გამომცემელთა სახეობები ეფილიეიტ მარკეტინგში

რა არის ეფილიეიტ პლატფორმების დადებითი მხარეები?
თუ ეფილიეიტ პროგრამას მართავთ, ან მის დაწყებაზე ფიქრობთ, თქვენთვის სავარაუდოდ უკვე კარგად ნაცნობია, თუ გამომცემლობის რამდენად მრავალფეროვანი და განსხვავებული სახეობები არსებობს. მათი გარჩევა და მახასიათებლების ცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი განსხვავებულ შესაძლებლობებს გთავაზობენ და ეფილიეიტ მარკეტინგის ისეთი სტრატეგიის შემუშავებაში გეხმარებათ, რომელიც თქვენი ბიზნესის მიზნებთან და ღირებულებებთან იქნება შესაბამისობაში.
მათი კატეგორიზაცია შესაძლოა რთულიც აღმოჩნდეს, რადგან არა ერთი ახალი და ჰიბრიდული სახეობები გამოჩნდა ბაზარზე. მაგალითად, ქეშბექ საიტები, რომლებიც პრომო კოდებსაც სთავაზობენ საკუთარ მომხმარებელს. მიმდინარე სტატიაში ჩვენ 9 ყველაზე მნიშვნელოვან და გავრცელებულ სახეობაზე ვისაუბრებთ.
- ბლოგები და კონტენტ საიტები
ბლოგები და კონტენტ ვებგვერდები გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მათი მიზანი ღირებული, რელევანტური და თანმიმდევრული კონტენტით მომხმარებლის მოზიდვაა. თუმცა, პროცესში ყველაზე რთული ამ მომხმარებლამდე მიღწევა და მათი დარწმუნებაა. მაგრამ თუ აღნიშნული გამომცემლობა ეფექტური და ხარისხიანია, ლოაიალური და აქტიური აუდიტირიის მოზიდვა დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
უპირატესობები
ისინი აუდიტორიის მაღალი ჩართულობით ხასიათდებიან და ხშირად კონკრეტული ნიშის ექსპერტებიც არიან.
მათი გავლენა საკმაოდ მაღალია, რაც მათი პროფესიონალური კონტენტიდან გამომდინარეობს. ეს ყველაფერი კი ერთბაშად აისახება ბრენდის იმიჯზე.
როგორ შეგვიძლია ჩართულობის ამაღლება ბლოგებისა და კონტენტის საშუალებით?
ერთ-ერთი საუკეთესო გზა წარმატებული გამომცემლების დაქირავება და მათი წარმოებული კონტენტის გამოყენებაა. ასევე, შეგიძლიათ, რომ მათ რეკლამების განთავსების საშუალება მისცეთ თქვენს ვებგვერდზე. გაუგზავნეთ მათ ნიმუშები და ინფორმაცია თქვენი პროდუქტის შესახებ, რათა თავიანთი საქმე ეფექტურად შეასრულონ.
- ლოიალობისა და ქეშბექ საიტები
ქეშბექ ვებგვერდების კოცნცეფცია შემდეგნაირია - ისინი რეკლამებიდან მიღებულ საკომისიოს იყენებენ, რათა საკუთარ მომხმარებელს გადაუხადონ გარკვეული პროცენტი. ისინი ძირითადად ყოფენ საკომისიოს მომხმარებელთან, რაც მათთვის დამატებითი სტიმულია პროდუქტის შესაძენად. ლოიალობის საიტებიც დაახლოებით იგივე პრინციპით მუშაობს, თუმცა ფულის ნაცვლად, ისინი გარკვეული რაოდენობით გადასაცვლელ ქულებს აგროვებენ.
უპირატესობები
მსგავსი საიტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის გახლავთ, რომ დიდი მოცულობით მომხმარებელთა მოზიდვა შეუძლიათ. ვინაიდან, ასეთ საიტებზე მომხმარებლები „უფასო“ ფულს აგროვებენ, მათი გამოყენების სურვილი საკმაოდ დიდია. მას შემდეგ კი, რაც ამ ფულს მიიღებენ, მათი ლოიალობაც საიტების მიმართ ძირითადად შემთხვევებში იზრდება, რადგან სამომავლო შესყიდვების დროსაც, ისინი გარკვეული ოდენობით უკან იბრუნებენ თანხას ან ქულებს. ეს შესანიშნავი საშუალებაა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად.
როგორ შეგვიძლია ჩართულობის ამაღლება ამგვარი საიტების საშუალებით?
მთავარი გამოწვევა ამგვარ საიტებს შორის თქვენი პოზიციების გამყარებაა. ამის გაკეთება ექსკლუზიური შეთავაზებებით, სხვადასხვა ბიუჯეტური პროდუქტისა თუ მომსახურების წარდგენით ან პრომო კოდების საშუალებით შეგიძლიათ.
- სოციუმები & მომხმარებლის წარმოებული კონტენტი
არსებობს უამრავი ონლაინ შოპინგის სოციუმი, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს აძლევენ რჩევებს, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ინფორმაციას და ეხმარებიან ერთმანეთს, ხშირად დისკუსიების სახითაც. ასევე, ამგვარი სოციუმების საშუალებით, ისინი ხშირად განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებსა და უფასო პროდუქტებსაც იღებენ.
უპირატესობები
თქვენი აუდიტორიის ყურადღებას განსაკუთრებით ისეთი მომხმარებლები იქცევენ, რომლებიც გამუდმებით ატარებენ კვლევებს. ეს შესანიშნავი საშუალებაა საკუთარ ნიშაში ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენს გარშემო ლოიალური მომხმარებლები შემოიკრიბოთ.
როგორ უზრუნველვყოფთ ამგვარი ჯგუფების ჩართულობას?
შეგიძლიათ, მათ ექსკლუზიური ვაუჩერები შესთავაზოთ ან უახლესი შეთავაზებების შესახებ მოუყვეთ. აუცილებლად შექმენით სპეციალურად ამ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი და დაარწმუნეთ ისინი, რომ მათ ყოველთვის უსმენთ და ითვალისწინებთ მათ შეხედულებებს, ვინაიდან ეს ყველაზე კარგი საშუალებაა მათთან დასაახლოვებლად.
- შედარების ფუნქციის მქონე პლატფორმები
მსგავსი საიტები შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ რამდენიმე პროდუქტის მოძებნა და მათი შედარება. მათ შეუძლიათ ისეთი ფილტრების გამოყენება, როგორიცაა ფასი, მახასიათებლები, შეფასებები და სხვადასხვა კრიტერიუმები. როგორც რეკლამის შემქმნელი, თქვენ ხშირად გიწევთ ფინანსების დახარჯვა იმისათვის, რომ საძიებო სისტემებში მოხვდეთ, მიიღოთ მეტი გაყიდვები და უკეთესი რეიტინგი.
უპირატესობები
შედარების ფუნქციის მქონე პლატფორმების ფასები ხშირად საკმაოდ დიდია, ვინაიდან კონკურნეციაც ძალიან მაღალია. თუმცა, ასეთი პლატფორმები საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი პროდუქტების სრული კომპლექტი განათავსოთ ერთად. კიდევ ერთი რამ, რაც ამგვარ საიტებს გამოარჩევს, მომხმარებელთა ნდობაა. როდესაც მომხმარებელი მათ მიმართავს, ძირითად შემთხვევებში მათ პროდუქტის შეძენის რეალური განზრახვა გააჩნიათ, რაც ამგვარ პლატფორმას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.
როგორ შეგვიძლია ჩართულობის ამაღლება შედარების ფუნქციის მქონე პლატფორმების საშუალებით?
ვინაიდან, შედარების ფუნქციის მქონე პლატფორმების უმრავლესობა PPC (pay per click) მოდელზეა დაფუძნებული, თქვენ მხოლოდ კონკრეტული ჩართულობისთვის (კლიკი ბმულზე, შესყიდვა ა.შ.) გიწევთ გადახდა. თქვენი ხელჩასაჭიდი ფაქტორი ძლიერი პროდუქციის ბაზისა და თქვენი ლიდერი მარკეტინგული პროდუქტების წარმოჩენა იქნება.
- სოციალური მედია გამომცემლობა
სოციალური მედია გამომცემლები თითქმის ყველა სოციალურ ქსელში გვხვდებიან. იქნება ეს Facebook, Instagram, Youtube თუ Pinterest. მათ ყველგან აქვთ საკუთარი პროფილები, სადაც ძირითადად ძალიან ბევრი ფანი და გამომწერი ჰყავთ და სწორედ ამ გვერდებს იყენებენ, მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ და ჩართულობის ასამაღლებლად.
