media-4

როგორ ვიშოვოთ ფული სხვისი პროდუქტით - ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს

  • 22 მარ 2021
  • ეფილიეიტ მარკეტინგი
როგორ ვიშოვოთ ფული სხვისი პროდუქტით - ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს

სარჩევი

  1. კიდევ ღირებულია ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს?
  2. ეფილიეიტ მარკეტინგის საუკეთესო ნიშები 2021 წელს
  3. ციფრული ტრენდები ეფილიეიტ მარკეტინგისთვის
  4. მომხმარებლების ჩართულობის გამოწვევა ეფილიეიტ კამპანიებისთვის
  5. კამპანიის სტაბილურობის გაუმჯობესება და ბაზრის არასტაბილურობის წინააღმდეგ ბრძოლა
  6. სეზონურობა და საკვანძო მარკეტინგული თარიღები 2021 წელს
  7. კამპანიის მონიტორინგი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება
  8. ეფილიეიტ მარკეტინგის ავტომატიზაცია - იშოვეთ ფული მაშინაც, როცა გძინავთ
  9. COVID-19 და მისი გავლენა ეფილიეიტ მარკეტინგზე 2021 წელს

 

მათთვის ვინ დაინტერესებულია ეფილიეიტ მარკეტინგით, ყოველი ახალი წელი იწყება ერთი და იმავე შეკითხვებით:

  • კიდევ ღირებულია ეფილიეიტ მარკეტინგი?
  • რომელია ყველაზე მომგებიანი ნიშა ეფილიეიტ მარკეტინგში?
  • რა ციფრული ტრენდებია ეფილიეტ მარკეტინგში ახალ წელს?
  • როგორ დავიწყოთ ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს?

ბოლოს კი დაემატა ახალი შეკითხვა:

  • რა გავლენა აქვს COVID-19-ს ეფილიეიტ მარკეტინგზე?  

და ამ წელს, როგორც არასდროს, ყველანაირ ეჭვს უნდა გავცეთ პასუხი და დაგეხმაროთ ამ ბიზნესის გაგებაში.

კიდევ ღირებულია ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს?

ეფილიეიტ მარკეტინგის შემოსავალი მსოფლიოში 16 მილიარდ დოლარს შეადგენს და პროგნოზების მიხედვით ის კიდევ გაიზრდება. კვლევების მიხედვით, წლიდან წლამდე ის 10%-ით გაიზრდება. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ძირითადი კვლევა Covid-19-მდე მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობითაა ჩატარებული, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ცხოვრება მთლიანად ციფრული სამყაროში არ იყო გადანაცვლებული.

2021 წლის პროგნოზები ჯერ კიდევ მზადების პროცესშია, მაგრამ უდავოა, რომ ეფილიეიტ მარკეტინგი 2021 წელს გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე ამას მანამდე პროგნოზირებდნენ. 

საუკეთესო მაგალითი ეფილიეიტ მარკეტინგის წარმატების გასაზომად არის შავი პარასკევი და 2020 წლის კიბერ ორშაბათი.

Salesforce insights-ის 1 დეკემბრის გამოცემის თანახმად:

  • შავმა პარასკევმა ამერიკაში 9 მილიარდი დოლარის ოდენობის ონლაინ გაყიდვები მოიტანა
  • კიბერ ორშაბათმა 10.8 მილიარდი დოლარის ონლაინ გაყიდვები დააგენერირა
  • გლობალურად სადღესასწაულო, ციფრული გაყიდვები 270 მილიარდ დოლარს შეადგენდა
  • მხოლოდ ამერიკაში 60 მილიარდს
  • ონლაინ მომხმარებლების რაოდენობა კიბერ ორშაბათს 22%-ით გაიზარდა

ეს რიცხვები ნამდვილად ადასტურებს, რომ ეფილიეიტ მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა. თქვენ მხოლოდ მისი გამოყენება უნდა ისწავლოთ, ამისთვის კი უამრავი გზა არსებობს. ამ სტატიაში კი, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

 

ეფილიეიტ მარკეტინგის საუკეთესო ნიშები 2021 წელს

ყველამ, ვინც მარკეტინგის ბიზნესს სერიოზულად ეკიდება, იცის, რომ კარგად გაყიდვადი ნიშის პოვნა ჯეკპოტის ტოლფასია. პროდუქტის მრავალფეროვნების, ეფილიეიტ ვერტიკალების დიდი არჩევანის ფონზე რთულია საუკეთესო ნიშის აღმოჩენა.

