რჩევები ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის საწყისი კაპიტალის გარეშე

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრონული კომერციის ბაზარი მთელი მსოფლიოს გარშემო საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2021 წლიდან გეგმავთ ონლაინ მაღაზიის შექმნას, მაშინ უნდა გითხრათ, რომ წინ უსაზღვრო შესაძლებლობები გელოდებათ.
როგორც ნავარაუდებია, 2022 წლისთვის ონლაინ შესყიდვების 50% სმარტფონის მეშვეობით განხორციელდება, რაც დამატებით ბაზრის მოცულობასაც ზრდის. გარდა ამისა, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, მცირე ელექტრონული კომერციის მაღაზიების ტრაფიკი, 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის ოქტომბრამდე 96.5%-ით გაიზადა. მსფოლიოს გარშემო ასეთი ზრდის ტემპი მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.
შესაბამისად, ონლაინ ვაჭრობის სამყარო შესაძლებლობებით არის სავსე და რაც უფრო მალე დაიწყებთ მათ ათვისებას, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს თქვენი ბიზნესი. თუმცა, თუ ჯერ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ან ონლაინ მაღაზიის შექმნისათვის საჭირო კაპიტალი არ გაგაჩნიათ, არც ესაა პრობლემა, რატომ და როგორ, ამას სტატიაში მოგიყვებით.
როგორ შევქმნათ ონლაინ მაღაზია საწყისი კაპიტალის გარეშე?
როდესაც საქმე ელექტრონული კომერციის პლატფორმას ეხება ან მასზე ფიქრს ვიწყებთ, ალბათ გონებაში მასთან დაკავშირებული დიდი ბიუჯეტის შესახებაც გვიჩნდება აზრები, ვფიქრობთ, რომ ეს დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. საბედნიეროდ ონლაინ მაღაზიის შექმნა საწყისი კაპიტალდაბანდების გარეშეც არის შესაძლებელი.
ბაზარზე არსებული ქართული კომპანია B2C.GE არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს უმარტივებს ონლაინ მაღაზიისა და კატალოგების შექმნის პროცესს, საშუალებას აძლევს, შესთავაზოს სამიზნე აუდიტორიას საკუთარი პროდუქტი და აარჩიოს სასურველი გადახდის სისტემაც. B2C.GE-ის მომხმარებლები საკუთარი ონლაინ მაღაზიის ფარგლებში სარგებლობენ ყველა იმ საჭირო ფუნქციონალით, რომელიც ონლაინ ვაჭრობის თითოეულ სრულყოფილ პლატფორმას უნდა გააჩნდეს.
თუ თქვენი არჩევანი B2C.GE-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე შეჩერდება, თქვენ სრულ წვდომას მიიღებთ ფუნქციონალზე. პლატფორმის საშუალებით შეგეძლებათ, აირჩიოთ გადახდის 5 ფორმა, მათ შორის: ნაღდი ფულით, საბანკო ბარათებით, ინვოისით, ელექტრონული საფულე ან საბანკო განვადება.
გარდა ამისა, საშუალება გექნებათ, ონლაინ მაღაზია ნებისმიერ ენაზე შექმნათ. საიტზე მოახერხებთ პროდუქციის კატეგორიებისა და კოლექციების მართვას, განსხვავებული დიზაინისა და ფერების შერჩევას, შეძლებთ ფასდაკლებებისა და აქციების ამოქმედებას. თუ პროდუქციის მიწოდება დაგჭირდებათ, არც ეს იქნება პრობლემა - ინტეგრაცია ადგილობრივ საკურიერო კომპანიებთანაც შესაძლებელია.
B2C.GE პლატფორმის დახმარებით შეძლებთ:
- Facebook და Google ავტორიზაციას
- ფეისბუქ მესენჯერის ინტეგრაციას
- Google Analytics ინტეგრაციას
- ფეისბუქის პიქსელის ჩაშენებას
- Google Maps ინტეგრაციას
- ბლოგის შექმნასა და მართვას
პლატფორმაზე გექნებათ 24/7 მხარდაჭერა და ყოველთვიური განახლებები. მისი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი უპირატესობა მობილურ მოწყობილობებზე ოპტიმიზაციაა. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით შეძლებთ თქვენი საიტის საძიებო სისტემებთან მორგებასაც.
