media-4

ეფილიეიტ მარკეტინგი - ნაბიჯ-ნაბიჯ

  • 17 თებ 2021
  • ეფილიეიტ მარკეტინგი
ეფილიეიტ მარკეტინგი - ნაბიჯ-ნაბიჯ

იშოვო ფული, სანამ გძინავს - ეს ხომ ყველას ოცნებაა. ადამიანების დიდი ნაწილი ამას ეფილიეიტ მარკეტინგის საშუალებით ახერხებს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ პრომოციას უკეთებთ სხვა ადამიანების/კომპანიის პროდუქტს, რაშიც იღებთ საკომისიოს. ეფილიეიტ მარკეტინგი დაფუძნებულია შემოსავლის განაწილებაზე. თუ თქვენ გაქვთ პროდუქტი და გსურთ, გაყიდოთ უფრო მეტი, შეგიძლიათ პარტნიორებს შესთავაზოთ შემოსავლის განაწილება ეფილეიტის პროგრამის გამოყენებით. თუ არ გაქვთ გასაყიდი პროდუქტი და გსურთ იშოვოთ ფული, შეგიძლიათ სხვისი პროდუქტის პრომოციით მიიღოთ საკომოსიო, როგორც ეფილეიტ მარკეტერმა.

განმარტება

ეფილიეიტ მარკეტინგი არის საკომისიოს მიღების გზა სხვისი პროდუქტის პრომოციის საშუალებით. შენ ნახულობ პროდუქტს რომელიც მოგწონს, უკეთებ რეკლამას და იღებ გაყიდული პროდუქტიდან საკომისიოს.

არსებობს 4 განსხვავებული მხარე, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს: მერჩანტი, ქსელი (network), გამომცემელი (publisher) და მომხმარებელი.

სანამ დეტალურად ავხსნით ამ 4 მხარეს, მანამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალურად ეფილიეიტ მარკეტინგის პროცესში არსებობს ორი მხარე: პროდუქტის შემქმნელი ანუ გამყიდველი და ეფილიეიტ მარკეტერი. 

ეფილიეიტ მარკეტინგი შეიძლება ჩაითვალოს პროცესად, რომელიც მოიცავს პროდუქტის შექმნასა და მის რეკლამირებას სხვადასხვა არხებში, რა დროსაც ორივე მხარე იღებს შემოსავალს.

ახლა მივუბრუნდეთ ეფილიეიტ მარკეტინგის 4 მხარის განმარტებას:

მერჩანტი: გამყიდველი, საცალო მოვაჭრე, ბრენდი ან ვენდორი. ეს არის მხარე, რომელიც ქმნის პროდუქტს, ეს შეიძლება იყოს დიდი კომპანია ან ფიზიკური პირი, მეწარმე ან სტარტაპი. არ არის აუცილებელი, მერჩანტი ეფილიეიტ მარკეტინგში იყოს ჩართული, ის მთავარია ქმნიდეს პროდუქტს.

ეფილიეტი: ეს მხარე ცნობილია, როგორც გამომცემელი. ეფილიეიტი ასევე შეიძლება იყო ინდივიდი ან დიდი კომპანია. ეფილიეიტ მარკეტინგის საშუალებით შესაძლოა თვეში როგორც ასობით, ასევე მილიონობით დოლარის შოვნა. ეფილიეიტი პრომოციას უკეთებს რამდენიმე პროდუქტს და ცდილობს, დაარწმუნოს მომხმარებლები მერჩანტის პროდუქტის საჭიროებაში და უბიძგოს შეძენისკენ.

პროდუქტის პრომოცია შეიძლება სხვადასხვა საშუალებებით: ბლოგით, კონტენტით, ვებინარებით და ა.შ.

მომხმარებელი: სწორედ მომხმარებელია ის, ვინც ეფილიეიტ მარკეტინგს ამუშავებს, მის გარეშე არ იარსებებდა გაყიდვები და შესაბამისად ვერც საკომისიოებს მიიღებდნენ ეფილიეტები. გამომდინარე აქედან, ეფილიეიტი ყოველთვის ეცდება, მიაწვდინოს ხმა მომხმარებლებს სოციალური ქსელის, ციფრული ბანერების, საძიებო სისტემისა და სხვადასხვაგვარი კონტენტის საშუალებით. ეცოდინება თუ არა მომხმარებელს, რომ ის ეფილიეიტ მარკეტინგის ნაწილია, ეს მხოლოდ ეფილიეიტზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, ინფორმირებულები იქნებიან თუ არა ამის შესახებ მომხმარებლები, ეფილიეიტი მაინც ახერხებს თრექინგ სისტემით მათ თვალყური ადევნოს და პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში საკომისიო მიიღოს. მომხმარებელი არ იხდის ზედმეტ თანხას პროდუქტში, რადგან ეფილიეტ მარკეტერის საკომისიო შედის პროდუქტის ღირებულებაში.

ქსელი: მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ეფილიეიტ სოფტის გამოყენება აუცილებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეფილიეიტ მარკეტინგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ქსელი (network), რადგან ის ასრულებს შუამავლის როლს ეფილიეიტსა და მერჩანტს შორის.

ხანდახან ეფილიეიტს აუცილებლად სჭირდება მსგავსი სახის ქსელი იმისათვის, რომ შეძლოს პროდუქტის პრომოცია, შექმნას მონაცემების ბაზა და მიიღოს საკომისიო. Clickbank არის ამ ქსელის ერთ-ერთი მაგალითი.

პროდუქტის, წიგნების, სათამაშოებისა და სახლის ნივთების უდიდესი ეფილიეტ ქსელი არის ამაზონი. Amazon Associates-ის ეფილიეტის პროგრამა გეხმარებათ თქვენი პროდუქტის პრომოციაში მათ პლატფორმაზე.

 

მიმოხილვა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეალურად ორი მხარე აქვს ეფილიეტს. შეგიძლიათ, იყოთ მერჩანტი და სხვას მისცეთ თქვენი პროდუქტის რეკლამირების საშუალება და ამაში გადაუხადოთ საკომისიო,ან  შეგიძლიათ, გახდეთ ეფილიეტ მარკეტერი, რომელიც პრომოციას უკეთებს სხვის პროდუქტს იმისათვის, რომ თავად გამოიმუშავოს ფული.

გთავაზობთ 4 საბაზისო ნაბიჯს იმისათვის, რომ ორივე მხარეს წარმოადგენდეთ ეფილიეტ მარკეტინგის ინდუსტრიაში.

 

4 ნაბიჯი, თუ როგორ გახდე მერჩანტი:

 

ნაბიჯი 1: გქონდეს პროდუქტის შექმნის იდეა

ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ იდეის მოფიქრება რთულია. პირიქით, ეს ყველაზე მარტივი ნაწილია, მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენი იდეა ორიგინალური და უნიკალური იყოს, ამაზე ნამდვილად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუ გსურთ, რომ ეფილიეიტ მარკეტინგის დახმარებით ფული იშოვოთ, თქვენს იდეაზე რომანტიკულად დამოკიდებული არ უნდა გახდეთ. პირიქით, რეალურად შეაფასეთ უკვე არსებული პროდუქტები და სერვისები. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეიძლება გააუმჯობესოთ ისინი ან შექმნათ უფრო გამოსადეგი, განსხვავებული რამ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იფიქროთ ისეთ თემაზე, რომელშიც უკვე ჩართული ხართ და გაინტერესებთ.

 

ნაბიჯი 2: დაამტკიცეთ თქვენი იდეის ვალიდურობა

ჰკითხეთ ადამიანებს აზრი თქვენი იდეის შესახებ და გაიგეთ, გადაიხდიდნენ თუ არა ფულს ისინი თქვენს პროდუქტსა თუ სერვისში. ამის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ გამოკითხვების საშუალებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საჭიროა დასვათ სწორი კითხვები. თქვენ გაინტერესებთ, გადაიხდიან თუ არა ფულს თქვენს იდეაში და არა მოსწონთ თუ არა თქვენი იდეა. ადამიანების უმრავლესობა აუცილებლად გეტყვით, რომ იდეა კარგი გაქვთ, მაგრამ რეალურად გადაიხდიან თუ არა ფულს, ამაზე ინფორმაციას უფრო ობიექტურად მოგაწვდიან. თუ ნახავთ, რომ ისინი დაინტერესდნენ თქვენი პროდუქტით, მიეცით საშუალება, რომ შეიძინონ ის და გარვეული თანხის გამომუშავების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაიწყოთ პროდუქტის შექმნა.

