რა არის PPC მარკეტინგი და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი ბიზნესისთვის

რა არის PPC (pay-per-click) მარკეტინგი? ეს მიდგომა იყენებს საძიებო სისტემებში რეკლამირებას, რათა ვებ-გვერდისათვის „კლიკები“ დააგენერიროს, ნაცვლად მისი ორგანულად გამომუშავებისა. ალბათ შეგხვედრიათ Google-ში ის დასპონსორებული საძიებო შედეგები, რომელიც ყვითელი სარეკლამო ნიშნით არის მონიშნული. სწორედ ეს არის PPC - pay-per-click რეკლამირება, რომელზეც სტატიის განმავლობაში ვისაუბრებთ.
ის ამგვარად მუშაობს: ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი თქვენს რეკლამას აკლიკებს და ვებ-გვერდზე გადმოდის, თქვენ საძიებო სისტემას კონკრეტულ საფასურს უხდით (სწორედ ამიტომ ჰქვია მას, გადახდა თითო ღილაკზე). როდესაც PPC კამპანია გამართული და დახვეწილია, ის საფასური, რისი გადახდაც გიწევთ, არაფერია იმ სარგებელთან შედარებით, რაც მას მოაქვს. მაგალითად, თუ „კლიკებზე“ $1 დოლარს იხდით, მაგრამ შედეგად $30 დოლარიან გაყიდვას იღებთ - იდეას თავადაც კარგად მიხვდებით.
საერთო ჯამში, PPC მარკეტინგი ყველასთვის კარგია:
- მაძიებლებისთვის - კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც რაიმეს ეძებენ, ხშირად ფასიან საძიებო რეკლამებზე გადადიან. გამომდინარე აქედან, მომხმარებელი არ წუხდება რეკლამირებული კონტენტით, რამდენადაც ის მის საჭიროებებს შეესაბამება. გარდა ამისა, რადგანაც ჩვენ სასურველი პროდუქტის მოსაძებნად საძიებო სისტემას ვიყენებთ, რეკლამების ჩათვლით საძიებო შედეგები საკმაოდ რელევანტურია. თანაც, Google-მა სპეციალური ფორმულა შეიმუშავა, რომელიც PPC რეკლამებს მაქსიმალურად ამთხვევს ჩვენს საჭიროებებს.
- რეკლამის შემქმნელებისთვის - მათთვის ეს მშვენიერი საშუალებაა საკუთარი მესიჯის სამიზნე აუდიტორიამდე მისატანად. ვინაიდან, მომხმარებლები გარკვეულწილად თავის განზრახვას საძიებო სისტემების მეშვეობით ამჟღავნებენ, რეკლამის შემქმნელებს ეს ეხმარება ტრაფიკის ხარისხის შეფასებაშიც.
- თავად საძიებო სისტემებისთვის - PPC საძიებო სისტემებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად იზრუნონ როგორც მომხმარებლებზე, ასევე რეკლამის განმთავსებლებზე. მომხმარებლები მათთვის მონაცემთა ბაზას აფართოებენ, ხოლო რეკლამის განმთავსებლებისგან კი მათ დამატებითი შემოსავალი შესდით. საძიებო სისტემებისთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი, რელევანტური შედეგების გამოჩენა და ამასთან მიზანმიმართული, შემოსავლების მომტანი სარეკლამო არხების შექმნაა.
PPC მარკეტინგის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ Google ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე რეკლამებს აპრიორიტეტებს და არა უბრალოდ მათ, ვინც უფრო მეტს იხდის. არსებითად, პრიორიტეტის მოსაპოვებლად კარგი მაჩვენებლებიც უნდა გქონდეთ. რაც უფრო კარგია თქვენი რეკლამა, მით მეტი „კლიკების“ რაოდენობა და ნაკლები დანახარჯი გექნებათ.
Google Ads და Pay-Per-Click მარკეტინგი
Google Ads, იგივე Google AdWords, როგორც ის ადრე მოიხსენიებოდა, აგებულია PPC მოდელზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მომხმარებლები კონკრეტული ქივორდებისთვის და მათ რეკლამებზე დაკლიკებისთვის იხდიან საფასურს.
ყოველ ჯერზე, როდესაც საძიებო სისტემაში რაიმე იძებნება, Google იწყებს რეკლამის განმთავსებელთა გაფილტვრას და იმ პრიორიტეტულების არჩევას, რომლებიც საძიებო შედეგების სივრცეში გამოჩნდებიან. „გამარჯვებულები“ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩევიან. ისეთი ფაქტორების, როგორიც არის ხარისხი და რელევანტურობა მათი ქივორდებისა და სარეკლამო ტექსტებისა.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მისი ვინაობა, ვინც საძიებო გვერდზე გამოჩნდება, ვლინდება ორი საზომი ერთეულის გადამრავლებით - CPC შეთავაზება (ფსონის ის ოდენობა, რისი გადახდისთვისაც არის მზად რეკლამის დამკვეთი) და ხარისხობრივი ქულა ( ქულა, რომელიც თქვენი „კლიკების“ კოეფიციენტს, რელევანტურობასა და ვებ-გვერდის ხარისხს განსაზღვრავს). რეალურად, თქვენი ხარისხობრივი ქულა მოქმედებს თქვენს რეალურ საფასურზეც - CPC.
სისტემა გამარჯვებულ რეკლამის შემქმნელებს აძლევს საშუალებას, მათი ბიუჯეტის გათვალისწინებით მაქსიმალურად მიაღწიონ პოტენციურ მომხმარებლებამდე.
სასიხარულო ამბავი ის არის, რომ საძიებო სისტემებისთვის რელევანტური რეკლამების მიწოდებით თქვენი რეკლამები იმ ადამიანებამდეც აღწევს, ვინც რეალურად ეძებს მსგავს პროდუქტს. ამგვარად, ორივე მხარე მოგებული რჩება.
არის თუ არა Pay-Per-Click მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის შესაფერისი?
თავისი არსით, PPC რეკლამირება უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა:
- მომხმარებელთა ბაზის გასაზრდელად - დაუკავშირდით იმ მომხმარებლებს, რომლებიც აქტიურად ეძებენ თქვენს მსგავს პროდუქტს და გაუკეთეთ მათ რელევანტური შეთავაზება.
- ლიდების მინიმალური ხარჯებით გენერირებისთვის - ვინაიდან, PPC მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, სწორედ იმ ადამიანებს დაუკავშირდეთ, ვინც რაიმე პროდუქტს შესაძენად ეძებს, ძალიან მაღალი შანსი გაქვთ იმისა, რომ დაინტერესებული მნახველები თქვენი ვებ-გვერდისკენ მოიზიდოთ. ამასთანავე, შეგიძლიათ, დამატებით ისარგებლოთ საძიებო სისტემებისგან გამოყიფილი ალგორითმული ფასდაკლებით, რომელსაც მათი მომხმარებლების დაკმაყოფილებისთვის იღებთ.
სინამდვილეში, PPC მარკეტინგი ყველა ბიზნესისთვის არის გამოსადეგი. იქნება ეს კომპანია, რომელიც ელექტრონული კომერციის საშუალებით აპირებს პროდუქციის გაყიდვას, ცდილობს ლიდების გენერირებას მომსახურების ან პროგრამული უზრუნველყოფის სფეროსთვის, ბრენდის ცნობადობის ამაღლება სურს თუ უბრალოდ სატელეფონო ზარების შემოდინება ადგილობრივი მაღაზიისთვის.
თუმცა სირთულე, ამ ყველაფრის შესრულებაშია. კამპანიიდან მაქსიმუმის მისაღებად საჭიროა, საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნოთ.
საკვანძო სიტყვების კვლევა PPC მარკეტინგისთვის
PPC მარკეტინგისთვის საკვანძო სიტყვების კვლევამ შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო წაიღოს. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მთელი თქვენი PPC კამპანია, ქივორდების გარშემო არის აგებული, ამიტომაც, Google-ის ყველაზე წარმატებული მარკეტერები მუდმივად ცდილობენ მათი ქივორდების სიის დახვეწასა და განვითარებას. თუ ქივორდების კვლევა მხოლოდ ერთხელ აწარმოეთ, როდესაც თქვენი პირველი კამპანია დაიწყეთ, სავარაუდოდ ასობით ისეთ ფასეულ და რელევანტურ ქივორდს გაუშვებთ ხელიდან, რომელსაც თქვენი ტრაფიკის საგრძნობლად გაზრდა შეუძლია.
ეფექტური PPC ქივორდების სია უნდა იყოს:
- რელევანტური - აშკარაა, რომ თქვენ არ გსურთ ისეთი ვებ ტრაფიკის მოზიდვა, რომელსაც თქვენს ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თქვენ ისეთი მიზანმიმართული ქივორდები გჭირდებათ, რომლებიც მაღალ კოეფიციენტს, დაბალ დანახარჯებსა და გაზრდილ შემოსავლებს მოგიტანთ. შესაბამისად, ის ქივორდები, რომლებზეც განაცხადებს აკეთებეთ, ახლოს უნდა იყოს იმ პროდუქტსა თუ მომსახურებასთან, რასაც ყიდით.
- ამომწურავი - თქვენი ქივორდების კვლევა მხოლოდ ყველაზე პოპულარულ და ხშირად მოძებნად საკითხებს არ უნდა მოიცავდეს, არამედ უფრო შორსაც უნდა იყურებოდეთ და გრძელ ქივორდებსაც იყენებდეთ. გრძელი ქივორდები უფრო სპეციფიკური, თუმცა ნაკლებად ზოგადია, მაგრამ ისინი საჭირო ტრაფიკის მიღებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ამასთანავე, ისინი ნაკლებად კონკურენტული, შესაბამისად უფრო იაფიც არის.
- მასშტაბური - PPC განმეორებითია. საჭიროა მისი მუდმივად დახვეწა და განვრცობა, შესაბამისად, ამისათვის აუცილებელი გარემოს შექმნაც.
თქვენი კამპანიის ფარგლებში ქივორდების სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს ნეგატიური ქივორდების აღმოჩენასაც - ნეგატიური ქივორდები აფერხებს თქვენი რეკლამების ჩვენებას ისეთი ძიებისას, რომელიც თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური არ არის და რეალურ კონვერსიას ვერ მოგიტანთ.
Pay-Per-Click კამპანიების მართვა
მას შემდეგ, რაც თქვენს პირველ კამპანიას შექმნით, საჭიროა მისი მართვა რეგულარულად განაგრძოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის თავის ეფექტურობას მუდმივად აგრძელებს. რეალურად, გამუდმებული აქტივობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.
თქვენ პერიოდულად უნდა ატარებდეთ Google Ads-ის შესრულების ანალიზს - კვირაში სულ რაღაც 20 წუთიც კი თავის საქმეს აუცილებლად გააკეთებს. ამასთანავე, უმჯობესია, თუ მოცემულ შესწორებებსაც შეიტანთ თქვენს კამპანიაში:
- დაამატებთ PPC ქივორდებს: განავრცეთ თქვენი კამპანიის მიღწევადობა დამატებითი ქივორდების შემოღებით, რომელიც თქვენი ბიზნესისთვის რელევანტურია.
- დაამატებთ ნეგატიურ ქივორდებს: დაამატეთ ნეგატიური ტერმინები, რომლებიც თქვენი რესუსრსის ფუჭად ფლანგვას აგარიდებთ თავიდან.
- დაყოფთ სარეკლამო ჯგუფებს: გააუმჯობესეთ თქვენი CTR კოეფიციენტი და ხარისხობრივი ქულა სარეკლამო ჯგუფების დაყოფით უფრო მცირე და რელევანტურ ნაწილებად, რაც დაგეხმარებათ უფრო მიზანმიმართული სარეკლამო ტექსტებისა და გვერდების შექმნაში.
- გადახედავთ ხარჯიან ქივორდებს: მიმოიხილეთ ძვირადღირებული ქივორდები და გააუქმეთ, საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში.
- დახვეწავთ მთავარ გვერდს: განაახლეთ კონტენტი და ქმედებისაკენ მოწოდების მესიჯები ( CTA) თქვენს ვებ-გვერდზე. ნუ გაფლანგავთ მთელ ტრაფიკს მხოლოდ ერთ გვერდზე.
თქვენი კამპანიის მუდმივი ოპტიმიზაციის ხარჯზე შეძლებთ, მაქსიმალურად გაზარდოთ მომხმარებელთა ბაზა და კამპანიის ROI.