ეფილიეიტ მარკეტინგის საუკეთესო ნიშები 2021 წელს

2020 წლის დასაწყისში ყველა მარკეტოლოგი ფიქრობდა, თუ რას შემოგვთავაზებდა ეს წელი, თუმცა ამგვარ რეალობას ნამდვილად არავინ მოელოდა. საბედნიეროდ, 2021 წლისთვის ჩვენ უკეთ ვართ მომზადებული.
სწორედ იმიტომ, რომ უამრავი მარკეტოლოგი ფიქრობს, თუ როგორ მოამზადოს საკუთარი ეფილიეიტ მარკეტინგი, როგორ იპოვოს მომგებიანი ნიშები და საბოლოო ტენდენციები, შევქმენით ჩვენი უნიკალური სია.
რას წარმოადგენს ეფილიეიტ მარკეტინგის ნიშა
ეფილიეიტ მარკეტინგის ნიშების განმარტებისას, ნიშური მარკეტინგის განსაზღვრების ცოდნა ძალიან გამოსადეგი იქნება. ორივე მათგანი კონკრეტული სეგმენტის ან პროდუქტთა ჯგუფის გარეკლამებას ეხება. კონკრეტულ პროდუქტში მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქცია იგულისხმება, ისეთი, რომელიც ერთსა და იმავე საჭიროებას ეხმაურება ან შექმნილია კონკრეტული დემოგრაფიული, გეოგრაფიული თუ საფასო მახასიათებლებისთვის.
მსგავსი მახასიათებლები შესაძლოა, აღმოჩენილ იქნას ბაზრის კვლევისა და ტრენდების ანალიზის შედეგად. შესაძლოა, ეს საკმაოდ რთულ დავალებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. მთავარია, კარგად შევისწავლოთ და გავიაზროთ სამიზნე აუდიტორია და მოვუსმინოთ მათ.
რატომ არის მნიშვნელოვანი მარკეტინგული ნიშის აღმოჩენა?
მარკეტინგული ნიშის აღმოჩენა, იქნება ეს ფართო თუ მიკრო ნიშა, ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგულ ბიზნესში შემოსავლების გენერირებისთვის.
წარმოგიდგენიათ ჩაისა და ბისკვიტების გარეკლამება სუპერ თასის ჩემპიონატის დროს? ან ზამთრის სპორტული ეკიპირების შეთავაზება Australian Open-ზე? მართალია, არც ერთი მათგანია გონივრული გადაწყვეტილება. თუ ციფრული მარკეტინგიდან შემოსავლების მიღება გსურთ, ეს საწყისი პრინციპები ყოველთვის უნდა გახსოვდეთ.
იფიქრეთ, როგორ მუშაობს შავი პარასკევის, კიბერ ორშაბათის კამპანიები მთელი მსოფლიოს გარშემო. რასაც ხალხი ელოდება, ეს არის ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შეთავაზებები მუდმივად გვხვდება წლის განმავლობაში, ხალხი დიდი ინტერესით ელოდება ამ პერიოდს. სწორედ ამიტომ არის მომხმარებლებისა და სამიზნე აუდიტორიის მოსმენა ეფილიეიტ მარკეტინგის ბიზნესში უმნიშვნელოვანესი.
თქვენ უნდა იცოდეთ, რა სურთ ხალხს და მისცეთ ის მათ საჭირო დროს, როდესაც მათ ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მარადმწვანე და მოგმებიანი ნიშები
ყველასათვის ცნობილია, რომ არაერთი მარკეტინგული ტრენდი არსებობს, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და ძალიან ვირუსულია. მიუხედავად ამისა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ ის მოკლე ვადაში იქნება და ტრენდული თანაც საკმაოდ კონკურენტული.
თუმცა, არსებობს ასევე მარადმწვანე ნიშები, რომლებიც ეფილიეიტ მარკეტინგში გამოსაყენებლად საუკეთესო ვარიანტად ითვლება. მაგრამ რა ხდის ასეთ ნიშებს ღირებულს, გრძელვადიანს და მარადმწვანეს?
ონლაინ მარკეტინგი საკმაოდ ფართო ცნებაა და მასში ნებისმიერი რამ შეიძლება მოიაზრებოდეს, რაც კი ონლაინ ვაჭრობასთან არის დაკავშირებული. ეს ეფილიეიტ მარკეტინგის ნიშების ცნებასაც საკმაოდ ფართოს ხდის. თუმცა, საუკეთესო ეფილიეიტ მარკეტინგული ნიშა ისეთს წარმოადგენს, რომელსაც მინიმალური დანახარჯი სჭირდება და მაქსიმალური შემოსავლები მოაქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნიშები მარადმწვანე ნიშების კატეგორიაში მხოლოდ იმიტომ არ შედის, რომ კონკრეტულ კატეგორიას მიეკუთვნება - მაგალითად ჯანდაცვის ან საავტომობილო ნიშას. რეალურად, ეს ორი ნიშა საკმაოდ მომგებიანია და მარადმწვანე ნიშების ჯგუფში შეიძლება შევიდეს არაერთი მიზეზის გამო.