 

ნაბიჯი 3: შექმენით პროდუქტი

პროდუქტის შესაქმნელად რეალურად უამრავი ნაბიჯია გადასადგმელი და ეს ცალკე მეწარმეობის სახელმძღვანელოდ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ კი დასაწყისისთვის ციფრული პროდუქტის შექმნის შესახებ მოგაწვდით რამდენიმე იდეას:

ონლაინ კურსები:

ელექტრონული წიგნები:

პოდკასტი/აუდიო

 

ასეთი სახის პროდუქტების შექმნა გაცილებით მარტივია და დიდ ინვესტიციებსაც არ საჭიროებს. მას შემდეგ, რაც შექმნით პროდუქტს, უკვე დროა ამის შესახებ პოტენციურ მყიდველებსაც მიაწვდინოთ ხმა.

 

ნაბიჯი 4: დაუპარტნიორდით ეფილიეიტის პროგრამას

ტექნიკური ნაწილი ძალიან მარტივია, რთული შესაბამისი პარტნიორის პოვნაა, რომელსაც თავის მხრივ თქვენი პროდუქტისთვის რელევანტური ეფილიეიტ პარტნიორები ჰყავს. ასევე გასათვალისწინებელია კონკურენტები, რომლებიც მსგავს პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებლებს. რაც უფრო ნიშური და უნიკალურია თქვენი პროდუქტი, ეფილიეტ პარტნიორებს უფრო გაუმარტივდებათ მისი პრომოცია და მომხმარებლისთვის მიყიდვა. სასურველი პარტნიორის მოძიების შემთხვევაში დასაწყისისთვის იმეილით დაკონტაქტებაც საკმარისია, რომ გააცნოთ თქვენი თავი და თქვენი პროდუქტი. მოგვიანებით კი შეგიძლიათ, დაიწყოთ საკომისიოს დეტალებზე მოლაპარაკება.

 

4 ნაბიჯი, თუ როგორ გახდეთ ეფილიეიტ მარკეტერი

 

ნაბიჯი 1: გადახედეთ თქვენი პროდუქტების ნიშას

მარტივია, გახდეთ ეფილიეტი, რადგან თქვენ არ გჭირდებათ, გქონდეთ იდეა და შექმნათ პროდუქტი.

თქვენ უკვე გაქვთ არჩეული პროდუქტები, რომლებიც მოგწონთ და ერთადერთი, რაც გჭირდებათ, მათ შესახებ საჯაროდ ლაპარაკის დაწყებაა.

მაგალითისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი სტანდარტული ვიდეო, თუ როგორ ხდება პროდუქტის მიმოხილვა და რამდენი ადამიანი ინტერესდება ამით:

რა პროდუქტის მიმოხილვასაც არ უნდა აკეთებდეთ, დარწმუნდით, რომ კარგად იცნობთ ამ პროდუქტს, შეფასებისას ხართ გულწრფელი და შედეგად გეყოლებათ ლოიალური მომხმარებელი, რომელიც თქვენს შეფასებებს ენდობა და მზად არის შეიძინოს ეს პროდუქტი.

როგორ წარმოგიდგენიათ პროდუქტის ეფექტური პრომოცია, როდესაც არ იცნობთ მას კარგად?

როდესაც წერთ პროდუქტის შესახებ თქვენს ბლოგში, შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ ეფილიეიტ ლინკი ამ პროდუქტზე გადასასვლელად. მაგრამ, თუ თქვენ პრომოციისთვის თქვენს ვებ-გვერდს იყენებთ, მაშინ საიტზე დიდი ტრაფიკი გჭირდებათ იმისთვის, რომ საკომისიოებით ფულის შოვნა შეძლოთ. 

