იმეილების ნიმუშები კვების ინდუსტრიისთვის

სარესტორნო ბიზნესი უზომოდ კონკურენტულია და ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. თითოეული მათგანი ცდილობს, დაიმსახუროს მომხმარებელთა ნდობა და ყურადღება. ეს კონკურენცია განსაკუთრებით მკაცრია, როდესაც საქმე ელექტრონულ ფოსტას ეხება, თუმცა ამ ბრენდებმა მოახერხეს და საკუთარი თავი მაინც გამორჩეულად წარმოადგინეს. გთავაზობთ რვა საუკეთესო მაგალითს ელექტრონული ფოსტისთვის, რომლებსაც ეს ბრენდები იყენებენ გონივრულ სტრატეგიასთან ერთად.
ვერაფერი შეედრება გემრიელ ბურიტოს
ეძებთ საუკეთესო გზას ახალ გამომწერებთან თავის წარსადგენად? შექმენით ავტომატიზებული მეილები, რათა მყისიერად დაუკავშირდეთ ახალ გამომწერს/რეგისტრირებულ მომხმარებელს. ეს მისასალმებელი წერილები ყველაფერს აერთიანებს: უქმნის მომხმარებელს პირველად შთაბეჭდილებას, მადლობას უხდის მათ და ეუბნება, თუ რას უნდა მოელოდნენ ისინი თქვენი მეილებისგან. ასევე საშუალებას აძლევს მათ, დაადგინონ საკუთარი პრეფერენციებიც.
მისასალმებელი მეილები აუმჯობესებს გრძელვადიანი ჩართულობის მაჩვენებელს 33%-ით.
ავტომატიზებული მეილები 152%-ით უფრო მაღალ კლიკის მაჩვენებელს აფიქსირებენ.
კიდევ ერთი მისასალმებელი მეილი, რომელიც მოწონებას იმსახურებს
კველვების თანახმად, მომხმარებელთა 74.4% გამოწერისთანავე ელის კომპანიისგან ელექტრონულ ფოსტას. ამიტომ დარწმუნდით, რომ ესალმებით მომხმარებელს დაუყონებლივ რეგისტრაციის შემდეგ. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ მეილში მათ მოულოდნელ სიურპირზსაც დაახვედრებთ, რომელიც სხვა კომპანიებისგან გამოგარჩევთ.
ავტომატიზებული მეილების გახსნის მაჩვენებელი 68.7%-ით მაღალია.
ტრიგერირებულ მეილებს 624%-ით მაღალი კონვერსიის მაჩვენებელი აქვთ.
გსურთ მეტი შეიტყოთ თქვენი სტუმრების შესახებ? მაშინ დასვით კითხვები
გამომწერები თქვენგან მათზე მორგებულ მეილებს ელოდებიან. მეილებს, რომლებიც მათ ინტერესებს შეესაბამება. მაგრამ თუ საჭირო ინფორმაციას არ ფლობთ თქვენს მომხმარებელზე, რომელსაც ამ ყველაფერისთვის გამოიყენებთ, მაშინ უბრალოდ ჰკითხეთ მათ. ბევრი ადამიანი გამოყოფს დროს საკუთარ თავზე სასაუბროდ და თქვენს შედეგებშიც მოულოდნელ ზრდას დაინახავთ.
რელევანტური მეილები 18-ჯერ მეტი შემოსავლის მომტანია, ვიდრე ზოგადი მეილები.
მორგებული დიზაინი რეზერვაციების გასაზრდელად
თუ კონკრეტული ღონისძიებისთვის ან საღამოსთვის ადგილების შევსებას ცდილობთ, მაშინ იმაზე უკეთ ნამდვილად ვერ გააკეთებთ ამას, როგორც ეს Lincoln Ristorante-მ შეძლო. მათ მიერ გამოყენებული GIF საშუალებას გაძლევთ, წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მაგიდასთან - თუ როგორ სრულდება ვახშამი. შემდეგ კი მარტივი და პირდაპირი CTA ღილაკი გიბიძგებთ ქმედებისკენ, დაჯავშნოთ ადგილი.
მეილებს CTA ღილაკებით შეუძლია, გაყიდვები 1617%-ით გაზარდოს.
GIF ზრდის კონვერსიის მაჩვენებელს 130%-ით.
Olive Garden
მოხიბლეთ გამომწერი, რათა სქორლვა გააგრძელოს
მოდით გულწრფელად ვთქვათ: ძალიან ძნელია შეეწინააღმდეგო ახალ, მიმზიდველ და უგემრიელეს პასტას. Olive Garden სწორედ ამგვარ ცდუნებას იყენებს მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად და თანაც უფასოდ სთავაზობს პროდუქტს. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთ შეთავაზებას არ დათანხმდეს.
ჩვენი ტვინი სურათებს 60,000-ჯერ უფრო სწრაფად აღიქვამს, ვიდრე ტექსტს.
მომხმარებელთა 80% უბრალოდ „ასკანერებს“ თქვენს მეილს.
სარესტორნო მარკეტინგი პერსონალიზებული ნიშნით
რაც უფრო პერსონალიზებულია თქვენი მარკეტინგი, მით უკეთესი. ელექტრონულ ფოსტაში ხელნაწერს მიმსგავსებული წარწერა და განსაკუთრებით წერილის ბოლოს ნამდვილი ხელმოწერა (სასურველია ისეთი ადამიანის, რომელსაც მომხმარებელი იცნობს), პიროვნულ დონეზე დაგაკავშირებთ მომხმარებელს და რესტორანსაც მათთან უფრო დააახლოვებს.
პერსონალიზებული მეილები 6-ჯერ უფრო მაღალ ტრანზაქციულ მაჩვენებელს გვაძლევს.
დაუკავშირდით მომხმარებელს „inbox”-ის შიგნითაც და გარეთაც
საკუთრივ იმეილი ძალიან ძლევამოსილი ხელსაწყოა, თუმცა მისგან მაქსიმალური შედეგების მისაღებად საჭიროა ის სხვა მარკეტინგულ არხებთან ერთად გამოიყენოთ. თქვენი ახალი აპლიკაციის გარეკლამება იმეილ აუდიტორიასთან გაცილებით მეტი საკომუნიკაციო გზის მომტანია და ამასთანავე, ზრდის კონვერსიის მაჩვენებელს.
დაახლოებით მეილების 50% იხსნება მობილურ მოწყობილობებზე.
მომხმარებელთა 63% აღნიშნავს, რომ მობილური აპლიკაციები ეხმარება მათ, გადაწყვიტონ, სად მიირთვან საკვები.
გააქტიურეთ პასიური გამომწერები
თუ გარკვეული დროის განმავლობაში პასიური გამომწერები დაგიგროვდათ, დროა, კვლავ გაზარდოთ მათი ჩართულობა ახალი კამპანიის საშუალებით. კვლევებმა აჩვენა, რომ პასიურ მომხმარებელთან გაგზავნილ მეილებს 45% კითხულობს. მაგრამ თუ არ წაიკითხეს, ესეც ძალიან კარგია, რადგან გარკვეული სია გექნებათ და არსებული მონაცემებიც უფრო დასაყრდნობი იქნება.
Salesforce-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მარკეტოლოგთა 63% აღნიშნავს, რომ მომხმარებლის ხელახლა ჩასართავად დაწყებული კამპანიები „ძალიან ეფექტურია“.
ასევე დაგაინტერესებთ:
იმეილ მარკეტინგის 37 რჩევა ეფექტური მესიჯების შესაქმენლად
როგორ ვაწარმოოთ წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანია
როგორ გავარეკლამოთ სარესტორნო ბიზნესი - 8 ეფექტური რჩევა