თუმცა, ყველა ეფილიეიტ მარკეტერმა უნდა გამოიკვილიოს, თუ რა ნიშაზე ურჩევნია მუშაობა.  

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ 2021 წლის სეზონის საუკეთესო სიას, ე.წ. მარადმწვანე ვერტიკალებს.

მოკლედ, რომ ვთქვათ, იქნება ეს ვალენტინობის დღე, ზაფხული თუ სადღესასწაულო სეზონები, საუკეთესო ნიშის არჩევა მოგიტანთ შემოსავალს, მაშინაც კი, როდესაც გეძინებათ.

ქვემოთ ჩამოთვლილ სექტორებში დროისა და ფულის ინვესტირებით თქვენ ძალიან მალე შეძლებთ ფინანსების გამომუშავებას.

  • მიმოხილვები და დაჯილდოებები
  • გემბლინგი (კაზინო, სპორტი)
  • ონლაინ თამაშები
  • გაცნობა
  • ფინანსები
  • ჯანმრთელობა და სილამაზე
  • წონის კლება
  • ელექტრონული კომერცია

ასევე, ჩვენ დიდი იმედით ველოდით, რომ 2021 წელს მოგზაურობის ნიშა დაბრუნდებოდა როგოროც ტოპ სექტორი, თუმცა, ამ ვერტიკალზე კოვიდ-19-მა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონია.

COVID-19-ისგან გაძლიერებული ვერტიკალები  

ყველამ ვიცით, რამხელა დარტყმა მიაყენა მსოფლიოს კორონავირუსმა. ადამიანები იძულებულები გახდნენ, მათი ყოველდღიური ცხოვრება ონლაინ გადაეტანათ, რამაც ციფრული სამყარო, მათ შორის ეფილიეიტ მარკეტინგიც ძალიან გააძლიერა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეფილიეიტის კონკრეტულმა ვერტიკალებმა დიდი ტრაფიკის გამომუშავება შეძლეს.

  1. ფულის გამომუშავების ონლაინ მიმართულებები
  • გემბლინგი
  • სპორტული ფსონები
  • კრიპტო შეთავაზებები
  • ვაჭრობა
  1. გასართობი მიმართულებები
  • ონლაინ თამაშები
  • ონლაინ გაცნობა
  • ზრდასრულთა ნიშები
  • ჰობი და განათლება
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • მუსიკა
  • მოდა
  1. სახლიდან მუშაობის მიმართულებები:
  • ანტივირუსი
  • აპლიკაციის გადმოწერები
  • ონლაინ კურსები
  • ელექტრონიკა
  • საკვების და ინგრედიენტების მიწოდება
  • ელექტრონული კომერცია

სარეკლამო ინდუსტრიისთვის ეს ტრენდები 2021 წელსაც გაგრძელდება.

ეფილიეიტ მარკეტინგის ციფრული ტრენდები 2021 წელს

ეფილიეიტ მარკეტინგის ინდუსტრია დიდი ეკოსისტემის - ციფრული მარკეტინგის ნაწილია. სწორედ ამიტომ, როდესაც ვიძიებთ ეფილიეიტ მარკეტინგის ტრენდებს, აუცილებლად უნდა მოვიძიოთ ციფრული მარკეტინგის ტრენდებიც.

  • მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა
  • კამპანიის მდგრადობა
  • ბაზრის არასტაბილურობასთან ბრძოლა
  • სეზონურ და ვირუსულ ტრენდებზე აყოლა
  • მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება
  • კამპანიის ოპტიმიზაცია
  • მარკეტინგის ავტომატიზაცია

ქვემოთ ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ეს ყველაფერი ეფილიეიტ მარკეტინგის კამპანიაში.

მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა ეფილიეიტ კამპანიისთვის

პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ მომხმარებლის ჩართულობის ტექნიკებზე ეფილიეიტ მარკეტინგში. არაფერი აქ ახალი არ არის, თუმცა აუცილებლად ყურადღების გასამახვილებელი საკითხია, რადგან ვიცით, რომ მომხმარებლის ყურადღების მაჩვენებელი 8 წამამდე დავიდა.

სწორედ ამიტომ, პირველი სწორი შთაბეჭდილების დატოვება მნიშვნელოვანია, რაც ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოთ - ეს შეიძლება ეფილიეიტ მარკეტინგის ყველაზე აუციელებელ ამოცანად ჩაითვალოს.  

არსებობს უკვე მრავალჯერ ნაცადი და დატესტილი ტექნიკები ამ საკითხში წარმატების მისაღწევად:

ლენდინგ გვერდის და საიტის დიზაინის ტრენდები 2021 წელს

  • კარგი ხარისხის სანდო ლენდინგ გვერდი.
  • სწრაფად ჩატვირთვადი გვერდი
  • მრავალფეროვანი დიზაინის გამოყენება, ერთი და იმავეს გამოყენების ნაცვლად.
  • ლენდინგ გვერდის შედგენა სამიზნე აუდიტორიისთვის, ქვეყნის, ენის და პროდუქტის ფერების მიხედვით.
  • ნათელი მესიჯის და ხილვადი CTA (Call-To-Action)-ის გამოყენება

სანამ ადამიანები ლენდინგ გერდზე მოხვდებიან, ისინი ნახულობენ თქვენს რეკლამას, იქნება ეს „push ad notifications“ თუ პატარა ზომის სურათები. რეკლამას შეუძლია დაანგრიოს, ან ააშენოს თქვენი კამპანიის წარმატება.  

სწორედ ამიტომ, რეკლამის შექმნასაც თავისი წესები და ტრენდები აქვს, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რეკლამის შექმნის ტრენდები ეფილიეიტ მარკეტინგისთვის 2021 წელს:

  • გამოიყენეთ ძლიერი სიტყვები ყურადღების მისაპყრობად. მაგალითად, შექმენით გადაუდებლობის შეგრძნება, ან გამოიწვიეთ ემოციები.
  • გამოიყენეთ სიმბოლოები (icons) ჩართულობის გამოსაწვევად.
  • დატესტეთ რეკლამის ელემენტები საუკეთესო ვარიანტის აღმოსაჩენად.
  • გამოიყენეთ მარტივი სიმბოლოები და სურათები, თავიდან აირიდეთ გადატვირთული გრაფიკები უკეთესი კონვერტაციისთვის.
  • გამოიყენეთ რეალური ადამიანების ფოტოები ანიმაციურის ნაცვლად, უფრო ძლიერი კავშირის დასამყარებლად აუდიტორიასთან.
  • სეგმენტირება გაუკეთეთ თქვენს რეკლამებს ქალებისა და კაცების მიხედვით.
  • ყოველთვის გამოიყენეთ სეზონური ვიზუალები.

გააერთიანეთ ყველა ეს კომპონენტი ერთ რეკლამაში და ყოველთვის დატესტეთ ცალკეული ელემენტები უკეთესი შედეგების სანახავად. ამის პარალელურად, ყოველთვის მოიძიეთ უახლესი ტრენდები და შესაბამისი შესწორებები შეიტანეთ რეკლამებსა თუ კამპანიაში.

კამპანიის სტრაბიულობის გაუმჯობესება და ბაზრის არასტაბილურობის წინააღმდეგ ბრძოლა

ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშნველოვანია 2020 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე. ყოველთვის გაუკეთეთ ოპტიმიზაცია კამპანიებს და წარმატებამ არასდროს მოგადუნოთ. თქვენი რეკლამის ვირუსულად გავრცელება არ ნიშნავს, რომ მთელი კამპანიის მსვლელობა წარმატებით გაგრძელდება.

სწორედ ამიტომ, ეფილიეიტ მარკეტინგის ხანრგძლივობაზე მუშაობა და იმის ცოდნა, თუ როგორ გაუმკლავდეთ ბაზარზე უეცარ ცვლილებებს, დღეს უკვე ყველაზე მნიშნველოვანია.

ეს რაც შეეხება კამპანიის სტაბილურობის გაუმჯებესებას.

საკითხის მეორე ნაწილი კი არასტაბილურობასთან გამკლავებაა.

2020-მა წელმა გვასწავლა, რომ სწრაფად რეაგირება და ადაპტაცია უმნიშვნელოვანესი თვისებებია, რომლებიც კომპანიებს უნდა ჰქონდეთ.

რჩევები ბაზრის არასტაბილურობასთან საბრძოლველად 2021 წელს:

  • ბაზრის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი
  • რამდენიმე ნიშაში ინვესტირება (იმ შემთვევაში, თუ ერთი ნიშა კრიზისში აღმოჩნდება)
  • ვირუსული ტრენდების გამოყენება მოკლე დროის პერიოდში
  • ავტომატიზებული შეტყობინებების ჩართვა უცაბედი და ამაღელვებელი შემთხვევების ინფორმირებისთვის.
  • სწრაფად რეაგირების შესაძლებლობა, თუ კამპანიის უკუსვლას შეამჩნევთ.
  • ახლადგაჩენილი ტრენდების ადაპტირება ძველ კამპანიებში.
  • ეფილიეიტ პარტნიორებთან მუდმივ კავშირზე ყოფნა: ეფილიეტ პროგრამებთან და ქსელებთან, ტრაფიკის წყაროსთან, სარეკლამო ხელსაწყოებთან და ა.შ.
  • ეფილიეიტ ინსტუმენტების გამოყენება ავტო-ოპტიმიზაციისთვის, რომ ზედმეტად და არასწორად ფული არ დაიხარჯოს.

ეს მხოლოდ მცირედი წესებია, რასაც ეფილიეიტ მარკეტერები უნდა მიჰყვებოდნენ. თქვენ შესაძლოა, უკვე მიჰყვებით ამ ტრენდებს.

სეზონურობა და საკვანძო მარკეტინგული თარიღები 2021 წელს

ყოველ წელს არსებობს თარიღები, რომლის შესახებაც მარკეტერებმა უნდა იცოდნენ. ასეთი თარიღები სრულიად მარკეტინგის ბიზნესზე დიდ გავლენას ახდენს. წარმოგიდგენიათ ისეთი ეფილიეიტ მარკეტერი, რომელიც წლის მნიშვნელოვან თარიღებს უბრალოდ ყურადღების მიღმა დატოვებს? 

მარკეტინგული კალენდრის ცოდნა საუკეთესო გზაა ტრენდებზე ასაყოლად და გაყიდვების დასაგენერირებლად.

კამპანიის მონიტორინგი და მონაცემებზე დაყრნობილი გადაწყვეტილებები

რა არის მთავარი სასარგებლო განსხვავება ტრადიციულ მარკეტინგსა და ციფრულ მარკეტინგს შროს? - ეს მონაცენების მონიტორინგია.  

ტყუილად არ არსებობს გამოთქმა "Data is King", თუმცა, ვერც ერთი მეფე ივარგებს მხარდაჭერის გარეშე. სწორედ ამიტომ, მონაცემებს სჭრიდება შეგროვება.

ეფილიეიტ მარკეტინგის კამპანიის მონიტორინგი ეხმარება კომპანიებს, რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ნებისმიერი სახის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც აგროვებს მარკეტინგულ მონაცემებს, გეხმარებათ ტრენდებზე დაკვირვებაში, აიდენტიფიცირებს საუკეთესოდ და ცუდად მომუშავე რეკლამებს და აკვირდება ტრაფიკს. ასევე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფულის დამზოგველი ელემენტი.

არსებობს თანამედროვე მონიტორინგის ინსტრუმენტები, რომლებიც კონკრეტულად ეფილიეიტ მარკეტინგისთვისაა შექმნილი. აირჩიეთ ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება თქვენს ბიზნეს მოდელს.

მონიტორინგის სარგებელი

არავის სურს, ინვესტიცია ჩადოს რაიმეში და შემდეგ ვერ გაიგოს, რა ბედი ეწია ამ ინვესტიციას. ასევე არ არის საკმარისი მხოლოდ ნაწილობრვი ინფორმაციის მიღება. იმის თქმა გვინდა, რომ საბაზისო ანალიტიკა საკმარისი არ არის. ყველამ უნდა იცოდეს ეფილიეიტ მარკეტინგში, რომ საჭიროა დეტალიზებული, პერსონალიზირებული ინსტრუმენტი ბიზნესის წარმატების გასაზომად.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეფექტურად, თქვენს მაგივრად შეასრულებს უდიდეს საქმეს.

თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მონიტორინგს გაუკეთებს ყველა ტრაფიკის წყაროს ან ცალ-ცალკე ტრაფიკის წყაროების ინსტუმენტებზე დაყრდნობით მიიღოთ გადაწყვეტილებები.

