გაციფრულების პროცესი და მხარდაჭერა კომპანიებისთვის

საკმაოდ ნათელი და აშკარაა, რომ მსოფლიოს გარშემო პერიოდულად იცვლება და იხვეწება ტექნოლოგიები, ვითარდება თითოეული სფერო, მათ შორის ზოგიერთი ქრება კიდეც, იცვლება მომხმარებელთა საჭიროებები და მოთხოვნილებები და შესაბამისად, იცვლება ბიზნესების მიდგომებიც.
2020-2021 წელი საკმაოდ მრავლისმომცველი წელი აღმოჩნდა - ზოგისთვის ის პრობლემებს უკავშირდებოდა, ზოგისთვის კი პირიქით, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. არსებულ მდგომარეობაში მეტწილად მაინც პანდემიის გამო აღმოვჩნდით. „ლოქდაუნმა“ შეიძლება ითქვას, უამრავი ხალხი მოწყვიტა გარესამყაროს და რომ არა ციფრული სამყარო, მასზე ადაპტირებული ბიზნესები თუ მედია საშუალებები, ალბათ სოციალურ ყოველდღიურობას სრულად ჩამოვშორდებოდით. ამ პერიოდში ბევრი ბიზნესი გამოჩნდა, რომელიც სწრაფად მოერგო ცვალებად გარემოს, მომხმარებელთა განსხვავებულ საჭიროებებს, დაიანახა ბაზარზე არსებული ცარიელი სივრცეები და ეცადა მათ შევსებას.
ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, თუ როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის მიერ ტენდენციებს აყოლა, მათი მოქნილობისა და ადაპტირების უნარი, განვითარების პოტენციალის იდენტიფიცირება და, რა თქმა უნდა, მისი გამოყენება. დღესდღეობით, მსოფლიოში საგრძნობლად გაზრდილი ინტერნეტისა და მობილური მოწყობილობების მოხმარების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესებისთვის, ციფრული სამყაროს ათვისებაა. თუ დღეს კომპანია ონლაინ სივრცეში არ არის, ის ფაქტობრივად არ არსებობს - ამ ტემპს მიმდინარე კონკურენტული გარემო აყალიბებს, სადაც თუ ტენდენციებს ფეხს ვერ აუბამ, ბაზრის წილსაც დაკარგავ.
შესაბამისად, იქნება ეს B2C თუ B2B ბიზნესი, მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათთვის კოფორტის შექმნა და დახვეწილი ონლაინ გამოცდილების შეთავაზება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად. ციფრული სამყაროს, ოპტიმიზებული ვებ-გვერდისა და დიზაინის, გამართული ინტერფეისისა და მარტივი ნავიგაციის გარეშე (ეს ვრცელი სიის მხოლოდ რამდენიმე კომპონენტია) კი ეს ყველაფერი შეუძლებელია.
საქართველო და ციფრული ბიზნეს სამყარო
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2021 წელს ბიზნესები უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ და მათ შორის, ბიზნესის გაციფრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა ბევრმა მათგანმა ეს გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაქმნა და საკუთარ განვითარებაზე დაიწყო ზრუნვა. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც საქართველოა. ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი ამ მომენტშიც ფიქრობს მის განვითარებაზე რაიმე ახალი ტექნოლოგიისა თუ მომსახურების დანერგვით - რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული მომხმარებლის კმაყოფილების შესანარჩუნებლად და პოტენციური მომხმარებლის მოსაზიდად.
ამ დროს, ბუნებრივია, გარდამტეხ როლს ყველა ზომის ბიზნესის გაციფრულებისთვის თამაშობენ ის კომპანიები, რომელთა მომსახურების გარეშეც ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ვერ მოხდება. თუ შევაჯამებთ გასულ წელს, ბევრმა დიდმა კომპანიამ იტვირთა საკუთარ თავზე ბიზნესების სწრაფი ადაპტაციის უზრუნველყოფა და ფაქტობრივად, ყველა ინდუსტრიისთვის ხელმისაწვდომი გახადა ციფრული სერვისები.
დაგვეთანხმებით, რომ დადებითი სიახლეები ყოველთვის სასიხარულო და მისასალმებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სასარგებლო და გამოსადეგია.
დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ საქართველოს ბანკი აქტიურად ზრუნავს საკუთარი მომსახურების გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ბიზნესების ციფრული ოპერაციების გამარტივებაზე, არის ახლად შექმნილი პლატფორმა API.bog.ge. ეს არის პლატფორმა საბანკო სერვისების ინტეგრაციისთვის, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მათი ციფრული პროდუქტების არსენალი გაამდიდრონ ონლაინ გადახდებით, განვადებით, შეძლონ ბიზნესის ინტერნეტბანკის ინტეგრაცია და მიიღონ წვდომა საბანკო ანგარიშებზე. თუ თქვენი ბიზნესი ელექტრონულ კომერციაშია ჩართული და თქვენთვის პრიორიტეტული მომხმარებელთა გამოცდილების დახვეწა და გამარტივებაა, მაშინ API სერვისები უდავოდ არაერთი სარგებლის მომტანი იქნება თქვენთვის.
იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ბანკი არის ბანკი, რომელიც არასდროს ჩერდება და ბიზნესისა და ფიზიკური პირების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ერთნაირად ზრუნავს, ის მეტყველებს, რომ სწორედ საქართველოს ბანკმა მისცა პირველმა შესაძლებლობა მომხმარებელს, მისი ანგარიშები ერთ სივრცეში დაენახა. „ღია ბანკინგი“ ხსნის ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტ ბანკის გამოყენების საჭიროებას - მისი საშუალებით ჩვენი ფინანსების მართვა უკვე ერთ სივრცეშია შესაძლებელი, რადგან ის სხვა ანგარიშების საქართველოს ბანკის მობილბანკში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც იძლევა.
აღნიშნული ტექნოლოგია არა მხოლოდ ფიზიკური მომხმარებლისთვის, არამედ ბიზნესებისა (ფინტეკის) და ბანკებისთვისაც ხელსაყრელია. ერთი მარტივი ოპერაციის შემდეგ, შესაძლებელი ხდება, ანგარიშის დეტალების, ბალანსისა და ტრანზაქციების შემოწმება. ეს ასევე ამარტივებს დარჩენილი ნაშთებისა თუ საკუთარი თანხების ერთ სივრცეში კონტროლს. ეს ყველაფერი კი ფინანსურ სექტორში ინფორმაციის მიწოდებას საგრძნობლად აიოლებს.
ასევე დაგაინტერესებთ: