media-4

10 რჩევა სადღესასწაულო მარკეტინგისთვის 2021 წელს

  • 20 ოქტ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
10 რჩევა სადღესასწაულო მარკეტინგისთვის 2021 წელს

თუ ჯერ არ დაგიწყიათ, მაშინ დროა შეუდგეთ გეგმის შედგენას და დაიწყოთ მარკეტინგული იდეების ძიება სადღესასწაულო სეზონებისთვის. გუნდის პროაქტიული მიდგომის დახმარებით, კომპანიებს სადღესასწაულო სეზონებზე შეუძლიათ, გაზარდონ საკუთარი გაყიდვები და შემოსავლები.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 მარკეტინგულ სტრატეგიას სადღესასწაულო სეზონისთვის.

  1. შესთავაზეთ მომხმარებელს მათთვის სასარგებლო ინფორმაცია

მართალია, დღესასწაულები სიხარულთან და ხალისთანაა დაკავშირებული, თუმცა კომპანიებისთვის და დასაქმებულებისთვის ის საკმაო სტრესის მომტანიც არის - განსაკუთრებით კი სასაჩუქრე მაღაზიების შემთხვევაში. ბიზნესებს შეუძლიათ მომხმარებლის სტრესის შემცირება კონკრეტული და გამოსადეგი რჩევებისა და გამოცდილების გაზიარებით. მაგალითისთვის განვიხილოთ სუპერმარკეტი.

თქვენი მაღაზია შესაძლოა ქმნიდეთ კონტენტს, რომელიც მომხმარებელს მარტივ სადღესასწაულო რეცეპტებს სთავაზობს. ეს არა მარტო გამოსადეგ ინფორმაციას მიაწვდის მათ, არამედ თქვენი მაღაზიიდან პროდუქტის შეძენის სურვილსა და სტიმულსაც აამაღლებს.

როგორც ბიზნესი, თქვენ იმაზე უნდა ორიენტირდეთ, რაც თქვენი კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების რელევანტურია. კონტენტ მასალის მომზადებამდე დასვით შეკითხვა: „რა სარგებელს მოუტანს და როგორ დაეხმარება ის ჩვენს მომხმარებელს?“

ბიზნესისთვის იმის აღნიშვნაც გამოსადეგია, თუ როგორ ეხმარება პროდუქტი მომხმარებელს. მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოუწოდოთ პროდუქტის შეძენისკენ, თუ ეს მათთვის საზრიანია. თუ ვინმეს პროდუქტის ან სერვისის შეძენას დააძალებთ, ცხადია ის მომხმარებელი არ გახდება.

  1. გამოხატეთ მადლიერება მომხმარებლის მიმართ

სადღესასწაულო სეზონების დროს მომხმარებლები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ იმაზე კამათში, თუ სად და რაზე დახარჯონ ფული. შესაბამისად, ამ დროს შესაძლოა თქვენმა ლოიალურმა მომხმარებელმაც კი სხვა კომპანიაზე შეაჩეროს არჩევანი.

თუ პოტენციური ან არსებული მომხმარებლის მოზიდვა გსურთ მაღაზიაში, მაშინ უნდა ეცადოთ, მომხმარებლის გონებაში მუდმივად იყოთ. შესანიშნავი სადღესასწაულო კამპანიის სტრატეგია ბრენდის მადლიერებაზეა ფოკუსირებული. აჩვენეთ მომხმარებლებს, თუ რამდენად ღირებული არიან ისინი თქვენი ბიზნესისთვის. სამადლობელი მეილის ან ბარათის გაგზავნა მადლიერების გამოხატვის მარტივი ხერხებია და მათ მომხმარებლის დამოკიდებულების გაუმჯობესება შეუძლიათ.

  1. ადრეულად დაიწყეთ მარკეტინგული კამპანიის წარმოება

ძალიან ბევრი ბიზნესი ყოყმანობს, როდესაც საქმე სადღესასწაულო მარკეტინგული კამპანიის შემუშავებას ეხება.

თქვენი სამიზნე აუდიტორია თქვენი ბიზნესისა და სადღესასწაულო შოპინგის შესახებ ფიქრს დეკემბრის დადგომამდე უნდა იწყებდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, მარკეტინგის გუნდმა კამპანიის შემუშავება ადრეულად, მაგალითად სექტემბრიდან დაიწყოს. ამ კამპანიის ჩაშვება ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისშიც შეიძლება იყოს მიზანშეწონილი.

შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი „ბოლო წუთს“ ყიდულობდეს საჩუქარს, თუმცა ზოგიერთ ადამიანს მისი ადრეულად შეძენა ურჩევნია. დაუკავშირდით ამ აუდიტორიას სადღესასწაულო რეკლამებისა და შეთავაზებების გაგზავნით.

  1. შესთავაზეთ უფასო საჩუქრები

მართალია, მომხმარებლები ამ პერიოდში საჩუქრების შეძენაზე არიან ორიენტირებული, თუმცა ზოგიერთ მათგანს საკუთარი თავისთვის რაიმეს შეძენის იდეაც ხიბლავს. სწორედ ამიტომაა უფასო პროდუქტის ან შეძენის შემდეგ მომხმარებლისთვის საჩუქრის გაკეთება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია სადღესასწაულო სეზონზე.

ასეთი მიდგომით თქვენ მომხმარებელს არა მარტო საჩუქრის შეძენისკენ, არამედ უფრო მეტის დახარჯვისკენაც უბიძგებთ. მაგალითად, თუ მათ 50 ლარიანი პროდუქტის შეძენისას დამატებით საჩუქარსაც შესთავაზებთ, მათი მოტივაციაც გაიზრდება. 30 ლარის დახარჯვის ნაცვლად, ისინი ცდილობენ დარჩენილი თანხა რაიმე ნივთით შეავსონ. უფასო პროდუქტის შეთავაზების ნაცვლად, შეგიძლიათ მათ უფასო მიტანაც შესთავაზოთ. გამოყავით სპეციალური შეთავაზებები და აქციები, რათა წლის ამ პერიოდში თქვენი გაყიდვების მაჩვენებელი გაზარდოთ.

  1. გამოიყენეთ იმეილ მარკეტინგი

დღესასწაულების გადატვირთულ სეზონზე თქვენი სამიზნე აუდიტორია ყოველთვის ჩქარობს და მუდმივად მოძრაობაშია. თქვენს იდეალურ მომხმარებელს არ აქვს ბევრი დრო სატელეფონო ზარებისთვის ან პირისპირ შეხვედრებისთვის. თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ისინი მეილებს ამოწმებენ.

სადღესასწაულო სეზონის განმავლობაში, ბიზნესები მომხმარებლებს უამრავ შეთავაზებას უგზავნიან. სწორედ ამიტომ ამოწმებენ მომხმარებლები მეილებს დღის განმავლობაში. მათაც სურთ საუკეთესო შეთავაზებების მიღება და საუკეთესო ვარიანტების შერჩევა.

გაუგზავნეთ მომხმარებლებს მეილები, შეთავაზებები, ფასდაკლებები და ეცადეთ, ისინი სეზონის განმავლობაში მუდმივად ინფორმირებულები ამყოფოთ. მარტივ მეილსაც კი შეუძლია, ძალიან დიდი სხვაობა მოგცეთ.

  1. წაახალისეთ განხილვები

ვებ-გვერდის მეშვეობით მოახერხებთ ამას, ბლოგის, თუ სოციალური მედიის დახმარებით, ეცადეთ მომხმარებელთა ჩართულობა აამაღლოთ. მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო სეზონზე კომპანია მომხმარებლებთან ინტერაქციით არის დაკავებული, მათთან კომუნიკაცია სეზონის მანძილზე არსებითად მნიშვნელოვანია.

მაგალითად, შეგიძლიათ შექმნათ ინსტაგრამის პოსტი, სადაც გამომწერებს ჰკითხავთ, თუ რა ახარებთ ყველაზე მეტად სადღესასწაულო სეზონზე. შემდეგ თქვენს გუნდს შეუძლია, ამ კომენტარებს გამოეხმაუროს და მომხმარებლებს პერსონალიზებული მესიჯებიც გაუგზავნოს.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიის მხრიდან როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კომენტარების უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. თუ კომპანია ნეგატიურ კომენტარებს არ გამოეხმაურა, ეს სხვა მომხმარებლის თვალში არასწორ მესიჯებს გზავნის.

  1. გამოიყენეთ ჰეშთეგები

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების 81%-ს სოციალური მედია პროფილი აქვს შექმნილი, ასეთი დიდი აუდიტორიის უყურადღებოდ დატოვება და შესაძლებლობების ხელიდან გაშვება დაუშვებელია. თუ უკვე იყენებთ სოციალურ მედია მარკეტინგს, მაშინ ეცადეთ ის სადღესასწაულო სეზონსაც მოარგოთ.

როგორ შეგიძლიათ სოციალური მედია სადღესასწაულო მარკეტინგულ სტრატეგიად აქციოთ?

გამოიყენეთ ჰეშთეგების უპირატესობა ინსტაგრამზე. მართალია, ჰეშთეგების გამოყენება ფეისბუქზეც შეგიძლიათ, თუმცა აქ ისინი დიდი პოპულარობით ნამდვილად ვერ სარგებლობენ. 

ჰეშთეგების საშუალებით შეგეძლებათ, ხმა თქვენი შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებაც გაავრცელოთ. ასევე შეგიძლიათ მომხმარებელსაც მოუწოდოთ კონტენტის შექმნისკენ სპეციალური ჰეშთეგების გამოყენებით.

ჰეშთეგების დამახსოვრება ძალიან მარტივია და ეს პოტენციურ მომხმარებელს თქვენი კომპანიის სახელის დამახსოვრებაშიც ეხმარება. სწორ ჰეშთეგებს შეუძლიათ, ახალ მომხმარებლებთანაც დაგაკავშიროთ.

  1. შექმენით სადღესასწაულო რეკლამები

თქვენი პროდუქტისა და სერვისის მიხედვით, შეგიძლიათ ეს სადღესასწაულო მარკეტინგული სტრატეგიაც გამოიყენოთ. თუ PPC (გადახდა თითო კლიკზე) რეკლამირებაში დებთ ბიუჯეტს, მაშინ შეგიძლიათ, ისეთი რეკლამები შექმნათ, რომელთა ტექსტიც დღესასწაულზე იქნება ფოკუსირებული. მაგალითად, ტექსტი შეიძლება იყოს შემდეგნაირი: „გაუკეთე იდეალური საჩუქარი სადღესასწაულო სეზონისთვის.“ ამ სტრატეგიის მორგება თქვენს კონტენტზეც შეგიძლიათ.

შესაძლოა, ბლოგ-პოსტების სერიას აწარმოებდეთ ან სოციალურ მედია განახლებებს აქვეყნებდეთ და დღესასწაულზე იყოთ ორიენტირებული. მაგალითად, სუპერმარკეტი შესაძლოა აქვეყნებდეს რეცეპტებს, ან დეკორაციებს მათი ბლოგის მეშვეობით.

  1. გამოეხმაურეთ მომხმარებელთა ემოციებს

დღესასწაულები ადამიანებში სხვადასხვა ემოციებს აღვივებს და განსხვავებულ გრძნობებს აღძრავს, იქნება ეს აღფრთოვანება თუ ნოსტალგია. სადღესასწაულო სეზონის ჭკვიანური მარკეტინგული სტრატეგია ამ ემოციებსაც მოიაზრებს, რადგან ეს სხვა კომპანიებთან შედარებით აუცილებლად გამოგარჩევთ.

როდესაც მარკეტინგული კამპანიის შემუშავებაზე დაიწყებთ ფიქრს, დამატებითი ყურადღბა თქვენი კონტენტის ემოციურ მხარეზე გადაიტანეთ. გააზიარეთ შთამაგონებელი მესიჯები სოციალურ მედიაში ან გაუზიარეთ მომხმარებლებს „კულისებს მიღმა“ კადრები, სადაც კომპანიის მიერ დღესასწაულის აღნიშვნის ელემენტები იქნება წარმოჩენილი.

  1. შეიმუშავეთ ვიდეო მარკეტინგული კამპანია

ერთ წუთიანი ვიდეო შეიძლება უამრავი სიტყვის ექვივალენტი იყოს. ეს კი ვიდეო მარკეტინგს რევოლუციურ მარკეტინგულ სტრატეგიად აქცევს დღესასწაულისთვის. მომხმარებელთა 90%-ზე დაყრდნობით, ვიდეო მათ შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება, რაც თქვენი კომპანიისთვის სერიოზულ სარგებელს წარმოადგენს.

ვიდეოს საიტზე, სოციალურ მედიაში ან მეილში დამატებით, შესაძლებლობა გექნებათ, კომპანიის მესიჯი სხვადასხვა არხებში გაავრცელოთ. ვიდეო გაცილებით მარტივს ხდის მომხმარებლისთვის, შეიტყოს მეტი პროდუქტის და მისი გამოყენების შესახებ.

მზად ხართ გახადოთ დღესასწაული დაუვიწყარი?

მცირეოდენი დაგეგმვის დახმარებით, თქვენი გუნდი შეძლებს, შექმნას ეფექტური სადღესასწაულო მარკეტინგული კამპანია და გაზარდოს სეზონური გაყიდვები. პერსონალიზებული გამოცდილების შეთავაზებით დაწყებული, მადლიერების გამოხატვით დამთავრებული, კომპანიებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ სეზონზე ბიზნესის გარეკლამებისთვის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის ციფრული კონტენტი უნდა შევქმნათ?

როგორ გამოვიყენოთ TikTok ბიზნესისთვის

იმეილ მარკეტინგის 37 რჩევა ეფექტური მესიჯების შესაქმენლად