მარადმწვანე ნიშების მთავარი მახასიათებლები:
- ფართო ან გლობალური რიჩი (მიღწევადობა)
- რელევანტურობა
- პროდუქციის უნივერსალურობა
- სამიზნე აუდიტორიის გამოხმაურება
- მონეტიზაციის პოტენციალი
მარტივად რომ ვთქვათ, მთავარია, რამდენ ადამიანს შეგიძლიათ მისწვდეთ და რამდენად მარტივად შეგიძლიათ, დაითანხმოთ ისინი თქვენი ეფილიეიტ პროდუქტის შეძენაზე.
მარადმწვანე ეფილიეიტ ნიშების ჯგუფში შესაძლოა ერთიანდებოდეს:
- გამოკითხვები და გათამაშებები
- აზარტული თამაშები
- ვიდეო თამაშები
- გაცნობა (ძირითადად მოზარდების აუდიტორია)
- ფინანსები (ვაჭრობა, კრიპტო ვალუტა)
- ჯანმრთელობა და სილამაზე
- ელექტრონული კომერცია
აღნიშნული ნიშები ზოგადია და შესაძლოა, მათ შორის არა ერთი მიკრო ნიშაც შეგვხვდეს. თუკი დამწყები ეფილიეიტ მარკეტოლოგისთვის მოგვიწევდა რომელიმე ნიშისთვის რეკომენდაციის გაწევა, ისინი სწორედ საუკეთესო არჩევანი და ყველაზე უსაფრთხო გზა იქნებოდა შემოსავლების გენერირებისთვის.
რომელია საუკეთესო ნიშა Covid პანდემიის დროს?
როგორც 2020-მა წელმა დაგვანახა, გარანტირებული არაფერია. საუკეთესო ეფილიეიტ ნიშა შესაძლოა, მოგზაურობა იყოს, რომელიც 2019 წელს სიის სათავეში იყო მოქცეული, თუმცა იმედია 2021 წლისთვის ის თავის პოზიციას დაუბრუნდება.
სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორია ეფილიეიტ მარკეტინგის ტენდენციები პანდემიის პერიოდში, გთავაზობთ ანალიზის შედეგებს მას შემდეგ, რაც პანდემია გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის მანძილზე ნათლად დავინახეთ ისეთი ნიშები, რომლებიც უცვლელი დარჩა, განიცადა ტრაფიკის მნიშვნელოვანი ზრდა, ჰქონდა ვარდნები ან სწრაფად დაუბრუნდა წარსულ შედეგებს და სტაბილურად განაგრძო განვითარება.
ეს ნიშები შესაძლოა სამ კატეგორიაში გავაერთიანოთ: უნივერსალური - მარადმწვანე ნიშები, გასართობი ტრაფიკი, „ლოქდაუნთან“ დაკავშირებული ნიშები.
- მარადმწმვანე ნიშები მაღალი შედეგიანობით პანდემიის დროს:
- გამოკითხვები და გათამაშებები
- აზარტული თამაშები
- გართობა, ვიდეო თამაშები
- გაცნობა
- ფინანსები
- ჯანმრთელობა და სილამაზე
- ელექტრონული კომერცია (ამჟამად მოგზაურობის შეთავაზების გარეშე)
- გართობის ნიშები, სადაც ტრაფიკის ზრდა დაფიქსირდა კოვიდ პანდემიის პირობებში:
- აზარტული თამაშები
- ვიდეო თამაშები
- ონლაინ გაცნობა
- მოზარდთა ნიშა
- სტრიმინგი
- ჰობი და განათლება
- სახლში გართობა
- საოჯახო ტექნიკა
- სპორტული ფსონები
- დისტანციურად მუშაობასთან დაკავშირებული ნიშები:
- კომუნალური მომსახურება
- ანტივირუსი
- აპლიკაციათა ჩამოტვირთვა
- ჰობი და განათლება
- კრიპტოვალუტა
- ვაჭრობა
- საკვებისა და სურსათის მიწოდება
- ელექტრონული კომერცია
როგორ მოვძებნოთ მომგებიანი ეფილიეიტ მარკეტინგის ნიშები?
მომგებიანი ეფილიეიტ მარკეტინგის ნიშების მოძიება ამ ბიზნესში შემოსავლების მისაღებად გადამწყვეტი ფაქტორია. საუკეთესო ეფილიეიტ მარკეტოლოგები ცდილობენ, გააერთიანონ როგორც ნაცადი, ასევე მიმდინარე და ტრენდული ნიშები.
საიდან მივიღოთ შთაგონება?
თუ ამ შეკითხვას საკუთარ თავს უმეორებთ, მაშინ ზოგადი და მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი დასაწყებად ძალიან კარგი იდეა იქნება. თუკი დიდი ოდენობით შემოსავლების გენერირებას მოისურვებთ, საუკეთესო პროდუქტებისა და ეფილიეიტ პროგრამების მოძიება თქვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება.
ასევე იფიქრეთ იმაზე, თუ რამხელა ძალისხმევის გაწევას და რა დროის დათმობას აპირებთ ამ საქმიანობისთვის. იქნება ეს მხოლოდ PPC (Pay-per-click) კამპანია თუ ეფილიეიტ მარკეტინგის ბლოგს ან ვებ-გვერდსაც შექმნით? აპირებთ, შეაგროვოთ თქვენი მნახველებისა და მკითხველების ელექტრონული ფოსტის მისამართები? გამოიყენებთ სოციალურ მედია კამპანიებსაც?
საუკეთესო იდეასაც სჭირდება ზუსტი დაგეგმარება და იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოვახდენთ მის მონეტიზაციას. მხოლოდ იდეა, ეფილიეიტ პროგრამის ბმულები და ნიშის ზედაპირული ცნობა წარმატებისთვის საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ რამდენიმე რეკომენდაციას შემოგთავაზებთ:
- დააკვირდით საბაზრო ტრენდებს - იმის ცოდნა, თუ რა არის მიმდინარედ ტრენდული და რა ვრცელდება ბაზარზე ვირუსულად, ყველაზე ღირებულ ინფორმაციას წარმოადგენს. დამწყებთათვისაც კი ეს შეიძლება, საუკეთესო გზა აღმოჩნდეს იდეალური ეფილიეიტ მარკეტინგის ნიშების აღმოსაჩენად. ამისათვის, თვალი ადევნეთ სოციალური მედიის, ავტორიტეტული საიტის ან ინდუსტრიის შესახებ ბლოგ-პოსტის განთავსებებს, რათა სრულად გაეცნოთ მიმდინარე ტენდენციებს და მიიღოთ შთაგონება.
- რეაგირება, ადაპტაცია და მოქმედება - მიუხედავად იმისა, რომ შავი პარასკევი ბოლო კვარტლის უმსხვილესი ტენდენციაა, ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, ახალი ვირუსული ტრენდებიც იჩენს თავს. იფიქრეთ ჯანმრთელობის ნიშაზე და მის უკანასკნელ ტრენდზე. მაგალითად, წონის კლება სადღესასწაულო სეზონის დასრულების ან კარანტინის დასრულების შემდეგ, იდეალური ნიშა იქნება.
- შეეხეთ განსხვავებულ აუდიტორიებს - ნუ მიმართავთ თქვენს მარკეტინგულ ძალისხმევას მხოლოდ ერთ პროდუქტსა და აუდიტორიაზე. მოსინჯეთ სხვადასხვა აუდიტორიები და მეთოდები მანამ, სანამ სრული ძალისხმევით შეუდგებოდეთ ერთ ნიშაზე მუშაობას.
- იპოვეთ მთავარი მიმართულება სხვადასხვა პროდუქტებისთვის - დაწყებული ვიდეო თამაშებით, ბლოგებით, საბავშვო პროდუქციით, იოგის პროდუქციით, მაკიაჟის, კანის მოვლის საშუელებებისა თუ კვების მიწოდებით, დამთავრებული უძრავი ქონებითა და მზის ენერგიით - ეს არის იმ ნიშათა რიცხვი, რომელიც იდეალური იქნება განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მილიარდობით ადამიანი არის სახლში შემორჩენილი, რომელიც ცდილობს ახალი რამის შესწავლას და ფულის გამომუშავებას, ან უბრალოდ ცდილობს კარანტინში თავის გართობის საშუალებები იპოვოს.
- სეზონური ტრენდები - გახსოვდეთ, რომ თითოეული სეზონი განსხვავებულია. მაგალითად, მეოთხე კვარტალი ძირითადად მისი დამახასიათებელი ტრენდებითა და კანონზომიერებით არის გამორჩეული. იმის გააზრება, თუ სად შეიძლება ინვესტიციის განხორციელება თითოეული სეზონის დაწყებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეულ დროსა და ენერგიასაც დაგიზოგავთ.
- მიეცით ხალხს ის, რაც სჭირდებათ და როდესაც სჭირდებათ - მოთხოვნაზესაჭირო დროს პასუხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა თუ ეფილიეიტ მარკეტინგში წარმატების მიღწევა გსურთ. ამის საუკეთესო დამადასტურებელი მაგალითი შესაძლოა Amazon Prime Day და 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების სია იყოს. თითოეული მათგანი იდეალურად არის დაკავშირებული გლობალურ ლოქდაუნთან და კარანტინის პირობებში ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებასთან.