გაინტერესებთ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღება კაპიტალის გარეშე - ანუ უფასოდ?
B2C-სთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად საწყისი კაპიტალი ნამდვილად არ დაგჭირდებათ. პირველი თვის განმავლობაში საიტის მომსახურებით შეგიძლიათ სრულიად უფასოდ ისარგებლოთ, ხოლო ამის შემდეგ საფასური ყოველთვიურად 99₾ იქნება. დამატებითი დეტალები შეგიძლიათ შეიტყოთ ბმულზე.
8 საფეხური, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ მაღაზიის შექმნისას
მარტივი და ფუნქციონალური პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით შეძლებთ, შექმნათ ისეთი საიტი, რომელიც პროდუქტების ონლაინ გაყიდვაში დაგეხმარებათ. თუმცა, როგორ მოახერხებთ ბიზნესის განვითარებას და მის ახალ საფეხურებზე აყვანას?
- შეარჩიეთ ნიშა და შეიმუშავეთ ბიზნეს გეგმა
- აირჩიეთ სახელი თქვენი დომენისთვის
- შეარჩიეთ ელექტრონული კომერციის შესაქმნელი პლატფორმა
- შექმენით თქვენი ონლაინ მაღაზიის დიზაინი
- დაამატეთ პროდუქტები
- შეიმუშავეთ მიწოდების მექანიზმები
- გააქტიურეთ ონლაინ მაღაზია
- გაარეკლამეთ
ელექტრონული კომერციის პლატფორმები საკმაოდ განსხვავედება მათი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მიხედვით. იმისათვის, რომ საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის, დაალაგეთ თქვენი საჭიროებები პრიორიტებების მიხედვით - ჩამოწერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციონალები, რომლებიც თქვენს ონლაინ მაღაზიას დასჭირდება.
ელექტრონული კომერციის პლატფორმის შერჩევისას ეცადეთ, რაც შეიძლება გრძელვადიან პარტნიორობაზე იფიქროთ. მაშინაც კი, თუ ონლაინ მაღაზიას პირველად ქმნით. სხვადასხვა ვარიანტების განხილვისას კი დაუსვით კითხვა საკუთარ თავს:
- შეუძლია ამ პლატფორმას ჩემს ბიზნესთან ერთად განვითარება?
- როგორი იქნება ჩემი შედეგიანობა, როდესაც ტრაფიკის ან გაყიდვების კონკრეტულ წერტილს გადავცდები?
მობილური ოპტიმიზაცია
იცოდით, რომ 2020 წლიდან Google მობილურ ინდექსირებას იყენებს ვებ სივრცისთვის? სწორედ ამიტომ არის საჭირო თქვენი ონლაინ მაღაზიის მორგება მობილურ მოწყობილობებზე და ამგვარად, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება.
იმის განსასაზღვრად, თუ როგორი რეიტინგი ექნება თქვენს საიტს დესკტოპსა და მობილურ საძიებო სისტემებში, Google-ის ბოტი, ე.წ. ქროლერი (crawler), თქვენი საიტის რენდერებს მობილური მოწყობილობებიდან იღებს. თუ თქვენი ონლაინ მაღაზია არ არის ოპტიმიზებული მობილურ მოწყობილობებზე, თქვენი SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) რეიტინგებიც დაბალი იქნება - ეს კი საიტის დაბალ ტრაფიკზეც აისახება. გარდა ამისა, სმარტფონების მეშვეობით განხორციელებულ გაყიდვებსაც გაუშვებთ ხელიდან.
თუ უკვე იპოვეთ თქვენი ნიშა, სამიზნე აუდიტორია და ფიქრობთ, როგორ დაიწყოთ ელექტრონული კომერციის ბიზნესი, მაშინ დროა საქმეს შეუდგეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: