იმეილ მარკეტინგის 37 რჩევა ეფექტური მესიჯების შესაქმენლად

ჩვენ ყველას გვიცდია იმეილ მარეტინგის ტრადიციული მეთოდები და რჩევები:
- შეგვიქმნია მეილი
- გადაგვიხედავს თითოეული წინადადებისთვის
- საათობით გვიფიქრია საუკეთესო სათაურის ველზე
- დაგვიჭერია გაგზავნის ღილაკზე და შვებით ამოგვისუნთქვს. დასრულდა!
მაგრამ როდესაც ჩვენი იმეილის სტატისტიკას დავკვირვებივართ, შეგვინიშნავს, რომ ხალხი მას არც თუ ისე ხშირად ხსნის, კითხულობს ან აკეთებს რაიმე მოქმედებას. ეს განსაკუთრებით იმედს გვიცრუებს მაშინ, როდესაც უამრავ რჩევას ვითვალისწინებთ და დიდი სიფრთხილით ვქმნით მეილს.
ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, ნამდვილად ასეთი რთული გამოწვევაა ისეთი მეილის შექმნა, რომელსაც ადამიანები გახსნიან, წაიკითხავენ და ჩვენთვის სასურველ ქმედებას განახორციელებენ?
სინამდვილეში ყველაფერი არც თუ ისე რთულია. ამაში კიდევ უფრო დარწმუნდებით სტატიის მსვლელობისას და მნიშვნელოვან რეკომენდაციებსაც მიიღებთ.
ელექტრონული ფოსტის ეტიკეტი უკეთესი მესიჯების შესაქმნელად
მარტივი შეკითხვა:
რომელ მეილს უფრო დიდი ენთუზიაზმით ელოდებით: მეილს საუკეთესო მეგობრისგან თუ მსხვილი კორპორაციისგან?
და რომელი მათგანის წაკითხვას ამჯობინებდით?
მარტივი ასარჩევია, დაგვეთანხმებით.
როგორ იქცევით თქვენ, როდესაც იმეილ მარკეტინგის დაწყებაზე ფიქრობთ? წერთ ისეთ ვრცელ მეილს, რომელიც ადამიანთა დიდი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი, თუ ისეთივეს, როგორიც მსხვილი კორპორაციის მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ იქნებოდა შექმნილი?
თუ გსურთ, რომ მომხმარებელი თქვენი მეილების მიღებას ელოდებოდეს, მაშინ უფრო მეგობრული მიდგომა დაგჭირდებათ.
თქვენ იცნობთ, მოგწონთ და ენდობით თქვენს მეგობრებს... ხომ ასეა?
ეცადეთ ეს კორპორაციული ტონი შედარებით შეამსუბუქოთ და ასევე მეილების მინიმალისტური დიზაინი შექმნათ. დაწერეთ დიალოგის ფორმით და პატივსაცემი ტონით.
მეგობრული მესიჯების შესაქმნელად ამ 7 არსებით ეტიკეტს გთავაზობთ:
- შეწყვიტეთ საუბარი თქვენი სიის ან გამომწერების შესახებ. დაწერეთ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. ეს თქვენს მეილს პერსონალიზებულს გახდის.
- შეეშვით ადამიანების დროის ფლანგვას. მხოლოდ მაშინ გააგზავნეთ მეილები, როდესაც მათ მართლაც რაიმე ღირებულს ან გამოსადეგს სთავაზობთ.
- იყავით სასარგებლო. ნუ მიწერთ მომხმარებელს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათგან რაიმე გჭირდებათ. იყავით დამხმარე, გულუხვი და მეგობრული. მოეპყარით მას, როგორც თქვენს ნამდვილ მეგობარს.
- იყავით სანდო. მიეცით ხალხს საშუალება, იცოდნენ, თუ რას უნდა მოელოდნენ თქვენგან. რა თქმა უნდა, გაყიდვების მესიჯებიც თქვენი იმეილ მარკეტინგის ნაწილი უნდა იყოს, უბრალოდ ეცადეთ, ის საჭირო დროს გამოიყენოთ.
