როგორ ავარიდოთ იმეილ მარკეტინგის შეცდომებს თავი

როდესაც იმეილ კამპანია გაქვთ გასაშვები, დიდ დროს ხარჯავთ ყველა აბზაცის შედგენაში, სწორი სათაურისა და იდეალური სურათების არჩევაში, რომ თქვენს აუდიტორიას სწორ დროსა და სწორი კონტენტით მიაწვდინოთ ხმა.
არანაკლებ ენერგიას მოითხოვს სიების შექმნა, სეგმენტაცია, A/B ტესტირება. თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, კონკრეტული მიზნის დადგენა გიწევთ, იქნება ეს ROI (უკუგება ჩადებულ ინვესტიციებზე), თუ რაიმე ინდივიდუალური მიზანი.
ყველა ამ ძალისხმევის შემდეგ ერთმა გაუმართავმა ბმულმაც კი შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაგიყაროთ. ერთი ბმულის გამო ნამდვილად არ ღირს მთელი იმეილ კამპანია გააფუჭოთ, სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმულის შემოწმების ინსტრუმენტი.
საუკეთესოდ შედგენილი გეგმების მიუხედავად, მარკეტერებიც ადამიანები არიან, რომლებსაც შესაძლოა შეცდომები მოუვიდეთ. თუმცა, შეცდომების დაშვება არ ნიშნავს თქვენი კარიერის დასასრულს. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი რამ დაამატოთ სიას - „რა შეცდომა არ უნდა დავუშვა“.
ჩვენ გაგიზიარებთ ორი იმეილ მარკეტინგის პროფესიონალის ისტორიას, თუ როგორ არ წაუვიდათ საქმე კარგად იმეილ კამპანიის გაშვებისას და რაც მთავარია, რა მოიმოქმედეს შედეგად.
ლიზის ისტორია
ლიზი ნიუბერნი არის Asurion-ის იმეილ მარკეტინგის მენეჯერი, რომელსაც ხუთ წელზე მეტი სტაჟი აქვს ამ სფეროში.
მიუხედავად მისი არც თუ ისე მცირე გამოცდილებისა, მას გამორჩა იმის გათვალისწინება, თუ როგორი იქნებოდა სათაურის ველი მობილურ მოწყობილობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის შეცდომაა, რომელსაც ის აღარასდროს დაუშვებს.
ბევრი იმეილ მარკეტერისთვის სათაურის ველი საკმაოდ დიდი სტრესის მომტანია, სანამ გაგზავნის ღილაკს დააჭერენ. ეს ერთ ხაზიანი ტექსტი არის გამომწერების პირველი შთაბეჭდილების მომტანი, რომელსაც შეუძლია სერიოზული გავლენა იქონიოს გახსნების მაჩვენებელზე და გამგზავნის რეპუტაციაზე. თქვენ შესაძლოა, უამრავჯერ შეამოწმოთ, დაადასტუროთ, დატესტოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ არ ვართ კომპიუტერები და ყველას შეიძლება მძიმე დღის ან უძილო ღამის გამო ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვრჩეს.
ლიზი, როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი დიდი კომპანიის იმელ მარკეტინგის მენეჯერია. მისი კომპანია პერიოდულად არეკლამებს ივენთებს ადგილობრივი გაერთიანებებისთვის, რა დროსაც ის მოწვევის იმეილებს უგზავნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ეს კონკრეტული ივენთი უნდა ყოფილიყო დიალოგებისა და კოქტეილების საღამო.
სათაურის ველი იყო შემდეგი: “Celebrate the long weekend with cocktails and conversation.” ეს საკმაოდ უწყინარი იმეილი დატესტეს, დაადასტურეს და გაგზავნეს. გარკვეული დროის შემდეგ ლიზიმ შეამჩნია რომ ინბოქსში პასუხებს იღებდა.
„გავოფლიანდი როდესაც პასუხების წაკითხვა დავიწყე“ - ამბობს ლიზი. “SO inappropriate.” “Wow, so unprofessional.” “Looks like someone didn’t check their subject line cut-off!”
ერთ-ერთი პასუხი სქრინშოთს შეიცავდა, სადაც ჩანდა სათაურის ველი: “Celebrate the long weekend with cock…”
რა თქმა უნდა, ლიზის გაუჩნდა კითხვები, როგორ შეეძლო ამ ყველაფრის გამოსწორება ან სად იყო უახლოესი ადგილი, სადაც სამუდამოდ დამალვას შეძლებდა.
პირველ რიგში უნდა გაეაზრებინა, რა იყო ზარალის მოცულობა: რამხელა აუდიტორიას გაუგზავნა მეილი და რამდენ მათგანთან მივიდოდა სათაურის ხაზი ასეთი შემოკლებით. საბედნიეროდ ეს რიცხვი 100-ზე ნაკლები აღმოჩნდა.
შემდეგი, რაც უნდა გაეაზრებინა ის იყო, თუ ამ რიცხვიდან რამდენი ადრესატი ნახავდა მეილს. აღმოჩნდა, რომ 45%-მა ნახა.
ბოლოს კი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, როგორ გამოხმაურებოდა ამ შეცდომას. შეცდომაზე პასუხის გაცემა ბოლოს ხომ ყველას მოუწევს. არჩევანი ახალი მეილების დაგზავნა იყო იმ ადამიანებთან, ვინც სათაურის ველი ასეთი ფორმით მიიღო, მაგრამ აუდიტორიის და პასუხების სიმცირიდან გამომდინარე გადაწვიტა, რომ ყველაფერი ისე დაეტოვებინა როგორც იყო.
რა თქმა უნდა, ეს არ არის საუკეთესო არჩევანი, თუმცა როგორც იმეილ მარკეტოლოგმა, სიტუაციიდან გამომდინარე უნდა შეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება.
საბოლოოდ, თქვენი შეცდომებიდან სწავლა უნდა შეგეძლოთ და უფრო მეტ დეტალზე დაიწყოთ ყურადღების მიქცევა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი შეცდომები ჩვენი გამოცდილების ნაწილია.
იმეილ მარკეტერებს ხშირად ახასიათებთ „გაგზავნის ღილაკის შიში“, ეს ნორმალურია.
ჯასტინის იტორია:
ჯასტინი არის CM ჯგუფის იმეილ მარკეტინგის მენეჯერი და აქვს ექვს წლიანი გამოცდილება. იმეილის გაგზავნის ტექნოლოგია ყოველთვის ვითარდება და ერთ-ერთმა სიახლემ - „Dark mode”-ის გამოჩენამ ჯასტინი შეცდომამდე მიიყვანა.
მას შემდეგ, რაც იმეილ მარკეტინგზე დიდი ხნის განმავლობაში იმუშავებთ, შეამჩნევთ იმ უცნაურობას, თუ როგორ განსხვავებულად გამოიყურება თქვენი გზავნილი სხვადასხვა ადრესატთან. არსებობს უამრავი აპლიკაცია თუ ეკრანის ზომა. იმეილი როგორც გამოიყურება Outlook-ში, ის განსხვავებულად გამოიყურება Gmail-ზე.
ჯასტინი ყველა იმეილს ტესტავდა, თუმცა გამორჩა დაეტესტა dark mode-ის თავსებადობა ერთ-ერთი კამპანიისას. მისი იმეილის გარკვეული ნაწილები არ იყო ხილვადი dark mode-ზე.
სანამ უკვე გაგზავნილი მეილის ადრესატები შეამჩნევდნენ, ჯასტინის რამდენიმე გუნდის წევრმა, რომლებიც გამომწერების სიაში იყვნენ აღმოაჩინეს ეს შეცდომა.
პირველი, რაც ჯასტინს უნდოდა გაეკეთებინა, იყო დაინტერესებული მხარეების ერთ იმეილში გაერთიანება და ინფორმაციის მიწოდება ამ მეილით გამოწვეულ პოტენიურ პრობლემაზე, რომელიც მომხმარებლებს შეექმნებოდათ. შემდეგ სურდა დაეიდენტიფიცირებინა, თუ რა ნაწილები არ იქნებოდა წაკითხვადი ამ მეილში და ამის მიხედვით შეედგინა შემდეგი გასაგზავნი მეილი.
ჯასტინი ასევე დარწმუნდა, რომ თავად ყველანაირად შეამოწმა და დატესტა იმეილი გაგზავნამდე.
„ჩემი თავდაჯერებულობა ცოტა შეირყა ამ იმეილის შემდეგ, რადგან ყველა მომდევნო, რომელსაც გავგზავნიდი დიდი დაკვირვების ქვეშ მოექცეოდა, თუმცა ეს დამატებითი ყურადღება შეიძლება შესაძლებლობადაც ჩამეთვალა“ - ამბობს ჯასტინი.
ამ გამოცდილების შემდეგ, უფრო დიდი ყურადღებით და ძალისხმევით ადგენდა მთელი გუნდი იმეილებს, დიზაინებს, სათაურს. ტესტავდნენ ყველანაირ მოწყობილობაზე და ყველანაირ ფორმატში.
შეჯამება
დამწყები ხართ თუ უკვე მრავალწლიანი სტაჟი გაქვთ იმეილ მარკეტინგში, შეცდომა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დაუშვათ. საბედნიეროდ, არავის აქვს მოლოდინები ადამიანის რესურსებს მიღმა.
რაც მნიშვნელოვანია, უნდა ისწავლოთ შეცდომებისგან და გამოიყენოთ ისინი, როგორც ახალი შესაძლებლობა.
იმედი გვაქვს, რა იმეილის გაგზავნაც არ უნდა გიწევდეთ ახლა, როგორც მინიმუმ მინუს 2 შეცდომის დაშვებას აირიდებთ თავიდან.
ასევე დაგაინტერესებთ :
იმეილ მარკეტინგი დამწყებთათვის
5 მარტივი ნაბიჯი წარმატებული იმეილ მარკეტინგის კამპანიისთვის
იმეილ მარკეტინგის 11 ხელსაწყო, რომელიც დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