ეფილიეიტ მარკეტინგის დაბრკოლებები

მაისი 23, 2022

ეფილიეიტ მარკეტინგის დაბრკოლებები

ეფილიეიტ მარკეტინგის დაწყების შემდეგ, შესაძლოა ბევრ დაბრკოლებას გადააწყდეთ, რამაც ხელი შეუშალოს პროგრამის ზრდას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პოტენციურ დაბრკოლებებს დასაწყისშივე იცნობდეთ და მათი გადალახვის გზებიც მოფიქრებული გქონდეთ.

ეფილიეიტ პროგრამის დაწყების შემდეგ, შესაძლოა ბევრ დაბრკოლებას გადააწყდეთ, რამაც ხელი შეუშალოს პროგრამის ზრდას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პოტენციურ დაბრკოლებებს დასაწყისშივე იცნობდეთ და მათი გადალახვის გზებიც მოფიქრებული გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ეფილიეიტ პროგრამა სრულ პოტენციალს ვერასდროს მიაღწევს. შესაბამისად, მსგავსი პრობლემების აღმოფხვრას ადრეულ ეტაპებზევე უნდა ცდილობდეთ. 

 

  1. უხარისხო ვებ-გვერდი

ეფილიეიტ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, პირველი ეტაპი პროგრამის პროვაიდერის საიტის დათვალიერებაა. თუ ადამიანი თქვენი საიტით იმედგაცრუებული დარჩა, დიდი ალბათობით, ბრენდის გარეკლამებას და პროგრამაში ჩართვას აღარ გადაწყვეტს. ძირითადი ასპექტები, რასაც შეიძლება ყურადღება მიექციეს, არის:

  • ჩატვირთვის სიჩქარე;
  • სურათებისა და ვიდეოს ხარისხი;
  • ნავიგაციის სიმარტივე;
  • სხვადასხვა მოწყობილობებზე თავსებადობა;
  • კონტენტის ხარისხი;
  • პროდუქტის პრეზენტაცია;
  • გადახდების საშუალებები.

თუ ბაზარზე უკვე დიდი ხანია ოპერირებთ, მაშინ მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება არ უნდა გაგიჭირდეთ. თუ ბაზარზე ახლახან შეაბიჯეთ, მაშინ დაიხმარეთ ექსპერტი და საიტი მას შეაფასებინეთ. შესაძლოა მეგობრები ან ოჯახის წევრებიც დაიხმაროთ და მათ ზუსტად იმ გზების გავლა მოსთხოვოთ, რა გზებსაც ტიპიური მომხმარებელი გაივლიდა.

  1. დაბალი კონვერსიები

ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საიტი იდეალურად გამოიყურება და თავისუფლად მუშაობს, მნახველების მომხმარებლებად გადაქცევას ვერ ახერხებთ. შესაძლოა გადახდის რომელიმე მეთოდი არ მუშაობდეს, პროდუქტს აკლდეს შეფასებები, რეკომენდაციები ან სულაც ინფორმაცია. შესაძლოა, პროდუქტის აღწერილობაც არ იყოს დეტალური.

მიზეზს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, დაბალი კონვერსიები ყოველთვის საყურადღებო დაბრკოლებაა და მას გამოსწორება სჭირდება. დაბალი კონვერსიის მაჩვენებელი ახალ ეფილიეიტ პარტნიორებს დააფრთხობს და შესაძლოა, არსებულებიც დაგაკარგინოთ.

  1. არაკონკურენტუნარიანი შეთავაზებები კლიენტებისთვის

საუკეთესო ეფილიეიტ პარტნიორები საკუთარ აუდიტორიას იდეალურად იცნობენ. ასევე იდეალურად იცნობენ ისინი თქვენს კონკურენტებსაც. შესაბამისად, თუ თქვენი შეთავაზება საკმარისად მომხიბვლელი არ არის, ისინი თქვენთან საქმეს არ დაიჭერენ. ძირითადად, ყურადღება რამდენიმე ფაქტორს ექცევა:

  • ბრენდის ცნობადობა;
  • ხარისხისა და ფასის კოეფიციენტი;
  • ინვენტარი;
  • უნიკალური შეთავაზება/სარგებელი;
  • საცდელი ვერსიები და გარანტიები;
  • მყიდველთა შეფასებები;
  • საბითუმო შეთავაზებები.

