წარმატებული იმეილ კამპანიები სასტუმროს ბიზნესისთვის

იმეილ მარკეტინგი საერთო მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რომ არის, ამას ბევრი კამათი არ სჭირდება და ეს განსაკუთრებით ჭეშმარიტია სასტუმროების შემთხვევაში. თუმცა, სანამ უშუალოდ თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიას შეიმუშავებდეთ, გვსურს წარგიდგინოთ რამდენიმე ეფექტური მაგალითი იმეილ მარკეტინგისთვის.
თუმცა, პირველ რიგში, მარტივი იქნება, თუ ამ ყველაფერს თქვენი კამპანიისთვის შექმნილი სიახლეების მეილის დიზაინით დავიწყებთ. მისი შექმნა შეგიძლიათ ნულიდანაც დაიწყოთ მარტივი პლატფორმების დახმარებით ან გამოიყენოთ მზა შაბლონები, რომლებსაც თქვენი სურვილისამებრ გადააკეთებთ.
- სასტუმროს ჯილდოს ნომინაციები - Hotel Drisco
Hotel Drisco ნათლად გვანახებს, რომ მეილების სიის გამოყენება გაცილებით მეტი რამისთვის შეგვიძლია, ვიდრე ეს რეკლამების შეთავაზებაა.
მათ საკუთარი მომხმარებლების მეილები გამოიყენეს, რათა სასტუმრო ინდუსტრიის კონკურსში უფრო მეტი ხმები მოეპოვებინათ.
მართალია, ამ მეილში ისინი მომხმარებელს თხოვნით მიმართავენ, მაგრამ ასევე აჩვენებენ მათ, რომ სასტუმრო ამ ჯილდოს იმსახურებს.
- გასაოცარი სურათები - VRBO
ნუთუ ამ მეილში წარმოდგენილი სურათები არ აღგაფრთოვანებთ? როდესაც თქვენი სასტუმრო საუცხოო ადგილას მდებარეობს, ნუ მოერიდებით ამ ადგილების სილამაზის ჩვენებას.
სიახლეების მეილში განთავსებულ სურათებს შეუძლიათ ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგონ. ერთია, ისაუბრო ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო მეორეა აჩვენო მომხმარებელს, რეალურად რა ელოდება დასასვენებელ ადგილას.
მხოლოდ ერთი შეხედვაც კი საკმარისია ამ მეილისთვის, რათა დაიწყოთ იმის წარმოდგენა, თუ რამდენად საუცხოო დროს ატარებთ ამ ადგილას დასვენებისას.
ეს მეილი სასტუმრო SirHotel - ისგან არამარტო ლამაზი დიზაინით არის გამორჩეული, არამედ ის საკმაოდ ინფორმაციული და გამოსადეგიც არის სასტუმროს მომხმარებლებისთვის.
სიახლეების მეილში მოცემულია დაგეგმილი ღონისძიებები და მათ შესახებ ინფორმაცია. ის ასევე მომხმარებელს აცნობს, როგორ მიიღოს მაქსიმალური გამოცდილება ბერლინის ხელოვნების კვირეულით და უამბობს ფაქტების შესახებ ბარსელონაზე, რომელთა შესახებაც მომხმარებელს ალბათ საერთოდ არ სმენია.
- პირდაპირი მოქმედება - Kimpton
რა არის პირველი, რაც ქვემოთ არსებული მეილიდან გხვდებათ თვალში?
ალბათ, 25%-იანი ფასდაკლება, მართალია?
Kimpton გვიჩვენებს, რომ ჩვენი მეილები არც თუ ისე გრძელი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცით, თუ რა გსურთ მომხმარებლისგან.
მოცემულ მეილში არსებული მოკლე ტექსტი და სწორხაზოვანი CTA (მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკი მომხმარებელს აჩვენებს, რომ სასტუმროს სურს, მათ 21 იანვარს დაჯავშნონ ნომერი. მარტივი, სწორხაზოვანი და ეფექტური!
ასეთი დროში შეზღუდული შეთავაზება საკმაოდ გონივრულია, რადგან ის დამატებით სიჩქარის შეგრძნებას იწვევს მომხმარებელში. ასეთი შეთავაზება მათ აიძულებთ მიიღონ ის მანამ, სანამ ამის შანსი რეალურად აქვთ.
- ყველაფერი ერთში - Seaview Hotel
რთულია, არ მოიხიბლო იმ დიზაინებითა და იმეილ კონტენტით, რომელსაც ეს სატუმრო სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. ბრიტანული სასტუმრო ეფექტურად უგზავნის მათ „ბოლო წუთის“ შეთავაზებებს და ამასთანავე აწვდის ინფორმაციას ადგილობრივი ღონისძიებებისა და სასტუმროს სიახლეების შესახებ.
- სრული ხელოვნება Volkshotel-ში
სასტუმროები დღესდღეობით იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილი, სადაც მომხმარებელი დასარჩენად მიდის.
შევხედოთ VolskHotel-ის სასტუმროს ამსტერდამში. ის თავდაპირველად გამომცემლობის სათავო ოფისს წარმოადგენდა მანამ, სანამ ის ხელოვნებით მოცულ მყუდრო სასტუმროდ გადაკეთდებოდა.
მათი სიახლეების წერილიც მაღალ ხარისხიან ხელოვნების ნამუშევარს მოგაგონებთ, რაც მათთვის რეალურად შესაფერისი და რელევანტურია, ვინაიდან ისინი არაერთ საგამოფენო ღონისძიებას მართავენ. მოცემულ მეილშიც ისინი ერთ-ერთ გამოფენას აანონსებენ.
რაღას უცდით? დაიწყეთ თქვენი იმეილ კამპანიის წარმოება
იმეილ მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თქვენი სასტუმროს მარკეტინგის გასაუმჯობესებლად. ის არა მხოლოდ მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებელს გაგიზრდით, არამედ ახალი მომხმარებლების ათვისებაშიც დაგეხმარებათ.
თქვენი სასტუმროს იმეილ მარკეტინგული სტრატეგია მომხმარებელთა ბაზის გაზრდით უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე მიმართულ იქნას სწორი კამპანიის სწორ ადგილას განთავსებისკენ.
ყოველთვის მიაწოდეთ გამომწერებს მათთვის ღირებული კონტენტი. რაც უფრო პერსონალური იქნება ის, მით უფრო კარგ შედეგებსაც მიიღებთ.
გამოიყენეთ მეილები პრაქტიკული ინფორმაციის გასავრცელებლად და მომხმარებლებისთვის თავის შესახსენებლად. მათი ვიზიტის შემდგომ კი შეგიძლიათ, მათი უკუკავშირიც შეაგროვოთ და თქვენი არჩევისთვის მადლობაც გადაუხადოთ.
ასევე ნუ დაგავიწყდებათ იმეილების ავტომატიზაცია, რაც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ შრომასა და რესურსებს. იმეილ ხელსაწყოს საშუალებით, სასტუმროების იმეილ ავტომატიზაცია საკმაოდ მარტივია.
მცირედი ძალისხმევა, დიადი შედეგი!
ასევე დაგაინტერესბთ:
ციფრული მარკეტინგის 11 სტრატეგია სასტუმროებისთვის
იმეილ მარკეტინგის 37 რჩევა ეფექტური მესიჯების შესაქმენლად
რჩევები სასტუმროს სოციალური მედია მარკეტინგისთვის 2021 წელს