media-4

ეფილიეიტ მარკეტინგი: რას მოიცავს  და რითი ვიწყებთ ?

  • 09 მარ 2021
  • ეფილიეიტ მარკეტინგი
ეფილიეიტ მარკეტინგი: რას მოიცავს  და რითი ვიწყებთ ?

წარმოიდგინეთ, იღვიძებთ დილით ადრე, მიდიხართ სამსახურში მაშინ, როდესაც ქუჩები გადაჭედილია და გარშემო ყველგან საცობია, ხალხს ნახევრად სძინავს. შემდეგ, დაუღალავად შრომობთ ელექტრონული ფოსტების შექმნაზე, მანამ, სანამ ტკბილი ექვსი საათი არ დადგება და სახლში არ წახვალთ.

საშინლად ჟღერს, არა?

რა იქნება, თუ ამგვარი მონოტონური და რუტინული ყოველდღიურობების მაგივრად, რომლითაც გარკვეულ შემოსავალს გამოიმუშავებთ, შეგეძლოთ ფულის შოვნა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან - მაშინაც კი, როდესაც გძინავთ?

ასეთია კონცეფცია, რომლიც ეფილიეიტ მარკეტინგის უკან იმალება.

ეფილიეიტ მარკეტინგი ძალიან კარგი საშუალებაა გაყიდვების ზრდისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად, რაც საოცრად მომგებიანია, როგორც ბრენდებისთვის, ასევე ეფილიეიტ მარკეტერებისთვის. ახალი მიდგომები, რომლებმაც ტრადიციული მარკეტინგი ეტაპობრივად ჩაანაცვლა, საკმაოდ სასარგებლო გამოდგა და რეალურად:

  • ბრენდების 81% და გამომცემელთა 84% იყენებს ეფილიეიტ მარკეტინგს და ეს სტატისტიკა აუცილებლად გაიზრდება, რადგან ამერიკაშიც ამ მარკეტერთა რიცხვი ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება.
  • ეფილიეიტ მარკეტინგისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა ამერიკაში 1%-ით იზრდება ყოველწლიურად, რაც გულისხმობს, რომ 2020 წლისთვის ამ ოდენობამ 6.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
  • 2018 წელს, გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ კონტენტ მარკეტინგზე მოდიოდა ტრადიციული მარკეტინგის ხარჯების 62% მაშინ, როდესაც ის სამჯერ მეტ ლიდებს აგენერირებდა, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგის მეთოდები. რეალურად, ყველა შეკვეთის 16% ონლაინ განხორციელდა, რაც პრინციპში შეგვიძლია, ეფილიეიტ მარკეტინგის გავლენას მივაწეროთ.
  • 2017 წლის მარტში ამაზონმა შეცვალა თავისი მიდგომა ეფილიეიტ სტრუქტურასთან მიმართებით და მის შემქმნელებს შესთავაზა პროდუქტიდან მიღებული შემოსავლის 1-10%, რითაც მათ შესაძლებლობა მისცა, გაეზარდათ საკუთარი პასიური შემოსავალი, შესაბამისი გაყიდვების გათვალისწინებით.
  • ჯეისონ სტოუნის ეფილიეიტ მარკეტინგმა, რომელიც ასევე ცნობილია მილიონერი მენტორის სახელით, საცალო გაყიდვებს მოუტანა $7 მილიონის ნავაჭრი 2017 წლის მხოლოდ ივნისისა და ივლისის თვეების განმავლობაში.

 

რას ეწოდება ეფილიეიტ მარკეტინგი?

ეფილიეიტ მარკეტინგი არის პროცესი, რომლის განმავლობაშიც მარკეტერი იღებს საკომისიოს სხვა ადამიანის ან კომპანიის პროდუქტის გავრცელებისათვის. ის უბრალოდ ეძებს მისთვის სასურველ პროდუქტს, არეკლამებს მას, ხელ უწყობს მის გაყიდვებს და შემდეგ თითოული გაყიდვიდან იღებს მოგების წილს. მათი გაყიდვების მონიტორინგი ხდება სპეციალური ბმულების საშუალებით, რომელზეც მომხმარებელი საიტებიდან ან პროფილებიდან გადადის.

 

როგორ მუშაობს ეფილიეიტ მარკეტინგი?

ვინაიდან ეფილიეიტ მარკეტინგი ამა თუ იმ პროდუქტების მარკეტინგს ანაწილებს სხვადასხვა პირებზე, ის მაქსიმალურად იყენებს ამ ინდივიდებს და მათ შესაძლებლობებს უფრო ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირებაში და მათ მოგებიდან გარკვეულ წილსაც სთავაზობს. ამ პროცესის გამართულობისთვის, სამი მხარე უნდა მუშაობდეს:

  1. გამყიდველი და პროდუქტის შემქმნელი
  2. ეფილიეიტ მარკეტერი ან რეკლამის მწარმოებელი
  3. მომხმარებელი

მოდით ახლა განვიხილოთ ამ სამი მხარის ურთიერთკავშირი და გავიაზროთ, როგორ აღწევს წარმატებას ეფილიეიტ მარკეტინგი.

 

  1. გამყიდველი და პროდუქტის შემქმნელი

გამყიდველი, იქნება ეს ინდივიდუალური მეწარმე თუ მსხვილი საწარმო, არის პროდუქტის შემქმნელი შესაბამისი ბაზრისთვის. უშუალოდ პროდუქტი კი შეიძლება იყოს ფიზიკური ობიექტი, მაგალითად სამეურნეო საქონელი ან მომსახურება, თუნდაც მაკიაჟის ტუტორიალები.

გამყიდველს შეუძლია, არ იყოს ჩართული მარკეტინგულ პროცესებში, მაგრამ შეიძლება რეკლამებს მაინც აკეთებდეს და იღებდეს დამატებით მოგებას ეფილიეიტ მარკეტერებთან შემოსავლების გაზიარებით.

ამის კარგი მაგალითია  ელექტრონული კომერციით მოვაჭრე, რომელმაც დაიწყო საკურიერო ბიზნესი და სურს მისი აუდიტორიის გაფართოება ეფილიეიტ ვებ-საიტების დახმარებით. ასევე გამყიდველი შესაძლოა იყოს SaaS (software as a service) კომპანია, რომელიც ეფილიეიტ მარკეტერებს აწვდის საკუთარ მარკეტინგულ უზრუნველყოფას.

  1. ეფილიეიტ მარკეტერი ან გამომცემელი

ეფილიეიტ მარკეტერი, ასევე ცნობილი, როგორც გამომცემელი, შეიძლება იყოს პიროვნება ან კომპანია, რომელიც მიმზიდველი სახით აწვდის გამყიდველის პროდუქციას მათ პოტენციურ მომხმარებელს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის არეკლამებს პროდუქციას, რათა დაარწმუნოს და დააჯეროს მომხმარებელი, რომ ესა თუ ის პროდუქტი ღირებულია. თუ მომხმარებელმა საბოლოოდ შეიძინა ეს პროდუქტი, ეფილიეიტ მარკეტერი მიიღებს წილს ამ შემოსავლიდან.

მათ ხშირად კონკრეტული და სპეციფიკური აუდიტორია ჰყავთ განსაზღვრული, რომელსაც მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა წარუდგინონ პროდუქცია. ეს კონკრეტულ ნიშას აყალიბებს და ზრდის შესაბამისი აუდიტორიის მოზიდვის შანსს.

 

  1. მომხმარებელი

მომხმარებელმა იცის თუ არ იცის, მათი შესყიდვები გამომდინარეობს ეფილიეიტ მარკეტერების ქმედებებიდან. ისინი აზიარებენ ამ პროდუქტებს სოციალურ მედიაში, ბლოგებსა და ვებ-გვერდებზე.

