როგორ შევარჩიოთ პროგრამა ეფილიეიტ მარკეტინგისთვის

ეფილიეიტ მარკეტინგის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ პრომოციას უკეთებთ სხვა ადამიანების/კომპანიის პროდუქტს, რაშიც იღებთ საკომისიოს. თუ თქვენ გაქვთ პროდუქტი და გსურთ, გაყიდოთ უფრო მეტი, შეგიძლიათ პარტნიორებს შესთავაზოთ შემოსავლის განაწილება ეფილეიტის პროგრამის გამოყენებით. თუ არ გაქვთ გასაყიდი პროდუქტი და გსურთ იშოვოთ ფული, შეგიძლიათ სხვისი პროდუქტის პრომოციით მიიღოთ საკომოსიო, როგორც ეფილეიტ მარკეტერმა.
თითოეული კომპანია, რომელიც ეფილიეტ მარკეტინგით სარგებლობას აპირებს, აუცილებლად უნდა იყენებდეს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფასაც. პროგრამა ბიზნესს საშუალებას აძლევს, მართოს მისი ეფილიეიტ კამპანიები, ითანამშრომლოს მის პარტნიორებთან, გაზომოს შედეგები, აკონტროლოს ხარჯები და ა.შ.
ეფილიეიტ პროგრამით სარგებლობა უამრავ ბიზნესს შეუძლია და ეს სტატიაც სწორედ იმას ემსახურება, რომ გაიგოთ, რამდენად შესაფერისი იქნება ეფილიეიტ პროგრამის მართვა თქვენი კომპანიისთვის.
ეფილიეიტ პროგრამების მართვა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიებს ეფილიეიტ პროგრამების მართვა და მათი საშუალებით ოპერაციების ოპტიმიზაცია შეუძლიათ. ეფილიეიტ პროგრამების მართვა შესაძლოა ბევრ სხვადასხვა ოპერაციას უკავშირდებოდეს და განსხვავებულ დავალებებსაც მოიცავდეს, საიდანაც ზოგიერთი ძალიან კომპლექსურიც შეიძლება იყოს. საბედნიეროდ, ეფილიეიტ პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გაძლევთ, დააკვირდეთ, გაზომოთ და შეაფასოთ ეფილიეიტ აქტივობების შედეგები, გაყიდვების სტატისტიკა, განსაზღვროთ საკომისიოები და აკონტროლოთ ტრაფიკის ტიპები, ამავდროულად კი შეამციროთ თაღლითობების რისკები.
ეფილიეიტ პროგრამული უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი სწორედ აღრიცხვის შესაძლებლობაა (თრექინგი). ამიტომ მას ხშირად თრექინგ პროგრამასაც უწოდებენ. ეს პროგრამა ყველა დაინტერესებულ პირს აწვდის საჭირო ხელსაწყოს ეფილიეიტ ლინკების გენერირებისთვის და მათი მონიტორინგისთვის, რაც შემდეგ კომპანიას საკომისიოების განსაზღვრაში ეხმარება.
სასურველია, რომ ამ პროცესების დროს სანდო თრექინგ პროგრამას იყენებდეთ. ეფილიეიტ მარკეტერები პროდუქტებს სახალისოდ არ არეკლამებენ - ისინი ამას ფულის გამოსამუშავებლად აკეთებენ. სწორედ ამიტომ, საკომისიოების გამოთვლა და გადახდების აღწერა მარტივი და უშეცდომო პროცესი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამის მფლობელები დაკარგავენ პარტნიორების ნდობას, რასაც სასურველი შედეგები ნამდვილად არ მოჰყვება.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც ეფილიეიტ პროგრამას უნდა გააჩნდეს, არის პერსონალიზებული ბმულების გენერირება და თაღლითობის იდენტიფიცირება. თითოეულ მახასიათებელს და მათ სარგებელს დეტალურად განვიხილავთ.
მახასიათებლები და ფუნქციები, რომლებსაც ეფილიეიტ მარკეტინგულ პროგრამაში უნდა ვეძებდეთ
ეფილიეიტ მარკეტინგული პროგრამების თვისებებისა და მახასიათებლების მიმოხილვა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რამდენად გჭირდებათ ასეთი ტიპის ხელსაწყო და მისი მახასიათებლები.
ჯერ კიდევ არ იცით, რას ნიშნავს ეფილიეიტ მარკეტინგი?
