media-4

როგორ გავარეკლამოთ პროდუქტები ამაზონზე?

  • 20 ოქტ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
როგორ გავარეკლამოთ პროდუქტები ამაზონზე?

სიახლეებზე მუდმივად დაკვირვება გაყიდვების საფუძველია ნებიმერ პლატფორმაზე. სტატიის განმავლობაში გაეცნობით ამაზონის რეკლამის სხვადასხვა ტიპებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

Amazon-ის უკვე გამოცდილი მომხმარებელი ხართ თუ ჯერ მხოლოდ ახლა იწყებთ პლატფორმაზე გაყიდვას, სიახლეებისა და ცვლილებებისთვის თვალყურის დევნება აუცილებელი ფაქტორია გაყიდვებში წარმატების მისაღწევად.

Amazon-ის რეკლამის 3 სახეობა

ვინაიდან მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, ამაზონს 142.5 მილიონი პრემიუმ გამომწეი ჰყავს, ელექტრონული კომერციის სფეროში მომუშავე მარკეტოლოგები არ იშურებენ ძალისხმევას მათი პროდუქტის პლატფომაზე წარმოსაჩენად.

თუმცა, მომხმარებლების ზრდასთან ერთად, იზრდება კონურენციაც. მიუხედავად იმისა, რომ SEO და განთავსების ოპტიმიზაცია ორგანული ძიებებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაქსიმალური შედეგების მისაღებად გაცილებით მეტი აგრესია გმართებთ.

სწორედ აქ ერთვებიან თამაშში ამაზონის რეკლამები. რასაკვირველია, ამაზონის სარეკლამო სტრატეგია საკმაოდ მრავლისმომცველი და კომპლექსურია.

მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, ის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბიზნესისთვის დამატებითი ტრაფიკის მოსაზიდად. რომელი რეკლამის ტიპი დაგჭირდებათ, დამოკიდებულია თქვენს პროდუქტსა და მიზანზე.

ამაზონის რეკლამის სამი ძირითადი ტიპი არსებობს. ესენია:

  1. დასპონსორებული პროდუქტები
  2. დასპონსორებული ბრენდები
  3. დასპონსორებული დისფლეი

თითოეული მათგანი PPC (გადახდა თითო კლიკზე) სისტემას ექვემდებარება, რაც ნიშნავს იმას, რომ მარკეტოლოგი თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდის, თუ მომხმარებელი რეკლამაზე დააკლიკებს.

ამაზონის დასპონსორებული პროდუქტების რეკლამა

დასპონსორებული პროდუქტების რეკლამა ამაზონის პლატფორმაზე ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია, რასაც მისი სიმარტივე და სისწრაფე განაპირობებს.

ნებისმიერ ბიზნესს, რომლის პროდუქტიც ამ კატეგორიაში ხვდება, შეუძლია ისარგებლოს ამ ფუნქციის უპირატესობებით. მისი გამოყენებისას არანაირი სარეკლამო გამცდილება არ არის საჭირო.

რატომ უნდა გამოვიყენოთ დასპონსორებული პროდუქტები?

დასპონსორებული პროდუქტების რეკლამა ამაზონზე ყველაზე მოქნილი სარეკლამო სახეობაა. ვინაიდან თქვენ მხოლოდ ერთ პროდუქტს არეკლამებთ, არ გიწევთ ქოფისა და ვიზუალების შექმნა მსხვილი სარეკლამო კამპანიისთვის. ეს რეკლამა იყენებს ვიზუალს, რომელიც განთავსებისთვის უკვე შექმნილი გაქვთ.

ასეთი რეკლამები ჩნდება იქ, სადაც მყიდველები მას ყველაზე მეტად შენიშნავენ - საძიებო შედეგების პირველივე გვერდზე. სიტყვა „დასპონსორებული“-ს ნიშანი საკმაოდ პატარაა, შესაბამისად, მომხმარებელმა ის შესაძლოა, ვერც კი შენიშნოს.

ამ რეკლამის ეფექტიანობის მტკიცებულება მის შედეგებშია. ამაზონის თანახმად, ედვერთაიზერებმა, რომლებმაც ეს რეკლამა მათი კამპანიის პირველ წელს გამოიყენეს, მიიღეს საშუალოდ 54%-იანი ზრდა ნახვებში ყოველკვირეულად, ხოლო 40%-იანი ზრდა შეკვეთებში.

დასპონსორებული პროდუქტების კამპანიის შექმნა

სარეკლამო კამპანიის შექმნა საკმაოდ მარტივი და სწორხაზოვანია. ამაზონის სარეკლამო დაფაზე გადასვლისას ამ ოთხ მარტივ ნაბიჯს მიჰყვებით:

  1. განსაზღვრეთ კამპანიის ბიუჯეტი და ხანგრძლივობა.
  2. შეარჩიეთ ქივორდები, რომელთა თარგეთირებაც გსურთ.
  3. შეარჩიეთ პროდუქტები და დააწესეთ თქვენი ფსონები.
  4. გაუშვით კამპანია.

ვინაიდან კამპანიისთვის მხოლოდ ერთ პროდუქტს არეკლამებთ, ქოფისა და ვიზუალური მასალის შექმნა არ გჭირდებათ. ამისათვის შეგიძლიათ, თქვენი პროდუქტის განთავსებისას გამოყენებული ინფორმაცია დაიხმაროთ.

ამაზონის დასპონსორებული ბრენდის რეკლამები

დასპონსორებული ბრენდები ამაზონის სარეკლამო კატეგორიების მეორე ყველაზე გამოყენებადი რეკლამაა. ისინი მსხვილ სარეკლამო ბანერებს წარმოადგენენ, რომელთა ნახვაც ამაზონის საძიებო გვერდის თავზეა შესაძლებელი.

რეკლამა შეიცავს ბრენდის ლოგოს, პერსონალიზებულ თეგებს და პროდუქციის რამდენიმე მაგალითს შესაბამისი ქივორდებით.

დასპონსორებული ბრენდის რეკლამები ხელმისაწვდომია იმ გამყიდველებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან Amazon Brand Registry, ვენდორებში, წიგნების ვენდორებსა და სააგენტოებში.

მასზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბრენდი დაცული იქნება.

რატომ უნდა გამოვიყენოთ დასპონსორებული ბრენდების რეკლამა?

ვინაიდან ეს რეკლამები არის პირველი რამ, რასაც მომხმარებელი ხედავს საძიებო შედეგების გვერდზე, ისინი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად, მომხმარებლებთან დასაკვშირებლად და ბრენდირებული ყიდვის გამოცდილების შესაქმნელად შესანიშნავი შესაძლებლობაა.

თქვენ შეგიძლიათ, გააკონტროლოთ სარეკლამო დანახარჯები ბიუჯეტისა და ფსონების მითითებით. საფასურსაც მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც მომხმარებელი რეკლამაზე დააკლიკებს.

რადგან რეკლამა უფრო მეტად თქვენს ბრენდზეა ფოკუსირებული, ის შეიცავს ბმულსაც, რომელიც მომხმარებელს თქვენს ლენდინგ გვერდზე ან ამაზონის მაღაზიაზე გადაიყვანს.

აქ მომხმარებელს შეეძლება, დაათვალიეროს თქვენი პროდუქტები - და მხოლოდ თქვენი პროდუქტები. თქვენ ირჩევთ, რისი წარმოჩენა გსურთ ამ გვერდზე. გარდა ამისა, აქ მომხმარებელი ვერ შეხვდება კონკურენტების რეკლამას.

დასპონსორებული ბრენდების კამპანიის შექმნა

თქვენი კამპანიის შესაქმნელად, ოთხი ეტაპის გავლა მოგიწევთ.

კამპანიის მენეჯერიდან შეძლებთ:

  1. დააწესოთ ბიუჯეტი და კამპანიის ხანგრძლივობა
  2. შექმნათ თქვენი რეკლამის დიზაინი
  3. აირჩიოთ სასურველი ქივორდები და განსაზღვროთ ფსონების ოდენობა
  4. დაადასტუროთ რეკლამა განხილვისთვის

ამ რეკლამისგან მაქსიმალური შედეგების მისაღებად დარწმუნდით, რომ ისეთ პროდუქტებს წარმოაჩენთ, რომლებიც ნამდვილად შეესაბამება მომხმარებელთა საჭიროებებს.

ამაზონის დასპონსორებული დისფლეი რეკლამები

დასპონსირებული დისფლეი რეკლამები არის სარეკლამო ხელსაწყოები, რომლებიც სწორ აუდიტორიასთან დაკავშირებაში დაგეხმარებათ, როგორც ამაზონზე, ასევე მის გარეთ.

მსგავსი ტიპის რეკლამები შედარებით ექსკლუზიურია, ვიდრე დასპონსორებული პროდუქტების და ის ხელმისაწვდომი მხოლოდ მათთვისაა, ვინც დარეგისტრირებულია Amazon Brand Registry, ვენდორებში, წიგნების ვენდორებსა და სააგენტოებში, რომლებიც ამაზონზე პროდუქტების ყიდიან.

მიმდინარედ, გამოსაცდელ ეტაპზე იმყოფება Display on Fire TV რეკლამები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, გაარეკლამოთ აპლიკაციები, ფილმები და სატელევიზიო გადაცემები.

ასეთი ტიპის რეკლამები ხელმისაწვდომი მხოლოდ Fire TV აპლიკაციების დეველოპერებისთვის, პრემიუმ ვიდეო არხებისა და გამომცემლობებისთვის იქნება.

რატომ უნდა გამოვიყენოთ დასპონსორებული დისფლეი რეკლამები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასპონსორებული დისფლეი რეკლამები მეტად ექსკლუზიურია, ვიდრე სხვა ტიპის რეკლამები, რაც ნაკლებ კონკურენციაზეც მიგვანიშნებს.

ეს რეკლამები მეტი ხილვადობისა და გამოჩენის შესაძლებლობასაც გაძლევთ. თქვენი რეკლამა შეიძლება განთავსდეს ამაზონის მთავარ გვერდზე ან საშოპინგე შედეგების გვერდზე, ასევე Twitch-სა და სხვა პარტნიორულ საიტებსა და აპლიკაციებში.

დასპონსორებული დისფლეი რეკლამების ხარჯიანობის კონტროლი შესაძლებელია სავაჭრო CPC (ხარჯი თითო კლიკზე) რეკლამების გამოყენებით. ისინი რეკლამას მხოლოდ მაშინ გაუშვებენ, თუ შეთავაზებული პროდუქტი ხელმისაწვდომია და მისი მარაგი არსებობს. გარდა ამისა, სხვა რეკლამების მსგავსად, მათი სარეკლამო დანახარჯების კონტროლიც ძალიან მარტივია - ბიუჯეტისა და ფსონების ოდენობის განსაზღვრით.

ამაზონის კამპანიის მარტივი შექმნის პროცესის წყალობით, თქვენ არ გჭირდებათ სარეკლამო და დიზაინერული გამოცდილება შედეგიანი და ეფექტიანი რეკლამის შესაქმნელად. თუ კრეატიულ პროცესში ჩართვა საერთოდ არ გსურთ, მაშინ შეგიძლიათ, ამაზონის ავტომატიზებულ სერვისს მიანდოთ ეს საქმე.

დასპონსორებული დისფლეი სარეკლამო კამპანიების შექმნა

ამაზონის რეკლამის ამ ტიპის შექმნა ისევე ხდება, როგორც სხვა სარეკლამო სახეობების შემთხვევაში - თუმცა, ერთი განსხვავებით.

დასპონსორებული დისფლეი რეკლამები ქივორდებს არ ექვემდებარება. ნაცვლად ამისა, თქვენ ირჩევთ თარგეთირების ორი ფუნქციიდან ერთ-ერთს: პროდუქტების თარგეთირება და აუდიტორიები.

პროდუქტების თარგეთირება იდეალურია ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც პროდუქტის რეკლამირება ისეთი აუდიტორიებისთვის გსურთ, რომლებიც რაიმე პროდუქციის კატეგორიას აქტიურად იკვლევენ, მაგალითად თქვენს მსგავსს.

ეს რეკლამები ამაზონის პროდუქციის დეტალების გვერდზე ან საძიებო შედეგების გვერდზე ჩნდება.

თუ ახალი მომხმარებლების ჩართულობისაკენ მიისწრაფვით, მაშინ აუდიტორების არჩევა რელევანტური მომხმარებლების მოძიებაში დაგეხმარებათ, როგორც ამაზონზე, ასევე მის გარეთ.

მსგავსი ტიპის რეკლამები ამაზონის მთავარ გვერდზე, პროდუქტების დეტალების გვერდზე და საძიებო შედეგების გვერდზე ჩნდება, ისევე როგორც პარტნიორულ საიტებსა და აპლიკაციებში.

თქვენი სამიზნე სტრატეგიის არჩევის შემდეგ, რჩება მხოლოდ რეკლამის შექმნის პროცესები:

  1. დააწესეთ ბიუჯეტი და განსაზღვრეთ ფსონების ოდენობა.
  2. აირჩიეთ ის პროდუქტები ან აუდიტორები, რომელთა გარეკლამებაც გსურთ.
  3. თქვენს სტრატეგიაზე დაყრდნობით რეკლამა ავტომატურად გაეშვება.

 

რჩევები წარმატების მისაღწევად ამაზონის რეკლამებთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნიათ, ეს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილებები ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ:

  • იცოდეთ თქვენი ACoS - ამაზონის გაყიდვის ხარჯი, რომელიც შემდეგნარიად გამოითვლება: სარეკლამო ხარჯი / გაყიდვები.
  • გაარეკლამეთ თქვენი პროდუქტები სწორი ქივორდებითა და სამიზნე სტრატეგიის მეშვეობით.
  • დააკვირდით თქვენს შედეგებს - დატვირთეთ ის მიდგომები, რომლებსაც უკეთესი შედეგები მოაქვს.
  • მიეცით მათ დრო! როგორც სხვა ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებს, ამაზონის რეკლამებსაც სჭირდებათ დრო.
  • ნუ მოერიდებით სტრატეგიის გადაფასებას და ცვლილებას.

შესაძლოა, ისეთ მეგა პლატფორმაზე გადანაცვლება, როგორიც ამაზონია, „ბევრი“ მოგეჩვენოთ, თუმცა ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებლები იმყოფებიან. შესაბამისად, ეს არის ადგილი, სადაც თქვენც უნდა იყოთ.

დაიწყეთ მცირედი სარეკლამო სტრატეგიით, გაზომეთ შედეგიანობა და გაზარდეთ მასშტაბები.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

Display რეკლამები - გზამკვლევი

ამაზონზე დაწყებული ბიზნესი და ადამიანები, რომლებიც მილიონერები გახდნენ

მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია