media-4

რატომ გვჭირდება ვებ-გვერდი?

  • 14 აგვ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
რატომ გვჭირდება ვებ-გვერდი?

იმაზე ფიქრისას, რომ დღეს სოციალური მედია მართავს სრულიად ინტერნეტს, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: „საერთოდ მჭირდება ვებ-გვერდი თუ არა?“. დიახ, გჭირდებათ და რატომ, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

2019 წელს საზოგადოების 70-80% კომპანიებს ონლაინ სივრცეში იკვლევდნენ და მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ პროდუქტის/მომსახურების შესაძენად და მომხმარებელთა იგივე რაოდენობა შეიძლება ბინზესს საიტის უქონლობის გამო დაეკარგა. დღესდღეობით კი ონლაინ სივრცეში ყოფნის საჭიროების ზრდასთან ერთად, ვებ-გვერდის არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

თუ ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდით საიტის არსებობის აუცილებლობაში და გაინტერესებთ მისი უპირატესობები სოციალურ მედიასთან მიმართებით, მაშინ განაგრძეთ კითხვა. სტატიაში გაეცნობით ხუთ უმნიშვნელოვანეს მიზეზს, თუ რატომ გჭირდებათ 2021 წელს ვებ-გვერდის შექმნა.

  1. საიტის დახმარებით უფრო პროფესიონალური და სანდო ჩანხართ

ადამიანების უმრავლესობა არ ენდობა კომპანიას, რომელსაც ცუდი საიტი აქვს ან საერთოდაც არ აქვს. მოწესრიგებული, თანამედროვე საიტი, რომელიც რეგულარულ განახლებას ექვემდებარება, საძიებო სისტემებშიც გაცილებით მაღალ რეიტინგებს იმსახურებს. საიტის საშუალებით მომხმარებელი უფრო გენდობათ, რადგან მისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი. დღევანდელ ციფრულ სამყაროში ალბათ ყველა ბიზნესი უნდა ფლობდეს საიტს.

ყველას შეუძლია უმარტივესად შექმნას ფეისბუქის ან ინსტაგრამის ანგარიში ყალბი მონაცემებით, თქვენი სახელი და ლოგოც კი შეიძლება იდენტურად გამოიყურებოდეს. ამიტომაც საიტი ახერხებს თქვენი ბიზნესის ლეგიტიმაციას ისე, როგორც ვერც ერთი სოციალური ქსელი.

გარდა ამისა, თუ თქვენი ბიზნესი არ გაქვთ, მაგრამ ეძებთ ადგილს, სადაც თქვენს პორტფოლიოს წარმოადგენდით სამუშაოს საჩვენებლად, არ არსებობს არაფერი, რაც პერსონალურ ვებ-გვერდზე უკეთ წარმოაჩენს თქვენს პროფესიონალიზმს.

 

  1. ვებ-გვერდი დამატებით მომხმარებლების მოზიდვაში და კონვერსიის გაზრდაში დაგეხმარებათ

ეფექტურად ოპტიმიზებული ვებ-გვერდი მომხმარებელს შესაძლოა საძიებო სისტემების პირველივე გვერდზე გამოუჩნდეს, რაც დამატებით პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში დაგეხმარებათ. თანაც, საძიებო სისტემიდან თქვენს საიტზე გადასვლის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე სოციალურ მედია გვერდზე.

თუ თქვენ ინვესტიციას Google Ads ან Facebook Ads-ში განახორციელბთ, მაშინ ძალიან კარგი შესაძლებლობა გექნებათ ტრაფიკი პირდაპირ თქვენი საიტისკენ მომართოთ. ვებ-გვერდზე თქვენ მიერ მოზიდულ ლიდებს ექნებათ ყველანაირი ინფორმაცია შესყიდვის განსახორციელებლად. ამასთანავე, აქვე შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ სასურველი ქმედებისკენ სპეციალური CTA ხელსაწყოებით.

ვებ-გვერდი მუდმივად ხელმისაწვდომია, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ მომხმარებლის გონებაში სამუშაო საათების შემდეგაც დარჩეთ. საიტები აფართოებს თქვენი მიღწევადობის არეალს - რიჩს და გეხმარებათ თქვენი სახელის გავრცელებაში.

  1. საკუთარი ვებ-გვერდის შექმნა გაცილებით მარტივი და იაფია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

თუ ფიქრობთ, რომ მიმზიდველი საიტის შესაქმნელად ტექნოლოგიური ან ვებ-დიზაინის ცოდნა გჭირდებათ, ან სულაც პროფესიონალი ინჟინრების გუნდის ყოლა, მაშინ ძალიან ცდებით.

ვებ-გვერდის შექმნა ასეთი მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა, რადგან უკვე შეგიძლიათ ის კოდის დაწერის გარეშეც შექმნათ. არაერთი პლატფორმა არსებობს, რომლებიც საიტის შექმნაში დაგეხმარებათ და ეს საიტი საკმაოდ მიმზიდველი, ოპტიმიზებული, მობილურზე მოგრებული იქნება და მისი შეცვლა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ. არსებობს ისეთი პლატფორმები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან საიტებს. თქვენ უბრალოდ კითხვებზე პასუხის გაცემა გჭირდებათ და სულ მალე თქვენი საიტიც მზადდება.

  1. საიტი სრულ კონტროლს გაძლევთ მედიაზე

ამ სარგებელს ორი მხარე გააჩნია. პირველ რიგში, საიტზე სრული თავისუფლება გაქვთ გამოხატვისთვის, სოციალური მედიისგან განსხვავებით, სადაც თქვენი აქტივები იმავე ფორმატის უნდა იყოს, როგორიც სხვების. თუმცა, საიტის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ კრეატივს და ყველასაგან გამორჩეული ვიზუალი შექმნათ.

აბსოლუტური თავისუფლება დიზაინის კუთხით გაძლევთ საშუალებას, თქვენი ბრენდი უნიკალური გზით წარმოაჩინოთ და ხაზი გაუსვათ თქვენი ბრენდის მახასიათებლებს. ვიზუალების კონტროლი მხოლოდ გრაფიკას და განლაგებას არ მოიცავს. თქვენ შეგიძლიათ, საიტზე დაიტანოთ ნებისმიერი რამ, რაც მოგესურვებათ, მათ შორის ონლაინ მიმოხილვები, კმაყოფილი მომხმარებლების უკუკავშირი, ვიდეოები და სხვა.

თუ თქვენ გალერეას ან პორტფოლიოს ფლობთ, მაშინ ესეც შესანიშნავი შანსია მისი კრეატიული წარმოჩენისთვის. საიტზე ნებისმიერი რამის რედიზანი შეგიძლიათ და თანაც ნებისმიერ დროს.

„სრული კონტროლის“ დამატებითი სარგებელი გახლავთ ის, რომ ის თქვენი საკუთარი მედია არხია. თქვენ არ გიწევთ, აყვეთ მუდმივად ცვალებად წესებს სოციალური პლატფორმების მსგავსად. თქვენი საიტი მუდმივად რჩება ბიზნესში. გარდა ამისა, ნებისმიერ ონლაინ მომხმარებელს შეუძლია, დაუკავშირდეს რაიმე გზით თქვენს საიტს, თანაც რაიმე ანგარიშის შექმნის გარეშე.

  1. ვებ-გვერდი ყველა მარკეტინგული ძალისხმევის ცენტრია

საიტი შესაძლოა პირველი წერტილი გახდეს, რომელთანაც კავშირს თქვენი პოტენციური მომხმარებელი ამყარებს და სწორედ აქედან სწავლობს ბიზნესის შესახებ. ეს შეიძლება გახდეს საბოლოო წერტილი, სადაც ისინი შესყიდვას განახორციელებენ.

შესაძლოა, მათ თქვენი მეილების მიღება სურთ განახლებების შესახებ და საიტზე ამ სერვისის გამოწერისთვის - რეგისტრაციისთვის შემოდიან. შესაძლოა, ვინმე Google Maps-ის საშუალებით ადგილების აღმოჩენას ცდილობს და გუგლს ის თქვენს რესტორნამდე მოყავს, სადაც ის მენიუს და ფასებს გაეცნობა.

შესაძლოა, მომხმარებელი საიტზე თქვენი იუთუბ ვიდეოს ნახვის შემდეგ გადმოდის ან თქვენი ვებ-გვერდის ბმულს სავიზიტო ბარათიდან წერს საძიებო სისტემაში.

ნებისმიერ მარკეტინგულ აქტივობას, იქნებით თქვენ ონლაინ ბიზნესი თუ არა, პოტენციური მომხმარებელი ყოველთვის ინფორმაციულ და მიმზიდველ საიტამდე უნდა მოჰყავდეს. კამპანიების მართვაც გაცილებით მარტივია, როდესაც ყველაფერი საიტთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, საიტის შექმნა ბიზნესისთვის პრიორიტეტულია და წარმატებისკენ წინგადადგმული პირველი ნაბიჯია.

ახლა უკვე იცით

იმედია, ეს ხუთი მარტივი მიზეზი დაგეხმარებათ თქვენი ეჭვების გაფანტვაში საიტის შესახებ და დაიწყებთ პროფესიონალური ვებ-გვერდის შექმნაზე ფიქრს. თუ რაიმე საწყისი საიტიც არ გაქვთ, შესაძლოა ძალიან დიდ შესაძლებლობას უშვებდეთ ხელიდან ონლაინ რეპუტაციის ასამაღლებლად. რაც უფრო მალე შექმნით საიტს, მით მეტ მომხმარებელს გაუჩნდება ნდობა თქვენ მიმართ და გაზრდით როგორც კონვერსიას, ასევე შემოსავლებსა და ბიზნესის სანდოობას.

თუ ხართ დაინტერესებული პროფესიონალური საიტის შექმნით თქვენი ბიზნესისთვის, შეავსეთ ფორმა მითითებულ ბმულზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენზე მორგებული შეთავაზებით: https://bit.ly/2XjtSi6 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვქონდეს ვებ-გვერდი

როგორ შევქმნათ ძლიერი ლენდინგ გვერდი

3 ნაბიჯი მცირე ბიზნესებისთვის საიტის დიზაინის შესაქმნელად