როგორ შევიძინოთ მიწა Metaverse-ში

შეიძლება ვირტუალური უძრავი ქონების შესყიდვით არ იყოთ დაინტერესებული, თუმცა, ცნობისმოყვარეობა ალბათ მაინც არ გასვენებთ.
შეიძლება უმრავლესობას საერთოდ ვერ წარმოგვედგინა, რომ ოდესმე ვისაუბრებდით უძრავი ქონების შეძენაზე ვირტუალურ სამყაროში, თუმცა, სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა დღეს ჩვენ წინაშეა. ადამიანები დიდი იმედებითა და მოლოდინებით იხდიან ათი და ასი ათასობით დოლარს ვირტუალური ნაკვეთის ან შენობის შეძენაში, გაგიკვირდებათ, მაგრამ მილიონებსაც კი.
რას ხედავთ ამ სურათზე? რაც არ უნდა აბსურდულად მოგეჩვენოთ, ეს ონლაინ ბენზინგასამართი სადგური ყოველკვირეულ პასიურ შემოსავალს აგენერირებს. რამდენს? $16,000-ს თვეში. სასაცილოა არა? PolcaCity-ის ბენზინგასამართი სადგური ამჟამად გაყიდულია, თუმცა ვირტუალური უძრავი ქონება მეტავერსში უხვად არის. მათ შორის არიან Sandbox, Decentraland და უფრო მეტიც.
შესაძლოა, ამ ყველაფერს ძალიან სკეპტიკურადაც უყურებდეთ, მაგრამ მაინც გაინტერესებდეთ. თუ ასეა, მაშინ განაგრძეთ კითხვა.
როგორ შევიძინოთ უძრავი ქონება მეტავერსში?
ყველაზე პოპულარული მეტავერს პლატფორმა ვირტუალური ქონების შესაძენად ამ დროისთვის Sandbox და Decentraland-ია. ორივე აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა Chrome Extension-ის - “Metamask”-ის ჩამოტვირთვა. ეს არის ციფრული საფულე, რომელიც ციფრული აქტივების შენახვაში გეხმარებათ. მისი შექმნის შემდეგ, საჭიროა ის SAND ან MANA-ს ვალუტებით შეავსოთ - ისინი ეთერიუმზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტას წარმოადგენენ. მეტამასკის საფულის წარმატებით შევსების შემდეგ უკვე შეგეძლებათ ვირტუალური ქონების შესყიდვა. პირველ რიგში, განვიხილოთ Sandbox და მისი შესაძლებლობები.
Sandbox
იცოდით, რომ Snoop Dogg და Steve Aoki-იც ფლობენ მიწებს Sandbox-ში? ამ დროისათვის, მათი მიწები იყიდება და მათი ფასი $2.5 მილიონს შეადგენს.
საბედნიეროდ, უფრო ბიუჯეტურ მიწის ნაკვეთებსაც შეხვდებით. შესაძლოა, ისინი საკმაოდ მოშორებულ და გამოუსადეგარ ადგილას იყოს, სადაც საკვების მოსაპოვებლად კილომეტრების გავლა მოგიწევთ, თუმცა მისი ფასი სამომავლოდ შეიძლება, საგრძნობლად გაიზარდოს. ამ დროისათვის, ყველაზე დაბალფასიანი მიწა $10,000-ზე ნაკლებად იყიდება. მის შესაძენად:
- გადადით TheSandBox.com/game.-ზე.
- დააჭირეთ Market
- მარცხენა პანელზე, მოძებნეთ NFT Type და აირჩიეთ Lands.
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფილტრები (უახლესი, უძველესი, დაბალი ფასი, მაღალი ფასი). ამ შემთხვევაში, მოვნიშნეთ უმცირესი ფასი.
- აირჩიეთ თქვენთვის მიმზიდველი მიწა და დააწექით ყიდვას.
- ამ ღილაკზე დაკლიკების შემდეგ, OpenSea (NFT-ის სავაჭრო ბაზარი) გაიხსნება, რომელიც საკუთრების ჩამონათვალზე გადაგამისამართებთ. დაუკავშირეთ თქვენი მეტამასკის საფულე ამ ვებ-გვერდს.
- მონიშნეთ თქვენთვის სასურველი უმაღლესი ფასი, რომლის გაღებისთვისაც მზად ხართ და დააჭირეთ Make Offer.
