რა სარგებელი მოაქვს მობილურ მარკეტინგს კამპანიებისთვის

თუ დღევანდელი მზარდი ეკონომიკისა და ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ რელევანტურ სიახლეებს ყოველდღიურად. ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მონაცემი, რომელიც აშკარა და თვალშისაცემია, არის მობილური მომხმარებლების ზრდა მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკაში სმარტფონიდან ძიებისთვის დახარჯული დრო ყოველთვიურად 87 საათს შეადგენს, ხოლო დესკტოპიდან 34 საათს.
2018 წელს მობილურზე მორგებული საიტების რაოდენობა 52.2%-მდე იყო გაზრდილი და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. დღესდღეობით, მობილური ოპტიმიზაციის გარეშე საიტის წარმატება წარმოუდგენელია. მობილური ძიების მოცულობით ყველაზე მსხვილი ინდუსტრია კვების ინდუსტრიაა, რომელსაც მოსდევს ჯანდაცვა, სპორტი, სიახლეები და საცალო ვაჭრობა. ჩამოთვლილიდან, ნებისმიერ ინდუსტრიაში ოპერირებადი ბიზნესისთვის, მობილურ ოპტიმიზაციას უამრავი სარგებელი მოაქვს, თანაც მყისიერად. შესაბამისად, ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შედგენინას, მობილური მარკეტინგი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს.
-
AR - აუგმენტური რეალობა
აუგმენტური რეალობა ვირტუალური ელემენტების საშუალებით აძლიერებს და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, რაც პროდუქტს დამატებით ღირებულებას მატებს. AR არ არის განკუთვნილი მხოლოდ ბანკის მოძებნისთვის მომხმარებლისგან 50 მეტრში. დიდი რაოდენობით მონაცემების წყალობით აუგმენტურ რეალობას შეუძლია, წინასწარ მოუმზადოს გარკვეული შეთავაზება მომხმარებელს.
მაგალითად: წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელსაც პიცა ძალიან უყვარს, ლაჩნის დროს ქუჩაში მისეირნობს - მას ახლოს მდებარე პიცერიების და იტალიური რესტორნების ჩამონათვალი გამოუჩნდება. ასევე დავუშვათ, რომ მისაღები ოთახის რეორგანიზება გსურთ და ყავის მაგიდების ალტერნატივების განხილვა გჭირდებათ. ამისათვის შეგიძლიათ, 360 გრადუსიანი მოდელი ჩამოტვირთოთ და მოათავსოთ ის თქვენს ოთახში და ნახოთ, რამდენად უხდება ის ინტერიერს. მაგალითისთვის შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ახერხებს ამას Ikea, Home Depot და Amazon.
-
ჩატბოტები
დღესდღეობით, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდების მუშაობა ჩატბოტების გარეშე წარმოუდგენელია. ნაცვლად მომხმარებლის მიერ აქტიურობისთვის ლოდინისა, მარკეტოლოგებს შეუძლიათ, ჩატბოტებისა და მესენჯერ აპლიკაციების საშუალებით გაზარდონ მათი ჩართულობა - შესაბამისად, გაზარდონ პოტენციური მომხმარებლებისა და განმეორებითი შესყიდვების რიცხვი.
-
მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი
მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი საშუალებას გაძლევთ, რომ მათ საკუთარი ისტორიების გაზიარების შესაძლებლობა მისცეთ და ამავდროულად, გაარეკლამოთ საკუთარი პროდუქტი. ამასთანავე, ეს იდეალური შესაძლებლობაა მომხმარებელთა რაოდენობის და მათი ჩართულობის ორგანულად გაზრდისთვის.
იფიქრეთ რაიმე სახის კონკურსზე, სადაც მომხმარებლები საკუთარ კონტენტს გააზიარებენ. ასევე შესაძლებელია, გეოლოკაციის მიხედვით შექმნათ სპეციფიკური ფილტრი ინსტაგრამისთვის, შეაგროვოთ მომხმარებელთა კონტენტი და შემდეგ ის სამომავლო მიზნებისთვის გამოიყენოთ.
4) ინტერაქციული რეკლამები
რეკლამები, რომლებიც ავტომატურად ირთვება და უჩნდება მომხმარებელს მობილურ მოწყობილობაში, მათ ასათვისებლად კიდევ ერთი შესანიშნავი და მარტივი გზაა. Voxel და mNectar ამ მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ. ისინი სხვადასხვა აპლიკაციებში უშვებენ საკუთარი მობილური თამაშების სესიებს, რასც ისინი ვირტუალიზაციის პროგრამას საშუალებით ახერხებენ.
მცირე დროის შემდეგ რეკლამა იყინება და მომხმარებელს მის ჩამოტვირთვას სთავაზობს. ალბათ, საკმაოდ ხშირად შეხვედრიხართ ასეთ რეკლამებს. ანალოგიური პროგრამები შემუშავებულია HTML5-ისთვისაც. თამაშებისთვის ეს მომხმარებელს მათი მომენტალური გამოცდის საშუალებას აძლევს - ნაცვლად იმისა, რომ თამაშის ხარისხი სურათებითა და ვიდეოებით განსაჯონ. ასეთი მიდგომის გამოყენება ტექნოლოგიური კომპანიებისთვისაც შესაძლებელია.
-
გეოლოკაციური რეკლამირება
აუგმენტური რეალობა, GPS თრექინგი და სხვა ტექნოლოგიური სიახლეები უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს კრეატიული მარკეტინგისთვის. დაგვეთანხმებით, რომ დროულობა მარკეტინგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გეოთარგეთირება საშუალებას გვაძლევს, რომ არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს რელევანტური კონტენტი/რეკლამა საჭირო დროს, საჭირო ადგილას შევთავაზოთ - თანაც, მათ ადგილმდებარეოებაზე დაყრდნობით.
მაგალითად, ამის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და ეფექტური მაგალითი ფეხსაცმლის მაღაზია - Meat Pack იყო. მათ შექმნეს ფასდაკლების აღმომჩენი აპლიკაცია, სახელად Hijack (გატაცება), რომელიც ფასდაკლების შეთავაზებას მომხმარებლისთვის კონკურენტის მაღაზიაში იწყებდა. როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში შევიდოდა (მაგალითად სავაჭრო ცენტრში, სადაც MeatPack მაღაზიაც იყო წარმოდგენილი), აპლიკაცია მას სმარტფონზე უგზავნიდა ფასდაკლების ვაუჩერს მსგავსი ფეხსაცმლისთვის. ფასდაკლების შეთავაზება 99%-დან იწყებოდა და რაც უფრო მალე მივიდოდა მომხმარებელი Meat Pack-ის მაღაზიაში, მით უფრო დიდი ფასდაკლების მიღებას შეძლებდა. ამ ტაქტიკამ კონკურენტების მაღაზიიდან 600-ზე მეტი მომხმარებლის მოზიდვა შეძლო.
მსგავსი მეთოდებით ციფრული და რეალური სამყაროს შერწყმაა შესაძლებელი. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითი Rovio-სა და McDonald’s China-ს თანამშრომლობა იყო, რომლის ფარგლებშიც მობილური თამაში - Angry Birds გამოიყენებოდა. აპლიკაციის iOS ვერსიაში ჩაშენებული იყო გეოლოკაციაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ხედავდა, რამდენად ახლოს იყო მომხმარებელი მაკდონალდსის ობიექტებთან. თუ მომხმარებელი მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, მათ თამაში ეუბნებოდა, რომ McDonald’s-ში რაღაც განსაკუთრებული ელოდათ. ამ დროს კი, აპლიკაციაში თამაშის სპეციალური რეჟიმი - “Courtesy of McDonald’s” აქტიურდებოდა.
მობილური მარკეტინგი ჯერ კიდევ აქ არის
მართალია, მობილური აუკვე აღარ ითვლება უახლეს და ბრწყინვალე გამოგონებად, თუმცა მარკეტოლოგებისთვის ის მაინც ეფექტურ ტაქტიკად რჩება. ციფრული სამყარო არ აიგნორებს ისეთ შესაძლებლობებს, როგორსაც მობილური მარკეტინგი გვთავაზობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
SMS მარკეტინგი: მაგალითები და რჩევები 2021 წლისათვის
სმს მარკეტინგი 2021 წელს
რატომ გვჭირდება ბრენდის წარმოჩენა ყველგან და ყოველთვის