არასათანადო შეთავაზებები უფრო მეტია, ვიდრე ეფილიეიტ პროგრამის დაბრკოლება. ისინი ყველა დონეზე აფერხებენ პროგრამას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეაფასოთ თქვენი პოზიცია. ჩაატარეთ საფუძვლიანი გამოკვლევა და დაადგინეთ ის გზები, რომლითაც შეთავაზების გაუმჯობესებას შეძლებდით. შესაძლოა, უკეთესად შეგიძლიათ პროდუქტის დადებითი მხარეების წარმოჩენა, საცდელი პერიოდის გახანგრძლივება, გარანტიის შეთავაზება ან ფასის შემცირება.

 

  1. არაკონკურენტუნარიანი შეთავაზებები ეფილიეიტებისთვის

ისევე როგორც საიტის მომხმარებელზე ყიდით თქვენს პროდუქციას, პარტნიორებსაც უნდა მიჰყიდოთ ეფილიეიტ პროგრამა. დიდი ალბათობით, ისინი თქვენი კონკურენტებისგანაც იღებენ გარკვეულ შეთავაზებებს, ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ნამდვილად გამორჩეულია. ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე შეგიძლიათ გაამახვილოთ:

  • საკომისიოები;
  • კონვერსიები;
  • შეკვეთების საშუალო ოდენობა;
  • ნიმუშები;
  • ეფილიეიტ პროგრამის ფინანსირება;
  • კრეატიული მასალები.

 

  1. შეფერხებები

შეიძლება რამდენიმე ტიპის შეფერხება არსებობდეს, რომელიც ეფილიეიტ პროგრამისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.

 

ვებ-გვერდის შეფერხება

მერჩანტის საიტი ხელმისაწვდომი აღარ არის. ეფილიეიტ პარტნიორის მომხმარებლები ვერ ახერხებენ პროდუქტის ყიდვას და მათი გამოცდილება ეფილიეიტ პროგრამასა და მერჩანტთან მიმართებაში, უსიამოვნო ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს პროგრამის წარმატებაზე. ყველაზე წარმატებულ ეფილიეიტ ბრენდებს სისტემა მუდამ მწყობრში აქვთ ან დროულად იღებენ შეტყობინებებს რაიმე ხარვეზებისა თუ გარღვევების შესახებ.

 

ეფილიეიტ პროგრამის შეფერხება

ეფილიეიტ პროგრამის შეფერხების ყველაზე ხშირი, თუ არა ერთადერთი, მიზეზი სახსრების ამოწურვაა. შესაძლოა დეპოზიტის გადარიცხვა ვერ განხოციელდეს და თანხა ამოიწუროს. როდესაც მსგავსი რამ ხდება, ბევრი ეფილიეიტ ქსელი გაფრთხილებას გზავნის, რაც მერჩანტის რეპუტაციაზე დადებითად არ აისახება.

 

აღრიცხვის(თრექინგის) შეფერხება

ეს შეიძლება იყოს აპლიკაცია, პლაგინი ან კოდი, რომელიც მერჩანტის საიტზეა ჩაშენებული. თუ პროგრამა სწორად არ არის ინტეგრირებული ან კონფლიქტშია რომელიმე სხვა პროგრამასთან, შესაძლოა გაყიდვების მონიტორინგი არ განხორციელდეს.

ბევრი ეფილიეიტი ბრენდებს თითო კლიკზე შემოსავლების მიხედვით არჩევს. თუ საიტს რაიმე ხარვეზი აქვს, შესაბამისად პროგრამაც ითიშება და ეფილიეიტი გაყიდვებისათვის კუთვნილ თანხას ვერ იღებს. ეს კი, ცხადია, ნეგატიურად აისახება ბრენდზე.