- შემდეგ, მიუთითეთ ექვივალენტური თანხა SAND-ში და დარწმუნდით, რომ საკმარის ოდენობას ფლობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შეტყობინებას „Not enough SAND to make offer”. SAND-ის შეძენა შეგიძლიათ Binance და KuCoin-ის პლატფორმებზე.
- განსაზღვრეთ, რამდენ ხანს გსურთ შეთავაზების გაგრძელება: 3 დღე, 7 დღე თუ 1 თვე. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პერიოდიც მიუთითოთ. ამის შემდეგ, კვლავ დააწექით შეთავაზების განთავსებას.
- მეტამასკის საფულის გახსნის შემდეგ, დაინახავთ „Sign” ღილაკს, რომელზე დაჭერითაც ადასტურებთ თქვენს სურვილს.
- საბოლოოდ, თქვენ შეძლებთ დაინახოთ თქვენი შეთავაზება შეთავაზებების სექციაში. მისი დადასტურების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის შეტყობინებასაც მიიღებთ მეილის სახით.
Decentraland
როდესაც Sandbox რეპერებისა და DJ-ის ყურადღებას იქცევდა, დეცენტრალენდი - კიდევ ერთი ბლოქჩეინზე დაფუძნებული მეტავერსის თამაში, ისეთი გიგანტი ტექნოლოგიური ბრენდების ყურადღებას ქვეშ აღმოჩნდა, როგორიცაა მაგალითად Samsung. კორეულმა კომპანიამ დეცენტრალენდის საკუთრების შესყიდვის შესახებ განცხადება იანვარში გააკეთა. ეს არის სიმულაციური მაღაზია, რომლის დათვალიერებაც ვირტუალურად არის შესაძლებელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეცენტრალენდშიც საკუთრების შეძენამდე, საჭიროა, რომ თქვენი ციფრული საფულე MANA კრიპტოვალუტით იყოს შევსებული. მისი შეძენა Coinbase, Kucoin და Binance პლატფორმებზე შეგიძლიათ. საფულის შევსების შემდეგ შეგიძლიათ, უკვე შეიძინოთ საკუთრება დეცენტრალენდში.
- გადადით Decentraland.org-ზე.
- ჩამოსქროლეთ სავაჭრო სექციაში და დააჭირეთ ძიების დაწყებას.
- დააჭირეთ შემდეგ Sign in და Connect.
- აირჩიეთ Metamask. ეს საიტს საშუალებას მისცემს, შეამოწმოს თქვენი საფულე. გაითვალისწინეთ, თუ საუფლის დაკავშირება ვერ შეძელით, დააჭირეთ მეტამასკის სიმბოლოს Google Chrome-ში, შემდეგ Next და Connect.
- აირჩიეთ Land.
ამის შემდეგ, თქვენ მოხვდებით გვერდზე, რომელიც დეცენტრალენდის რუკას გიჩვენებთ. ყველა გასაყიდი მიწა ლურჯად იქნება მონიშნული.
- აირჩიეთ ისეთი მიწა, რომელსაც თქვენთვის სასურველი ფასი და ადგილმდებარეობა აქვს.
- დააჭირეთ შეძენას და მიჰყევით ნაჩვენებ ინსტრუქციას.
გახსოვდეთ, რომ ადგილმდებარეობა მეტავერსში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ სამყაროში. ნაკვეთებს პლაზასთან ახლოს (მწვანე არეალი) ან დასახლებების მიმდებარედ (ლურჯი არეალი), გაცილებით მაღალი ღირებულება აქვთ. სამწუხაროდ, მათი ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა მათი ზრდის პოტენციალი და ამისგან მოგების მიღების შანსებიც მაღალია.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ PolkaCity-სგან განსხვავებით, დეცენტრალენდის და სენდბოქსის საკუთრებები პასიურ შემოსავლებს არ აგენერირებენ. ამ დროისათვის, ინვესტორები ნაკვეთების შეძენით და შემდეგ მათი ფასების ზრდით იღებენ მოგებას.
გახსოვდეთ, რომ მეტავერსის საკუთრებები ჯერ კიდევ სპეკულაციური აქტივების რიგს მიეკუთვნებიან - მეტავერსის ბაზარი შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩაიძიროს და თქვენც, გაუფასურებული უძრავი ქონება შეგრჩეთ ხელთ. ამიტომაც, თქვენი ინვესტიციები გონივრულად უნდა განახორციელოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
მარკეტინგის მომავალი და Metaverse
NFT და ინსტაგრამი
Tagg - ახალი სოციალური პლატფორმა