ციფრული მარკეტინგის 16 ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იცოდეთ

ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები დაგეხმარებათ უკეთესად აღასრულოთ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია, თუმცა, ბუნებრივია, ის თქვენს მაგივრად საქმეს არ გააკეთებს.
ზოგიერთი ინსტრუმენტი ფუნდამენტალურია, მაგალითად: იმეილ მარკეტინგი, ანალიტიკა, CRM (Customer relationship management). ზოგი ინსტუმენტი კი უფრო სპეციალიზირებულია: საკვანძო სიტყვების მნიშვნელობის დამთვლელები, დიზაინის ხელსაწყოები და ა.შ.
ჩვენ გამოვყავით 16 საუკეთესო ხელსაწყო, რომელიც ყველა მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს:
- Hubspot
- Ahrefs
- Proof
- Survey Anyplace
- Yoast
- Slack
- Trello
- Canva Business
- Google Adwords
- Google Analytics
- MailChimp
- Asana
- BuzzSumo
- MeetEdgar
- Buffer
- Hootsuite
ფასი: 0-დან 3200 დოლარამდე, დამოკიდებულია პაკეტზე.
HubSpot-ს აქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლებიც თქვენი ბიზნესის წარმატებაში დაგეხმარებათ, არ აქვს მნიშვნელობა რა სტადიაზე იმყოფებით.
ვებ ფორმები, პოპაპ ფორმები, ჩატი შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ. შესაძლებელია იმეილ მარკეტინგის წარმოება, თქვენი მონაცემების უფასოდ CRM-ში ატვირთვა და ვიზიტორების ქცევის ანალიზი.
ფასიანი პაკეტის შეძენისას ყველაფერი უფრო დახვეწილი ხდება, დაწყებული თქვენი კონტენტისა და სოციალური მედიის მენეჯმენტიდან, დამთავრებული იმეილების და ლიდების მოპოვებით.
ეს ხელსაწყო გეხმარებათ: გაზარდოთ ტრაფიკი, მოიპოვოთ ლიდები და გააუმჯობესოთ ROI (უკუგება ჩადებულ ინვესტიციაზე) თქვენი შემომავალი (inbound) მარკეტინგის კამპანიისთვის.
ფასი: 99 დოლარიდან 399 დოლარამდე
Ahrefs არის SEO-ს ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი, რომელიც საიტზე ტრაფიკის გაზრდაში გეხმარებათ. ის დაახლოებით 150 მილიონი საკვანძო სიტყვის მონაცემები ფლობს.
Ahrefs შესანიშნავია კონკურენტების ანალიზისთვის. შეგიძლიათ გაიგოთ რომელია მათ ტოპ გვერდები, ნახოთ მათი კონკტენტის რანგი და Content Gap ხელსაწყოს დახმარებით იდენტიფიცირება გაუკეთოთ თქვენი კონტენტის სუსტ მხარეებს.
The Top Pages ხელსაწყო გაჩვენებთ თუ რომელი გვერდია ყველაზე დატვირთული და ასევე ხედავთ, რა რაოდენობის ტრაფიკი ჰყავთ კონკურენტ საიტებს.
ფასი: დამოკიდებულია თქვენი საიტის ტრაფიკის მოცულობაზე. იწყება თვეში 24 დოლარიდან
Proof უკავშირდება თქვენს CRM-ს ან ვებგვერდს და იყენებს სტატისტიკებს თქვენს საიტზე კონვერტაციის გასაზრდელად.
Live Visitor Count და Hot Streak შეტყობინებების ფუნქციები ზრდის მომხმარებლის მიერ თქვენი ბრენდის აღქმას და გაძლევთ საშუალებას ნახოთ თუ როგორი გამოხმაურება აქვს თქვენს პროდუქტს მათი მხრიდან. ამ ინსტრუმენტების ინსტალაცია მარტივია - თქვენ უბრალოდ მათი პიქსელების კოდები უნდა ჩასვათ თქვენს საიტზე.
თქვენ შეგიძლიათ, დააიდენტიფიციროთ თვენი ვიზიტორები და საიტზე მათი მოგზაურობა უკეთესი გახადოთ. დაკვირვების შედეგად კი გააუჯობესოთ დიზაინი უფრო მაღალი კონვერტაციების მისაღებად.
ფასი: უფასო ცდა შესაძლებელია, ფასი იწყება თვეში 33 დოლარიდან
თუ თქვენ ლიდების მოპოვების ძლიერი ინსტრუმენტი გსურთ, Survey Anyplace სწორედ ის არის, რასაც თქვენი მარკეტინგის გუნდი უნდა ეძებდეს.
მათი ReportR pack-ის საშუალებით თქვენ გექნებათ პერსონალიზირებული PDF-ები სადაც ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი რასაც ეს ხელსაწყო შეაგროვებს. საიტზე ინტეგრირება უმარტივესია და ლიდები უპრობლემოდ გადააქვს თქვენს CRM-სა და იმეილ მარკეტინგის ინსტუმენტში.
ფასი: Yoast-ის დამატება WordPress-ისთვის უფასოა, მაგრამ თანხას იხდით იმის მიხედვით, თუ რამდენი საიტის მონიტორინგი გჭირდებათ.
Yoast კონტენტის ოპტიმიზაციის შესანიშნავი ხელსაწყოა საძიებო სისტემებისთვის, გეხმარებათ შესაბამისი კონტენტის, საკვანძო სიტყვების, ინდივიდუალური კონტენტ URLs-ის შერჩევაში.
ის Google ალგორითმის მიხედვით ახლდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, რაც თქვენს SEO- ს მუდვიმად ანახლებს.
ფასი: უფასო პატარა და საშუალო კომპანიებისთვის, ინდივიდუალური ფასი დიდი კომპანიებისთვის
Slack არის ერთ-ერთი საუკეთესო საკომუნიკაციო სერვისი ბიზნეს სივრცეში.
ის ოპერირებს სხვადასხვა არხებში ისე, რომ საქმიანი და ლანჩზე გასვლის საუბრები ერთმანეთში არ გადაიკვეთოს. ეს ხელს უწყობს თანამრომლებსა და გუნდებს შორის სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას.
კომუნიკაციისა და შეხვედრებისთვის შესანიშნავი სივრცეა და ყოველთვის შეგიძლიათ შეუერთდეთ ან გამოეთიშოთ კონკრეტულ არხს.
გამომდინარე იქიდან, რომ Slack საკმაოდ პოპულარულია დამატებული აქვს სხვა ინსტრუმენტები, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს მასში სამუშაო პროცესს, მაგალითად, A/B ტესტები, ანალიტიკა, ახალი მომხმარებლების შესახებ შეტყობინება.
ფასი: უფასო - თვეში 20.83 დოლარიდან
Trello არის კონტენტის მენეჯმენტის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ბრეინშტორმინგსა და კონტენტის სტრატეგიის შემუშავებაში. ხშირად Trello-ს იყენებენ HubSpot-ზე იმისთვის, რომ იცოდნენ, როდის არის ბლოგების გამოქვეყნება დაგეგმილი.
მიზეზი, რატომაც Trello ასეთი მიმზიდველია, არის ბრეინშტორმინგებისა და კონტენტის გრაფიკის შედგენის ვიზუალიზაციის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, თუ თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ. გარდა ამისა, შეგიძლიათ თანამშრომლების ბარათების დამატება, რომ გაიგოთ ვინ არის პასუხისმგებელი კონტენტის დაწერაზე, რედაქტირებაზე და ა.შ.
Price: უფასოდან - 12.95 დოლარამდე თვეში. ინდივიდუალი ფასი კომპანიებისთვის
Canva არის დიზაინის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს შექმნან ვიზუალები, სიმბოლოები თუ ფონტები თავისი ინსპირაციით Canva-ს კატალოგიდან. ეს ინსტრუმენტი გთავაზობთ სასიამოვნო, მარტივ პროცესს თქვენი ლოგოების, პრეზენტაციების, გრაფიკების შესაქმნელად.
ფასი: Google Ads pay-per-click (კლიკებით გადახდის) მოდელით მუშაობს.
ის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკლამო არხი Google-ის საძიები სისტემაში. გადახდა დაფუძნებულია pay-per-click და pay-per-call სტრუქტურაზე.
Google Keyword Planner-ის საშუალებით შეგიძლიათ თქვენს რეკლამაში გამოიყენოთ თქვენი კონტენტისთვის შესაბამისი საკვანძო სიტყვები და რეკლამის გაშვებისას შეგიძლიათ, განსაზღვროთ თქვენი ყოველდღიური ბიუჯეტი.
Google Ads არის შესანიშნავი გზა Google-ის შედეგების გვერდზე შესაბამისი რეკლამის გამოსაჩენად.
ფასი: უფასო
Google Analytics არის ვებ გვერდების ანალიტიკის ოქროს სტანდარტი. დღეს წარმოუდგენელია ციფრულმა მარკეტოლოგმა იმუშაოს ამ ინსტრუმენტის გარეშე.
