media-4

შეუძლია თუ არა ეფილიეიტ მარკეტინგს გაყიდვების ჩანაცვლება?

  • 31 აგვ 2021
  • ეფილიეიტ მარკეტინგი
შეუძლია თუ არა ეფილიეიტ მარკეტინგს გაყიდვების ჩანაცვლება?

ეფილიეიტ მარკეტინგი შესაძლოა გაყიდვების მონათესავე სფეროდ ჩაითვალოს, რადგან ორივე მათგანის ბიზნეს აქტივობა ძალიან წააგავს ერთმანეთს და ერთსა და იმავე მიზანს - პროდუქტის ან სერვისის გაყიდვას ემსახურება. თუ კომპანიას ჰყავს გაყიდვების დეპარტამენტი, მაინც ღირს ეფილიეიტ მარკეტინგში ინვესტირება? რომელი მათგანი მუშაობს უკეთესად?

ამ და მსგავს კითხვებზე პასუხს სტატიის განმავლობაში მიიღებთ, სადაც ორივე ბიზნეს აქტივობას განვიხილავთ.

როგორ მუშაობს ეფილიეიტ მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგის იდეა საკმაოდ მარტივია. ეფილიეიტ მარკეტერები პირველ რიგში ერთვებიან კომპანიის ან ქსელის ეფილიეიტ პროგრამაში და შემდეგ არეკლამებენ იმ პროდუქტებსა თუ მომსახურებას, რომელსაც კონკრეტული კომპანია სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს და ამგვარად ამისამართებენ მათ ბრენდის საიტზე ან პლატფორმაზე მათი უნიკალური ეფილიეიტ ბმულების დახმარებით.

პროგრამის მახასიათებლებზე დაყრდნობით, ეფილიეიტ პარტნიორი იღებს საკომისიოს თითოეული წარმატებული ტრანზაქციიდან. ამიტომაც, ორივე მხარის უპირველესი მიზანი რაც შეიძლება მეტი პროდუქტის გაყიდვაა.

ეფილიეიტ მარკეტინგი - როგორც გაყიდვების მხარდამჭერი

ახლა როდესაც უკვე იცით როგორ მუშაობს ეფილიეიტ მარკეტინგი, დროა იმაზე იფიქროთ, თუ როგორ დანერგოთ ის თქვენს ბიზნესში. დავიწყოთ მისი, როგორც გაყიდვების მხარდამჭერის გამოყენებით. როგორ უნდა გავაერთიანოთ გაყიდვებისა და ეფილიეიტ პროგრამის მიზნები და ამოცანები?

ეფილიეიტ მარკეტინგი შესაძლოა შესანიშნავი საშუალება იყოს მოთხოვნის შესაფასებლად. თუ რაიმე ახალ პროდუქტს ან ხაზს უშვებთ, სანამ მის გაყიდვას გაყიდვების გუნდი შეუდგებოდეს, შეგიძლიათ ის ეფილიეიტ პროგრამის საშუალებით დატესტოთ. ამგვარად ნაკლებ საკომისიოსა და ხელფასს გადაიხდით. თუ მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდება, ეფილიეიტ პარტნიორებისთვის მხოლოდ გაყიდული პროდუქციის საკომისიოს გადახდა მოგიწევთ.

ეფილიეიტ მარკეტინგის გამოყენება ადრეულ ეტაპებზეც შეგიძლიათ ახალი პროდუქტის გასარეკლამებლად, რათა ნახოთ მასზე მოთხოვნა იზრდება თუ არა. საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეფილიეიტ მარკეტინგის გამოყენებით ის უფრო მომგებიანი იყოს და სულაც არ დაგჭირდეთ მისთვის ცალკე გაყიდვების გუნდის ან დეპარტამენტის გამოყოფა.

ეფილიეიტ მარკეტინგი შესანიშნავი საშუალებაა მომხმარებლებსა და კომპანიას შორის კონტაქტების გასაზრდელად. არაფერი არწმუნებს ხალხს პროდუქტის ხარისხიანობაში იმაზე მეტად, ვიდრე იმის დანახვა, რომ მას პატივსაცემი ადამიანი იყენებს და რეკომენდაციასაც უწევს (ინფლუენსერი).

გაყიდვების წარმომადგენლები ხშირად უხეში და ბიძგიანი ადამიანები ჩანან, რომლებსაც პროდუქტის გაყიდვა ყველაფრად უღირთ. მაგრამ თუ ისეთ ადამიანს, რომელიც გაყიდვების წარმომადგენელს ასეთ ადამიანად ხედავს, გამოუჩნდება ინსტაგრამზე მის მიერ გამოწერილი ინფლუენსერის გამოქვეყნებული პოსტი, ის გაცილებით დაინტერესებული გახდება ამ პროდუქტის შეძენით. შესაძლოა, ამ ადამიანმა პროდუქტს რეკომენდაცია თავის მეგობრებთანაც გაუწიოს. გახსოვდეთ, რომ სოციალური მკტიცებულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაყიდვებში და შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს შესყიდვის პროცესზე. როგორც ხედავთ, მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი არ არის ერთადერთი მაკრეტინგული არხი, რომელსაც კარგი შედეგების მოტანა შეუძლია.

ვინაიდან ეფილიეიტ პარტნიორები საკომისიოს გამოიმუშავებენ, მათი მოტივირება საკმაოდ მარტივია. მიეცით გაყიდვების გუნდს საშუალება, იმუშაონ რეგულარული პროდუქციის ხაზზე, მაგრამ თუ ეს ეფექტური არ აღმოჩნდა, მაშინ ასპარეზი ეფილიეიტ მარკეტერებს დაუთმეთ.

მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ მათ დამატებითი მოტივაცია ესაჭიროებათ, მაშინ უბრალოდ გაუზარდეთ საკომისიოები. შეამჩნევთ, რომ გაყიდვები უფრო გაიზრდება. თქვენი რეგულარული ხაზის შემოსავლები გაყიდვების დეპარტამენტის წყალობით უფრო მოიმატებს, ხოლო ისეთი პროდუქტები, რომლებიც საწყობში უფრო დიდი ხნით ჩერდება, გარეკლამდება ეფილიეიტ მარკეტერების მიერ. ამგვარად ორივე გუნდი სინქრონულად მუშაობს და გაყიდვებიც იზრდება.

ეფილიეიტ მხარდაჭერა, როგორც გაყიდვების ჩამნაცვლებელი

ახლა კი ვისაუბროთ ეფილიეიტ მარკეტინგით გაყიდვების ჩანაცვლების შესაძლებლობაზე. იქნება ეს მომგებიანი? თუ კი, რატომ?

თუ ჯერ მხოლოდ ახლა იწყებთ ახალ ბიზნესს, შესაძლოა, უფრო გონივრულიც იყოს ეფილიეიტ მარკეტინგის დანერგვა. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ის არ მოიხთხოვს საწყის ეტაპზე ფინანსურ კაპიტალს.

თქვენი ბიზნეს მოგზაურობის დასაწყისში, როდესაც თქვენი შეთავაზება ჯერ ცნობილი ბაზრისთვის არ არის, ბაზარზე პროდუქციის მიწოდების იაფიანი გზების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი იქნება თქვენთვის. მას შემდეგ, რაც ბაზარზე პოზიციებს გაიმყარებთ, უკვე შეძლებთ გაყიდვების დეპარტამენტში ინვესტირებას ან ეფილიეიტ პარტნიორების რიცხვის გაზრდას.

თუ სხვადასხვა ტიპის რეკლამებსა და გაყიდვებში გსურთ ჩართვა, რათა რაც შეიძლება ფართო და დივერსიფიცირებულ ბაზარს მისწვდეთ, მაშინ ეფილიეიტ მარკეტინგზე ფოკუსირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯი იქნება. სხვადასხვა ეფილიეიტ პარტნიორებს განსხვავებული აუდიტორიები ეყოლებათ, რაც გაცილეთ ფართო მასშტაბის გარანტიას იძლევა.

