media-4

"იყავი მამაცი, როგორც უკრაინა" - ონლაინ კურსი უკრაინული კომპანიისგან

  • 20 ივლ 2022
  • ციფრული მარკეტინგი
"იყავი მამაცი, როგორც უკრაინა" - ონლაინ კურსი უკრაინული კომპანიისგან

Choice31 უკრაინული კომპანიაა, რომელიც ონლაინ განათლებაშია ჩართული და ცდილობს, პროფესიის შეცვლა წაახალისოს. კერძოდ კი გუნდი ადამიანებს IT სფეროში ყოველგვარი ტექნიკური უნარ-ჩვევების გარეშე შეღწევაში ეხმარება.

კომპანიამ ახლახანს შეიმუშავა ინტერაქტიული კურსი უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან და ისტორიის, კულტურის, თეოლოგიის, ბიზნესისა და პოლიტიკური მეცნიერების ექსპერტებთან ერთად.

"იყავი მამაცი, როგორც უკრაინა" არის ერთგვარი ვირტუალური მოგზაურობა უკრაინაში, რაც განსაკუთრებით საინტერესოა იქნება მათთვის, ვისაც ამ ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სურს.

"ჩვენ განვმარტავთ, რატომ ჰქვია უკრაინას მამაცი ერი და ყველა გაკვეთილზე ნახავთ პასუხს."

კურსი ხელმისაწვდომია ინგლისურ და უკრაინულ ენებზე და მისი გავლა შეგიძლიათ ბმულზე: https://howtobe.brave.ua/en-index.php 

ukraina-foto

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ცდილობს უკრაინული ბიზნესი გადარჩენას და ქვეყნის შენარჩუნებას