media-4

როგორ განვახორციელოთ პირველი წარმატებული PPC კამპანია?

  • 08 ივლ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
როგორ განვახორციელოთ პირველი წარმატებული PPC კამპანია?

როდესაც საქმე მარკეტინგულ აქტივობას ეხება, ბიზნესის მფლობელებს უამრავი არჩევანი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია რენტაბელურია, ჯერ კიდევ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესის მფლობელების 70%-ს ბიუჯეტის გამოყოფა PPC კამპანიისთვის ერჩივნა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მომხმარებლების 64.6% აკლიკებს Google-ის რეკლამებს, როდესაც ონლაინ რაიმეს ყიდვა სურთ. სტრატეგიულად შედგენილი PPC კამპანიით ხდება ტრაფიკის გაზრდა, ლიდების მოპოვება და ა.შ. მყისიერი შედეგების და უკუკავშირის მიღება PPC მარკეტინგის კიდევ ერთი პრივილეგიაა, რასაც SEO კამპანიაზე ვერ ვიტყვით.

მარკეტოლოგების 34%-ს მიაჩნია, რომ ფასიანი ძიება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული ხერხია. იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგების მიღწევა შეძლოთ PPC კამპანიით, მხოლოდ იღბალი ვერ დაგეხმარებათ. გთავაზობთ გზამკვლევს, თუ როგორ განახორციელოთ პირველი წარმატებული PPC კამპანია.

ჩაატარეთ ბრეინშტორმინგი

ყველა წარმატებული Google Ads კამპანია იწყება კვლევით. განსაკუთრებით კი მომხმარებლების ჭრილში. Google Ads კამპანიის განხორციელებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა სურთ მომხმარებლებს, რას ეძებენ და როგორ ეძებენ მას. შეგიძლიათ, ნებისმიერი საკვანძო სიტყვებით გაუშვათ რეკლამები, მაგრამ თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია ამ სიტყვებს არ იყენებს ძიების დროს, მაშინ თქვენი გაშვებული რეკლამები ტყუილი ფულის ხარჯვა იქნება. რამდენად კარგი და მომხმარებელზე მორგებული რეკლამაც არ უნდა შექნათ, საკვანძო სიტყვებზე ბრეინშტორმინგის ჩატარება PPC კამპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გამოიყენეთ საკვანძო სიტყვების ინსტრუმენტი

მას შემდეგ, რაც საკვანძო სიტყვების სიას შეადგენთ, გამოიყენეთ ინსტრუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ საკვანძო სიტყვების ვალიდურობას. Google Keyword Planner გთავაზობთ თქვენ მიერ მოძიებული საკვანძო სიტყვების ვალიდაციას, საძიებო სისტემებში გამოყენების სიხშირეს და ა.შ.. ეს ინსტრუმენტი ასევე გთავაზობთ დამატებით მსგავს საკვანძო სიტყვებს და მათ შორის ყველაზე ეფექტურს გამოყოფს. ეს არის საკვანძო სიტყვების ვალიდაციის მარტივი და სწრაფი მეთოდი. გარდა ამისა, ინსტრუმენტი გაწვდით ყოველთვიურ ანგარიშს ამ საკვანძო სიტყვების მოხმარებასთან დაკავშირებით, ადგენს კლიკის საფასურს სიტყვებზე დაყრდნობით და გეუბნებათ, რამდენად კონკურენტუნარიანი სიტყვებია. მაღალი კონკურენციის მქონე საკვანძო სიტყვების ფასი უფრო მაღალია ვიდრე დაბალი კონკურეციისა.

PPC საკვანძო სიტყვების სტრუქტურა და ორგანიზება

მას შემდეგ, რაც საკვანძო სიტყვების მონაცემებს შეაგროვებთ, აუცილებლად უნდა დააგჯუფოთ ისინი მიზნობრიობის მიხედვით. რაც უფრო რელევანტურ ჯგუფებს შექმნით, მით უფრო გაგიმარტივდებათ კონკრეტული საკვანძო სიტყვების ეფექტურობის გაზომვა.

შექმენით ნეგატიური საკვანძო სიტყვების სია PPC კამპანიისთვის

მიუხედავად იმისა, რომ საკვანძო სიტყვა რელევანტურად შეიძლება მოგეჩვენოთ და კონკურენტუნარიანიც იყოს, შესაძლოა, ის თქვენთვის სულაც არ აღმოჩნდეს იდეალური.

ერთი შეხედვით, მსგავსი საკვანძო სიტყვები რეალურად სხვადასხვა აუდიტორიას შეიძლება ერგებოდეს. თუ თქვენ თქვენთვის შეუსაბამო საკვანძო სიტყვას გამოიყენებთ, ან ნეგატიურ საკვანძო სიტყვებში არ მიუთითებთ ასეთ სიტყვას, ჩნდება იმის საშიშროეა, რომ არასწორი კლიკები დააგროვოთ, კონვერტაცია ვერ გაზარდოთ და კლიკების ღირებულებაც ტყუილად გადაიხადოთ.

განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი  

საკვანძო სიტყვების მოძიებისას რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას უნდა გასცეთ პასუხი, მაგალითად:

  • იყენებს ძებნისას ამ საკვანძო სიტყვებს თქვენი აუდიტორია?
  • რა მიზნით ეძებენ კონკრეტულ ინფორმაციას? მზად არიან, რეკლამაზე დააკლიკონ და პროდუქტი შეიძინონ?

ამ შეკითვებზე პასუხის გაცემა ნამდვილად დაგეხმარებათ რელევანტური საკვანძო სიტყვების სიის შექმნაში, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა:

  • მეყოფა თუ არა ბიუჯეტი ამ საკვანძო სიტყვებზე რეკლამის გაშვებისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ კლიკის საშუალო ღირებულება ინდუსტრიის მიხედვით განისაზღვრება, არსებობს სხვა დამატებითი ელემენტები, რაც კლიკის ღირებულებაზე მოქმედებს. ამ შეკითხვას აუცილებლად უნდა უპასუხოთ, სანამ საკვანძო სიტყვების საბოლოო სიას შეადგენთ. თქვენ წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული კლიკის მაქსიმალური ღირებულება იმისთვის, რომ ბიუჯეტის გადახარჯვა არ მოხდეს.

კლიკის მაქსიმალური ღირებულების განსაზღვრა ხდება თქვენი კონვერტაციის მაჩვენებლის მიხედვით და მოგების რაოდენობით თითო კონვერტაციიდან/მომხმარებლიდან. ერთადერთი გზა, რომ კამპანია მომგებიანი იყოს, უნდა გაზარდოთ კონვერტაციები ან ერთი მომხმარებლისგან მიღებული მოგება.

შეისწავლეთ კონკურენტული გარემო

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, ვინ არიან თქვენი კონკურენტები და რას აკეთებენ, დროა ამის მოკვლევა დაიწყოთ. ძალიან ბევრი საშუალებით შეგიძლიათ მათი PPC კამპანიის ანალიზი. თქვენ იმაზე მეტი კონკურენტი გყავთ, ვიდრე გგონიათ. 

შექმენით საუკეთესო ქოფი

მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ყველაფერს საკვანძო სიტყვების გარშემო, დროა საუკეთესო რეკლამა შექმნათ. თუ თქვენ დროს გამოყოფთ საუკეთესო ქოფის შესაქმნელად საბოლოოდ ნახავთ, რომ ეს დადებითად აისახება თქვენს ROI-ზე. რაც უფრო ახლოს არის თქვენი ქოფი თქვენს აუდიტორიასთან, მით უფრო მაღალია შანსი, რომ რეკლამას დააკლიკონ და შედეგად მიიღოთ კონვერტაცია.

CMO Council-ის კვლევის მიხედვით, მარკეტოლოგების 43% ამბობს, რომ პერსონალიზებული რეკლამები ზრდის კონვერტაციებს. ეს კვლევა ამყარებს Autopilot-ის მიერ გაზიარებულ მონაცემებს, რომ მომხმარებლები 4-ჯერ მეტად რეაგირებენ პერსონალიზებულ შეთავაზებებზე. პერსონალიზება, ამ შემთხვევაში, არ გულისხმობს იმას, რომ რეკლამაში მომხმარებლებს საკუთარი სახელით მიმართავდეთ. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. Autopilot-ის კვლევის მიხედვით, მომხმარებლებს მოლოდინი აქვთ, რომ შეთავაზებებს მიიღებენ მათი საჭიროებებისა და ინტერესების მიხედვით.

აუდიტორიის და საკვანძო სიტყვების კვლევა დაგეხმარებათ თქვენი პოტენციური მომხმარებლების ფსიქოლოგიის შესწავლაში. შედეგად კი შეგეძლებათ ისეთი ქოფის შექმნა, რაც მათზე მორგებული იქნება. გახსოვდეთ, რომ ქოფისთვის ლიმიტირებული ადგილი გაქვთ PPC რეკლამებში, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს უსვამთ ხაზს.

ტექსტისთვის ლიმიტირებული ადგილების რამდენიმე საკვაძო კომპონენტი არსებობს:

  • სათაური
  • აღწერის ხაზი
  • თქვენი URL ბმული

თქვენს რეკლამაში ნათლად უნდა ჩანდეს პროდუქტის უნიკალურობა (USP), აწვდიდეთ ინფორმაციას, თუ რას მიიღებენ, როდესაც თქვენს რეკლამას დააკლიკებენ.  არსებობს სამი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი USP-ს შესახებ თქვენს რეკლამაში:

  • USP უზრუნველყოფს მეტი ხარისხიანი კლიკის დაგროვებას.
  • სოლიდური USP ფასზე ორიენტირებულ მომხმარებლებს დაარწმუნებს თქვენი პროდუქტის შეძენაში, რადგან ფასთან ერთად ისინი პროდუქტის უნიკალურობასაც გაითვალისწინებენ და თქვენს კონკურენტებთან ფასის შედარებას შეწყვეტენ.
  • გაყიდვების კონვერტაციები გაიზრდება და უფრო მეტი ვიზიტორის გადამხდელუნარიან მომხმარებლებად გადაქცევას შეძლებთ.

თუ თქვენ არ იცით, რაში გამოიხატება თქვენი პროდუქტის უკინალურობა, აუცილებლად დაუთმეთ დრო ამის გარკვევას:

  • რითი შეგიძლიათ თქვენი კონკურენტების დაჩრდილვა?
  • რის გამო ყიდულობენ მომხმარებლები თქვენს პროდუქტს?
  • რის გამო ბრუნდებიან მომხმარებლები თქვენთან?

გახსოვდეთ, USP აუცილებლად უნიკალური უნდა იყოს. გარდა USP-სა, ქოფი შეადგინეთ შემდეგი ელემენტების გათვალისწინებით:

გახადეთ ღირებული – ნუ წარმოაჩენთ რეკლამაში ფასის კონკურენტუნარიანობას. ხაზი გაუსვით ღირებულებებს. რასაც არ უნდა არეკლამებდეთ, მიაწოდეთ ისეთი ინფორმაცია, რაც ფასზე ღირებულია.

გაეთ დამაჯერებელი – ნუ შექმნით ისეთ რეკლამას, რომელიც ძალიან კარგი იქნება იმისთვის, რომ რეალური იყოს. მომხმარებლები მარტივად ცნობენ არარეალურ შეთავაზებებს და უჩნდებათ განცდა, რომ მათ მოტყუებას ცდილობენ.

დააზღვიეთ რისკები – ქოფიში შეიყვანეთ გარანტიები, ან სანდობის სიგნალები. ასეთ შემთხვევაში ისეთი მომხმარებლის მოპოვება შეგიძლიათ, რომელიც რისკებისგან თავის დაზღვევას ცდილობს. 

გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები – უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომ თქვენი რეკლამა შესაბამის ადამიანებთან გამოჩნდეს, საკვანძო სიტყვების გამოყენებაა. ისინი ტექსტში რელევანტურად უნდა გამოიყენოთ. მხოლოდ იმიტომ ნუ ჩაწერთ, რომ ისინი რეკლამაში გამოჩნდეს

შექმენით ძლიერი და რელევანტური call to action

WordStream-მა ანალიზი გაუკეთა ტოპ 100 წარმატებულ PPC კამპანიას და შეადგინა პოპულარული სიტყვების სია. ორი სიტყვა, რომელიც განსაკუთრებით გამოყოფილი იყო, არის მოქმედების გამომხატველი სიტყვები:

“Get” (მიიღეთ, შეიძინეთ) და “now” (ახლა).

სხვა ძლიერი CTA სიტყვები არის:

  • შენ/შენი (პერსონალიზირებული)
  • უფასო (ფასით დაინტერესებული)
  • დაზოგე (ფასით დაინტერესებული)
  • საუკეთესო (ღირებულებაზე ორიენტირებული)
  • მიწოდება (დამატებითი სერვისი)

გააძლიერეთ რეკლამები ad extensions-ებით

AD extensions-ების გამოყენება დამოკიდებულია თქვენი კამპანიის მიზანზე. Extensions-ები არ ზრდის თქვენი რეკლამის ღირებულებას, მაგრამ აძლიერებს თქვენი რეკლამის შესრულებას, ხდის უფრო ინტერაქციულს და ყურადღების მიმქცევს. Extensions-ები დამატებით ინფორმაციას აწვდის მომხმარებლებს და თქვენთან თანამშრომლობის უფრო მეტ მიზეზს უჩენს.

გთავაზობთ extensions-ების ჩამონათვალს, რომლის ნახვაც Google Ads-შია შესაძლებელი.  

  • Sitelink extensions
  • Location extensions
  • Call extensions
  • App extensions
  • Review extensions
  • Callout extensions
  • Structured snippet extensions

შექმენით დამაჯერებელი და მიმზიდველი ლენდინგ გვერდი

რეკლამიდან გადმოსული ტრაფიკი აუცილებლად „სადღაც“ უნდა მოახვედროთ. არ დაუშვათ შეცდომა და თქვენი საიტის მთავარ გვერდზე არ გადაამისამართოთ მომხმარებლები. ისეთ გვერდზე უნდა გაგზავნოთ ტრაფიკი, რომელიც თქვენი რეკლამისთვის ყველაზე რელევანტურია. რეკლამასა და ლენდიგნგ გვერდს შორის რელევანტურობა ქმნის მომხმარებლისთვის შესანიშნავ გამოცდილებას და ზრდის კონვერტაციებსაც.

შეადგინეთ პროდუქტის აღწერა ისე, რომ რეკლამის ტექსტთან დაკავშირება შეიძლებოდეს. ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს, ყველაფერში სიმარტივე შეინარჩუნეთ. ტექსტი გაამდიდრეთ ვიზუალური ეფექტებით. გამოიყენეთ A/B ტესტები უკეთესი შედეგების მისაღწევად.

დარწმუნდით, რომ ლენდინგ გვერდი ოპტიმიზირებულია, იტვირთება სწრაფად და მობილურზეც მორგებულია. 1 წამით ლენდინგ გვერდის ჩატვირთვის დაგვიანება კონვერტაციების 7%-ით შემცირებას იწვევს.

ორიენტირდით კონვერტაციებზე

ყოველთვის გახსოვდეთ, PPC კამპანიის მთავარი მიზანია კონვერტაციები.

დასკვნა

მას შემდეგ, რაც განახორციელებთ კამპანიებს და დაიწყებთ კონვერტაციების გაუმჯობესებას, ამით საქმე არ მთავრდება. მუდმივად მონიტორინგი უნდა გაუწიოთ თქვენს კამპანიებს, რეკლამებსა და რეკლამის ჯგუფებს. შედეგების მიხედვით დაამატოთ ან ამოიღოთ საკვანძო სიტყვები, გააჩეროთ/გააუმჯობესოთ ცუდი შედეგების მქონე რეკლამები და ა.შ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

არის თუ არა Google Ads-ის გამოყენება მართებული თქვენი ბიზნესისთვის?

რას ნიშნავს ლიდების გენერაცია?

რა არის ქოფირაითინგი?