ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსი

ოქტომბერი 01, 2021

ციფრული მარკეტინგის ონლაინ კურსი

ციფრული მარკეტინგის კურსი

ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფერო და მიმართულებაა ნებისმიერი ტიპის ბიზნესის განსავითარებლად. 

კურსის დახმარებით თქვენ შეძლებთ, გახდეთ საჭირო კადრი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ან მართოთ საკუთარი ბიზნესი ზედმეტი დანახარჯების გარეშე. ციფრული მარკეტინგის სტრატეგიისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მოახერხებთ, მიწვდეთ ზუსტ სამიზნე აუდიტორიას და გაზარდოთ კომპანიის თუ საკუთარი შემოსავლები. 

ვისთვის არის კურსი?

  • მათთვის, ვინც დაინტერესებულია, მეტი გაიგოს ციფრული მარკეტინგის შესახებ.
  • მათთვის, ვინც ფლობს მცირე ან საშუალო ბიზნესს და სურს განავითაროს თავისი კომპანია ონლაინ.
  • მათთვის, ვისაც სურს გაყიდვების ახალი არხების და დამატებითი შემოსავლის მიღების გზების აღმოჩენა.
  • მათთვის, ვისაც სურს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ორგანიზაციაში დასაქმება ან ფრილანსერად მუშაობა. 

კურსი მორგებულია ყველა ტიპის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის: ფიზიკური პროდუქტი, ციფრული პროდუქტი, სერვისი, ა.შ.

დაწყების თარიღი: 12.10.2021

დასრულების თარიღი: 18.11.2021

კურსის ხანგრძლივობა: 1.5 თვე, 12 შეხვედრა

ლექციების დროები: სამშაბათი, ხუთშაბათი 20:00-22:00

ღირებულება: 600 ლარი (750 ლარის ნაცვლად)

ლექტორი: გიორგი გელაშვილი (ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, TBC Bank)

რას ისწავლით კურსის განმავლობაში:

ლექცია 1 - შესავალი/გაცნობა

  • რა არის და რატომ უნდა ვიცოდეთ ციფრული მარკეტინგი?
  • ტრადიციული მედია და ციფრული მარკეტინგის უპირატესობები
  • მიმართულებები და როლები ციფრულ მარკეტინგში
  • კიბერთაღლითობა და ციფრული მარკეტინგის გამოწვევები

ლექცია 2 - Advertising Essentials

  • როგორ გავზომოთ ციფრული მარკეტინგის ეფექტურობა (Impression, Reach, Engagement, Click, Through Play, CPM, CTR, CPC, ა.შ.)?
  • როგორ განვსაზღვროთ მიზნები (Objectives)?
  • რას ნიშნავს აუდიტორიის თარგეთირება?
  • სარეკლამო ფორმატები და ზომები
  • როგორ იქმნება კონტენტი ონლაინ არხებისთვის (ქოფირაითინგი, გრაფიკული დიზაინი)?

ლექცია 3 - ბიზნეს მენეჯერი

  • როგორ შევქმნათ ბიზნეს მენეჯერი?
  • როგორ შევქმნათ Სარეკლამო მენეჯერი (Ads Manager)?
  • ბიზნეს მენეჯერის მიმოხილვა
  • როგორია რეკლამის სტრუქტურა Facebook -ის სარეკლამო მენეჯერში (Campaign -> adset -> ads)?
  • ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები
  • ბიზნეს მენეჯერის ხელსაწყოები და მათი სწორად გამოყენება
  • როგორ გამოვიყენოთ Ads Manager ელექტრონული კომერციისთვის?

ლექცია 4 - Facebook ხელსაწყოები გაყიდვების სტიმულირებისთვის

  • რა არის და როგორ გამოვიყენოთ Facebook Pixel?
  • როგორ ვაწარმოოთ რემარკეტინგი Facebook-ზე?
  • როგორ გავყიდოთ პიქსელის საშუალებით?
  • Facebook გვერდის ანალიტიკა (Creator Studio)

ლექციაა 5 - Google რეკლამები და ანალიტიკა

  • Google Ads - ის მიმოხილვა
  • Google Display ADS (D360)
  • Google Video ADS (Youtube Campaign)
  • Google Search ADS
  • SEO
  • დამხმარე შიდა ინსტრუმენტები (Semrush, Similarweb)
  • რა პრობლემებს ვაწყდებით Google რეკლამირების პროცესში?
  • რა არის და რა საზომებს შეიცავს Google Analytics?
  • როგორ დავაკვირდეთ მომხმარებლის ქცევას ჩვენს ვებ-გვერდზე (Heatmaps)?
  • რაში გვეხმარებბა Google Tag Manager?

ლექცია 6 - პრაქტიკული ლექცია 1: რეკლამირება

  • მიზნების სწორად განსაზღვრა - მაგალითების განხილვა
  • აუდიტორიების შექმნა
  • გეგმის მიხედვით კამპანიის გაშვება: რეკლამების აწყობა Facebook-სა და Google-ში.

ლექცია 7 - პრაქტიკული ლექცია 2: კამპანიის მედია დაგეგმარება

  • სტრატეგიის შემუშავება
  • მიზნების განსაზღვრა
  • კონტენტის ფორმატების განსაზღვრა
  • გავრცელების არხების ჩამოყალიბება
  • ბიუჯეტირება
  • სავარაუდო შედეგების პროგნოზირება

საშინაო დავალება

ლექცია 8 - რეპორტინგი

  • მიღებული შედეგების ანალიზი
  • ივენთები / გაყიდვების ძაბრები (funnels)
  • კონვერსიები

ლექცია 9 - კომუნიკაცია ყველასთვის გასაგებ ენაზე

  • როგორ გამოვიყენოთ Instagram ჩვენი ბიზნესისთვის?
  • ინსტაგრამის სთორები და მისი შესაძლებლობები
  • რეკლამა ინსტაგრამზე
  • რა არის და როგორ მოვიპოვოთ User Generated Content ინსტაგრამზე?
  • ინსტაგრამ და ფეისბუქ მაღაზიების განხილვა

ლექცია 10 - როგორ ვისაზრდოოთ 21-ე საუკუნეში

  • როგორ გამოვიყენოთ სმს მარკეტინგი?
  • როგორ გამოვიყენოთ იმეილ მარკეტინგი? (Sendgrid)
  • რეკლამირება აპლიკაციებში (Telegram, Whatsapp, Viber)
  • რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ Linkedin-ის არხი და მისი რეკლამები?
  • დამხმარე ინსტრუმენტები

ლექცია 11 - ფინალური გამოცდა

  • ფინალური გამოცდა

ლექცია 12 - ნამუშევრების განხილვა / შეჯამება

  • ნამუშევრების განხილვა / შეჯამება

 

კურსის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

 

ეფილიეიტ მარკეტინგი