სხვადასხვა ტიპის საკომისიოები
ეფილიეიტ მარკეტინგული ხელსაწყოები საშუალებას უნდა გაძლევდეთ შეიმუშავოთ სხვადასხვა სახის საკომისიოები, სხვადასხვა პროგრამებისთვის. შესაძლოა, თქვენ გამორჩეული საკომისიოს მეთოდი გქონდეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც უმჯობესია, თუ მომხმარებელს მისცემთ არჩევანის გაკეთების საშუალებას. გარდა ამისა, ცალკეულ კამპანიებსაც ერთ ეფილიეიტ პროგრამაში, შესაძლოა განსხვავებული ამოცანები და მიზნები გააჩნდეს.
შესაბამისად, თუ თქვენი პროგრამების უმრავლესობა თითოეული გაყიდვისას გადახდაზეა მორგებული, შესაძლოა მაინც დაგჭირდეთ სხვა სახის საკომისიოს მოფიქრება. მაგალითად, ისეთი ტიპის პროგრამისთვის, რომელიც ტრაფიკის მოზიდვაზეა ორიენტირებული, ლოგიკური არ იქნებოდა გაყიდვების მიხედვით გადახდის სისტემის შემუშავება. ეფილიეიტ პროგრამა თქვენ მოქნილობის საშუალებას უნდა გაძლევდეთ. საკომისიოს ტიპები შეიძლება მორგებული იყოს შესყიდვების ტიპებზე, გაყიდვების ოდენობებსა და კლიკების რაოდენობებზე.
უსაფრთხოება და ეფილიეიტ თაღლითობების იდენტიფიცირება
ეფილიეიტ პროგრამის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის უსაფრთხოებას. შეამოწმეთ იყენებს თუ არა თქვენი პროვაიდერი საკუთარ სერვერს, შესაძლოა ამისთვის პარტნიორ კომპანიას იყენებდეს. საკუთარი სერვერის ქონა გაცილებით უსაფრთხოა და თქვენს მონაცემებსაც უფრო დაცულს ხდის.
ეფილიეიტ პროგრამები ასევე უნდა ამცირებდეს თაღლითური ოპერაციებისა და აქტივობების განხორციელებას. სისტემა პროგრამაში გატარებულ თითოეულ ოპერაციას უნდა ამოწმებდეს რეალურ დროში და აკვირდებოდეს ტრაფიკის წყაროებს, კლიკების ოდენობას და გამოყოფდეს ყველა საეჭვო აქტივობას.
სხვადასხვა ეფილიეიტ პროგრამების ერთი ანგარიშიდან მართვა
ეს ფუნქცია შესაძლოა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ეფილიეიტ პროგრამებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამიტომ, უნდა აირჩიოთ ისეთი ეფილიეიტ პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე კამპანია ერთდროულად მართოთ ერთი ანგარიშიდან. ეს უფრო რენტაბელური და ეფექტურიცაა.
ეფილიეიტ თრექინგის განსხვავებული ტიპები
ეფილიეიტ პროგრამები თრექინგის საშუალებას ძირითადად „cookies”-ის საშუალებით ახერხებენ. თუმცა, ამ მეთოდსაც გააჩნია მისი ნაკლოვანებები. თუ მყიდველი, რომელმაც ეფილიეიტ ბმულზე დააკლიკა და პროდუქტი შეიძინა, შემდგომ კი გააუქმებს მისი მონაცემების შენახვას, თქვენ ვეღარ განსაზღვრავთ კლიკის წყაროს და მოგიწევთ საკომისიოს გადახდა იმ ეფილიეიტ პარტნიორისთვის, რომელმაც მომხმარებელი თქვენს საიტამდე მოიყვანა. ამიტომ, უმჯობესია ისეთი ეფილიეიტ პროგრამა შეარჩიოთ, რომელიც მონაცემთა თრექინგის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს. მოძებნეთ ისეთი პროვაიდერები, რომლებიც “flash cookies” ან IP მისამართის თრექინგს იყენებენ.
მარტივი დანერგვა და ინტეგრაცია
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი ეფილიეიტ პროგრამის შერჩევა, რომლის დანერგვა და ინტეგრაციაც მარტივ პროცესს წარმოადგენს. თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ დამატებითი პროგრამის ან ხელსაწყოების ინსტალაცია. იდეალურ შემთხვევაში პროგრამას ვებ-გვერდის სახე უნდა ჰქონდეს და მარტივად იტვირთებოდეს დესკტოპ ვერსიაზე. თუ ეფილიეიტ პროგრამის ინტეგრაციისთვის თქვენი ტექნიკური დეპარტამენტი ან ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც HTML-ის ცოდნა არ გააჩნია არ გჭირდებათ, მაშინ სწორი არჩევანი გაგიკეთებიათ.
ისეთი პროგრამები, რომელთა დანერგვაც რთულია, ხშირ შემთხვევებში სანავიგაციოდაც ძალიან კომპლექსურია და ყოველდღიური მოხმარებაც დამღლელია.
მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი
ეფილიეიტ პროგრამას მოწესრიგებული და გამართული, მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი უნდა გააჩნდეს, რომლის გამოყენებაც დამატებითი ტრენინგების გარეშე იქნება შესაძლებელი. რასაკვირველია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ინტერფეისი ძალიან მარტივი უნდა იყოს და მხოლოდ რამდენიმე საზომს შეიცავდეს, პირიქით. ის პერსონალიზაციის საშუალებას უნდა გაძლევდეთ, ასევე უნდა შეგეძლოთ მასიური გადახდების რამდენიმე კლიკით შესრულება და დამატებით, სხვადასხვა პროგრამებში ნავიგაცია გამოსვლისა და ავტორიზაციის გარეშე.
რესურსების მარაგი
ეს ფუნქციონალი, მახასიათებელი ხშირად ბევრი ეფილიეიტ პროგრამის მფლობელის მიერ არ არის სათანადოდ დაფასებული. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეფილიეიტ პარტნიორების ზრდასთან ერთად, ბრენდირებული რესურსების მსუყე მარაგის ქონა ძალიან გამოსადეგია და საათობით დაზოგილი დროის გარანტიაა.
ეს არის მონაცემთა ბაზის მსგავსი სივრცე ყველა ეფილიეიტისთვის, სადაც თქვენ შეგიძლიათ, განათავსოთ მარკეტინგული მატერიალები, რომელთა დახმარებითაც ეფილიეიტები თქვენს პროდუქტს გაარეკლამებენ. სასურველია, რომ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივები შეინახოთ ამ ბაზაში, მათ შორის ფოტოები, პროდუქტის აღწერები, კუპონები, ბანერები, რეკლამები და სხვადასხვა HTML ფაილები.
ხელმისაწვდომი ინტეგრაციები
ეფილიეიტ პროგრამის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ შესაძლო ინტეგრაციებსაც. დააკვირდით გადახდების როგორი სისტემები შეგიძლიათ დანერგოთ, როგორი ალტერნატივები გაქვთ საშოპინგო კალათასთან დაკავშირებით, ელექტრონული კომერციის რომელ პლატფორმებთან შეგიძლიათ ინტეგრირება და შეგიძლიათ თუ არა მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისების მიბმაც.
ეფილიეიტ პროგრამის მობილური ვერსიები
დღესდღეობით მომხმარებელთა უმრავლესობა სწორედ სმარტფონს იყენებს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, იყენებს თუ არა ეფილიეიტ პროგრამა მობილურ აპლიკაციასაც. პირველ რიგში, ეს გაცილებით მარტივს გახდის თქვენთვის შეაფასოთ ყოველგვარი მონაცემი პერფორმანსის შესახებ და მართოთ ეფილიეიტ პროგრამები მობილურის საშუალებითაც კი. გარდა ამისა, ეფილიეიტებისთვისაც საკმაოდ მოსახერხებელია სისტემაში მობილურით შესვლა.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
მანამ, სანამ ეფილიეიტ პროგრამას შეარჩევდეთ, აუცილებლად შეაფასეთ მათი მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი და მისი ეფექტურობა. ამის გარეშე, შესაძლოა, მარტო დარჩეთ ტექნიკურ პრობლემებთან გამკლავებისას, რომლებიც პროცესის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს. უმჯობესი იქნება, თუ 24/7 მხარდაჭერის მქონე პროგრამას აარჩევთ.
შეჯამება
როგორც ხედავთ, ეფილიეიტ პროგრამას ბევრი შესაძლებლობებისა და სარგებლის მოტანა შეუძლია კომპანიისთვის. ის ეხმარება ბიზნესებს დროისა და ფულის დაზოგვაში, რასაც მექანიკური შრომისა და ძალისხმევის, ადამიანური შეცდომების შემცირების ხარჯზე ახერხებს.
სწორედ ამიტომ არის ეფილიეიტ პროგრამაში ინვესტირება კომპანიების უმრავლესობისთვის გამოსადეგი და ღირებული. მიზანმიმართული ტექნიკური პროგრამის გარეშე, თითქმის შეუძლებელია ეფილიეიტ მარკეტინგული ოპერაციების ეფექტური მართვა. იმედი გვაქვს ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ გაიგოთ, სჭირდება თუ არა თქვენს ბიზნესს ეფილიეიტ პროგრამა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ეფილიეიტ მარკეტინგის საუკეთესო ნიშები 2021 წელს
როგორ ვიშოვოთ ფული სხვისი პროდუქტით - ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს
ეფილიეიტ მარკეტინგი: რას მოიცავს და რითი ვიწყებთ ?