მას შემდეგ, რაც უკვე მზად იქნებით თქვენი ეფილიეიტ მარკეტინგის კამპანიის დასაწყებად, კიდევ რამდენიმე რამეს გირჩევდით.
ყველაზე მომგებიანი ნიშების პოვნა - ხშირად დასმული კითხვები
შემდეგ ეტაპზე აუცილებელია იმის გაგება, არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეული ნიშა მოთხოვნადი ახლა და რამდენად მაღალი პოტენციალი გააჩნია ციფრულ მარკეტინგში. ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები დაგეხმარებათ, შეაფასოთ თქვენი გადაწყვეტილება/არჩევანი ეფილიეიტ მარკეტინგის ბიზნესის შესახებ.
- ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?
- ვინ არ შედის სამიზნე აუდიტორიაში?
- ვინ შეიძლება გახდეს თქვენი აუდიტორიის წევრი?
- როგორია ძირითადი წესები და რეგულაციები თქვენი ნიშისთვის?
- როგორია შესაბამისობის პოლიტიკა ტრაფიკთან მიმართებით?
- პროდუქტის რამდენ კატეგორიას შეიცავს თქვენი ნიშა?
- არის ის მარადმწვანე ნიშა თუ სეზონური ტრენდია?
- გამოირჩევა თუ არა ონლაინ მარკეტინგი სირთულეებით?
- არის თუ არა სამოამვლო განვითარების პერსპექტივა?
- რამდენად დიდ ინფორმაციას ფლობთ ონლაინ მარკეტინგის ნიშის შესახებ?
შესაძლოა, ეს მარკეტინგული გეგმის შედგენის ადრეულ ეტაპებზევე იყოს გამოაშკარავებული, თუმცა აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული ნიშიდან ნამდვილად შეიძლება შემოსავლების მიღება.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნიშა აირჩიოთ, ეფილიეიტ პროგრამები და ქსელები შესაძლოა ინფორმაციის იდეალური წყარო აღმოჩნდეს თქვენთვის.
ყველაზე მაღალ რეიტინგული და მომგებიანი ეფილიეიტ მარკეტინგული ნიშები 2021 წლისთვის
საუკეთესო ეფილიეიტ ნიშა არის ის, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვს. ჩვენი ჩამონათვალი აფასებს არა კონკრეტულ ნიშას, არამედ გარკვეულ ნიშათა ჯგუფს მათი პოტენციალის მიხედვით. მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რაც პანდემიამ გვასწავლა - გარანტირებული არაფერია.
მარადმწვანე ნიშები:
- გამოკითხვები და გათამაშებები
- აზარტული თამაშები
- გართობა, ვიდეო თამაშები
- გაცნობა
- ფინანსები
- ჯანმრთელობა და სილამაზე
- ელექტრონული კომერცია (ამჟამად მოგზაურობის შეთავაზების გარეშე)
გართობა:
- ჰობი
- DIY (Do It Yourself) ნიშა
- ელექტრონული ტექნიკა
- ონლაინ გაცნობა
- ვიდეო თამაშები
- კაზინო და აზარტული თამაშები
- VOD სტრიმინგი
მოზარდთა ნიშები:
- მოზარდთა გაცნობა
- ზრდასრულთა კონტენტი
ჯანმრთელობა:
- ქალბატონებისა და მამაკაცების ჯანმრთელობა
- ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა
- საბავშვო პროდუქცია
თავის მოვლა:
- მაკიაჟი
- სილამაზის პროდუქტები
- ვეგანური სილამაზის პროდუქცია
თვითგანვითარება:
- თვითმოტივაცია
- ონლაინ კურსები
- იოგა
სახლიდან მუშაობა:
- კონტენტ მარკეტინგი
- ბლოგი
- ფულის ონლაინ გამომუშავება
- ვებ ჰოსტინგი
შინაური ცხოველები:
- შინაური ცხოველების მოვლის ნიშა
- შინაურ ცხოველთა პატრონები
ნიშები, რომლებიც 2021 წელს დაგვიბრუნდება:
- სპორტული ფსონები
- მოგზაურობა
შეჯამება
საუკეთესო ეფილიეიტ მარკეტინგის ნიშას წარმოადგენენ ისეთი ნიშები, რომლებიც ადამიანების საჭიროებებს აკმაყოფილებენ. არ არსებობს კონკრეტული პროდუქციის უნიკალური სია, თუმცა არსებობს გარკვეული მინიშნებები და დაკვირვებები მიმდინარე ტენდენციებზე დაყრდნობით. ეფილიეიტ მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკოსები ყოველთვის მზად არიან, პროდუქტი სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინონ. მზად ხართ თქვენ?
ასევე დაგაინტერესებთ: