როგორ ზრდის კრეატიულობას ხელოვნური ინტელექტი

აპრილი 28, 2022

როგორ ზრდის კრეატიულობას ხელოვნური ინტელექტი

AI - ხელოვნური ინტელექტი, ძირითად შემთხვევებში აღქმულია, როგორც იდეალური ხელსაწყო დავალებებისა და პროცესების ავტომატიზაციისა და მონაცემთა დახარისხებისთვის. თუმცა, მას არავინ უყურებს, როგორც კრეატიულობის გასაზრდელ საშუალებას.

AI - ხელოვნური ინტელექტი, ძირითად შემთხვევებში აღქმულია, როგორც იდეალური ხელსაწყო დავალებებისა თუ პროცესების ავტომატიზაციისა და მონაცემთა დახარისხებისთვის. თუმცა, მას არავინ უყურებს, როგორც კრეატიულობის გასაზრდელ საშუალებას. მიუხედავად ამისა, კრეატორებისა და ბრენდებისთვის, რომლებიც აუდიტორიასთან დაკავშირების ახალ გზებს ეძებენ, ხელოვნური ინტელექტი პერიოდულად უფრო გამოსადეგი ხდება - ის აფართოებს არტისტულ გამოხატულებას და ხედვას, წარმოქმნის ბიზნეს კომუნიკაციის, მარკეტინგისა და რეკლამირების ახალ გზებს.

Pencil - სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც კრეატიული AI-ის ფეისბუქ IQ-ის უახლეს რეპორტში ერთ-ერთი კაშკაშა წერტილი იყო. მათი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი განსხვავებული ხედვის გაცოცხლებაში გვეხმარება - ისინი ბრენდებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სხვადასხვა ხელსაწყოებს სთავაზობენ, რომლებსაც მაგალითად, შეუძლიათ სარეკლამო ტექსტის გენერირება, ვიდეოს დარედაქტირება და მარკეტინგული აქტივების რამდენიმე წუთში შექმნა. Meta Creative Shop-თან პარტნიორობის ფარგლებში, Facebook IQ და Pencil, ხელოვნური ინტელექტის კრეატიული გამოყენების ოთხი მთავარი გზის აღმოჩენაზე მუშაობდნენ. ამ სიას მიეკუთვნება: აღმოჩენა (illumination), გენერაცია (generation), აუგმენტაცია (augmentation) და დაკავშირება (connection).

აღმოჩენა (Illumination)

მონაცემთა მასიური ბაზები რიცხვებში დამალული ინფორმაციის აღმოსაჩენად კომპლექსურ ანალიზს საჭიროებენ. სარეკლამო მონაცემებთან დაკავშირებული ფაქტორების (პერფორმანსი ან მომხმარებელთა ქცევა) შესწავლითა და გააზრებით, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს სწრაფად შეუძლიათ სარეკლამო პოტენციალის შეფასება და ოპტიმალური გამოსავლების მოძებნა.

კრეატიული AI-ის დახმარებით, კანის მოვლის საშუალებების კალიფორნიულმა ბრენდმა - Angela Cagila, გააანალიზა და შეისწავლა 22 კვირის განმავლობაში არსებული რეკლამების მონაცემები, მათი შედეგიანობა და ის, თუ როგორ უკავშირდებოდა მომხმარებლებს. ჩატარებული ანალიზი მოიცავდა მომხმარებელთა სეგმენტაციას, კრეატიულ პერფორმანსსა და ონლაინ მომხმარებელთა ქცევას. შემდგომ, ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა აქტივთა ის კონკრეტული ტიპები, რომლებიც უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნებოდნენ და ისეთი სარეკლამო ტექსტი დააგენერირა, რომელიც პოტენციურად უფრო რელევანტური იქნებოდა სამიზნე აუდიტორიისთვის. ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციებისა და საკუთარი კრეატიული ინტუიციის შერწყმით, ბრენდმა გაცილებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება შეძლო და განსაზღვრა, თუ რა ტიპის რეკლამები შეექმნა.

გენერაცია (Generation)

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, კონკრეტული მონაცემი გამოიყენოს და მისი ახალი კომბინაციები შექმნას. მართალია, ამ მეთოდს გამოცდა ჯერ კიდევ სჭირდება, თუმცა მისი საშუალებით ახალი შთაგონების წყაროს და კრეატიული იდეების მოძიება ნამდვილად შესაძლებელია.

როდესაც დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ ონლაინ საგანამანთლებლო პლატფორმას - New Skills Academy, დასჭირდა, სწრაფად შეექმნა მრავალფეროვანი, ფიქრის მასტიმულირებელი რეკლამები კირპტოვალუტის კურსისადმი ინტერესის გასაღვივებლად, მათ სწორედ კრეატიულ AI-ს მიმართეს. ადამიანის მიერ დაწერილი 26 ხაზიანი სარეკლამო ტექსტის გამოყენებით, ხელოვნურმა ინტელექტმა სარეკლამო ტექსტის უამრავი ალტერნატივა დააგენერირა. ერთ საათში, აკადემიის გუნდმა ექვსი ახალი რეკლამა შექმნა კრიპტოვალუტის კურსისათვის.

Jamie Morgan - აკადემიის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, რომ კომპანიას ყოველთვის უჭირდა კრეატიული და ხარისხიანი ვიდეო კონტენტის წარმოება სოციალური მედიისთვის. კრეატიულმა ხელოვნურმა ინტელექტმა კი პროცესი საგრძნობლად გაამარტივა, თანაც მისი შესწავლაც სახალისო აღმოჩნდა. კომპანიამ თითქმის ყველა კამპანიიდან მიიღო სარგებელი Pencil-ის ვიდეოების დახმარებით.

აუგმენტაცია (Augmentation)

ზოგიერთ შემთხვევებში, მთავარი გამოწვევა კრეატიული იდეისთვის გაცოცხლებაა და არა მისი გენერირება. სწორედ აქ ერთვება საქმეში ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული აუგმენტაცია. მისი წყალობით, კრეატიული იდეების გაძლიერებაა შესაძლებელი, ის მათ უფრო პერსონალურს და შესაფერისს ხდის. ეს განსაკუთრებით ღირებულია ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებსაც წარმოების შეზღუდული რესურსები გააჩნიათ. ბიზნესებს მეტი დრო რჩებათ კრეატიული ექსპერიმენტებისთვის და იდეების გენერირებისთვის.

კრეატიული AI-ის დახმარებით, ტეხასურმა მარკეტინგულმა სააგენტომ - Round Barn Labs, საგრძნობლად გაზარდა მისი შედეგები, განსაკუთრებით კი კლიკების (click-through rate) კოეფიციენტისთვის. მიწოდებული მასალების ფონზე, ხელოვნური ინტელექტის პროგრამას შეუძლია, სწრაფად დააგენერიროს მრავალფეროვანი რეკლამები, რომლებიც სრულად შეესაბამება სამიზნე აუდიტორიას.

დაკავშირება (Connection)

კრეატიული იდეების სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ის ყოველთვის მარტივი არ არის. კრეატიული AI-ის უნიკალურ ხედვას მარტივად შეუძლია, იპოვოს საჭირო მესიჯი საჭირო აუდიტორიისათვის.

ეს ნათლად და მკაფიოდ დაინახა შინაური ცხოველების საკვების ავსტრალიურმა ბრენდა - Lyka, რომელიც საკუთარ პროდუქციას ორი ქივორდის გარშემო - „ingredients” და “health” არეკლამებდა. პერფორმანსის მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნურმა ინტელექტმა განსხვავებული რეკომენდაცია გასცა და გუნდს ურჩია, გამოეყენებინა ფრაზა „You should taste it” (ეს უნდა გასინჯოთ). შესაძლოა გასაკვირი არ იყოს, რომ კომპანიაში ეს სულელურად მოეჩვენათ. თუმცა, ეს მანამ, სანამ ის რეალურად არ გამოსცადეს.

მსგავსი ტექსტი შესაძლოა ნიშური იყო, თუმცა Lyka-ს აუდიტორიისთვის ნამდვილად იდეალური აღმოჩნდა. „Taste”-ის იდეა კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული სარეკლამო ტექსტი გახდა, რამაც ბრენდს უმაღლესი კონვერსიის მაჩვენებლები და უკუგება მოუტანა სარეკლამო დანახარჯებიდან.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ეხმარება MaxinAI ქართულ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში

რატომ ხდება ციფრული მარკეტერის პროფესია პოპულარული და როგორ შევისწავლოთ ის?

3 დაბალბიუჯეტიანი მეთოდი პროდუქტის გასარეკლამებლად