ყიდვის პროცესში კი გამყიდველი და ეფილიეიტ მარკეტერი მიღებულ მოგებას ინაწილებენ. ხანდახან ისინი უმხელენ კიდეც მომხმარებელს, რომ მათ მიერ პროდუქტის შეძენით ისინიც იღებენ საკომისიოებს. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება ამაზე წარმოდგენა საერთოდაც არ ჰქონდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გამო მომხმარებელი გაზრდილ ფასს არ გადაიხდის, ამიტომაც, ეფილიეიტ მარკეტერების წილი სავაჭრო ფასში არის გათვალისწინებული. ისინი ყიდულობენ პროდუქტს სტანდარტულ ფასად და ამაზე ეფილიეიტ მარკეტინგი გავლენას არ ახდენს.

 

როგორ ხდება ეფილიეიტ მარკეტერების ანაზღაურება?

ეფილიეიტ მარკეტინგი ზედგამოჭრილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს უშუალოდ პროდუქტის გაყიდვის გარეშე მიიღოს დამატებითი შემოსავალი, თანაც ონლაინ სივრცეში. მაგრამ, როგორ ხდება მათი ანაზღაურება მას შემდეგ, რაც გამყიდველს მომხმარებელთან აკავშირებს?

ეს შეიძლება ცოტა დამაბნეველიც აღმოჩნდეს.

ყოველთვის არაა საჭირო, მომხმარებელმა შეიძინოს პროდუქტი, რათა ეფილიეიტ მარკეტერმა წილი მიიღოს. მათ მიერ მიღებული სარგებლის გამოთვლის სხვადასხვა გზები არსებობს:

 

  1. გადახდა თითო გაყიდვაზე

ეს სტანდარტული მიდგომაა. ამ შემთხვევაში, მწარმოებელი ეფილიეიტ მარკეტერს უხდის მათი კამპანიის ფარგლებში, გაყიდული პროდუქციის ფასის პროცენტს.

  1. გადახდა თითო ლიდზე

გადახდა თითო ლიდზე უფრო კომპლექსური სისტემაა. ასეთ დროს კომპანია ითვლის კონვერტაციის მაჩვენებელს. ეფილიეიტ მარკეტერი ვალდებულია, დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ ეწვიოს კომპანიის ვებ-გვერდს, ან შეასრულოს გარკვეული მოქმედება - შეავსოს საკონტაქტო ფორმა, გამოიწეროს პროდუქტის საცდელი ვერსია, გამოიწეროს არხი ან ა.შ.

  1. გადახდა თითო კლიკზე

ამ სისტემით ეფილიეიტ მარკეტერს მომხმარებელი გადაჰყავს თავისი მარკეტინგული პლატფრომიდან კომპანიის ვებ-გვერზე. ანუ უნდა უბიძგონ მათ კომპანიის საიტზე გადასვლისაკენ, რის შემდეგაც ის იღებს ანაზღაურებას.

 

რატომ უნდა იყოთ ეფილიეიტ მარკეტერი?

  1. გაქვთ პასიური შემოსავალი

განსხვავებით სხვა სამსახურებისა, ეფილიეიტ მარკეტინგის საშუალებით შეგიძლიათ, ფული ძილშიც კი გამოიმუშავოთ. მას შემდეგ, რაც გარკვეულ დროს დაუთმობთ კამპანიის შექმნას, თქვენ მიიღებთ ამ კამპანიისგან უკუგებას და ნახავთ, რომ მომხმარებლები დღეებისა და კვირების განმავლობაში ყიდულობენ პროდუქტს. ფულს მას შემდეგაც იღებთ, როცა სამუშაო უკვე დამთავრებული გაქვთ. მაშინაც კი, თუ კომპიუტერთან არ ხართ, თქვენი მარკეტინგული უნარების გამო, სტაბილურ შემოსავალს მაინც გამოიმუშავებთ.

 

  1. არ გიწევთ მომხმარებელთან ურთიერთობა

ინდივიდუალურ მეწარმეებს ან კომპანიებს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას ყიდიან, უწევთ მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, რათა დარწმუნდნენ მათ კმაყოფილებაში.

ეფილიეიტ მარკეტინგის წყალობით, თქვენ ამის კეთება არასდროს მოგიწევთ. თქვენი მთავარი დანიშნულება მომხმარებლისა და კომპანიის დაკავშირებაა. მათ უწევთ მომხმარებელთა საჩივრების მოსმენა მას შემდეგ, რაც თქვეს კუთვნილ საკომისიოს მიიღებთ.

 

  1. იმუშავებთ სახლიდან

თუ ოფისში სიარული თავის ტკივილს წარმოადგენს, ეფილიეიტ მარკეტინგიამ ყველაფერს თავიდან აგარიდებთ. თქვენ შეგეძლებათ კამპანიების წარმოება და შემოსავლების მიღება კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად. ეს ის სამუშაოა, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი ლოკაციიდან შეასრულოთ.

 

  1. ეს რენტაბელურია

ბიზნესების უმრავლესობას სჭირდებას საწყისი გადასახადები ან ფულადი ნაკადები, რათა თავიანთი პროდუქტის გაყიდვა უზრუნველყონ. თუმცა, ეფილიეიტ მარკეტინგის წარმოება საკმაოდ დაბალი დანახარჯებითაც არის შესაძლებელი, რაც საქმიანობის სწრაფად დაწყების საშუალებას გაძლევთ. ეფილიეიტ პროგრამაში ჩასართველად არანაირი გადასახადები არ არის საჭირო და პროცესიც საკმაოდ მარტივი და სწორხაზოვანია.

 

  1. მოსახერხებელი და მოქნილი სამუშაო

ვინაიდან თქვენ არსებითად ფრილანსერი ხდებით, შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი მიზნები დაისახოთ, შეცვალოთ სტრატეგია მაშინ, როდესაც არსებულით უკმაყოფილო იქნებით, დაიწესოთ სამუშაო საათები, აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, რომელზეც იმუშავებთ და მოიპოვოთ სრული დამოუკიდებლობა. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ თქვენი პორტფოლიო ან იმუშავოთ ცალკეულ კამპანიებზე. გარდა ამისა, გათავისუფლდებით კომპანიის რეგულაციებისა და არასასურველი შეზღუდვებისაგან.

 

  1. შესრულებაზე დაფუძნებული ჯილდო

სხვა სამსახურების შემთხვევაში, შეიძლება კვირაში 80 საათი იმუშავოთ და იგივე ანაზღაურება მიიღოთ, მაგრამ ეფილიეიტ მარკეტინგი თქვენს შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული. იმდენს მიიღებთ, რამხელა ძალისხმევასაც ამ სამუშაოში ჩადებთ. თქვენი წერისა და მიმოხილვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება პირდაპირ თქვენს განვითარებასა და შემოსავლებზე აისახება და საბოლოოდ მიიღებთ თქვენი წარმოუდგენელი სამუშაოს ადეკვატურ ანაზღაურებას.

 

  1. სათანადოდ დააფასეთ SEO შესაძლებლობები

თუ თქვენს SEO სტრატეგიას სწორად წარმართავთ, ძალიან დიდი რაოდენობით დატვირთვის მიღებას შეძლებთ. დღეს უკვე ვერ გააცურებთ გუგლს. დღეს გიწევთ რეალურად მიმზიდველი გახადოთ თქვენი ვებ-გვერდი მომხმარებლისთვის. ადამიანები სასურველ ინფორმაციას ძირითადად ონლაინ სივრცეში ეძებენ და სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ კარგად შეისწავლოთ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ქივორდები და ბმულების ჩაშენების პროცესები. ყველას სურს გამოჩნდეს პირველი, როდესაც ხალხი ეძებს „საუკეთესო პროდუქტს“ ან „პროდუქტის მიმოხილვას“.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ეფილიეიტ მარკეტინგი დამწყებთათვის

გამომცემელთა სახეობები ეფილიეიტ მარკეტინგში

ეფილიეიტ მარკეტინის ძირითადი არხები