- ნუ იქნებით მომაბეზრებელი. მიმართეთ პერსონალიზაციას, თუმცა ნუ გამოიყენებთ მომხმარებლის სახელს ძალიან ხშირად, რადგან ეს მომხმარებელს ქოლ-ცენტრის ტექსტს მოაგონებს.
- იყავით მომხმარებლის მხარეს. შეახსენეთ ადამიანებს, რომ ისინი მარტონი არ არიან. უთხარით, რომ გესმით მათი პრობლემების. მიმართეთ ემპათიას და ჰკითხეთ, თუ შეგიძლიათ მათი დახმარება.
- დაასაჩუქრეთ ხალხი წაკითხვისთვის. დარწმუნდით, რომ ადამიანები სარგებელს იღებენ თქვენი მეილის წაკითხვისგან. როგორ? გაუზიარეთ მათ გამოსადეგი რჩევა. აგრძნობინეთ თავი უკეთ ან შთააგონეთ.
რჩევები მეილის სათაურის ველისთვის
უმეტესობა „inbox”-ებისა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი მეილებით არის გავსებული.
თქვენ მიერ გაგზავნილი მეილები მარტივად იძირება ინბოქსების ამ ხმაურიან სამყაროში. Gmail-ის სპამების ფილტრებმა კი კიდევ უფრო რთული გახადა შემჩნევადობა.
მაშინ როგორ უნდა შევქმნათ ისეთი მიმზიდველი მეილი და სათაურის ველი, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს და ადამიანებს მისი გახსნისა და წაკითხვისკენ უბიძგებს?
სათაურის ველის დანიშნულება ყურადღების მიქცევაა. გთვაზობთ სათაურის ველისთვის 8 რჩევას:
- შეპირდით რაიმე კარგს. თუ ადამიანებს ეცოდინებათ, კონკრეტულად რას ისწავლიან თქვენგან, როგორ გახდით მათ უფრო ბედნიერებს და ინფორმირებულებს, მაშინ მათ მეილის წაკითხვის მეტი სურვილი გაუჩნდებათ.
- გამოიყენეთ ეფექტური სიტყვები. ემოციური, მგრძნობიარე სიტყვები იქცევენ ყურადღებას და გამოარჩევენ თქვენი სათაურის ველს უამრავი სხვა მესიჯისგან.
- გამოიყენეთ ციფრები. მომხმარებლები ბუნებრივად აქცევენ რიცხვებს ყურადღებას.
- გააღვიძეთ ცნობისმოყვარეობა. ნუ მოერიდებით რიგ შემთხვევებში ინტრიგული სიტყვების გამოყენებასაც, რათა თქვენს მკითხველებს მოუნდეთ მეტის გაგება.
- გამორიცხეთ უხეში შეცდომები. არავის სურს აღიქმებოდეს სულელად.
- მოეშვით გენიოსობას. მარტივი, კონკრეტული სათაურები ყოველთვის ამარცხებს ჭკვიანურ სათაურებს.
- ისწავლეთ პროფესიონალებისგან. გაეცანით წარმატებული მეილების მაგალითებს და გაანალიზეთ მათი სათაურის ველები.
- შეწყვიტეთ უაზრო სტატისტიკების გამოყენება, რომელსაც სტანდარტულ იმეილ მარკეტინგის რჩევებშიც ნახავთ, მაგალითად სათაურის ველის ოპტიმალური მოცულობა. ჩამოაყალიბეთ ურთიერთობა მომხმარებელთან და ისინი თქვენს მეილებს გახსნიან მაშინვე, როდესაც თქვენს სახელს დაინახავენ - მაშინაც კი, თუ სათაურის ველი არ იქნება მიმზიდველი.
