media-4

Inbound მარკეტიგნი vs ციფრული მარკეტინგი

  • 24 იან 2022
  • ციფრული მარკეტინგი
Inbound მარკეტიგნი vs ციფრული მარკეტინგი

გარეგნულად Inbound და ციფრული მარკეტინგი ერთნაირი ჩანს: ორივე ძირითადად ონლაინ სივრცეში გვხვდება და ორივე ემსახურება ციფრული კონტენტის შექმნას, რომელსაც შემდეგ ხალხი იყენებს. მაშინ რა განასხვავებს მათ?

ციფრული მარკეტინგი არ გამოყოფს ცალკეულად push და pull მარკეტინგულ მიდგომებს (რასაც ახლა უკვე ინბაუნდ და აუთბაუნდ მეთოდებს ვუწოდებთ), ორივე ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება.

ციფრული აუთბაუნდ მარკეტინგული ტაქტიკები ემსახურება ონლაინ სივრცეში მარკეტინგული მესიჯების მიწოდებას რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის - განურჩევლად იმისა, რელევანტურია თუ არა. მაგალითად, ბანერები, რომლებსაც ბევრ საიტზე შესვლისას ხედავთ, განკუთვნილია პროდუქტის გარეკლამება/გავრცელებისთვის იმ ადამიანებზე, ვისაც ეს შეიძლება სულაც არ აინტერესებდეთ.

განსხვავებით ამისგან, მარკეტერები, რომლებიც ციფრულ ინბაუნდ მეთოდებს იყენებენ, ქმნიან კონტენტს ონლაინ სივრცეში, რათა მოიზიდონ სამიზნე აუდიტორიის წევრები საკუთარ ვებ-გვერდზე, მათთვის ღირებული და დამხმარე კონტენტის მიწოდებით. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მარტივი ხელსაწყო ციფრული ინბაუნდ მარკეტინგისთვის არის ბლოგი, რომელზეც ისეთი თემების განთავსება შეგიძლიათ, რასაც თქვენი მომხარებელი ჩვეულებრივ შემთხვევაში ეძებს.

საბოლოოდ, ინბაუნდ მარკეტინგი არის მეთოდოლოგია, რომელიც იყენებს ციფრული მარკეტინგის აქტივებს იმისათვის, რომ მოიზიდოს, ჩართოს და დააკმაყოფილოს მომხარებლები ონლაინ სივრცეში. ციფრული მარკეტინგი კი ცალსახად არის ის გამაერთიანებელი სფერო, რომელიც მოიცავს ონლაინ მარკეტინგის ყველა სახეობას, იქნება ეს ინბაუნდ თუ აუთბაუნდ მარკეტინგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ციფრული მარკეტინგი სტარტაპებისთვის 

არის თუ არა Google ADS- ის გამოყენება მართებული თქვენი ბიზნესისთვის

რა არის ინტერნეტ რეკლამირება? განმარტებები და რჩევები