ეფილიეიტ მარკეტინის ძირითადი არხები

ეფილიეიტ მარკეტერთა უმრავლესობა თითქმის იდენტურ მიდგომებს იყენებს აუდიტორიის ჩართულობისათვის, თუმცა ყველა მათგანი ერთნაირად არ არეკლამებს პროდუქციას. რეალურად, ამისათვის რამდენიმე განსხვავებული არხი არსებობს.
ინფლუენსერი არის ადამიანი, რომელსაც გარკვეული სეგმენტის აუდიტორიაზე და მათ გადაწყვეტილებებზე პროდუქტის ყიდვის შესახებ შეუძლია გავლენა იქონიოს. ამ ადამიანებს საუკეთესოდ შეუძლიათ ეფილიეიტ მარკეტინგის გამოყენება. მათ უკვე ჰყავთ დიდი რაოდენობით გამომწერები, რომელთა პირდაპირ მიმართვაც შეუძლიათ ბრენდების პროდუქტისაკენ, სხვადასხვა სოციალური მედიის პოსტების, ბლოგებისა და სხვა საშუალებების დახმარებით. ამისათვის კი ისინი შესაბამის წილს იღებენ იმ მოგებიდან, რომელიც კომპანიას მოუტანეს.
2. ბლოგერები
საძიებო სისტემებში მოწინავე ადგილების დასაკავებლად და გაყიდვების კონვერტაციის გასაზრდელად, ბლოგი ძალიან კარგი საშუალებაა. ბლოგერი სინჯავს ამა თუ იმ პროდუქტს და შემდეგ წარმოაჩენს მას მიმზიდველად, წერს მის შესახებ განხილვას და ზრდის დამკვეთის საიტზე ტრაფიკს. ბრენდის გაყიდვების ზრდისათვის და პროდუქტის ღირებულების წარმოჩენისათვის ბლოგერი, რა თქმა უნდა, შესაბამის ჯილდოსაც იღებს.
3. მიკროსაიტები
პატარა მიკროსაიტების შექმნა და დამუშავება შეიძლება დიდი ოდენობით გაყიდვების მომტანი გახდეს. ეს საიტები რეკლამდება პარტნიორულ ვებ-გვერდებზე და საძიებო სისტემებში და ის განცალკევებულია მთავარი ორგანიზაციული ვებ-გვერდისაგან. ეს მიკროსაიტები უფრო კონკრეტულ აუდიტორიაზეა ფოკუსირებული და შესაფერის კონტენტსაც აწვდის მათ, ამიტომაც მარტივი და სწორხაზოვანი მოქმედებიდან გამომდინარე, ლიდების კონვერტაციის მაჩვენებელი საკმაოდ დიდი აქვთ.
4. ელექტრონული ფოსტების სია.
მიუხედავად მისი სიძველისა, იმეილ მარკეტინგი ჯერ კიდევ გამოსადეგი და საიმედო არხია ეფილიეიტ მარკეტინგისათვის. ზოგიერთ მარკეტერეს გააჩნია საკუთარი მეილების სია, რასაც პროდუქტის გავრცელებისათვის იყენებს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი აგზავნის მეილებს, სადაც მითითებულია პროდუქტზე გადასასვლელი ბმულები, საიდანაც შემდეგ ისინი საკომისიოებს იღებენ.
კიდევ ერთი გზა ეფილიეიტ მარკეტინგისათვის არის დრო და დრო იმეილების სიის შექმნა. მარკეტერები სხვადასხვა კამპანიების დროს აგროვებენ მეილებს და შემდეგ უგზავნიან ინფორმაციებს პროდუქტების შესახებ.
5. დიდი მედია ვებ-გვერდები
ინტერნეტ სივრცეში მილიონობით მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-გვერდია შექმნილი, რათა ქსელში უზარმაზარი დატვრითვა შექმნას. ასეთი ვებ-საიტები ხელს უწყობს პროდუქტების გავრცელებას მასობრივი აუდიტორიის მასშტაბით, რისთვისაც ბანერებსა და სხვადასხვა შინაარსობრივ ეფილიეიტ ბმულებს იყენებს. ასეთი მიდგომა ზრდის კონვერტაციის მაჩვენებელს და მოაქვს მზარდი გაყიდვები, როგორც დამკვეთისთვის, ისე აფილიეტ მარკეტერებისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
ეფილიეიტ მარკეტინგი დამწყებთათვის