Google Ads კონვერსიის ცვლილებები და მონაცემთა უსაფრთხოება

ნოემბერი 17, 2021

Google Ads კონვერსიის ცვლილებები და მონაცემთა უსაფრთხოება

წლების განმავლობაში, კომპანიები “cookies”-ებს ნებართვის გარეშე აგროვებდნენ, აკვირდებოდნენ მომხმარებლის აქტივობას და აგროვებდნენ ღირებულ მონაცემებს, თუმცა ეს პერიოდი წარსულში დარჩა.

2021 წლის მაისში, Google-მა უსაფრთხოების კონტროლის ახალი პოლიტიკა შემოიღო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურდათ, განესაზღვრათ, თუ ვის ექნებოდა წვდომა მათ მონაცემებზე. მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, წაეშალათ მათი საძიებო ისტორიის ბოლო 15 წუთი და დაენერგათ პაროლის ახალი სისტემა. წლების განმავლობაში, კომპანიები “cookies”-ებს ნებართვის გარეშე აგროვებდნენ, აკვირდებოდნენ მომხმარებლის აქტივობას და აგროვებდნენ ღირებულ მონაცემებს, თუმცა ეს პერიოდი წარსულში დარჩა. კომპანიებმა დაიწყეს მომხმარებლის დაფასება, მათი პატივისცემის გამოყენება საკუთარი თავის წარმოსაჩენად და დღეს ისინი მონაცემებს იმაზე უფრო ფრთხილად უდგებიან, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, Google-იც აჰყვა ამ ტენდენციებს და ახალი პოლიტიკაც გააცნო საკუთარ მომხმარებელს.

თუმცა, Google რეკლამებს ყიდის, თანაც უამრავს. რეკლამის სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ იმის განსაზღვრა, ღირს თუ არა მათი სარეკლამო ხარჯის გაღება, მათ სურთ, დააკვირდნენ მომხმარებლის აქტივობას რეკლამის ნახვის შემდეგ - რაც შედარებით კომპლექსური და რთული ხდება გუგლის ახალი პოლიტიკის შემოღების შემდეგ.

რა არის გამოსავალი? გამოსავალი გაძლიერებული/დახვეწილი კონვერსიებია.

დახვეწილი კონვერსიის კონფეციის გასააზრებლად, თავდაპირველად რამდენიმე ტერმინის მნიშვნელობა უნდა გავიაზროთ. პირველ რიგში, კონვერსია გულისხმობს მომხმარებლისგან რაიმე ქმედებას, რომელსაც ის თქვენი რეკლამის ნახვის შემდეგ ასრულებს. ეს შეიძლება იყოს სარეგისტრაციო ფორმის შევსება ან პროდუქტის შეძენა. Google Ads კონვერსიას შემდეგნაირად განმარტავს: „კონვერსია ითვლის მომხმარებლის ინტერაქციას თქვენს რეკლამაზე, რის შედეგადაც ის კონკრეტულ ქმედებას ახორციელებს - ქმედებას, რომელიც თქვენი ბიზნესისთვის ღირებულია, მაგალითად ონლაინ შესყიდვა ან ბიზნესთან დაკავშირება სატელეფონო ზარის მეშვეობით.“ მარტივად რომ ვთქვათ, თუ კონვერსია მიიღეთ - თქვენმა რეკლამამ იმუშავა.

როგორ ვიგებთ კონვერსიების მაჩვენებელს? - ვაკვირდებით და აღვრიცხავთ მათ, მაგრამ როგორ მუშაობს ეს? Google ამასაც გვიხსნის: „თქვენ საიტზე ან მობილურ აპლიკაციაზე კონვერსიის თრექინგის მარკას (თეგს) ამატებთ. როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე აკლიკებს გუგლის საძიებო სისტემაში ან სხვა დისფლეი ქსელში, ან როდესაც მომხმარებელი თქვენს ვიდეოს ნახულობს, მის კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე დროებითი „cookie” ირთვება. როდესაც ისინი თქვენ მიერ განსაზღვრულ მოქმედებას ახორციელებენ, ჩვენი სისტემა ცნობს ამ “cookie“-ს და იმახსოვრებს მას, როგორც კონვერსიას. Google შემდეგ თქვენი კონვერსიის მონაცემთა ანალიზსს ახდენს, რაც საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ ისეთ საზომებს, როგორიცაა ხარჯი თითო კონვერსიაზე, კონვერსიის კოეფიციენტი და თითოეული კონვერსიის ღირებულება.

გამოდის, რომ შეგვიძლია რეკლამა ვიყიდოთ და გავიგოთ, რას აკეთებს ხალხი ჩვენი რეკლამის ნახვის შემდგომ. მაგრამ, აქ ერთი პრობლემა ჩნდება -  მომხმარებელი გუგლის ახალ პოლიტიკას იყენებს და მისი მონაცემების დაბლოკვას ითხოვს.

თუმცა, თუ მომხმარებელი “cookies”-ების დაბლოკვას მოითხოვს, Google-ს ამ პრობლემისთვისაც აქვს ინოვაციური გადაჭრის მეთოდი და სწორედ ამ მეთოდს ეწოდება დახვეწილი/გაძლიერებული კონვერსიები. გაძლიერებული კონვერსიებისთვის პირველადი მონაცემებია საჭირო, როგორიცაა სახელი, ელექტრონული ფოსტა, სახლის მისამართი ან ტელეფონის ნომერი. თქვენი საიტის მნახველები ამ ინფორმაციას კონვერსიის პროცესში გაწვდიან, მაგრამ მათ შეუძლიათ მისი გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის აგიკრძალონ. ასეთ შემთხვევაში, კონვერსიის თრექინგ თეგი აგროვებს მონაცემებს, ახდენს მის დაშიფვრას (ხდის ანონიმურს) და აწვდის მას Google-ს ანალიზისთვის. Google Analytics-ის დახმარებით კი თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, ეს ანონიმური მონაცემები დაამუშაოთ. Google Ads-ის შესყიდვის, ანალიტიკისა და შეფასების მენეჯერი, Vidhya Srinivasan ხსნის: „ჩვენ ვცდილობთ, დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში ისეთ სამყაროში, სადაც ნაკლები „cookies”-ები და სხვა მსგავსი ინიციატივები გვხდება. ისეთ სამყაროში, სადაც მომხმარებლის ნება უფრო დაფასებულია, ხოლო კონვერსიების შეფასება და მონაცემების შეგროვება უფრო დახვეწილი და გამართული.“ დახვეწილი კონვერსიების ეფექტურად ამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება, მონაცემებისა და ანალიტიკის მიღებას მხოლოდ 75 დღის შემდეგ შეძლებთ.

მონაცემთა ბაზებში ნავიგაცია და მათი ანალიზი მომხმარებელთა ნებისა და სურვილების გათვალისწინებასთან ერთად, შესაძლოა საკმაოდ მრავლისმომცველი და რთული იყოს, ამიტომ Google-მა შექმნა სპცეიალური Consent Mode (საცდელი ვერსია), რომელიც ამ პროცესის ავტომატიზაციას ახდენს. პროცესის გასამარტივებლად და თეგებისთვის საჭირო კოდების სამართავად, შესაძლებელია, ასევე მათი Tag Manager-ის გამოყენებაც.

შეჯამება

წინ კიდევ უფრო მეტი სიახლე და ტექნოლოგია გველის. ვინაიდან, დროთა განმავლობაში ინფორმაციის შეგროვებაზე უფრო მეტი მომხმარებელი აცხადებს უარს, ეს საძიებო სისტემების გიგანტისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება, რადგან კომპანიებს სჭირდებათ მათი კამპანიების წარმატებულობის თუ წარუმატებლობის შეფასება. სწორედ ამიტომ, Google ხელოვნური ინტელექტისა და “machine learning“ (მანქანური სწავლების) მოდელების მეტი ძალისხმევით გამოყენებას ფიქრობს - ეს მათ ქცევითი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება. მაგალითად, თუ მომხმარებელთა ათვისების რეპორტში მონაცემთა შეგროვების შეწყვეტის გამო თქვენ ნაკლული ინფორმაცია გექნებათ, Google შეეცდება, ეს ცარიელი სივრცეები მათი მოდელირების მეშვეობით შეავსოს, რათა თქვენ მკაფიო სურათის დანახვა შეძლოთ კონვერსიების კუთხით.

კონვერსიების მიღება მომხმარებელთა ნების გათვალისწინებასთან ერთად შესაძლებელი კი არა, აუცილებელიც არის. დარწმუნდით, რომ თქვენი თეგების ინფრასტრუქტურა გამართულია და რომ თქვენ Consent Mode-ს იყენებთ პროცესის ავტომატიზაციისთვის. მომხმარებელთა მოგზაურობის (რა გზას გადის ის ბრენდამდე) გააზრება მნიშვნელოვანია და გაძლიერებული კონვერსიები სწორედ ამ მოგზაურობისას, დამატებითი მონაცემების შეგროვებაში გეხმარებათ.

ლაშა ხორგუაშვილი

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Google My Business - ის გზამკვლევი დამწყებთათვის

რა არის PPC მარკეტინგი და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი ბიზნესისთვის

ღირებული ტრენდები მცირე ბიზნესებისთვის ციფრულ მარკეტინგში

 

სმს მარკეტინგი

ეფილიეიტ მარკეტინგი