ღირებული ტრენდები მცირე ბიზნესებისთვის ციფრულ მარკეტინგში

დღესდღეობით, ბრენდები ციფრულ მარკეტინგს მისი მოქნილობისა და პოტენციური სარგებლის გამო აფასებენ. მისი სწორად განხორციელების შემთხვევაში, ციფრული მარკეტინგი მეთოდურიც არის და საკმაოდ რენტაბელურიც. შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ ის მცირე ბიზნესებისთვის უპირატესობის მოსაპოვებლად საუკეთესო გზაა.
2021 წლისთვის ციფრული სარეკლამო ხარჯების მიახლოებითი ოდენობა $389 მილიარდს შეადგენს. მიმდინარე ტრენდებზე დაკვირვება და ტემპის შენარჩუნება ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ამიტომ, გიზიარებთ ციფრული მარკეტინგის ტენდენციებს, რომლებიც მცირე ბიზნესებმა უნდა გაითვალისწინონ.
-
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი (AI) დღეს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შემუშვებაშიც გამოიყენება, ვინაიდან ის წვდომას გვაძლევს დამატებით მონაცემებზე, საშუალებას გვაძლევს, გავიაზროთ მომხმარებელთა ქცევა და გამოვიტანოთ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, ზუსტი დასკვნები და მივიღოთ ლოგიკური გადაწყვეტილებები.
სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად ბიზნესები საკუთარი მომხმარებლებისა და სამიზნე აუდიტორიის მონაცემების ანალიზს აკეთებენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ, დანერგონ ციფრული სტრატეგიები და დააკვირდნენ მათ ეფექტიანობას. სწორედ ასეთი დეტალური მონაცემების მიღებასა და პერსონალიზაციაში უჭირავს დიდი როლი ხელოვნურ ინტელექტს.
-
ლაივ ვიდეოები
ლაივ ვიდეოები მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტურ ხელსაწყოდ ჩამოყალიბდა და დროდადრო უფრო მეტი ბრენდი იყენებს მას. ლაივ ვიდეობისგან დიდი სარგებლისა და სიკეთის მიღება შეუძლიათ ადგილობრივ ბიზნესებსაც, მაგალითად ადგილობრივ საცხობებსა და რესტორნებს. ეს იდეალური საშუალებაა მომხმარებელთან დასაკავშირებლად. სოციალური მედია პლატფორმები კი ამის ფუფუნებას ნამდვილად გვაძლევს.
ლაივ ვიდეოებს წარმოების ერთ-ერთი დიდი სარგებელი აუდიტორიის გაცნობის შესაძლებლობა და მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. მისი დახმარებით, ბიზნესების მიმართ ხალხის ნდობა იზრდება, რაც მათ ცალსახა განვითარებაშიც ეხმარება. მომხმარებელი, რომელიც ბიზნესს სანდოდ მიიჩნევს, დიდი ალბათობით განმეორებად შესყიდვასაც ახორციელებს.
წლების განმავლობაში სოციალურმა მედიამ მის მნიშვნელობასა და ღირებულებაში მთელი მსოფლიო დაარწმუნა. მისი გამოყენება მარტივი, თავისუფალი და რენტაბელურია.
მხოლოდ ინსტაგრამისა და ფეისბუქის ბიზნეს პროფილსაც კი შეუძლია ბიზნესს განვითარებაში დაეხმაროს. მას შემდეგ, რაც პოსტების რეგულარულად წარმოებას დაიწყებთ, მომხმარებლებისა და გამომწერების მოზიდვა უფრო მარტივი გახდება. აწარმოეთ კონტენტი რეგულარულად და განაახლეთ ძველი ბლოგები მეტი შედეგისთვის.
გონივრული სოციალური მედია მარკეტინგით შეგიძლიათ სიღრმისეული მონაცემებიც მოიპოვოთ მომხმარებელთა დემოგრაფიული მახასიათებლების შესახებ და შესაბამისად, უფრო ზუსტად დაათარგეთოთ აუდიტორია. ტრენდული ჰეშთეგების გამოყენებაც საგრძნობლად გაზრდის თქვენი კონტენტის რიჩს (მიღწევადობას).
-
"Storytelling" - ამბის თხრობა
მოუყევით მომხმარებელს საინტერესო ამბები. ადამიანებს უყვართ ამბის თხრობა, მისი მოსმენა და მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ამ ტექნიკას საკმაო წარმატებით იყენებენ. ინსტაგრამს ყოველდღიურად 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
სოციალური მედიის დახმარებით ამბების გავრცელება საკმაოდ ფართო აუდიტორიებზეა შესაძლებელი. ამის გაკეთება ბლოგებით, სთორებით, პოლებით და ლაივ სესიებით შეგიძლიათ. ახლა უკვე პოდქასთების მეშვეობითაც. თუ მკითხველს მოეწონება თქვენი ისტორია, მაშინ უფრო მეტ კონვერსიებსაც მიიღებთ.
ამბების თხრობა შესანიშნავი გზაა პოტენციური მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობადაც. თქვენ ეცნობით მათ მოთხოვნილებებს, გემოვნებასა თუ საჭიროებებს და შესაბამის შეთავაზებას უკეთებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს პერსონალიზაცია ყველაზე მაღალ კონვერსიებს აგენერირებს.
-
“Geofencing” - გეოლოკაცია
Geofencing საკმაოდ ეფექტური ტექნიკაა მომხმარებლების მოსაზიდად მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. აპლიკაცია ან პროგრამა მომხმარებელს კონკრეტული გეოგრაფიული არეალის მიხედვით უგზავნის შეტყობინებებს. ის ადამიანების სამყოფელის დასადგენად GPS-სა და WiFi-ს იყენებს.
თუ თქვენი ბიზნესი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, მაშინ ეს შესანიშნავი არჩევანია. გაზარდეთ ბრენდის ცნობადობა გონივრული გზებით. პოტენციური მომხმარებლისთვის Pop-up-ების გაგზავნით მარტივად მიიქცევთ ყურადღებას.
-
რეკლამების ადგილობრივი თარგეთირება
გლობალურ ბაზარზე გასვლამდე ბიზნესებს ადგილობრივი ბაზრის ათვისება სჭირდებათ. შესაბამისად, თავდაპირველად ადგილობრივი მომხმარებლის თარგეთირებაზე უნდა იფიქროთ - ამის საშუალებას კი სწორი რეკლამირება იძლევა. თარგეთირებული რეკლამირება ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის ყველაზე პროდუქტიული და ეფექტური მეთოდია, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებისთვის.
მიჰყევით სიახლეებს, აითვისეთ მიმდინარე ტრენდები, დანერგეთ ახალი მარკეტინგული სტრატეგიები და დააკვირდით მათ შედეგებს. ნუ მოერიდებით ახალი პლატფორმებისა და ხელსაწყოების გამოყენებას აუდიტორიის დემოგრაფიული თარგეთირებისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
7 შეცდომა, რომელსაც მცირე ბიზნესები უშვებენ ფეისბუქ ბიზნეს გვერდის მართვისას
ციფრული მარკეტინგის 15 უფასო ხელსაწყო მცირე ბიზნესისათვის
მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია