media-4

როგორ ვაწარმოოთ ციფრული მარკეტინგი

  • 18 თებ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
როგორ ვაწარმოოთ ციფრული მარკეტინგი

როდესაც საქმე ციფრულ მარკეტინგს ეხება, უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში განსაზღვროთ თქვენი მიზნები, რადგან სწორედ ამ მიზნებზე დაყრდნობით უნდა ააგოთ თქვენი მომავალი მარკეტინგული სტრატეგიაც. 

 

  1. განსაზღვრეთ მიზნები

მაგალითად, თუ თქვენი მიზანი ბრენდის ცნობადობის ამაღლებაა, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ სოციალური მედიის საშუალებით ახალ აუდიტორიამდე ინფორმაციის მიწოდებას.

თუ თქვენი მიზანი კონკრეტულ პროდუქტზე გაყიდვების გაზრდაა, მნიშვნელოვანია SEO-ზე და შესაბამისი კონტენტის შექმნაზე იყოთ ორიენტირებული. გაყიდვების გასაზრდელად PPC (Pay-Per-Click) კამპანიის გამოყენებაც შეგიძლიათ.

რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად განსაზღვრეთ მიზნები, სანამ ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას შეიმუშავებთ.

 

  1. დააიდენტიფიცირეთ სამიზნე აუდიტორია

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სამიზნე აუდიტორიების იდენტიფიკაცაა.

რა თქმა უნდა, სამიზნე აუდიტორიები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა მიზანი გამოძრავებთ და რომელ მარკეტინგულ არხებს იყენებთ.

მაგალითად, შეამჩნევდით რომ ინსტაგრამს ახალგაზრდა აუდიტორია ჰყავს და უპირატესობას სასაცილო მიმებს და მოკლე ვიდეოებს ანიჭებს, მაგრამ LinkedIn-ის აუდიტორია შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფის პროფესიონალები არიან, რომლებიც თქვენგან პრაქტიკული რჩევების მიღებას ელოდებიან.

 

  1. გამოყავით ბიუჯეტი თითოეული მარკეტინგული არხისთვის

თქვენი ბიუჯეტი დამოკიდებულია იმაზე, თუ ციფრული მარკეტინგის რომელი ელემენტების გამოყენებას გეგმავთ.

თუ თქვენ ორიენტირებული ხართ შემომავალ (inbound) მარკეტინგზე, როგორიცაა SEO, სოციალური მედია და არსებული ვებსაიტისთვის კონტენტის შექმნა, კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ დიდი ბიუჯეტი. შემომავალი მარკეტინგისას მთავარია, მაღალი ხარისხის კონტენტი შექმნათ, რომ მომხმარებლები დააინტერესოთ, ასეთ დროს რეალურად ერთადერთი ინვესტიცია, რაც გჭირდებათ, დროა.

ონლაინ რეკლამირების დროს და იმეილების სიის შეძენის დროს ცალსახაა, რომ გარკვეულ ხარჯებს ვერ გაექცევით. ხარჯის ოდენობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შედეგების მიღწევა გსურთ.

მაგალითად, PPC მარკეტინგის დროს, როდესაც იყენებთ Google Ads-ს, თქვენ კონკურენციაში შედიხართ თქვენს ინდუსტრიაში არსებულ სხვა კომპანიებთან იმ საკვანძო სიტყვების გამოყენებით, რომლებიც თქვენს ბიზნესთანაა დაკავშირებული. საკვანძო სიტყვების კონკურენტუნარიანობიდან გამომდინარე, შესაძლოა რეკლამის ხარჯიც განსხვავებული იყოს.

 

  1. დააბალანსეთ ფასიანი და უფასო ციფრული სტრატეგიები

იმისათვის, რომ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია ეფექტური იყოს, იგი უნდა შედგებოდეს როგორც ფასიანი ასევე უფასო ასპექტებისგან.

მაგალითად, თუ თქვენ ააგეთ მომხმარებლის პერსონა, განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია და შექმენით მათზე მორგებული კონტენტი, შედეგებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ნახავთ. მაგრამ, თუ ფასიანი რეკლამა თქვენი სტრატეგიის ნაწილია, შედეგებს გაცილებით ადრე მიაღწევთ.

საბოლოო ჯამში, მიზანშეწონილია, რომ თქვენ ორიენტირებული იყოთ „organic reach“-ზე რაც მიიღწევა ხარისხიანი და რელევანტური კონტენტის შექმნით, SEO-თი თუ აქტიური სოციალური მედიით.

 

  1. მოარგეთ ციფრული აქტივობები მობილურს

კიდევ ერთი საკვანძო ელემენტი ციფრულ მარკეტინგში არის მობილურის მარკეტინგი. მომხმარებლების 69% ინტერნეტს მოიხმარს მობილურის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ციფრული რეკლამები, ვებ გვერდები, სოციალური მედიის სურათები და სხვა აქტივობები ოპტიმიზებული უნდა იყოს მობილურ მოწყობილობებზე.

მაგალითად, თქვენი ციფრული მარკეტინგული კამპანია ისეთივე პოზიტიური და ჩართულობის გამომწვევი უნდა იყოს მობილურებში, როგორიც დესკტოპზეა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ვებსაიტი უნდა იყოს “mobile-friendly”. სოციალური მედიის ფოტოების შექმნისას გონებაში ყოველთვის მობილური უნდა გიტრიალებდეთ, რადგან მობილურში ფოტოების და ტექსტების ზომა განსხვავებულად აღიქმება.

 

  1. ჩაატარეთ საკვანძო სიტყვების (keyword) კვლევა

ციფრული მარკეტინგის მთელი არსი სამიზნე აუდიტორიამდე სათქმელის სწორად მიტანაა, რაც ვერ მოხდება ეფექტური საკვანძო სიტყვების გარეშე.

საკვანძო სიტყვების კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი საიტისთვის, SEO-სთვის და ხარისხიანი კონტენტის შექმნისთვის, რადგან ადამიანები კომპანიის შესახებ ხშირად სწორედ საძიებო სისტემების საშუალებით იგებენ. სოციალური მედიის საკვანძო სიტყვების კვლევის საშუალებით კი თქვენი პროდუქტის რეკლამირებას სხვადასხვა სოციალურ ქსელში შეძლებთ

შექმენით ყველაზე რელევანტური საკვანძო სიტყვების სია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს პროდუქტთან თუ სერვისთან.

 

  1. განმეორებითი ნაბიჯები გადადგით მხოლოდ ანალიზის შემდეგ

საბოლოოდ, იმისთვის რომ ეფექტური ციფრული მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშაოთ, მნიშვნელოვანია, თქვენმა გუნდმა გადაწყვეტილებები ანალიტიკაზე დაყრდნობით მიიღოს.  

მაგალითად, რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი აუდიტორია თქვენი Instagram კონტენტით აღარ ინტერესდება, მაგრამ მათ მოსწონთ, რასაც Facebook-ზე აკეთებთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ თქვენს Instagram სტატეგიას ან უბრალოდ მიხვდეთ, რომ თქვენს აუდიტორიაზე მეტ გავლენას სხვა სოციალური არხები ახდენს. 

დაკვირვების შედეგად თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ძველი ვებ-გვერდის ტრაფიკი დაეცა, ამის საპასუხოდ, თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ საიტი და შესთავაზოთ ვიზიტორებს უფრო საინტერესო კონტენტი. 

ციფრული მარკეტინგი ძალიან მოქნილ შესაძლებლობებს გთავაზობთ - მათი სწორად გამოყენება კი თქვენზეა დამოკიდებული.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ციფრული მარკეტინგის როლი კომპანიაში

ციფრული მარკეტინგის 16 ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იცოდეთ

რას აკეთებს ციფრული მარკეტერი?