მატივად რომ ავხსნათ Google Analytics გაჩვენებთ, თუ ვინ შემოდის თქვენს საიტზე, საიდან შემოდის, რომელ გვერდებზე შედის და რომელ გვერდზე ატარებს ყველაზე დიდ დროს. ამაზე დაყრდნობით კი შეგიძლიათ, განსაზღვროთ თქვენი მიზნები, შექმნათ ელექტრონული კომერციის გაუმჯობესებული პარამეტრები და ისწავლოთ მეტი მომხმარებლის მენეჯმენტის შესახებ.
ფასი: უფასო - თვეში 199 დოლარი
MailChimp არის იმეილ მარკეტინგისა და სოციალური ქსელის რეკლამირების საშუალება, რომელიც ავტომატიზირებული კამპანიების წარმოეიბის და შემდგომი ანალიტიკის საშუალებას გაძლევთ.
ფასი: უფასო - თვეში 19.99 დოლარი/ ინდივიდუალური ფასი კომპანიებისთვის.
Asana არის სამუშაო პროცესების კოლაბორაციული სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გუნდებს შორის ინფორმაციისა და მიზნების გაცვლის პროცესის გამარტივებას.
Asana რამდენიმე რამის გაკეთების საშუალებას გაძლევთ:
- პროექტების ვიზუალიზაციის და ჩაწერის შესაძლებლობა.
- დედლაინების და პრიორიტეტული დავალებების დახარისხებას.
- კონკრეტულ თანამშრომლებზე დავალებების მიწერას.
- პროექტებზე სწრაფ და ღია რეპორტინგს.
- ამასთანავე, პორტფოლიოს შექმნის ფუნქცია გეხმარებათ, თვალი ადევნოთ მიმდინარე პროექტების სტატუსს, რომ დაწრმუნდეთ თქვენი გუნდის წევრების პროდუქტიულობაში.
ფასი: იწყება 79 დოლარიდან თვეში
BuzzSumo არის უნიკალური კონტენტის საძიებო ინსტრუმენტი, რომელიც ინდუსტრიის ინფლუენსერების აღმოჩენაში გეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ პოპულარული თემები თქვენი აუდიტორიის მიხედვით.
გარდა ამისა BuzzSumo გთავაზობთ თქვენი კონტენტის ანალიტიკას.
ფასი: 49 დოლარი თვეში
MeetEdgar არის სოციალური მედიის მენეჯმენტის შესანიშნავი ინსტრუმენტი.
ამ ინსტრუმენტს შეუძლია, შექმნას პოსტი მანამდე თქვენ მიერ გამოქვეყნებული კონტენტის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მიხედვით. შეგიძლიათ. თქვენი კონტენტი კატეგორიების მიხედვით დაყოთ და გადაწყვიტოთ როდის რა გააზიაროთ.
ფასი: უფასო - თვეში 199 დოლარი
სოციალური მედია მარკეტინგის ეს ინსტრუმენტი დიდ დროს დაგაზოგინებთ.
Buffer საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ, შექმნათ და შეადგინოთ თქვენი სოციალური მედიის პოსტების განრიგი. ანალიტიკის საშუალებით შეგიძლიათ, გააკონტროლოთ პოსტების ხარისხი და კომუნიკაცია დაამყაროთ მომხმარებლებთან. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტში მუშაობა თქვენს გუნდთან ერთად შეგიძლიათ.
ფასი: იწყება თვეში 29 დოლარიდან, ინდივიდუალური ფასი კომპანიებისთვის
Hootsuite არის ასევე კომპანიის სოციალური მედიის მენეჯმენტის ინსტრუმენტი. შეგიძლიათ, ქლაუდზე შეინახოთ პოსტები, რომლებზეც გუნდის წევრებს 24/7-ზე ექნებათ წვდომა.
Hootsuite-ის საშუალებით შეგიძლიათ გააკონტროლოთ სოციალური მედიის კონტენტის შედეგები. ინსტრუმენტი ასევე ითვლის ROI-ის, კონვერტაციებს და ინფორმაციას გაწვდით აუდიტორიის დამოკიდებულებაზე თქვენი ბრენდის შესახებ.
რაღა თქმა უნდა, კიდევ უამრავი მარკეტინგული ინსტრუმენტი არსებობს, თქვენ უბრალოდ უნდა შეარჩიოთ, რომელი გჭირდებათ ამა თუ იმ პერიოდში და რომელია თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?