 

ნაბიჯი 2: შექმენით იმეილების სია თქვენი გეგმების მიხედვით

იმეილი ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგული არხია.

განვიხილოთ 3 უმარტივესი მაგალითი, როგორ შეიძლება თქვენი საიტის ვიზიტორების იმეილების მოპოვება. 

პირველიHello Bar

Hello Bar-ის საიტზე განთავსებით თქვენ შეგიძლიათ, იმეილის ჩაწერის სანაცვლოდ ვიზიტორებს შესთავაზოთ მაგ. ელექტრონული წიგნები და შემდგომ გადაამისამართოთ თქვენი საიტის გვერდზე სადაც გაეცნობიან თქვენს კონტენტს.

მეორეExit Gate

შეგიძლიათ Hello Bar გამოიყენოთ exit gate-ის შესაქმნელად. ეს პოპაპი გამოჩნდება მაშინ, როდესაც ვიზიტორები თქვენი საიტიდან გასვლას გადაწყვეტენ.  

მესამეSidebar Widget

ძალიან ბევრი საიტი საკმაოდ ტვირთავს თავის sidebar-ს (საიტის მარჯვენა ზოლს). სჯობს, ასე არ გააკეთოთ, რადგან თუ თქვენ ვიზიტორებს ერთდორულად ბევრი რამის გაკეთებას მოსთხოვთ, ისინი საერთოდ არაფერს გააკეთებენ. აქაც, იმეილის ჩაწერის სანაცვლოდ აუცილებლად რამეს უნდა სთავაზობდეთ.

თუ თქვენ იმეილებს ისეთი კონკრეტული მიზნებისთვის აგროვებთ, როგორიცაა თმის გასასწორებელი უთოს პრომოცია, წვენის დასამზადებელი აპარატის პრომოცია და ა.შ., 500 შესაბამისი ადამიანის იმეილიც კი საკმარისი იქნება შედეგის მისაღწევად. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ინფორმაციას რეგულარულად აწვდით მათ, იდეალურ შემთხვევაში კვირაში ერთხელ.

მხოლოდ ყიდვაზე ნუ დაელაპარაკებით. შეგიძლიათ, ახალი მიმოხილვა გააცნოთ, მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ თქვენ ახალი, მათთვის საყვარელი პროდუქტი აღმოაჩინეთ და გამოიყენოთ call-to-action (ქმედებაზე ორიენტირებული მოწოდება) იმისათვის, რომ პროდუქტი შეიძინონ.

 

ნაბიჯი 3: მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს აუდიტორიას ვებინარებით

წარმოიდგინეთ, რომ გსურთ მაცივრის ყიდვა.

რომელი უფრო გიბიძგებთ ამისკენ?

  1. ბლოგის წაკითხვა
  2. ონლაინც პრეზენტაციის ყურება ამ მაცივრის შესახებ.

რა თქმა უნდა, მეორე.

გაუკეთეთ პრომოცია ვებინარს სოციალური მედიის საშუალებით რამდენიმე კვირით ადრე. ლენდინგ გვერდის შექმნით კი ადამიანებს მისცემთ საშუალებას, დარეგისტრირდნენ ვებინარებზე.

ვებინარებზე შეგიძლიათ პირდაპირი კავშირი დაამყაროთ აუდიტორიასთან:

  • პროდუქტის შესაძლებლობების პრეზენტირებით;
  • ისაუბროთ პროდუქტის სარგებელსა და ნაკლოვანებებზე;
  • მოუყვეთ ადამიანებს თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ ამ პროდუქტთან მიმართებით;
  • გასცეთ კითხვებზე პასუხები და ა.შ.

ვებინარის დასრულებისას, აუცილებლად უნდა მიაწოდოთ მომხმარებლებს თქვენი ეფილიეტ ლინკი, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქტის ყიდვას შეძლებენ. კარგი იქნება, თუ მერჩანტისგან გექნებათ ნებართვა, რომ ამ აუდიტორიას სპეციალური შეთავაზება გაუკეთოთ იქვე. რა თქმა უნდა, თუ მერჩანტებს ეტყვით, რომ ასობით ადამიანს ონლაინ მოუყვებით მათი პროდუქტის შესახებ, დიდი სიხარულით დაგთანხმდებიან ამაზე.