უპირატესობები
აუდიტორიისთვის დამახასიათებელი ნიშანი ხშირად ისეთი ადამიანის მოსმენაა, რომელიც მისთვის იდეალს წარმოადგენს. ასეთი ადამიანები კი დღეს, ხშირად სწორედ ინფლუენსერები არიან, რომელთა მოსაზრებასაც მომხმარებელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომაც, ძალიან ბევრი ბრენდი ხშირად მიმართავს ამ გზას დამატებითი მომხმარებელების მოსაზიდად და უფრო ფართო მასშტაბებზე გასასვლელად.
ჩართულობის ამაღლება სოციალური მედიის საშუალებით
ნება მიეცით გამომცემელს, შექმნას თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური კონტენტი, გაუგზავნეთ მათ პროდუქტის ნიმუშები და ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც თავიანთი საქმის კეთებაში დაეხმარებათ. ამასთანავე, დარწმუნდით, რომ მუდმივად ახალისებთ ისეთ გამომცემლებს, რომლებსაც ყველაზე მეტი გაყიდვები მოაქვთ თქვენი ბიზნესისთვის.
პროფესიონალ ეფილიეიტ მარკეტერებს, რომლებიც იმეილ მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობენ, აქვთ განსხვავებული ბაზები განსხვავებული აუდიტორიებიდან. მათთან პარტნიორობის შემთხვევაში, იმეილ მარკეტერები თქვენი ბიზნესის აუდიტორიისთვის საჭირო და რელევანტურ კონტენტს აწარმოებენ და გაავრცელებენ.
უპირატესობები
როდესაც საქმე იმეილ მარლეტინგს ეხება, ძალიან მნიშვნოლოვანი და ამავდროულად რთულია სწორი გამომცემლის მოძებნა, ისეთი გამომცემლის, რომელიც სპეციფიკურად თქვენს აუდიტორიას დაუკავშირდება. ამისათვის, ისინი ტრენდების ანალიზს იყენებენ, რაც მათ საუკეთესო შედეგების მიღების საშუალებას აძლევს. საუკეთესო იმეილ მარკეტერები ძირითადად გადახდის CPA (Cost Per Acquisition) მოდელს მოგთხოვონ, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც თქვენი მესიჯი მომხმარებლამდე მიდის.
ჩართულობის ამაღლება იმეილ მარკეტინგის საშუალებით
დღესდღეობით ხალხი უამრავ ელექტრონულ ფოსტას იღებს, ამიტომაც რაიმე განსხვავებული სცადეთ, იყავით მეტად კრეატიული და ორიგინალური. გამოიყენეთ დროში შეზღუდული შეთავაზებები, რომ მომხმარებელს სწრაფი ქმედებისაკენ უბიძგოთ. ეს მათ უკეთ გაცნობაშიც გეხმარებათ და მათ ჩართულობასაც ამაღლებს. ამასთანავე, დარწმუნდით, რომ მათთვის ეს პროცესი საკმაოდ მარტივი და უპრობლემო იყოს.
- რეთარგეთირება და რემარკეტინგი
ამ სფეროს სპეციალისტებთან მუშაობა თითქმის იგივეა, რაც ონლაინ მარკეტერებთან მუშაობა. ეს ადამიანები ქმნიან თქვენთვის იმ რეკლამებს, რომლებიც მომხმარებლებს მათი წინა აქტივობების მიხედვით გამოუჩნდებათ. მათი საშუალებით თქვენ დაუკავშირდებით ისეთ მომხმარებლებს, რომლებმაც შოპინგის კალათა „შუა გზაზე მიატოვა“, ეძებდა თქვენს, ან თუნდაც კონკურენტის პროდუქტს ონლაინ სივრცეში.
უპირატესობები
რეთარგეთირებისა და რემარკეტინგის მეშვეობით, თქვენ ისეთ ხალხს უკავშირდებით, ვინც უკვე გამოთქვა გარკვეული ინტერესი თქვენი ბრენდისა და პროდუქტის მიმართ. რაც ნიშნავს, რომ მათი კონვერტაციის შანსი გაცილებით მაღალი იქნება. CPA მოდელის საშუალებით კი, თქვენ მხოლოდ მაშინ გადაიხდით საფასურს, როდესაც რეალურ შედეგს მიაღწევთ. ამ მეთოდების გამოყენებისას, უამრავი შესაძლებლობა არსებობს, რაც თქვენი აფილიეიტ მარკეტინგის პროგრამისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
როგორ შეგვიძლია ჩართულობის ამაღლება რეტარგეტირებისა და რემარკეტინგის საშუალებით?
