media-4

3 დაბალბიუჯეტიანი მეთოდი პროდუქტის გასარეკლამებლად

  • 30 სექ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
3 დაბალბიუჯეტიანი მეთოდი პროდუქტის გასარეკლამებლად

საკუთარი ონლაინ ბიზნესის წამოწყებას ფიქრობთ, თუმცა არ იცით საიდან და როგორ დაიწყოთ მისი გარეკლამება/გავრცელება? ან იქნებ უკვე ფლობთ ფიზიკურ მაღაზიას და გსურთ თქვენი შეთავაზებები პოტენციურ მომხმარებლებს ონლაინ სივრცეშიც მიაწოდოთ?

საბედნიეროდ, ციფრული მარკეტინგის სამყაროში თქვენ ყოველგვარი ინფორმაციის გავრცელება შეგიძლიათ, თანაც ყველგან და თანაც დიდი ბიუჯეტის გამოყოფის გარეშე. სოციალური მედია აქტივობა ალბათ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი საშუალებაა, მაგრამ კიდევ არსებობს მის გარდა რეკლამირების რენტაბელური საშუალებები. სტატიაში სწორედ ამ გზებს გაეცნობით.

ციფრული მარკეტინგის ეფექტურად გამოყენების შესასწავლად შეგიძლიათ, გაიაროთ Digitalnews.ge-ის ონლაინ კურსი 

  1. იმეილ მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური და ეფექტური მეთოდია ციფრულ მარკეტინგში. იმეილ მარკეტინგს ოთხჯერ უფრო მაღალი ROI (ინვესტიციაზე უკუგება) ახასიათებს, ვიდრე სხვა მარკეტინგულ არხებს და ამასთანავე, მარკეტოლოგების 90% იმეილს ლიდების გენერირების მთავარ ხელსაწყოდ იყენებს.

რატომ არის იმეილ მარკეტინგი ასეთი ეფექტური? ერთი მიზეზის გამო - მისი კამპანიების მართვა ფაქტობრივად უფასოა. გარდა ამისა, დღევანდელი იმეილ ხელსაწყოები მათში ჩაშენებულ სხვადასხვა ფუნქციონალს მოიცავენ, რომლებიც კამპანიების მართვასა და ორგანიზებაში გეხმარებათ.

თუ თქვენ უკვე იყენებთ ელექტრონული ფოსტების ბაზის შექმნის სტრატეგიას, ნახევარი გზა გავლილი გაქვთ. თუმცა, ეფექტური იმეილ კამპანიის განვითარება გაცილებით მეტ ძალისხმევასა და ორგანიზებას მოითხოვს.

ეფექტური იმეილ კამპანიის შექმნა

პირველ რიგში, დაგჭირდებათ ავტომატიზაციისა და იმეილ მენეჯმენტის ხელსაწყოს შერჩევა. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად MailChimp. ის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ხელსაწყოა მობილური ოპტიმიზაციისა და რენტაბელურობის კუთხით. პლატფორმის შერჩევის შემდეგ, საჭირო იქნება თქვენი კალენდრის შედგენა - განსაზღვრეთ, როდის გსურთ მეილების გაგზავნა. ეცადეთ, იყოთ თანმიმდევრული და ძალიან არ გადატვირთოთ მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტა.

შემდეგი ეტაპი დამარწმუნებელი მესიჯისა და ხარისხიანი კონტენტის შექმნაა - ისეთის, როგორიც თქვენს მარკეტინგულ მიზნებს შეესაბამება. თქვენი მისასალმებელი მესიჯი აშკარა და კონკრეტული უნდა იყოს, რათა მომხმარებელი მარტივად მიხვდეს, ვისგან და რატომ იღებს შეტყობინებას.

ასევე მნიშვნელოვანია ყველასაგან გამორჩეული სათაურის მოფიქრებაც. ეფექტური სათაურები ერთ-ერთი მთვარი ფაქტორია, როდესაც საქმე მეილების გახსნის მაჩვენებელს ეხება. სცადეთ ფასდაკლების შეთავაზება ან რაიმე უცნაური კითხვის დასმა.

ეფექტური კონტენტის შექმნა

დარწმუნდით, რომ თქვენი კონტენტი გარკვეულ ღირებულებას მატებს მომხმარებელთა ცხოვრებას და თქვენს პროდუქტზე წვდომასაც უმარტივებს მათ. მაგალითად, თუ თქვენ ლაივ ვებინარის გარეკლამებას ცდილობთ, აუცილებლად უთხარით მათ იმის შესახებაც, რომ მის ყურებას მოგვიანებითაც შეძლებენ.  

თქვენი მოწოდება კონკრეტული ქმედებისკენ აშკარა და ნათელი უნდა იყოს, შესაძლოა ეს საგანმანათლებლო მოწოდებაც შეიცავდეს, რადგან მეილები ბრენდის ცნობადობისთვისაა და არა აუცილებლად გაყიდვებისთვის. მეილი მომხმარებელს შემდეგი ნაბიჯისკენაც უნდა მოუწოდებდეს და ეს შესაძლოა, სულაც არ იყოს პროდუქტის შეძენა. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ხაზი გაუსვათ თქვენ მიერ შეთავაზებულ ღირებულებას.

გამოხმაურება და მონიტორინგი

რასაკვირველია, იმის გაგებაც აუცილებელია, თუ რა მუშაობს და რა არა. ამის გარკვევა კონკრეტულ საზომებზე დაკვირვებით შეგიძლიათ, მაგალითად გაყიდვები და მეილის გახსნის კოეფიციენტები. ასევე უნდა დააკვირდეთ ტრაფიკს, ვინ წყვეტს სიახლეების გამოწერას ან პირიქით, ვინ იწერს მას. არ დაგავიწყდეთ მომხმარებელთან ხელახალი ჩართულობაც ურთიერთობების გასამყარებლად.

  1. რეფერალური მარკეტინგი

რეფერალური მარკეტინგი „word-of-mouth”-ის ალტერნატიული სახელწოდებაა. ძველად მაღაზიის გახსნა და შემდეგ ფლაერების გავრცელება საკმაოდ პოპულარულ გზა გახლდათ მისი გარეკლამებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კვლავაც ხდება, მაგრამ ხალხი ამას დიდ ყურადღებას აღარ აქცევს - ისინი პროდუქტებსა და ბრენდებს ონლაინ იკვლევენ და პროდუქტის შესყიდვამდე სოციალურ მედიაში ეცნობიან მომხმარებელთა მიმოხილვებს.

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანები საკუთარ მეგობრებსა და ნაცნობებს უფრო ენდობიან, ვიდრე ბრენდებს და ამას ისინი ხშირად გაუცნობიერებლადაც კი აკეთებენ. მაგალითად, თუ ისინი რომელიმე კომპანიის პროდუქტს სოციალურ მედიაში გააზიარებენ, ისინი ავტომატურად ხდებიან ბრენდის ამბასადორები. მეგობრების რეკომენდაცია კი მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენის ალბათობას ოთხჯერ ზრდის. გარდა ამისა, რეფერალური მომხმარებლები გაცილებით მაღალი კონვერსიით და სიცოცხლისუნარიანობის ღირებულებით ხასიათდებიან.

გასაკვირი არაა, რომ ადამიანები საკუთარ მეგობრებს უფრო ენდობიან, ვიდრე უცნობ ედვერთაიზერებს. თუმცა, რეფერალური მარკეტინგი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს შეიძლება ინფლუენსერებს, სთორებს და მომხმარებელთა მიმოხილვებსაც აერთიანებდეს. ასეთი რეკომენდაციები სწორედაც, რომ უფასო რეკლამირების ფუნქციას ასრულებენ.

ინფლუენსერ მარკეტინგი

ინფლუენსერ მარკეტინგი რეფერალური მარკეტინგის მხოლო ერთ-ერთი განშტოებაა. ინფლუენსერ მარკეტერები არიან ის ადამიანები, რომლებმაც სახელი გაითქვეს სოციალურ მედიაში ან უბრალოდ სატელევიზიო ვარსკვლავები არიან და ბუნებრივად ჰყავთ შემოკრებილი მიმდევრები გარშემო - რასაც ციფრულ სამყაროში იყენებენ, მაგალითად პროდუქტების გარეკლამებისას.

როდესაც ინფლუესერთან ცდილობთ პარტნიორობას, თქვენ ავტომატურად გადიხართ მათ საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე - თქვენთვის პოტენციურ ბაზარზე. თანაც, თუ ამ პარტნიორობას გაცვლის სახე აქვს და კომპენსაციის გადახდა არ გიწევთ ინფლუენსერისთვის, ეს ეფექტური რეკლამირების კიდევ ერთი რენტაბელური მეთოდი ხდება. თუ ისეთ ადამიანს იპოვით, რომელთანაც თქვენი აუდიტორია საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს იზიარებს, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ძალების გაერთიანება.

  1. ეფილიეიტ პროგრამები

ეფილიეიტ პროგრამები შესანიშნავი გზაა თქვენი პროდუქტისა თუ ბიზნესის გასავრცელებლად. მსგავსი პროგრამები ძირითადად საკომისიოებზეა დაფუძნებული, შესაბამისად ეფილიეიტ პარტნიორს საფასურს მხოლოდ მაშინ გადაუხდით, როდესაც ის პროდუქტს გაყიდის.

ამ შემთხვევაში, თქვენგან მხოლოდ იმ ბმულის გენერირებაა საჭირო, რომელსაც ეფილიეიტ მარკეტერები გამოიყენებენ თქვენი პროდუქტის გასაყიდად. თითოეული ბმულის დანიშნულება მათზე მიმაგრებული პარტნიორის შედეგების მონიტორინგია.

ეფილიეიტ მარკეტინგი უფასო რეკლამირების ერთ-ერთი გზაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებლობა გეძლევათ, თქვენი პროდუქტი და ბიზნესი გაარეკლამოთ და მის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნათ წარმოდგენა. ზოგიერთი ნიშა უფრო მეტი საკომისიოებით გამოირჩევა, ამიტომ დარწმუნდით, რომ ეფილიეიტ მარკეტერს უღირს თქვენთან თანამშრომლობა.

შეჯამება

ვინადაინ ონლაინ რეკლამირების უამრავი შესაძლებლობა და მეთოდი არსებობს, თქვენ საშუალება გაქვთ, კრეატივს მისცეთ გასაქანი და გამოიყენოთ ის საკუთარ მარკეტინგულ კამპანიებში. რაც მთავარია, ამისათვის დიდი ბიუჯეტიც არ გჭირდებათ - მთავარია, გარშემო არსებული და პოტენციური მომხმარებლების დიდი ოდენობა გყავდეთ შემოკრებილი. ამის შემდეგ უკვე შეძლებთ ინოვაციური, კრეატიული და ჩართულობის გამომწვევი რეკლამების შექმნას, რაც გაზრდის თქვენს ცნობადობას, აამაღლებს სანდოობას და მოიზიდავს დამატებით პოტენციურ მომხმარებელს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

იმეილ მარკეტინგის ხელსაწყოები ნებისმიერი მარკეტინგული ამოცანისა და ბიუჯეტისთვის

შეუძლია თუ არა ეფილიეიტ მარკეტინგს გაყიდვების ჩანაცვლება?

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი?