როგორ მოვემზადოთ შავი პარასკევისთვის

ნოემბერი 07, 2021

როგორ მოვემზადოთ შავი პარასკევისთვის

შავი პარასკევისთვის მოსამზადებლად ბიზნესებს არაერთი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება შეუძლიათ...

გჭირდებათ კრეატიული მარკეტინგული იდეები შავი პარასკევისთვის?

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობის მატარებელია შავი პარასკევი გაყიდვებისთვის. ყოველ წელს, მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს ბიზნესები საკუთარ მომხმარებლებს მასიურ ფასდაკლებებს სთავაზობენ.

თუმცა, ხშირად ბიზნესებმა არ იციან, რეალურად საიდან დაიწყონ და როგორ გამოიყენონ შავი პარასკევი მათ სასიკეთოდ. თითოეული ლარი თუ დოლარი მნიშვნელოვანია - ალბათ, არ გსურთ ფასდკალებების შეთავაზება და თქვენი მარჟისა თუ შემოსავლების შემცირება მხოლოდ შავი პარასკევის გამო.

მაგრამ როგორ შეუძლია ბინზესს, ჩაერთოს ამ სენსაციურ მოვლენაში და ამავდროულად, კვლავ მიიღოს მოგება? სტატიის განმავლობაში სწორედ ისეთ მარკეტინგულ იდეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ამის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუმცა, სანამ მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე დავიწყებთ საუბარს, ერთ რამეში უნდა გავერკვეთ.

რა მოლოდინი აქვთ რეალურად მომხმარებლებს შავი პარასკევის მიმართ?

შავი პარასკევის ფარგლებში მყიდველის გადაწყვეტილებაზე უმეტესწილად, გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. ესენია:

  • უფასო მიწოდება
  • შეთავაზებები და დროში შეზღუდული ფასდაკლებები
  • მარტივად გამოსაყენებელი აპლიკაცია ან საიტი
  • ონლაინ ყიდვის და მაღაზიაში მიღების შესაძლებლობა

შესაბამისად, სანამ შავი პარასკევისთვის მარკეტინგული იდეების მოფიქრებას დაიწყებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რა სურს მომხმარებელს და რას ელის თქვენგან. შეგიძლიათ, ეს მონაცემები შემდეგ თქვენს სპეციფიკურ სამიზნე აუდიტორიასაც მოარგოთ - ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ ეს მოთხოვნები თქვენს ბიზნესს შეუსაბამოთ?

როგორც ბევრი მეწარმე და ბიზნესის მფლობელი თვლის, შავი პარასკევი მხოლოდ ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობისთვის არ არის განკუთვნილი. B2B კომპანიისთვის უფასო მიწოდება შესაძლოა, უფასო კონსულტაციაში აისახოს. დროებითი ფასდაკლება კი რაიმე მომსახურებას მოერგოს.

დააკვირდით მომხმარებელთა მოლოდინებს და ეცადეთ, მათ ისეთი რაიმე შესთავაზოთ, რაც ღირებული იქნება.

როგორ შევუსაბამოთ შავი პარასკევის მარკეტინგული გეგმები ჩვენი ბიზნესის მიზნებს?

ნაცვლად იმისა, რომ შავი პარასკევის კამპანიაში ჩაერთოთ და პირდაპირ შეამციროთ თქვენი პროდუქტის ფასები, საჭიროა შავი პარასკევი თქვენი ბიზნესის საერთო მიზნებისთვისაც სასარგებლო გახადოთ.

უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

  • გჭირდებათ არსებული მომხმარებლების ბაზის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოძიება?
  • გსურთ წარსული მომხმარებლების კვლავ გააქტიურება და ბრენდთან დაახლოება?
  • გჭირდებათ ისეთი ახალი და ძველი მომხმარებლების მოზიდვა, რომლებიც თქვენგან საშობაოდაც შეიძენენ პროდუქციას?
  • ფლობთ რაიმე ისეთ პროდუქციას გასული სეზონიდან, რომელიც საწყობში გაქვთ და რომლის რეალიზაციასაც ფიქრობთ?

შესაძლოა, დადებითი პასუხი ერთზე მეტ კითხვასაც გაეცით! აირჩიეთ ერთი ან ორი მიზანი, რომელიც თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე პრიორიტეტულია და შავი პარასკევის შეთავაზებები სწორედ მათ მოარგეთ და ამგვარად, ხელი შეუწყვეთ მათ შესრულებას.