როგორც მერჩანტისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მსგავსი შეფერხებები თავიდან აირიდოთ. ამისათვის:

  • გატესტეთ ცვლილებები საიტზე, სანამ მას გაუშვებთ;
  • უზრუნველყჰავით ადეკვატური საბანკო ანგარიში და ეფილიეიტ პროგრამის ფონდი;
  • თვალი ადევნეთ ეფილიეიტ პროგრამას, ვებ-გვერდის სტატისტიკებს და აღმოაჩინეთ რაიმე ტიპის ცვლილებები ან დარღვევები.
  1. ცუდი მენეჯმენტი

ბევრი მერჩანტი უარყოფს ეფილიეიტ პროგრამის მენეჯმენტს და ფიქრობს, რომ ეს საჭირო არ არის. ზოგი მერჩანტი ვერ აანალიზებს იმას, რომ ეფილიეიტ ქსელები მხოლოდ ინფრასტრუქტურას გვთავაზობენ და მენეჯმენტი მისგან განცალკევებულია. ბევრი ბრენდი კი უბრალოდ იაფი გზების მონახვას ცდილობს და ხშირად, არ გამოყოფს სახსრებს მენეჯმენტისთვის.

ამ ყველაფერს კი შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვეს, რადგან სწორი მართვის გარეშე ეფილიეიტ პროგრამის ზრდა ვერ მოხერხდება. თქვენ არ გექნებათ კომუნიკაცია ეფილიეიტებთან, ვერ მიიღებთ უკუკავშირს, ვერ აკონტროლებთ ხარჯებს...

თუ საკუთარი ეფილიეიტ პროგრამის განვითარება გსურთ, მაშინ აუცილებლად დაუთმეთ დრო და სახსრები მის სათანადო მართვას. გაწეული ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში, შედეგად ნამდვილად ღირს.

 

  1. კომუნიკაციის ნაკლებობა

ეფილიეიტებისთვის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ვერ მიწოდება, ეფილიეიტ პროგრამის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ცხადია, რომ ყველა პარტნიორი შესაძლოა არ/ვერ გაეცნოს შეტყობინებებს, თუმცა თქვენ მათ საჭირო და რელევანტური ინფორმაცია მაინც უნდა მიაწოდოთ. განსაკუთრებით ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ მუშაობაზე მოახდენს გავლენას. ასეთი შეიძლება იყოს:

  • პროდუქტების ან სერვისების ჩაშვება და განახლება;
  • მარაგები;
  • ამოღებული პროდუქტები და მომსახურებები;
  • ფასდაკლებები და პრომო აქციები;
  • ფასები, საკომისიოები, გადახდის საშუალებები.

თეორიულად, ეფილიეიტ კომუნიკაციები პროგრამის მენეჯერის ვალდებულებებში შედის და თუ თქვენ ის გყავთ, მაშინ უფრო მშვიდად იქნებით. კომუნიკაციის ნაკლებობა ეფილიეიტ პარტნიორებს მიანიშნებს იმაზე, რომ მერჩანტი მათ თანამშრომლობას ყურადღებით არ ეკიდება. ამიტომ, პროგრამის პარტნიორებს ახალი კამპანიებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდებოდეთ.

გარდა ამისა, თუ რაიმე ცვლილება ვებ-გვერდის იმ ბმულებს ეხება, რომლებსაც ეფილიეიტი იყენებს, აუცილებლად გადაამისამართეთ ძველი ბმული ახალზე. ასევე განაახლეთ ყველა შესაძლო ბმული და გამოასწორეთ 404 დარღვევები.

 

  1. შებრუნებული/უარყოფილი საკომისიოები

როდესაც გაყიდვა დაფიქსირდება, შესაბამისი საკომისიო ეფილიეიტ პარტნიორის ანგარიშზე აისახება — შესაბამისად, ეს მათი შემოსავალია. თუმცა, როდესაც საკომისიოს დაბრუნება ხდება, თქვენ თანხას ეფილიეიტისგან იღებთ — ყოველ შემთხვევაში, ეს მათგან ასე ჩანს. საკომისიოს უარყოფა და შებრუნება ეფილიეიტ სტატისტიკებზე უარყოფითად აისახება და ჩვენი პრობლემების სიაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ცხადია, ყალბი და თაღლითური, გაუქმებული ან დაბრუნებული შეკვეთებისთვის საკომისიოს გადახდა არ შეგიძლიათ. ასევე, არ შეგიძლიათ საკომისიოს გადახდა განმეორებით ტრანზაქციებზე. რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ დროს?