მეორეს მხრივ, გაყიდვების დეპარტამენტიც ძირითადად იგივე ტაქტიკებს მიმართავს ახალ მომხმარებელთა სეგმენტზე გასასვლელად. თუმცა, მათ ამის მისაღწევად ხშირად უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე ეფილიეიტებს. გაყიდვების დეპარტამანეტს მომხმარებელთან უკვე აქვთ გარკვეული პოზიციები გამყარებული, ამიტომ მათი ნდობა უფრო მარტივი ხდება.

ეფილიეიტ მარკეტინგი - ვისთვის და რატომ

ახლა კი დავფიქრდეთ, ვისთვის არის გაკუთვნილი ეფილიეიტ მარკეტინგი. ჩვენ რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ და ავხსნით, თუ რატომ ღირს ამ სარეკლამო არხში ინვესტირება. რომელი ტიპის წარმომადგენლობები უნდა ფიქროდნენ ეფილიეიტ პროგრამის ინტეგრირებას?

  • ახალი ბიზნესები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად ეფილიეიტ მარკეტინგით დაწყება გაცილებით იაფია, რადგან ნაკლები საკომისიოების გაცემა და ხელფასების აღმოფხვრა გიწევთ.
  • ბრენდები, რომელთა პროდუქტის გარეკლამებას სიღრმისეული ცოდნა სჭირდება - უმჯობესია, თუ პროფესიონალებს მიენდობით და არა მხოლოდ გაყიდვების წარმომადგენლებს.
  • კომპანიები, რომლებსაც მყარი პოზიცია უჭირავთ ბაზარზე - მაგრამ სურთ, მოსინჯონ მომხმარებლებთან დაკავშირების ახალი გზებიც.
  • კომპანიები, რომლებსაც სურთ მომხმარებელთა კონტაქტზე ან იმიჯზე მუშაობა - ეფილიეიტ მარკეტერებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა, იმუშაონ ბრენდის იმიჯზე, ვიდრე ეს გაყიდვების წარმომადგენლებს აქვთ, რადგან პოტენციურ მყიდველებთან მათ უფრო პერსონალური კავშირი გააჩნიათ. მომხმარებლები ეფილიეიტ მარკეტერებს მათ თანამოაზრეებად მიიჩნევენ, ამიტომ ისინი მათ უფრო ენდობიან. თუ თქვენ არ გყავთ PR გუნდი და გსურთ, გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა, მაშინ ეფილიეიტ მარკეტერებს მიმართეთ.

როგორც ხედავთ, ეფილიეიტ მარკეტინგი ზოგიერთი ბიზნესისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვებისთვის. ხანდახან უმჯობესია, თუ რამდენიმე მეთოდის სინერგიაზე იფიქრებთ, რადგან შესაძლოა სტრატეგიების გაერთიანებით უკეთსი შედეგებიც მიიღოთ. როგორც სინერგიის პრინციპი გვეუბნება: 1+1=3

შეჯამება - შეუძლია ეფილიეიტ მარკეტინგს გაყიდვების ჩანაცვლება?

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეფილიეიტ მარკეტინგს უამრავი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია. შეუძლია თუ არა მას გაყიდვების ჩანაცვლება? ზოგიერთ შემთხვევებში, დიახ. მაგრამ ღირს თუ არა გაყიდვების დეპარტამენტის უგულვებელყოფა ამის გამო? სავარაუდოდ, არა. ეფილიეიტ მარკეტინგის გამოყენება გაყიდვების წასახალისებლად შესაძლოა ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებად ჩაითვალოს და ეს გადაწყვეტილება, სწორედ თქვენზეა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შევარჩიოთ პროგრამა ეფილიეიტ მარკეტინგისთვის

როგორ ვიშოვოთ ფული სხვისი პროდუქტით - ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს

როგორ შევქნმათ რეფერალური მარკეტინგის სტრატეგია