 

ნაბიჯი 4: განავითარეთ თქვენი ბიზნესი PPC რეკლამით

მას შემდეგ, რაც თქვენი ეფილიეიტ მარკეტინგის ბიზნესი დაიწყებს ფინანსების გენერირებას, შეგიძლიათ იფიქროთ ფასიან რეკლამაზეც.

PPC (pay per click) რეკლამის გამოყენება შეგიძლიათ იმისთვის, რომ:

  • დაარეგისტრიროთ ადამიანები თქვენს ვებინარებზე;
  • გაზარდოთ თქვენი იმეილების სია;
  • გაყიდოთ.

დასაწყისისთვის აუცილებლად უნდა იცოდეთ ის საკვანძო სიტყვები, რომლებიც დაკავშირებულია იმ პროდუქტთან, რომელსაც არეკლამებთ. შემდგომ უნდა იზრუნოთ SEO-ს გაუმჯობესებაზე, რადგან ადამიანები, რომლებიც პროდუქტის შესახებ ინფორმაციას იკვლევენ, პირველ რიგში საძიებო სისტემაში ეძებენ. კარგი SEO კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც თქვენი კონტენტის წაკითხვის შემდეგ პირდაპირ თქვენ მიერ მითითებული ლინკიდან ყიდულობენ პროდუქტს ძალიან დაბალია, ასევე პროდუქტის ფასიდან გამომდინარე, საკომისიოც საკმაოდ დაბალი შეიძლება გამოვიდეს.

თუ ფულს იმეილების სიის გაზრდაში, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, ვებინარებზე ადამიანების დასარეგისტრირებლად დახარჯავთ, თქვენ ერთდროულად სამ კურდღელს დაიჭერთ:

  1. გექნებათ იმეილების სია და შეგეძლებათ, ნებისმიერ დროს დაეკონტაქტოთ მათ;
  2. შანსი, რომ ვებინარში მონაწილეები მაშინვე იყიდიან პროდუქტს მაღალია;
  3. თქვენ შეგიძლიათ, მუდმივად გაუგზავნოთ ავტომატიზებული იმეილები პროდუქტის განახლების ან ახალი ვებინარის ჩატარების შესახებ.

როდესაც გაყიდვები იმატებს სხვადასხვა წყაროდან, თქვენ უკვე თამამად შეგიძლიათ ფასიანი რეკლამების გამოყენება კიდევ უფრო მეტი შედეგების მისაღწევად.

 

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ეფილიეტ მარკეტინგი?

ეფილიეიტ მარკეტინგი არის შემოსავლის მიღების პროცესი, რა დროსაც თქვენ პრომოციას უკეთებთ სხვის პროდუქტსა თუ სერვისს. პრინციპი მარტივია, თუ პარტნიორი კომპანია აგენერირებს შემოსავლებს, თქვენ გამოიმუშავებთ ფულს, თუ ვერ აგენერირებს შემოსავლებს, მაშინ ვერც თქვენ გამოიმუშავებთ ფულს.

 

რამდენი ფულის შოვნაა შესაძლებელი ეფილიეიტ მარკეტინგით?

ეფილიეიტის შემოსავალი არ არის მუდმივი და თანმიმდევრული. შემოსავალი უფრო წლიურია, ვიდრე თვიური. ამერიკის მაგალითზე, კარგ შემთხვევაში წელიწადში გამოიმუშავებთ 10,000 დოლარიდან 40,000 დოლარამდე. საუკეთესო შემთხვევაში ეს რიცხვი 1,500,000 დოლარამდეც შეიძლება გაიზარდოს. 

 

რომელია ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ეფილიეიტ ქსელი?

Clickbank, Shareasale, JVzoo, Hotmart, Clickbooth, Ads 4 Dough, Commission Junction, Amazon Affiliate Program, და eBay Partners Program.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეფილიეიტ მარკეტინგი დამწყებთათვის

ეფილიეიტ მარკეტინის ძირითადი არხები

ეფილიეიტ მარკეტინგი: რას მოიცავს და რითი ვიწყებთ ?