იმეილის შექმნის რჩევები ჩართულობისთვის
დავუშვათ, მოახერხეთ და მომხმარებელმა თქვენი მეილი გახსნა. ახლა როგორ იქცევით? როგორ აპირებთ მათი ყურადღების შენარჩუნებას?
მიჰყევით იმეილის შექმნის ამ 9 რჩევას, რომელიც თქვენი მკითხველებს გამოხმაურებისკენ უბიძგებს:
- წერეთ მარტივად. სწორედ ასე გამოავლენთ თქვენს ენთუზიაზმს.
- იყავით ლაკონური. კონტენტის რედაქტირება თქვენი პროცესის თანმხლები უნდა იყოს. გრძელი და მრავლისმომცველი მეილები თქვენი მკითხველის ინტერესს ფანტავს. გამოიწვიეთ საკუთარი თავი და სცადეთ მეილების ტექსტის განახევრება შემდეგი ეტაპისთვის.
- დასვით კითხვები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მკითხველთან პირისპირი დიალოგი გაქვთ. ამ დროს თქვენ შეკითხვებს დასვამდით, ხომ მართალია?
- ნუ მიჰყვებით მკაცრ წესებს. სტანდარტული და შაბლონური მეილები სწრაფად მოაწყენს მკითხველს.
- დაუმატეთ პერსონალური ფაქტორიც. რადგან თქვენთვის მთავარია, მოიპოვოთ მათი ნდობა, გაიცნოთ ისინი და მოაწონოთ მათ თავი.
- გამოიყენეთ სიტყვა „თქვენ“. რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დამარწმუნებელი სიტყვაა ქოფირაითინგში.
- ნუ იქნებით მოსაწყენი. გაიაზრეთ წერის სტილის თითოეული ასპექტი. წერეთ ლაკონურად, თუმცა აზრიანად.
- ნუ იქნებით ეგოისტი. ეცადეთ არ იყოთ გულგრილი. ეცადეთ, იზრუნოთ და იფიქროთ მკითხველზეც.
რჩევები მეილით გაყიდვების გასაზრდელად
თქვენ მეილებს მხოლოდ ხალისისთვის და გასართობად ნამდვილად არ წერთ. ყოველ შემთხვევაში იმდეს ვიქონიებ. როგორც ბიზნესის მფლობელს, გიწევთ პროდუქცია გაყიდოთ, რათა თამაშში დარჩეთ.
მაგრამ, როგორია საუკეთესო გაყიდვების ტექნიკები?
მიჰყევით 8 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მკითხველები, მყიდველებად აქციოთ.
- ნუ გაყიდით მანამ, სანამ პოტენციური მომხმარებელი არ იქნება მზად. პირველ რიგში, გახდით მეგობარი და სანდო ინფორმაციის წყარო და შემდეგ, თქვენი მყიდველები მზად იქნებიან, შეიძინონ თქვენი პროდუქცია.
- ხაზი გაუსვით სარგებელს. არ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი. ნაცვლად ამისა, გაყიდეთ მისი სარგებელი.
- აჩვენეთ მათ, თუ რას გამოტოვებენ. ადამიანების უმრავლესობა რისკებს უშინდება. მათ სურთ თავიდან აირიდონ უსიამოვნებები და გართულებები. წარმოაჩინეთ თქვენი სარგებელი, როგორც პრობლემის თავიდან არიდების გზა.
- ნუ მიჰყვებით მკაცრ ფორმულებს. ფორმულირებული მესიჯები, რომლებიც იმეილ მარკეტინგის მკაცრ წესებს იცავენ, ჟღერს მექანიკურად და შედარებით მოსაწყენიცაა.
- მიჰყევით თქვენს მიზანს. მოუყევით მომხმარებელს საინტერესო ამბები, რომელიც შემდეგ გაყიდვების მესიჯამდე მიგიყვანთ.
- წარმოადგინეთ კონკრეტული ვადები. ეს ადამიანებს არ აძლევს გაჭიანურების საშუალებას.
- დაურთეთ რამდენიმე ბმული. ეს გაზრდის მომხმარებლის მიერ ამ ბმულზე გადასვლის შანსებს.
- იქონიეთ მკაფიო და კონკრეტული CTA(მოწოდება ქმედებისკენ) ღილაკი. უთხარით თქვენს მკითხველს, კონკრეტულად რას უნდა მოელოდეს შემდეგში და შეახსენეთ, რატომ შედის ეს მათ ინტერესებში.
რჩევები მეილის ეფექტური „დახურვისთვის“
ახლა კი ძლიერი დასასრულის დროა.
ძალიან ბევრი ადამიანი თქვენი მეილის მხოლოდ დასასრულს წაიკითხავს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ის ნდობას აყალიბებს და თქვენი მესიჯის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს უსვამს ხაზს.
როგორია მეილის საუკეთსო დასასრული? სცადეთ ეს 5 მეთოდი, რომელიც თქვენს მკითხველთან ერთად, ბიზნესისთვის არაერთი სარგებლის მომტანია.
- გამოიყენეთ თქვენი რეალური სახელი. გამოყავით თქვენი სახელი და რეპუტაცია. ეს უფრო პერსონალურია.
- გამოიყენეთ ბუნებრივი ტონი. ნუ იფიქრებთ იმეილ მარკეტინგის რჩევებზე. იფიქრეთ თქვენს მეილებზე, როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციის გზაზე.
- გამოაჩინეთ პიროვნება. გამოიყენეთ სიტყვები და ემოციები, რომლებსაც მხოლოდ თქვენ გამოიყენებდით. იყავით ადამიანურები!
- ექპერიმენტები. იყავით მეამბოხე და სცადეთ რაიმე ახალი. გაბედეთ, იყოთ განსხვავებული და გაოცდებით იმით, რა იმუშავებს და რა არა.
- გამოიყენეთ ძალა. შეახსენეთ ადამიანებს ვადების შესახებ და ხაზი გაუსვით იმ დანაკარგს, რომელსაც შემოთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში განიცდიან მომხმარებლები.
მწარე რეალობა თქვენი მეილების შესახებ
ნებისმიერი ადამიანის მეილების ბოქსი საოცრად გადატვირთულია. შეგიძლიათ, საუკეთესო რჩევები გაითვალისწინოთ, მაგრამ ვერაფერს უშველით იმ ფაქტს, რომ არავის სურს დამატებითი მეილების მიღება.
თქვენთვის დიდი პატივი და წამახალისებელი ფაქტი უნდა იყოს ის, რომ მომხმარებელმა თქვენი მეილები გამოიწერა და სურს, თქვენი მესიჯები მიიღოს. თითოეულმა გამომწერმა საკუთარი, მძიმე შრომით მოპოვებული თავდაჯერების ხმა მოგცათ.
თუმცა, აქ სიფრთხილე გმართებთ. ნუ მიიჩნევთ ნურავის ყურადღებას გარანტირებულად, რადგან ყველას დრო ძვირფასია.
დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ იმეილ მარკეტინგის ეს გამოცდილებები: კვირიდან კვირამდე, თქვენ გიწევთ, დაუმტკიცოთ გამომწერებს თქვენი ფასი. თქვენ კარგად უნდა იცნოდბეთ საკუთარ აუდიტორიას და მათ გასაჭირს. დასვით კითხვები და შესთავაზეთ დახმარება.
წერეთ ისე, თითქოს მეილს თქვენს კარგ მეგობარს უგზავნიდეთ, რადგან სწორედ ასე შეძლებს ხალხი თქვენს გაცნობას. ამგვარად მოახარეხებთ, მოაწონოთ მათ თავი და მოიპოვოთ მათი ნდობა.
როდესაც ამ სამ რამეს მოიპოვებთ, მაშინ შეძლებთ თქვენი ბიზნესის ზრდასა და წახალისებას.
ასევე დაგაინტერესბთ: