media-4

როგორ მოვიპოვოთ დადებითი შეფასებები მომხმარებლებისგან

  • 24 სექ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
როგორ მოვიპოვოთ დადებითი შეფასებები მომხმარებლებისგან

ყველა წარმატებული მარკეტოლოგისთვის ცნობილია, რომ Word-of-Mouth ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბიზნესის განვითარებისთვის და პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად. როდესაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები ისეთი ადამიანის მოსაზრებებს ისმენენ, რომელსაც უკვე ჰქონდა შეხება თქვენს ბიზნესთან, ეს მათ გარკვეულ წარმოდგენას და შესაბამის მოლოდინებსაც უქმნის თქვენს პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში მომხმარებელთა მიმოხილვა ახალი „word-of-mouth” სახეობაა.  ადამიანები ეძებენ ასეთ მიმოხილვებს, ეყრდნობიან მათ და ხშირად მასზე აგებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს შესყიდვების შესახებ. კომპანიის შესახებ დადებითი მიმოხილვების გავრცელებამ მას შეიძლება ძალიან მზარდი გაყიდვები და ლიდები მოუტანოს. ამავდროულად, ნეგატიური მიმოხილვები საგრძნობლად აფრთხობს მომხმარებელს.

თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა დადებითი მიმოხილვები მარტივადაც დაიმსახუროთ, თუმცა, როგორც წესი, ამისთვის ძალისხმევის გაღებაც მოგიწევთ. მომხმარებელთა დადებითი მიმოხილვების მისაღებად გარკვეული ტაქტიკები არსებობს, რომლებიც მათი კმაყოფილების ამაღლებაში დაგეხმარებათ.

რატომ აკვირდებიან ადამიანები მომხმარებელთა მიმოხილვებს?

ძირითადად, ოთხი მიზეზი არსებობს იმის ასახსნელად, თუ რატომ აკვირდება და ითვალისწინებს მომხმარებელი ონლაინ მიმოხილვას.

  1. დარწმუნდეს პროდუქტის ან სერვისის სარგებლიანობაში
  2. შეისწავლოს მეტი პროდუქტის შესახებ
  3. შეამციროს არასწორი გადაწყვეტილების მიღების შანსი
  4. უკეთ გაიგოს პროდუქტის სარგებელი და შეზღუდვები

რასაკვირველია, ნებისმიერი ბიზნესისთვის დადებითი მიმოხილვების მიღება სასურველია, რადგან მათი დამსახურება კომპანიის გაყიდვებსაც ზრდის. არსებობს ხუთი ტაქტიკა, რომელიც დადებითი მიმოხილვების მიღებაში დაგეხმარებათ:

  1. მოითხოვეთ შეფასებები სხვადასხვა პლატფორმებზე

ონლაინ მიმოხილვების მისაღებად, პირველ რიგში, მომხმარებლებელს ეს პროცესი უნდა გაუმარტივოთ. რაც უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ მომხმარებელი შეფასებას დაგიტოვებთ. სოციალური მედია და სხვა პარტნიორი საიტები შესანიშნავი ადგილებია კომპანიის ან პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პლატფორმებია:

  • LinkedIn Recommendations
  • Facebook ბიზნეს გვერდი
  • Instagram
  • YouTube - შექმენით ვიდეოები და მოითხოვეთ შეფასებები
  • Google

გარდა ამისა, ინდუსტრიების მიხედვით არაერთი ნიშური საიტი არსებობს მიმოხილვებისთვის. ამის მაგალითი იქნება TripAdvisor ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაში ოპერირებენ. მთავარი ამ პლატფორმებზე მიმოხილვების მოთხოვნაა.

  1. მაქსიმალურად გამოიყენეთ საიტის პოტენციალი

თქვენი საიტი შესანიშნავი საშუალებაა მომხმარებელთა მიმოხილვების მისაღებად. თქვენი საიტი და ბლოგ პოსტები ოპტიმიზებული უნდა იყოს, რათა მომხმარებლებმა მიმოხილვების დატოვება მარტივად და სწრაფად შეძლონ. გარდა ამისა, საიტიდან აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ სოციალურ მედია არხებზე გადამისამართება.

თუ ელექტრონული კომერციის საიტს ფლობთ, შესაძლოა ლაივ ჩატის ფუნქციაც დაამატოთ, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები მყისიერი შეფასების დატოვებას შეძლებენ. ეს მათთვის იდეალური იქნება, რადგან ამ ყველაფერს სწრაფად და მარტივად მოახერხებენ, გარდა ამისა, დააჩქარებს გამოხმაურების დროს და გაზრდის მომხმარებელთა დადებით გამოცდილებას.

  1. დაურთეთ მიმოხილვები თქვენს მეილებში

თუ inbound მარკეტინგი თქვენი პროცესის ნაწილია, მაშინ შესანიშნავი პლატფორმა გაქვთ მომხმარებელთა შეფასებების მისაღებად. როგორც მომხმარებელთა მარკეტინგის ნაწილი, შეგიძლიათ პროდუქტის შესყიდვის შემდეგ მომხმარებელს მოკლე მეილი გაუგზავნოთ, სადაც მიღებული გამოცდილების შეფასებას სთხოვთ. ამგვარად, ყველაზე გულწრფელ შეფასებას მიიღებთ, რადგან ადამიანები იგრძნობენ, რომ თქვენთან პირისპირ საუბრობენ. ეს გაყიდვების ზრდაშიც დაგეხმარებათ და პარალელურად, ნეგატიური შეფასებების მიღების შემთხვევაში საჭირო ცვლილებების აღმოჩენასაც შეუწყობს ხელს.

იხ. სტატია: როგორ შევქმნათ მეილები, რომლებსაც არ წაშლიან 

ალტერნატიული საშუალება მიმოხილების შესაგროვებლად მომხმარებლისთვის ონლაინ კითხვარის ბმულის გაგზვნაა. პოლებისა და კითხვარების შედგენა ძალიან მარტივია და მათი საშუალებით მიღებული მონაცემების ანალიზიც არ გაგიჭირდებათ. კითხვარების საშუალებით შეგიძლიათ, მომხმარებლებისგან თქვენთვის სასურველი ინფორმაცია შეაგროვოთ.

  1. მოახდინეთ მიმოხილვის პროცესის სტიმულირება

თუ ამჩნევთ, რომ მიმოხილვების საკმარის რაოდენობას ვერ იღებთ ან უბრალოდ გხიბლავთ მომხმარებლების დაჯილდოების იდეა დაწერილი შეფასებისთვის, მაშინ ამ პროცესში მათთვის გარკვეული სტიმულების მიცემაზეც იფიქრეთ. ყველას სჯერა, რომ მათი დრო ღირებულია, ამიტომ მიეცით მათ გაღებული დროის სანაცვლოდ რაიმე. სტიმული შეიძლება იყოს ფასდაკლება, კუპონი ან სასჩუქრე ბარათი.

Birchbox მაგალითად, საკუთარ მომხმარებელს შეფასებების დატოვების შემდეგ მათ ლოიალურ პროგრამაში რთავს. 2010 წლიდან სილამაზის პროდუქტების ბრენდი დღეს მსოფლიოში მეექვსე ყველაზე პოპულარულ კომპანიად იქცა გამოწერების სერვისში. ამაში კი მომხმარებელთა შეფასებების სტიმულირებამ დიდი როლი ითამაშა.

  1. იფიქრეთ დროულობაზე

შეფასებების სწორ მომენტში მოთხოვნა ამ პროცესის გაუმჯობესებასა და მეტი შეფასებების მიღებაშიც დაგეხმარებათ. თქვენს საიტზე იქნება ეს, იმლზე თუ სოციალურ მედია არხებში, დროულობა ყოველთვის მნიშველოვანია. რასაც მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, ეს მომხმარებელთან უსიამოვნო, არასწორ დროს დაკავშირებაა. ამის შედეგად შესაძლოა ნეგატიური შეფასებაც დაიმსახუროთ.

ერთ-ერთი საუკეთესო დრო მომხმარებლის შეფასების სათხოვნელად არის მისი ბრენდთან ინტერაქციის ან პროდუქტის ხელახლა შეძენის შემდეგ. შეგიძლიათ შეფასება მას შემდეგაც სთხოვოთ, როდესაც ისინი თქვენს ბრენდს სოციალურ მედიაში მონიშნავენ ან მეგობარს რეკომენდაციას გაუწევენ. მთავარია, მომხმარებელს ისეთ დროს დაუკავშირდეთ, როდესაც ისინი კმაყოფილები არიან და მზად არიან, ეს კმაყოფილება თქვენც გაგიზიარონ.

შეჯამება

დადებითი შეფასებების მისაღებად იდეალური და უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა თუ ამ ტაქტიკებს გაითვალისწინებთ, გაცილებით მეტი წარმატების მიღწევას შეძლებთ. თუ მიმოხილვები თქვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, მაშინ ამისათვის ცალკეული გუნდი გამოყავით, ვინც პროცესს სათანადო დროსაც დაუთმობს. შეიმუშავეთ სტრატეგია და ამის შემდეგ იფიქრეთ მის აღსრულებაზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

კარგი მომსახურების სერვისის 8 წესი

როგორ შევქნმათ რეფერალური მარკეტინგის სტრატეგია

მომხმარებლის შენარჩუნების 10 საზომი