როგორ ვიშოვოთ ფული მეტავერსში

მომდევნო წლების განმავლობაში მეტავერსმა შესაძლოა, სრულად შეცვალოს ის გზები, რომლითაც თქვენ ფულს გამოიმუშავებთ, შოპინგობთ ან მეგობრებთან ერთად ატარებთ დროს. კრიპტოვალუტა საგრძნობლად ცვლის მსოფლიოს გარშემო იმ გზებს, რა გზებითაც ადამიანები შემოსავლებს იღებენ. მეტავერსში არსებობს რამდენიმე გზა ამის გასაკეთებლად.
სტატიის განმავლობაში არამარტო ამ გზების შესახებ შეიტყობთ, არამედ მეტავერსის საკუთრების მონეტიზაციისთვისაც მიიღებთ რჩევებს. თუ მეტავერსში ჩართვას და აქ ინვესტირებას აპირებთ, მაშინ პირველ რიგში აუცილებლად დაგჭირდებათ კრიპტოსა და NFT-ის კონცეფციების შესწავლა.
მეტავერსი ონლაინ, ვირტუალური სამყაროა. ეს ისეთი სამყაროა, რომელშიც გამოცდილებას მიიღებთ როგორც კომპიუტერის ეკრანიდან, ასევე VR ტექნოლოგიითაც. ეს უკანასკნელი საშუალებას გაძლევთ, სრულად ჩაეფლოთ მეტავერსის სამყაროში და მიიღოთ სრულყოფილი გამოცდილება. ამ დროისათვის, მეტავერსში სხვადასხვა რამაა შესაძლებელი. მაგალითად, შეგიძლიათ წახვიდეთ კონცერტზე, გქონდეთ შეხვედრა, ითამაშოთ თამაშები და გაერთოთ მეგობრებთან ერთად... ფაქტობრივად, აქ ყველაფრის შექმნა შეგიძლიათ.
და მაინც, როგორ უნდა გამოვიმუშავოთ ფული ასეთ სამყაროში?
როგორ ვიშოვოთ ფული მეტავერსში?
უძრავი ქონება და რეკლამირება
ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე აშკარა სტრატეგია მეტავერსში უძრავი ქონების შეძენაა. როდესაც მიწას ან რაიმე საკუთრებას ყიდულობთ, მას ძირითადად NFT-ის სახე აქვს. ამ ყველაფრისთვის უმსხვილესი ადგილი მთელ მეტავერსში, დეცენტრალენდია. ყველაზე დაბალფასიანი მიწა, რომლის შეძენასაც ამ ბაზარზე შეძენთ, დაახლოებით 4000 MANA-მდე დაგიჯდებათ (1 MANA = $3.32).
მეტავერსში ფულის გენერირება საკმაოდ მარტივი და სწორხაზოვანია
- როგორც სურათზე ხედავთ, შეგიძლიათ თქვენი ან პარტნიორი კომპანიის ბანერი განათავსოთ და აქედან დააგენერიროთ შემოსავლები.
- შეგიძლიათ, თქვენი იუთუბ არხის ღილაკიც დაამატოთ რაიმე დაფაზე. იყიდეთ მიწა გადატვირთულ ადგილას მეტავერსში და იქ გაარეკლამეთ შესაბამისი ბიზნესი.
- ასევე შეგიძლიათ, უბრალოდ იყიდოთ მიწა და უკეთეს ფასად გაყიდოთ.
- შეისყიდეთ მიწა მეტავერსში და გაარეკლამეთ თქვენი ბიზნესი რეალური სამყაროდან. მისი გაქირავებაც კია შესაძლებელი.
მეტავერს ტოკენებით ვაჭრობა
მეორე სტრატეგია მეტავერსში შემოსავლების გენერირებისთვის ტოკენებით ვაჭრობაა. ეს ყველაზე უსაფრთხო გზაა ფულის გამომუშავებისთვის. როგორც იცით, დეცენტრალენდში გამოყენებული ვალუტაა - Manna. თუ სხვა პლატფორმაზე გადაინაცვლებთ, მაგალითად Sandbox-ზე, აქ შეხვდებით უკვე SAND კოინსაც. სწორედ ასეთი ტოკენებითაა შესაძლებელი მეტავერსში რაიმეს შეძენა, იქნება ეს მიწა, სახლი თუ რაიმე ნივთი. მათი ფასები პერიოდულად იზრდება და ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ფეისბუქმა მისი რებრენდინგი დააანონსა.
შესაბამისად, თუ მეტავერსში მიწის შეძენა არ გსურთ, ან ამისათვის საჭირო თანხებს არ ფლობთ და გჯერათ, რომ მეტავერსი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტ წარმატებას მიაღწევს, მაშინ შეგიძლიათ, მის კრიპტოვალუტებში ჩადოთ ინვესტიცია. რეალურად, ეს აქციების ვაჭრობისგან არაფრით განსხვავდება, უბრალოდ აქ ყიდულობთ ტოკენს, კოინს, რომლით ვაჭრობაც მეტავერსშია შესაძლებელი.
CoinMarketCap-ზე და მის მსგავს პლატფორმებზე შეგიძლიათ, მეტავერსთან დაკავშირებული არაერთი კრიპტო მოძებნოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მათ ინდექსშიც (კრიპტოების ჯგუფში) ჩადოთ ინვესტიცია და მასში სხვადასხვა მეტავერს პლატფორმების კოინები გააერთიანოთ. ამგვარად რისკების დივერსიფიკაციასაც მოახდენთ და წარმატების შანსებსაც გაზრდით. ეს განსაკუთრებით ეფექტური და მოსახერხებელი გზაა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი დანაზოგებით გარისკვა არ გსურთ.
რეალურად, კრიპტოვალუტის გარდა, ეს შეგიძლიათ ნებისმიერი მეტავერს აქტივით გააკეთოთ. ეს შეიძლება იყოს ავატარები, პროდუქტები, შენობები, სამოსი... ნებისმიერი რამ, რის დიზაინსაც კომპიუტერში შექმნით, შეგიძლიათ მეტავერსშიც ატვირთოთ. ამისათვის, საბაზისო დიზაინერული უნარ-ჩვევებიც საკმარისია.
შევაჯამოთ, როგორ შეგვიძლია ფულის გამომუშავება მეტავერსის საშუალებით:
- თამაშებით, რომლებიც შესაბამისი თანხების ან აქტივების დაგროვებაში გეხმარებათ.
- ონლაინ შოპინგი.
- ონლაინ წვეულებებსა და კონცერტებზე მონაწილეობა.
- უძრავი ქონების დილერობა.
- მიწის გაქირავება.
- მეტავერსში ელექტრონული კომერციის ბიზნესის მართვა.
- ბიზნესის გარეკლამება
ეს ყველაფერი არ არის და კიდევ ბევრი დამატებითი საშუალებაც გამოჩნდება პერიოდულად. შესაძლოა ასევე დაგაინტერესოთ, რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი მეტავერსში. თქვენი შემოსავლები შესაძლოა ყოველთვიურად $100-$15000-მდე მერყეობდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს კრეატივზე და იმაზე, თუ რამდენად ადრეულად დაიწყებთ მუშაობასა და ფიქრს.
შეჯამება
ტრენდებზე ადრეულ ეტაპზე აყოლა შესანიშნავი საშუალებაა წარმატებისთვის, თუმცა ძალიან ადრე აყოლა შესაძლოა, სახიფათოც კი იყოს. ესეც ის ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მეტავერსში შებიჯებამდე უნდა გაითვალისწინოთ. დღევანდელი რეალობით, მეტავერსი არსად წასვლას არ აპირებს, პირიქით, ის უფრო და უფრო იზრდება და იხვეწება. ეს მომავალია, რომელსაც არაერთი მსხვილი კომპანია აშენებს, თუმცა არაფერია გარანტირებული.
ასევე დაგაინტერესებთ: