5 რამ, რაც არ უნდა უთხრათ თქვენი ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელს

სექტემბერი 22, 2021

5 რამ, რაც არ უნდა უთხრათ თქვენი ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელს

მიუხედავად კომპანიის მარკეტინგული მდგომარეობისა, არსებობს გარკვეული სიტუაციები და ტერმინები, რომელთა გაგონებაც ციფრული მარკეტინგის გუნდის წევრებს ან ხელმძღვანელებს არ უყვართ და ამას თქვენც უნდა ერიდოთ, თუ გუნდის წარმატებას გსურთ შეუწყოთ ხელი და იქ თქვენი ადგილიც არ დაკარგოთ.

მიუხედავად კომპანიის მარკეტინგული მდგომარეობისა, არსებობს გარკვეული სიტუაციები და ტერმინები, რომელთა გაგონებაც ციფრული მარკეტინგის გუნდის წევრებს ან ხელმძღვანელებს არ უყვართ და ამას თქვენც უნდა აარიდოთ თავი, თუ, რა თქმა უნდა, გსურთ გუნდის წარმატებას შეუწყოთ ხელი და იქ თქვენი ადგილიც არ დაკარგოთ.

  1. „ბიუჯეტი ამოგვეწურა“

ხშირად ციფრული მარკეტინგის სამყაროში ყველაფერი იდეალურად არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რთული წარმოსადგენია, კომპანიები დაბალი მარკეტინგული ბიუჯეტით კვლავ ხშირად გვხვდება. თუმცა, ნაცვლად იმაზე ნერვიულობისა, რომ ბიუჯეტისთვის საჭირო თანხები ამოიწურა, სჯობს იმაზე გააკეთოთ აქცენტი, თუ რამდენად სწორად ხარჯავთ არსებულ ბიუჯეტს.

ხარჯებს ხშირად სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სარეკლამო კამპანიისას გადახდის PPC (გადახდა თითო კლიკზე) მოდელით ვმუშაობთ. დანახარჯების უფრო ეფექტური მართვისთვის რამდენიმე გზა არსებობს:

  • დარწმუნდით, რომ კარგად გესმით PPC ბიუჯეტის მუშაობის სპეციფიკა.
  • შექმენით კრეატიული კონტენტი და დარწმუნდით, რომ მას ეფექტურად იყენებთ სხვადასხვა პლატფორმებსა და არხებში.
  • კონტენტის საწარმოებლად შიდა რესურსი გამოიყენეთ, გაესაუბრეთ თითოეული სფეროს ექსპერტს და გამოიყენეთ მათი ცოდნა სათანადოდ.
  • ნუ მოერიდებით ისეთი ინფლუენსერების მოძებნას, რომლებმაც შესაძლოა თქვენი ბრენდი უფასოდ გაარეკლამონ.
  • ეცადეთ, უფრო ეფექტურად გამოიკვლიოთ და მოიძიოთ უფასო სურათები თუ ვიდეოები პოსტებისა და „მიმების“ შესაქმნელად.
  • კარგად აითვისეთ და გაანალიზეთ თქვენს ხელთ არსებული ანალიტიკური მონაცემები - ეს დაგეხმარებათ, უფრო გონივრული რეკომენდაციები გასცეთ და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღოთ.
  • დარწმუნდით, რომ რეკლამირებისას სწორ აუდიტორიებს იყენებთ, რათა ფული ამაოდ არ დახარჯოთ.
  1. „დარწმუნებული ხართ, რომ PPC კამპანია გვჭირდება?“

ამან შეიძლება არა მარტო თქვენი მენეჯერის გაღიზიანება გამოიწვიოს, არამედ იმაზეც დააფიქროს, თუ საერთოდ რატომ აგიყვანათ თქვენ გუნდში. Blue Corona-ს კვლევებზე დაყრდნობით, კომპანიის მიერ Google Ads-ზე დახარჯული თითოეული დოლარი, კომპანიისთვის $2 დოლარს აგენერირებს. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათი 63% აღნიშნავს, რომ გუგლის რეკლამებზე სიამოვნებით გადადიან. PPC რეკლამებს კი 50%-ით მეტი კონვერსია მოაქვს ბიზნესისთვის, ვიდრე ორგანულ ტრაფიკს.

PPC მოდელს საკმაო შესწავლა სჭირდება და მისი სწორად გააზრება და შემუშავება შესაბამის დროსა თუ ძალისხმევასაც მოითხოვს. იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, დიდი დრო და ზუსტი მონაცემებია საჭირო. PPC რეკლამირებისთვის სპეციალური კურსის გავლაც შეგიძლიათ, რომელიც თქვენს შესაძლებლობებსა და ცოდნას საგრძნობლად აამაღლებს.

  1. „ფეისბუქის ჩატბოტი გამართულად არ მუშაობს“

დღესდღეობით, მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ და ლიდების მოსაძიებლად უამრავი გზა არსებობს და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხელსაწყო ფეისბუქის ჩატბოტია. ეს შესაძლოა, თქვენს კომპანიასაც ძალიან წაადგეს, თუმცა მის დანერგვამდე აუციელებლია იმის გააზრებაც, თუ ზუსტად როგორ დაგეხმარებათ ის თქვენ და როგორ გამოიყენებთ მას მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.

პირველ რიგში, ის ეფექტურად მაშინ მუშაობს, როდესაც ჩატბოტის მიერ დაგენერირებულ მესიჯებს უყურადღებოდ არ ტოვებთ. ამის გაკეთება რეალურ დროშიც არის შესაძლებელი, თუმცა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. თქვენ შეგიძლიათ, სპეციალური ვიჯეტი დაამატოთ საიტზე, რომელიც მესიჯების მონიტორინგსა და მათ შენახვაში დაგეხმარებათ. მესენჯერის ჩატბოტებს ავტომოპასუხის ფუნქციაც აქვთ, ამიტომ არ ინერვიულოთ, თუ ჩატის შემოწმება დაგავიწყდათ.

  1. „ვფიქრობ, რომ ჩვენი კამპანია არც ისე წარმატებულია“

და ამას ვინ ამბობს? თუ ანალიტიკის გამოყენება სწორად არ შეგიძლიათ, მაშინ „თქვენი საქმე წასულია - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ხელმძღვანელისთვის იმის დამტკიცება, რასაც ამბობთ, აუცილებლად დაგჭირდებათ - ეს წარმატების შემთხვევაშიც ასეა.

ანალიტიკური ხელსაწყოების ძალიან ფართო არჩევანი არსებობს, მათ შორის უფასოც და მათი გამოყენება უნაკლოდ უნდა შეგეძლოთ. თქვენს ხელმძღვანელს შეიძლება ანალიტიკაზე დაკვირვების დრო არ ჰქონდეს, თუმცა შედეგების შესახებ აუცილებლად შეგეკითხებათ.

ნებისმიერი ბიზნესისთვის ანალიტიკას ძალიან ბევრი სიკეთისა და სარგებლის მოტანა შეუძლია. მათ შორის:

  • გაეცნობით ინფორმაციას იმ ქივორდების შესახებ, რომლებიც ტრაფიკის გენერირებაში გეხმარებათ
  • გაიგებთ, როგორ ფიქრობს მომხმარებელი შოპინგისა და პროდუქტის ძიებისას
  • განსაზღვრავთ, რომელ არხებს უნდა უთმობდეთ ყველაზე მეტ დროსა და ფულს
  • გაეცნობით საიტზე არსებული გვერდების ხარისხს და იმას, თუ როგორ უწყობენ ისინი ხელს ახალი მომხმარებლების მოზიდვას
  • გაეცნობით იმ ტენდენციებს, რომლებიც მომხმარებლების შენარჩუნებაში გეხმარებათ ან მათ წასვლისკენ უბიძგებს.
  1. „როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ვუშვებთ ლიდებს ხელიდან“

ეს ფრაზა ალბათ ყველაზე ცუდია იმ ფრაზებს შორის, რაც თქვენს მენეჯერს შეიძლება უთხრათ. როგორც ციფრულმა მარკეტერმა, საჭიროა თქვენს ხელთ არსებული ყველა ციფრული ტექნიკა უბადლოდ და ეფექტურად გამოიყენოთ, განსაკუთრებით ლიდების გენერირებისთვის. ეს ტექნიკები შეიძლება იყოს:

  • დახურული (Gated) კონტენტი: დახურული კონტენტი 19%-დან 45%-მდე კონვერსიის მაჩვენებლით ხასიათდება. შექმენით ისეთი კომპლექსური მასალები, როგორიც არის ელექტრონული წიგნი - კონტენტი, რომელსაც მომხმარებელი მისი მოთხოვნის შედეგად იღებს. მოთხოვნის პროცესში კი კომპანიას საშუალება ეძლევა, შეაგროვოს მეილები გაყიდვების ლიდებისთვის და ამავდროულად, გადასცეს ცოდნა მომხმარებელს. ასეთი მასალების დაყოფა მცირე ნაწილებადაც შეიძლება - ამას შემდეგ კი სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენებთ.
  • ფასიანი კამპანიები: თუ ის უიღბლო მარკეტოლოგი არ ხართ, რომელმაც ხელმძღვანელს ბიუჯეტის ამოწურვის შესახებ მოახსენა, მაშინ გეტყვით, რომ PPC კამპანიის წამოწყება ისეთ პროფესიონალურ არხში, როგორიც არის LinkedIn, B2B ლიდების მოსაპოვებლად შესანიშნავი მეთოდია. HubSpot-ის კვლევის თანახმად, B2B კომპანიების 65% ახალ მომხმარებლებს სწორედ ლინკდინის ფასიანი რეკლამების საშუალებით იძენენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შევისწავლოთ მომავლის პროფესია უფასოდ?

რატომ ხდება ციფრული მარკეტერის პროფესია პოპულარული და როგორ შევისწავლოთ ის?

მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია

ეფილიეიტ მარკეტინგი