Fortnite და Lego ბავშვებისთვის მეტავერსს შექმნიან

ბავშვებს რომ ციფრულ სამყაროში თამაში ისევე უყვართ, როგორც რეალურში, ეს ყველასთვის ცნობილია. და ალბათ, იდეალურიც იქნება, თუ ამ ორ სამყაროს ისინი ჰარმონიულად შეუწყობენ ერთმანეთს.
მოგვწონს თუ არა, Metaverse-ის კონცეფცია ვითარდება და ის რეალობასთან სულ უფრო და უფრო ახლოს მიდის — ვირტუალური სამყარო, სადაც ადამიანებს VR და AR ხელსაწყოების საშუალებით შეუძლიათ მოხვედრა.
გასულ კვირას Lego-ს ჯგუფმა და Fortnite-ის შემქმნელმა — Epic Games-მა საკუთარი კოლაბორაცია დააანონსეს, რომლის ფარგლებშიც ისინი ბავშვებისთვის უსაფრთხო ციფრული სამყაროს შექმნაზე იმუშავებენ. მათი პარტნიორობის ფარგლებში, ორივე კომპანია სამ ძირითად პრინციპზე თანხმდება. ესენია: ბავშვების უსაფრთხოება, პირადი მონაცემების დაცვა და მათი გაძლიერება, ხელშეწყობა და ციფრულ გამოცდილებაზე კონტროლების მინიჭება.
მართალია დეტალები ისევ უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანიას ამ მიმართულებით საკმაო გამოცდილებაც გააჩნია. The Lego Company-მ უკვე იმუშავა UNICEF-თან ერთად ბავშვებისთვისთვის ციფრული უსაფრთხოების პოლიტიკაზე. გარდა ამისა, Epic Games-იც, რომელმაც “kidtech”-ის პლატფორმა 2020 წელს შეიძინა, ბავშვების ციფრულ უსაფრთხოებაზე ორიენტირდა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ამით ბავშვები უსაზღვრო პოტენციალს იღებენ ცხოვრებისეული უნარების გამოსამუშავებლად, მაგალითად კრეატიულობის, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის კუთხით“, — ლეგოს აღმასრულებელი დირექტორი — Niels B. Christiansen.
„თუმცა, ჩვენი ვალდებულება მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და შთაგონებაა. როგორც თაობების მანძილზე ვიცავდით ბავშვთა უფლებებს რეალურ სამყაროში, ისევე უნდა დავიცვათ ისინი ვირტუალურ სამყაროშიც.“
ასევე დაგაინტერესებთ: