media-4

იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოები ნებისმიერი მარკეტინგული ამოცანისა და ბიუჯეტისთვის

  • 27 ივლ 2021
  • იმეილ მარკეტინგი
იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოები ნებისმიერი მარკეტინგული ამოცანისა და ბიუჯეტისთვის

იმეილ მარკეტინგი უდავოდ ძალიან ეფექტური სტრატეგიაა ლიდების გენერირებისთვის და მომხმარებელთა შენარჩუნებისთვის.

რასაკვირველია, იმეილ მარკეტინგული კამპანიის შექმნა მარტივი სულაც არ არის და ამას შესაძლოა HTML-ის გამოყენებით შაბლონის შედგენაც დასჭირდეს, რათა ყოველ ჯერზე ახლიდან არ მოგიწიოთ მეილის დიზაინის აწყობა.

საბედნიეროდ, ონლაინ სივრცეში უამრავი შაბლონი არსებობს მეილისთვის და უამრავი ხელსაწყო, რომელიც მათ სწრაფად შექმნაში დაგეხმარებათ.

რას ეწოდება მეილის შაბლონის ხელსაწყო?

მეილის შაბლონების ხელსაწყო მარტივი, სანდო და ეფექტური გზაა მეილებისა და მათი დიზაინის შესაქმნელად და შემდგომ მათ გასაგზავნად. რაც მთავარია, შეზღუდული არაფერში ხართ.

ახლა შესაძლოა ფიქრობთ, თუ როგორ გაიგოთ, რომელია საუკეთესო და თქვენს საჭიროებებზე მორგებული. გთავაზობთ რჩეული ხელსაწყოების სიას - მათ შორის მათ ფასებს, სურათებს და ზოგად მიმოხილვას მათი უნიკალური მახასიათებლების შესახებ.

პირველ რიგში, უნდა ვუპასუხოთ ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას:

რისთვის გვჭირდება მეილის შემქმნელი ხელსაწყო?

ასეთი ხელსაწყოები თქვენ რამდენიმე უპირატესობას გაძლევთ:

  1. უკეთესი დიზაინის ელემენტები

იმეილის შემქმნელი ხელსაწყოს გარეშე შესაძლოა, გაგიჭირდეთ თქვენი კონტენტის აწყობა და სტრუქტურიზება ისე, როგორც გსურთ. ასევე შეიძლება, სირთულეებს წააწყდეთ ვიდეოს დამატებისას.

  1. დაზოგილი დრო

ხელსაწყოების უმრავლესობა ინტუიტიურ მექანიზმებს ეყრდნობა, მათ შორის “drag-and-drop” რედაქტორებს, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენი მეილის დიზაინი უფრო სწრაფად შექმნათ.

  1. გრძელვადიანი დროითი დანაზოგი

მეილების შაბლონების ბიბლიოთეკის გაკეთებით თქვენ სამომავლოდაც დიდ დროს დაზოგავთ, რადგან შეგეძლებათ, ნებისმიერ დროს აარჩიოთ სასურველი შაბლონი და შეიტანოთ მასში მცირედი მოდიფიკაციები.

  1. განმეორებადობა

კმაყოფილი ხართ თქვენი ბოლო კამპანიის შედეგებით? იყო ის შესანიშნავი? მეილების შემქმნელი ხელსაწყოს საშუალებით შეგიძლიათ, ეს შედეგები სამომავლოდაც მარტივად გაიმეოროთ მცირედი ცვლილებების შეტანის შემდეგ.

  1. ანალიტიკა

ძალიან ბევრ ხელსაწყოს ასევე აქვს ჩაშენებული ანალიტიკური ფუნქციებიც, რისი გამოყენებაც თქვენი წარსული კამპანიების მარკეტინგული ეფექტურობის შესაფასებლად შეგიძლიათ. ეს კი საშუალებას მოგცემთ, შემდგომში თქვენი შედეგები გააუმჯობესოთ. გარდა ამისა, სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა კიდევ უფრო მეტ ფუნქციაზეც გქონდეთ წვდომა.

ახლა კი დავიწყოთ საუკეთესო ხელსაწყოების მიმოხილვა.

მეილის შემქმნელი საუკეთესო ხელსაწყოები

ჩვენს სიაში მოხვედრილი ხელსაწყოები და პლატფორმები დახარისხებულია მათი საფასო პოლიტიკის მიხედვით.

საუკეთესო უნივერსალური ხელსაწყოები

  1. HubSpot Email Marketing Tools

 

HubSpot მრავლისმომცველ, უნივერსალურ ხელსაწყოს გვთავაზობს ჩვენი მარკეტინგული საჭიროებებისთვის. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ნებისმიერი ტიპის იმეილ კამპანია მათი ხელსაწყოს დახმარებით, შეცვალოთ შაბლონები და მოარგოთ ისინი თქვენი ბრენდის მიზნებსა და საჭიროებებს.

დამატებით, შეგიძლიათ თითოეული მეილი გახადოთ პერსონიფიცირებული მისი მიმღების მიხედვით და მოარგოთ ისინი იმ სტადიას ბრენდთან ურთიერთობის გზაზე, სადაც ის იმყოფება და დარწმუნდეთ, რომ მეილი სასურველ კონვერსიის მაჩვენებელს მოგიტანთ. რაც მთავარია, ხელსაწყო ეფექტურ ანალიტიკურ ფუნქციონალსაც გვთავაზობს, რაც მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება.

უნიკალური მახასიათებლები:

  • ანალიტიკა, რომელიც სიღრმისეულ მონაცემებზე გვაძლევს წვდომას, მათ შორის მეილის წარმატების კოეფიციენტი, გახსნის მაჩვენებელი, ყველაზე ხშირად დაკლიკებადი ბმული, ჩართულობა, მოწყობილობები, რომლითაც მეილი გაიხსნა.
  • შესაძლებლობა, მოარგოთ თითოეული მეილი კონკრეტულ გამომწერს.
  • შესაძლებლობა, მართოთ A/B ტესტირება და გააუმჯობესოთ გახსნის და კლიკების მაჩვენებლები.
  • წვდომა 100-ზე მეტ შაბლონზე.
  • ლენდინგ გვერდის შესაქმნელი ხელსაწყოები.
  • სოციალური გაზიარების დახვეწილი შესაძლებლობები.
  • ინტეგრაცია სხვა მარკეტინგულ ხელსაწყოებთან (300-ზე მეტი პარტნიორი)
  • 24/7 მხარდაჭერა მათი გუნდისგან

ფასი: უფასო, $45 თვეში (დამწყები); $800 თვეში (პროფესიონალური); $3,200 (კორპორაციული)

 

საუკეთესო უფასო ხელსაწყოები

  1. BEE Free

 

BEE Free არის უფასო ხელსაწყო მეილებისთვის, რომელსაც უკვე მილიონობით ადამიანი იყენებს. მხოლოდ რამდენიმე კლიკის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, დაიწყოთ პირველი მეილის დიზაინის შექმნა - შაბლონის გაკეთება ან გამოიყენოთ 150 არსებული შაბლონი, რომელსაც კომპანია გთავაზობთ. ისინი საკუთარ ბლოგზე დიზაინის იდეებსაც სთავაზობენ მომხმარებელს.

უნიკალური მახასიათებლები:

  • 150 მზა შაბლონი.
  • სრული მხარდაჭერა მობილური მოწყობილობების დიზაინისთვის.
  • ინტეგრაცია უამრავ SaaS აპლიკაციასთან.
  • გაგრძელების საშუალება იქიდან, სადაც გაჩერდით.

ფასები: უფასო!

  1. Mosaico

Mosacio.io არის ღია პლატფორმა, სადაც უამრავი წყაროს გამოყენება შეგიძლიათ. მართალია, აქ ვერ ნახავთ წინასწარ გამზადებულ შაბლონებს, თუმცა შეგიძლიათ ხელსაწყო ისე მართოთ, როგორც მოგესურვებათ.

უნიკალური მახასიათებლები:

  • უნიკალური „კლიკ“ დიზაინის ხელსაწყო, რაც გამოარჩევს მას სხვა „drag & drop“ მოდელებისგან.
  • სოციუმის მხარდაჭერა, მისი წყაროებიდან გამომდინარე.
  • შეუზღუდავი მოქნილობა მეილების პერსონიფიცირებისას.

ფასები: უფასო!

  1. Unlayer

 

Unlayer არის უფასო HTML ხელსაწყო მეილების შესაქმნელად, რომლით მუშაობაც საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ნებისმიერი მათ მიერ წარმოდგენილი 100-ზე მეტი შაბლონიდან და დაარედაქტიროთ ისინი სურვილისამებრ. ასევე შეგიძლიათ, დააინსტალიროთ უფასო დამატება (extension) Google Chrome-ისთვის იმ შემთხვევაში, თუ მისი Gmail-თან ინტეგრაციაც გსურთ.

უნიკალური მახასიათებლები:

  • შაბლონების დიზანები მომენტალურად ხდება ხელმისაწვდომი, შესაბამისად შეგიძლიათ საქმეს პირველივე წუთიდან შეუდგეთ.
  • უფასო პლაგინი Chrome-ისთვის, რომლის დახმარებითაც ხელსაწყოს ბრაუზერიდანაც გამოიყენებთ.
  • შაბლონების დამახსოვრებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობა

ფასები: უფასო!

საუკეთესო ფასიანი ხელსაწყოები მეილების შესაქმნელად

  1. Mailchimp

Mailchimp ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია იმეილ მარკეტინგში და ამას თავისი მიზეზებიც გააჩნია. მისი სწავლა ძალიან მარტივია და უსწრაფესად შეგიძლიათ შექმნათ თქვენი მეილის პირველი შაბლონი, თანაც დაწყება ახლავე შეგიძლიათ სრულიად უფასოდ. ბიზნესის მასშტაბის ზრდასთან ერთად კი დამატებით მახასიათებლებსაც გაიცნობთ თქვენი საჭიროებების მიხედვით.

უნიკალური მახასიათებლები:

  • 100-ზე მეტი უფასო შაბლონი მეილებისთვის
  • პერსონალიზებული ხელსაწყოები ლენდინგ გვერდის შესაქმნელად
  • ინტეგრაცია სხვა მარკეტინგულ ხელსაწყოებთან
  • 24/7 მხარდაჭერა მათი წარმომადგენლებისგან

ფასები: უფასო; $9.99 (საწყისი მატერიალები); $14.99 (სტანდარტული); $299 (პრემიუმი)

  1. Moosend

Moosend-ის მარტივი „drag & drop“  მეილის რედაქტორი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ პროფესიონალური შაბლონები, რომლებიც გაჯერებული იქნება მარკეტინგული ელემენტებით - მათ შორის ტაიმერით და ვიდეოებით. ამ ყველაფერს კი HTML-ის ცოდნის გარეშეც შეძლებთ.

უნიკალური მახასიათებლები:

  • მზა შაბლონები და ფონტები, რომელთა პერსონალიზებასაც შეძლებთ
  • ლენდინგ გვერდის „drag & drop“ რედაქტორი
  • ინტეგრაცია GIPHY, Google Drive, Stock Photos და სოციალურ მედია პლატფორმებთან
  • ვიდეო მარკეტინგის ხელსაწყოები
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა ყველა საფასო პაკეტისთვის.

ფასები: უფასო; $8 თვეში (პრო), სპეციალური გეგმა (კორპორაციული)

  1. AWeber

AWeber სპეციალურად შექმნილია მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ იმეილ მარკეტინგის წარმოებას, მაგრამ არ იციან, საიდან დაიწყონ. წინასწარ შედგენილი შაბლონები, პერსონალიზებული დიზაინები, იმეილ ავტომატიზაცია - ეს ყველაფერია, რასაც ამ პლატფორმის დახმარებით მიიღებთ.

უნიკალური მახასიათებლები:

  • „drag & drop“ AMP კარუსელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენს მეილებს AMP სურათის კარუსელები დაამატოთ.
  • სმარტ დიზაინი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს მეილების შაბლონების შესადგენად და სარეკომენდაციოდ.
  • კამპანიების ბაზარი, რომელიც გეხმარებათ, შექმნათ და მართოთ სრული იმეილ კამპანია
  • 24/7 მხარდაჭერა

ფასები: უფასო, $16.15 თვეში (პრო)

  1. Campaign Monitor

 

Campaign Monitor ამ დროისთვის იმეილ მარკეტინგზეა ფოკუსირებული, თუმცა მისი გამოყენება სხვა მარკეტინგული და ელექტრონული კომერციის მიზნებისთვისაცაა შესაძლებელი. ვინაიდან, ის გუნდებისთვის არის შექმნილი, იდეალური იქნება, თუ კამპანიაზე რამდენიმე ადამიანს ამუშავებთ ერთად.

უნიკალური მახასიათებლები:

  • შაბლონის მართვა და გუნდების კოლაბორაციის შესაძლებლობა
  • ჩაშენებული მხარდაჭერა გამოკითხვებისთვის
  • წინასწარ მომზადებული 80 შაბლონი

ფასები: $9 თვეში (სტანდარტული), $29 თვეში (ულიმიტო), $149 თვეში (პრემიერი)

  1. Chamaileon.io

 

Chamaileon.io არის მეილების ხელსაწყო, რომელიც დაეხმარება თქვენს გუნდს, მართოს კამპანიები და შექმნას მეილები ერთობლივად - მისი „drag & drop“ მექანიზმების წყალობით კი არ მოგიწევთ პროგრამირებაზე ნერვიულობა. თქვენ ასევე შეძლებთ, იმეილ კამპანიების წყობა შექმნათ და სამომავლოდაც გაიმარტივოთ საქმე დროის დაზოგვასთან ერთად.

უნიკალური მახასიათებლები:

  • კოლაბორაციული პროცესი გუნდებისთვის
  • დავალებების განაწილების უნიკალური და მოქნილი შესაძლებლობა
  • განმეორებადი ტესტირების პარამეტრები ახალი დიზაინების შესაქმნელად

ფასები: $150/თვე (სტანდარტული), $250/თვე (პრემიუმი).

  1. Designmodo Postcards

Designmodo Postcards განკუთვნილია იმისათვის, რომ გუნდები ერთად სამუშაოდ შეკრიბოს. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი სახის მეილების შესაქმნელად. მთავარია შემდეგ HTML-ად ექსპორტირება.

უნიკალური მახასიათებლები:

  • მოდულური დიზაინი, რომელიც გეხმარებათ მასალების დაწყობაში, პერსონალიზებასა და გადაწყობაში.
  • გრძელვადიანი ხელსაწყო კონტენტის სამართავად, რაც საშუალებას მოგცემთ, გაიმეოროთ წარსული წარმატება
  • შეუზღუდავი შესაძლებლობა ექსპორტირებისთვის, რაც იდეალურია თუ სხვა სერვისებისთვის ამას ხშირად აკეთებეთ.

ფასები: უფასო, $18/თვე (ბიზნესი), $29/თვე (სააგენტო)

  1. Stripo.email

 

Stripo.email გეხმარებათ შექმნათ მეილების შაბლონები HTML-ის ან პროგრამირების ცოდნის გარეშე. მას ასევე გააჩნია AMP მხარდაჭერა და დამატებით ტესტირების ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გადახედოთ თქვენი მეილების 90-ზე მეტ სახეობას, მათ შორის იმას, თუ როგორ გამოჩნდებიან ისინი სხვადასხვა მოწყობილობებსა და ბრაუზერებზე.

უნიკალური მახასიათებლები:

  • "drag & drop" AMP ბლოკები სურათების კარუსელებისთვის.
  • 100-ზე მეტ სივრცეში ტესტირების შესაძლებლობა.
  • პერსონალიზებადი მოდულური ბიბლიოთეკა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ წარსულში გამოყენებული ელემენტები.
  • ინტეგრაცია არაერთ ESP-სა და სხვა პარტნიორებთან.

ფასები: უფასო, $125/თვე (ბიზნესი), $400/თვე (სააგენტო).

  1. Taxi for Email

 

Taxi for Email უზრუნველყოფს მასშტაბური იმეილ კამპანიების შექმნას. ის ასევე საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი გუნდის წევრებს კონკრეტული როლები მიანიჭოთ და დავალებები მისცეთ. ამგვარად, მარკეტინგის გუნდის თითოეული წევრი საკუთარ წვლილს შეიტანს იმეილ კამპანიის მართვაში.

უნიკალური მახასიათებლები:

  • გუნდური დინამიკა - კოლაბორაციული ხელსაწყოები, დავალებების გადანაწილება და როლები.
  • ტესტირების შესაძლებლობა.
  • მხარდაჭერა რამდენიმე ენისა და მეილების სეგმენტაციისთვის.

ფასები: ერგება თითოეულ მომხმარებელს.

  1. SendGrid

SendGrid არის იმეილ მომსახურების პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აწვდის დიზაინებს და დამატებით სთავაზობს ისეთ ფუნქციებს, როგორიც არის ავტომატიზაცია შიპინგის შეტყობინებებისა და პაროლის განახლებებისთვის. ის ასევე მოიცავს API-ს, რომლის ინტეგრაციაც ნებისმიერ რამესთან შეგიძლიათ.

უნიკალური მახასიათებლები:

  • ფართო არჩევანი ხელსაწყოების, იმეილების დიზაინის, ავტომატიზაციისა და სარეგისტრაციო ფორმებისთვის.
  • API, SMTP
  • მიწოდების ოპტიმიზირების ხელსაწყოები მიწოდების კოეფიციენტის გასაზრდელად.

ფასები: სტანდარტული და პრემიუმ პაკეტების ფასები დამოკიდებულია იმ მეილების ოდენობაზე, რომელსაც ყოველთვიურად იყენებთ, თუმცა ძირითადად ფასები $14.95./თვე და $89.95/თვე დოლარამდე მერყეობს.

უამრავი სარგებელი არსებობს, რომელსაც იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოების გამოყენება მოგიტანთ - ამიტომ ნუღარ დააყოვნებთ, განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები, მიზნები, ბიუჯეტი და შეარჩიეთ სასურველი ხელსაწყო.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

იმეილ მარკეტინგის 37 რჩევა ეფექტური მესიჯების შესაქმენლად

როგორ ვაწარმოოთ წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანია

როგორ ავარიდოთ იმეილ მარკეტინგის შეცდომებს თავი