  • გაანალიზეთ თაღლითური, უარყოფილი ან დაბრუნებული შეკვეთები და გამოავლინეთ ამის მიზეზები;
  • გააუმჯობესეთ მომხმარებელთა მომსახურება და პროდუქტების პრეზენტაცია, რათა შეამციროთ შეკვეთის გაუქმებისა და დაბრუნების შემთხვევები;
  • დაკვირვებით მართეთ პროგრამა, რათა თავიდან აიცილოთ განმეორებითი ტრანზაქციები და ორმაგი საკომისიოები;
  • გაითვალისწინეთ შესაძლო ხარჯები ახალი მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისას.

აღასნიშნავია, რომ დაბრუნებული პროდუქტების ოდენობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროგრამაზე. თუ მყიდველი პროდუქციას აბრუნებს, ეს ნიშნავს, რომ ის უკმაყოფილოა. შესაბამისად, თუ ეს მაჩვენებელი შეკვეთების 5%, ან 10%-ს გადააჭარბებს, ეფილიეიტ პარტნიორმა შესაძლოა თანამშრომლობა სხვა ბრენდთან გააგრძელოს.

 

  1. მომხმარებელთა უარყოფითი უკუკავშირი

მერჩანტთან თანამშრომლობის დაწყებამდე, ეფილიეიტები მომხმარებელთა მიმოხილვებს აკვირდებინ. თუ მათ არ მოეწონებათ რასაც დაინახავენ, მაშინ ნაკლებია პარტნიორობის დაწყების ალბათობაც. თუ დაიწყებენ, მაგრამ საკუთარი აუდიტორიისგან ნეგატიურ უკუკავშირს მიიღებენ, მაინც გაჩერდებიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რეპუტაციის დაცვა და მოფრთხილება.

 

  1. უარყოფითი ეფილიეიტ უკუკავშირი

მიუხედავად იმისა, რომ ეფილიეიტები ერთმანეთის კონკურენტები არიან, ისინი ერთმანეთში ღიად საუბრობენ. ზოგჯერ, მათ ერთი და იგივე მენტორიც კი ჰყავთ. შესაძლოა ისინი ერთი ფორუმის ან სოციალური მედია ჯგუფების წევრებიც იყვნენ. იმედგაცრუებული ეფილიეიტები შესაძლოა დიდ დაბრკოლებად გექცეთ, რადგან ისინი საკუთარ შეხედულებებს სხვებსაც გაუზიარებენ. ეცადეთ, რომ თქვენი ეფილიეიტ პარტნიორები მაქსიმალურად კმაყოფილები იყვნენ:

  • მიაწოდეთ მათ ყველაფერი, რაც შეიძლება დასჭირდეთ თქვენს გასარეკლამებლად;
  • არ გაწყვიტოთ მათთან პარტნიორობა ვალიდური მიზეზის გარეშე;
  • მოერიდეთ კონფლიქტებს და თავიდან აირიდეთ უარყოფითი უკუკავშირი;
  • ნუ ეცდებით მათი რეკლამების გაკონტროლებას.

ბევრი დამწყები კომპანიისთვის შესაძლოა, რომ ეფილიეიტ პროგრამა ძალიან კომპლექსური და დამაბნეველი აღმოჩნდეს, თუმცა ეს გაყიდვების გასაზრდელად ერთ-ერთი საუკეთესო და რენტაბელური გზაა. თქვენ იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც პროდუქტი გეყიდებათ. ამასთანავე, ეფილიეიტ პროგრამის ზრდისა და განვითარების ლიმიტებიც არ არსებობს.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

შეუძლია თუ არა ეფილიეიტ მარკეტინგს გაყიდვების ჩანაცვლება?

როგორ ვიშოვოთ ფული სხვისი პროდუქტით - ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს

ეფილიეიტ მარკეტინგის 6 სტრატეგია გაყიდვების გაზრდისთვის