რათა შეიტყოთ რამდენად წარმატებულად მუშაობს თქვენი მიდგომები.

მნიშვნელოვანია გამგზავნის რეპუტაციის შემოწმება, რომელიც ფასდება მონაცემთა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. ის არაზუსტი, თუმცა მნიშვნელოვანი მაჩვენებლია, რადგან ის ასახავს გამომწერების დამოკიდებულებას თქვენი შეტყობინებების მიმართ და განსაზღვრავს, მიაღწევს თუ არა ელ-ფოსტა ადრესატათან.

და ბოლოს, მართეთ გამომწერთა იმელების სია არააქტიური მომხმარებლების ხელახალი ჩართვით და წაშალეთ ისინი, თუ თქვენი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის, რადგან წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანიისთვის უმჯობესია ნაკლები, მაგრამ აქტიური მომხმარებელი, ვიდრე არააქტიურ გამომწერთა დიდი რაოდენობა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

იმეილ მარკეტინგის 11 ხელსაწყო, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

იმეილ მარკეტინგი - დამწყებთათვის