უბრალოდ, მთავარია, გახსოვდეთ რომ მონაცემების მონიტორინგი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ეფილიეიტ მარკეტინგის ავტომატიზაცია - გამოიმუშავეთ ფული, სანამ გძინავთ

დროთა განმავლობაში ცხოვრების ყველა სფეროში ჩნდება უფრო სწრაფი, უკეთესი და იაფი ინსტრუმენტები ცხოვრების გასამარტივებლად, მაგრამ ეფილიეიტ მარკეტინგის შემთხვევაში მხოლოდ ეს არაა სარგებელი. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგიზოგოთ დროც და ფულიც, რომ არაფერი ვთქვათ თქვენს ენერგიაზე, რაც კამპანიების ოპტიმიზაციას სჭირდება.

თუ ფიქრობთ, რომ ეფილიეიტ მარკეტინგის ავტომატიზაცია 2021 წლის ტრენდია, მართალი ხართ.

რა ხდება იმ შემთვევაში, თუ მეტი კამპანიის გაშვება არ შეუძლია ეფილიეიტს? ან მომგებიანი კამპანიები არ აქვს?

რამდენიმე ეფილიეიტ კამპანია, სხვადასხვა სარეკლამო ბირჟები და პლატფორმები, ტრაფიკის ვარდნა, არასტაბილური ტრაფიკი და დღეში მხოლოდ 24 საათი - ყველაფრის გაერთიანება და კონკრტოლი რთული ხდება, მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ავტომატიზაციის ინსტრუმენტების საჭიროება.  

ამის დახმარებით ეფილიეიტ მარკეტერებს მშვიდად სძინავთ ღამით და იმაზე არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ბიუჯეტი არაეფექტურად დახარჯონ.

ეფილიეიტ მარკეტინგის ავტომატიზაციის ინსტრუმენტების მაგალითები:

  • წესებზე დაფუძნებული ოპტიმიზაცია
  • ტრაფიკის წყაროს შეტყობინებები
  • კონვერტაციების მაჩვენებელი
  • ბიუჯეტის მაჩვენებელი

 

COVID-19 და მისი გავლენა ეფილიეიტ მარკეტინგიზე 2021 წელს

და ბოლოს, არსებობს პანდემია, რომელსაც არავინ ელოდა და როგორც არ უნდა ვეცადოთ, ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

ასე რომ კორონავირუსის გავლენა მარკეტინგზე 2021 წლის ტრენდებშიც რჩება.

რას გულისხმობს ეს „ტრენდი“:

  • გარკვეული სარეკლამო კუთხეების ზრდა
  • გარკვეული ვერტიკალებს უკუსვლა
  • სახლიდან მუშაობის მოდელით ეფილიეიტ მარკეტინგისადმი ინტერესის ზრდა
  • შეთავაზებებისა და ინვენტარის დეფიციტი ყველაზე დაზარალებულ სექტორებში
  • შიფინგისა და მოგზაურობს სფეროში შეზღუდვები და აკრძალვები
  • მოთხოვნების ზრდა სახლის ინვენტარზე, სახლის გასართობ და ონლაინ საგანმანათლებლო პროდუქტზე
  • გაზრდილი მოთხოვნა ონლაინ გაცნობაზე და ზრდასრულების კონტენტზე
  • გაზრდილი მოთხვონა გემბლინგსა და ონლაინ კაზინოებზე
  • ონლაინ ფსონების გაზრდა სპორტში
  • მომხმარებლის ქცევების ცვლილება - საყიდლების, განათლების, გართობისა და ურთიერთობების ონლაინ გადატანა.

ერთი რამ ნათელია, 2020 წლის მსგავსად შესაძლოა 2021 წელს რადიკალური ცვლილებების ხანაში მოვხვდეთ და ეს უარყოფითად აისახოს ბიზნესზე, თუ ამას საკმარის ყურადღებას არ დავუთმობთ.

მუდმივად თვალყური უნდა ვადევნოთ ტრენდებს. ის რაც დღეს იყიდება, ხვალ შესაძლოა აღარავის უნდოდეს და პირიქით. ასე რომ, ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება უნდა შეგვეძლოს. 

 

ასევე დაგაინტერსებთ:

ეფილიეიტ მარკეტინგი: რას მოიცავს და რითი ვიწყებთ?

ეფილიეიტ მარკეტინგის ძირითადი არხები

ეფილიეიტ მარკეტინგის 6 სტრატეგია გაყიდვების გაზრდისთვის