იყავით განსხვავებული და კრეატიული და მიეცით გამომცემლებს ყველა საჭირო ხელსაწყო, რაც მათ თქვენთვის სასურველი კამპანიის შექმნაში დაეხმარება. დანარჩენს უკვე გამომცემელი მიხედავს.
- საშოპინგო პორტალები
საშოპინგო პორტალები ისეთი საიტებია, სადაც არა ერთი კომპანიის პროდუქტებია გამოტანილი. ეს შეიძლება ძალიან სპეციფიკურიც და ამავდროულად, ძალიან ზოგადიც იყოს. თუმცა, მათი გამოყენება თქვენი პროდუქტისა და მომსახურების საჩვენებლად და შესაბამისად, ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, ნამდვილად შეგიძლიათ.
უპირატესობები
ეს შესანიშნავი საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად ისეთ პოტენციურ მომხმარებლებთან, რომლებიც თქვენს მსგავს პროდუქტებსა და მომსახურებას იკვლევენ. ისეთ მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე გარკვეული ინტერესი გამოთქვეს პროდუქტის მიმართ, შეგიძლიათ იმეილ მარკეტინგის მეშვეობითაც დაუკავშირდეთ.
ჩართულობის ამაღლება საშოპინგო პორტალების დახმარებით
ამგვარ საიტებზე ხშირად ძალიან ბევრი კომპანიის პროდუქციაა განთავსებული, ამიტომ საკუთარი თავის წარმოჩენა გაცილებით უფრო რთული ხდება. შექმენით ექსკლუზიური კოდები, ან უახლესი შეთავაზებები წარუდგინეთ პორტალებს. აწარმოეთ პროფესიონალური კონტენტი და გახსოვდეთ, რომ ამგვარ საიტებზე მხოლოდ ერთი შანსი გეძლევათ მომხმარებელთა გულის მოსაგებად, ამიტომ მას ხელიდან ნუ გაუშვებთ.
- პრომო კოდები
ზოგიერთი ვებ-გვერდი საკუთარ საიტზე სპეციალურ პრომო კოდებსა და შეთავაზებებს ათავსებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პროდუქტი ფასდაკლებით შეიძინოს თქვენს ვებ-გვერდზე. ადამიანები ხშირად ეძებენ მსგავს საშუალებებს, ამიტომაც ასეთი შესაძლებლობის მიცემა მათთვის შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის გამოდგეს.
უპირატესობები
მხოლოდ მცირედი ძალისხმევითა და მონდომებით შეგიძლიათ ძალიან ბევრ ადამიანს მიაწვდინოთ საკუთარი მესიჯი და სპეციალური კოდები შექმნათ, ერთჯერადი მოხმარების, თუნდაც, მობილური მომხმარებლისთვის. ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ახალ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და თქვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ამგვარი კოდებით და მინიმალური დანახარჯებით საგრძნობი შედეგების მიღება შეგიძლიათ.
ჩართულობის ამაღლება პრომო კოდების გამოყენებით
ნუ გააგრძელებთ ერთი და იმავე შეთავაზებებს დიდი ხნით. ეცადეთ, რომ პერიოდულად ახალ-ახალი და შთამბეჭდავი შეთავაზებები შექმნათ მომხმარებლისთვის, რაც მათ უკან დაბრუნებისაკენ უბიძგებს. ასევე საჭიროა, რომ ასეთ შეთავაზებებს შესაბამისი კონტენტიც დაურთოთ, რაც თქვენს შანსებს კიდევ უფრო გაზრდის. PPC მოდელის დახმარებით კი, საფასურსაც მხოლოდ შედეგის მიღებისას იხდით, რაც ამ მოდელს გაცილებით მომხიბვლელს ხდის.
ასევე დაგაინტერესებთ:
ეფილიეიტ მარკეტინგის 6 სტრატეგია გაყიდვების გაზრდისთვის
ეფილიეიტ მარკეტინის ძირითადი არხები
ეფილიეიტ მარკეტინგი - ნაბიჯ-ნაბიჯ