შავი პარასკევის მარკეტინგული იდეები და სტრატეგიები

#1 იდეა: მიყევით ფასდაკლებების შეთავაზების ტრადიციულ მეთოდებს

ამ ყველაფრის გაკეთება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. ზოგიერთი მათგანი სხვასთან შედარებით მეტად დაგეხმარებათ მოგების მარჟის შენარჩუნებაში. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ა. საიტის მასშტაბით შესთავაზეთ ფასდაკლება ყველა წარმოდგენილ პროდუქციაზე

რასაკვირველია, ეს მყიდველებისთვის ძალიან მიმზიდველია, თუმცა ასეთ დროს ფასდაკლებაც საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს. მსგავს შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლება მაინცდამაინც ეფექტური ვერ იქნება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შავი პარასკევის ფარგლებში მომხმარებლები 26-დან 50%-მდე ფასდაკლებებს ელოდებიან.

შესაბამისად, თუ ასეთი მასშტაბის ფასდაკლების შეთავაზება არ შეგიძლიათ ყველა არსებულ პროდუქციაზე, მაშინ სჯობს ალტერნატივები განიხილოთ.

ბ. გასნხვავებული ფასდაკლებები

შეგიძლიათ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის შეღავათები შესთავაზოთ. მაგალითად, მოძველებულ პროდუქციაზე უფრო მაღალი ფასდაკლება დააწესოთ, ხოლო შედარებით ახალზე უფრო მცირე.

 

თუ თქვენი პრიორიტეტული მიზანი ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან ძველი პროდუქციის რეალიზაცია იყო, მაშინ ეს ძალიან ეფექტური ალტერნატივა იქნება.

გ. შეგიძლიათ მინიმალური თანხის ოდენობაც დააწესოთ, რომლის დახარჯვაც მომხმარებელს ფასდაკლების მისაღებად დასჭირდება.

ასეთი ტიპის კამპანიები ძირითადად „დახარჯე მეტი და დაზოგე მეტი“ ტიპის კამპანიებს წარმოადგენენ.

 

იმისათვის, რომ ბიზნესებმა მსგავსი შეთავაზების წარმოდგენა შეძლონ, ხშირად რამდენიმე პროდუქტის გაერთიანება ხდება საჭირო. მაგალითად, ამ რეკლამაში კომპანია რამდენიმე თამაშს აერთიანებს სათამაშო კონსოლში, რათა საკუთარი შეთავაზება უფრო მიმზიდველი გახადოს.

თუ თქვენი ბიზნესი მომსახურებაზეა დაფუძნებული, შეგიძლიათ მომხმარებელს ორი ტიპის მომსახურების მიღებისას შესთავაზოთ 15%-იანი ფასდაკლება. მთავარია, ისეთი თანხის ოდენობა დააწესოთ მინიმუმად, რომელიც თქვენი შეკვეთების საშუალო ღირებულებას გადააჭარბებს. რასაკვირველია, ის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს და მცირე მოგებასაც გიტოვებდეთ.

#2 იდეა: ლოიალობის პროგრამა

მომდევნო იდეად ლოიალობის პროგრამებს გთავაზობთ. თუ ჯერ არ გაქვთ, მაშინ მისი შემუშავებისთვის სწორედაც, რომ სათანადო დროა.

ლოიალობის პროგრამა მარკეტინგული სტრატეგიაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები თითოეული შესყიდვის შედეგად გარკვეული ოდენობის ქულებს აგროვებენ. საბოლოოდ კი მათი გადაცვლა სასაჩუქრე ბარათში ან პროდუქტში შეუძლიათ.

ასეთ მიდგომებს არაერთ კომპანიაში შეხვდებით, მათ შორის Starbucks-შიც, რომელსაც სპეციალური აპლიკაციაც აქვს შექმნილი. მაგალითად, სტარბაქსის მომხმარებელს ქულების სანაცვლოდ უფასო ჩაი ლატეს მიღება შეუძლიათ.

მომსახურების სფეროში მყოფ ბიზნესებსაც მარტივად შეუძლიათ ლოიალობის პროგრამის შემუშავება. შეგიძლიათ, მომხმარებელს ქულები ყოველ დახარჯულ 50 ლარზე შესთავაზოთ და შემდეგ ეს ქულები ფასდაკლებებში გადააცვლევინოთ. ქულების სისტემა თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პრინციპს შეგიძლიათ მოარგოთ.

მაგალითად, Chick-fill-A-ს განსხვავებული მეთოდი აქვს შემუშავებული. მათთან უფრო მეტის დახარჯვა გიწევთ, თუ გსურთ, რომ შემდეგ საფეხურზე გადახვიდეთ. თითოეული საფეხური კი პროგრამის ფარგლებში განსხვავებულ სარგებელს გთავაზობთ.

 

  • საწყის ეტაპზე მყოფი მომხმარებელი თითო დოლარზე 10 ქულას იღებს.
  • ვერცხლის ეტაპზე მყოფი მომხმარებელი 11 ქულას.
  • წითელი წევრი 12 ქულას
  • ხოლო უმაღლეს დონეზე მყოფი მომხმარებელი 13 ქულას.

მართალია, თითოეული დონე სხვადასხვა სარგებელსაც სთავაზობს მათ, თუმცა ქულები ამგვარად ნაწილდება. დაგროვილ ქულებს მომხმარებელი შემდეგ სასურველ პროდუქტში გადაცვლის.

რა კავშირშია ეს შავ პარასკევთან? შავი პარასკევის შემთხვევაში ლოიალობის პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს შეგიძლიათ გაორმაგებული ქულები შესთავაზოთ მთელი დღის განმავლობაში. ეს ლოიალობის პროგრამაში ჩართვისაკენ უფრო მეტ მომხმარებელს უბიძგებს.

#3 იდეა: მოახმარეთ თქვენი მოგების ნაწილი ქველმოქმედებას

ქველმოქმედებაც არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს არის სტრატეგია, რომელიც მომხმარებელს თქვენი პროდუქციის სრულ ფასად შეძენისკენ უბიძგებს. ამისათვის მათ შესაბამისი სტიმულიც აქვთ - მათი შესყიდვა რაღაც უფრო დიდს უკავშირდება!

არაერთი კვლევაა ჩატარებული ამ საკითხთან დაკავშირებით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მომხმარებელთა 13% 31-50%-ით მეტის გადახდისთვის არის მზად, თუ ის დარწმუნებული იქნება, რომ თქვენს ბიზნესს სამყაროზე დადებითი გავლენა აქვს.

ამის ნათელი მაგალითია Patagonia. მათ შავი პარასკევისთვის დააანონსეს, რომ ამ დღეს მიღებული გაყიდვების 100%-ს მოახმარდნენ იმ ორგანიზაციებს და ადამიანებს, რომლებიც ჰაერის, წყლის  და ნიადაგის დაცვაზე ზრუნავს მომავალი თაობებისთვის. უამრავი მომხმარებელი მათ წამოყებას „,დედამიწის გადასარჩენ ფონდს“ უწოდებდა. კომპანია $2 მილიონის გაყიდვების გენერირებას ვარაუდობდა, თუმცა საბოლოოდ მათ მოლოდინებს შედეგმა ხუთჯერ გადააჭარბა და ამ პოზიტიურ, დადებით საქმეს $10 მილიონი დოლარი მოხმარდა.

2021 წელს, ადამიანები მეტად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორია ბრენდის ღირებულებები და ფასეულობები. Patagonia-სთვის კი აშკარა იყო, რომ მათი საზრუნავი გარემო და დედამიწის მომავალია.

გარდა ამ სტრატეგიებისა, შავი პარასკევის აქციების დაწყებამდე გარკვეული მომზადებაც დაგჭირდებათ. ამისათვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

  1. საიტის ოპტიმიზაცია მობილურისთვის

2020 წლის დადგომასთან ერთად, მობილურ ოპტიმიზაციას ძალიან ბევრმა ბიზნესმა მიმართა და დღეს ეს უკვე აუცილებლობასაც წარმოადგენს. დარწმუნდით, რომ თქვენი საიტის მობილური ვერსია გამართულია, მასზე ნავიგაცია მარტივია და ისეთივე ფუნქციონირებადია, როგორიც დესკტოპზე. დღესდღეობით, გაყიდვების დიდი წილი სწორედ მობილურ მომხმარებლებზე მოდის.

  1. შექმენით შავი პარასკევის სასაჩუქრე გზამკვლევი

შეუქმენით მომხმარებლებს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მათი საშობაო საჭიროებების დაკმაყოფილება თქვენთან, შავი პარასკევის ფარგლებში. მომსახურების სფეროსთვის ეს შეიძლება სასაჩუქრე ბარათს უკავშირდებოდეს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება „სასაჩუქრე“ შეფუთვას უნდა მოარგოთ.

  1. დროის ათვლა

თუ ერთდროულად რამდენიმე შეთავაზებას ან აქციას მართავთ, გამოაჩინეთ, როდისთვის და რამდენი ხნით იქნება ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. ამის გაკეთება დროის ათვლით (ტაბლოს გამოტანით) შეგიძლიათ. ამას ხშირად ვნახავთ Amazon-ის გვერდზე, განსაკუთრებით კი შავი პარასკევის დროს. ასეთი მიდგომა მომხმარებელს საიტზე უფრო ხშირად დაბრუნებისკენ  უბიძგებს.

  1. მოამზადეთ თქვენი რეკლამები

თუ თქვენი რეკლამების გაშვებას ფეისბუქისა და გუგლის არხებში გეგმავთ, დარწმუნდით, რომ ყველაფერი მწყობრშია - საიტზე ჩაშენებულია პიქსელი, გამართულია ლენდინგ გვერდები, მომხმარებლების მოქმედებების აღრიცხვაც სწორად ხდება და გამართულად მუშაობს გადახდების ფუნქციონალი? 

ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოაგვაროთ, რადგან რაც არ უნდა სწრაფი მეთოდები იცოდეთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, Google-სა და Facebook-ს ზოგიერთი საკითხის დადასტურებისთვის მაინც დიდი დრო სჭირდებათ.

  1. შექმენით შავი პარასკევისთვის განკუთვნილი ლენდინგ გვერდი

ამგვარად, მომხმარებელთა მეილების შეგროვებასაც შეძლებთ.

შეგიძლიათ, მათ სტიმული მისცეთ და უთხრათ, რომ შავი პარასკევის შეთავაზებებს მეილების სანაცვლოდ პირველები მიიღებენ. სთხოვეთ რეგისტრაცია, რათა სიახლეები არ გამორჩეთ.

ამისათვის დამატებით შეგიძლიათ, მეილის სარეგისტრაციო რეკლამა შექმნათ “pop-up”-ის სახით, რომელიც მომხმარებელს თქვენი საიტის ყველაზე პოპულარულ გვერდებზე გამოუჩნდება. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ ლენდინგ გვერდის ოპტიმიზაციაც საუკეთესო შედეგების მისაღებად.

  1. დაგეგმეთ და წინასწარ ჩასვით კალენდარში შავი პარასკევისთვის საჭირო სოციალური მედია პოსტები

როგორც იცით, კონტენტის კალენდარი საშუალებას იძლევა, პოსტების გამოქვეყნების თარიღი და დრო წინასწარ განვსაზღვროთ - დღეებით, კვირებით თუ თვეებით ადრე. გაამზადეთ და წინასწარ გაუშვით იმდენი პოსტი, რამდენიც შეგიძლიათ. შავი პარასკევის მსვლელობისას საკმაოდ დაკავებული იქნებით სხვა საქმეებით.

  1. გამოიყენეთ სასაჩუქრე პროდუქტი

პროდუქტის საჩუქრად შეთავაზება სხვა, უფრო დიდი შესყიდვის ხელშემწყობი უნდა გახდეს. ეს შედარებით მცირე პროდუქტია, რომლის შეძენაც მომხმარებლისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ეს მათ მოზიდვაში დაგეხმარებათ.

მაგალითისათვის ამაზონის ხრიკს დააკვირდით. მათ ერთად აქვთ წარმოდგენილი ორი დაბალ ფასიანი პროდუქტი, რომელთა საერთო ღირებულებაც $25 დოლარს უტოლდება და უფრო მსხვილი, $60-$180 დოლარამდე პროდუქტები.

ისინი ამ პროდუქტებს აჯგუფებენ, რათა მომხმარებელმა ერთზე მეტი პროდუქტი შეიძინოს. ეს სტრატეგია განსაკუთრებით კარგად მუშაობს მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც მომხმარებლის ნდობას ახლა აყალიბებენ.

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვემზადოთ სადღესასწაულო სეზონის გაყიდვებისთვის

გაყიდვების 5 არხი ელექტრონული კომერციისთვის

5 რჩევა სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციისთვის

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი