media-4

მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია

  • 10 ივლ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია

როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგები?

მცირე ბიზნესების 50% ხუთ წელიწადში მარცხით ასრულებს ბიზნეს საქმიანობას - შესაძლოა, ეს სტატისტიკა აქამდეც გსმენიათ, ვინაიდან ამის გამომწვევი მიზეზები საიდუმლოს სულაც არ წარმოადგენს.

ბევრი ბიზნესი დიდ თანხებს ხარჯავს ახალი მომხმარებლის მოსაზიდად. საკუთარ მარკეტინგულ ბიუჯეტს ფლანგავენ, რადგან გეგმა არ აქვთ შემუშავებული.

ისინი არ არიან დარწმუნებულები, თუ როგორ შეიძლება მათი ბიუჯეტის ოპტმიზირება და მოგების მარჟის გაზრდა და ამას მუდმივად აგრძელებენ.

თუმცა წელს ამის დრო ნამდვილად აღარ არის, რადგან შეგიძლიათ სტატიაში გაეცნოთ იმ 8 მეთოდს, რომლებიც მარკეტინგული ინვესტიციისგან მაქსიმალური უკუგების მიღებაში დაგეხმარებათ.

მარკეტინგული ბიუჯეტისგან მაქსიმალური შედეგების მიღების გზები:

  1. ზუსტი თარგეთირება
  2. გამოკვეთილი მყიდველის პერსონა
  3. ბიუჯეტის დაგეგმარება
  4. იცოდე მომხმარებლისგან მიღებული ღირებულება
  5. უფასო ხელსწაყოების უპირატესობად გამოყნება
  6. ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია
  7. ბრენდში ინვესტირება
  8. ლიდებთან ურთიერთობის აგება

1. ზუსტი თარგეთირება

ხარჯავთ ძალიან დიდ დროსა და ენერგიას გორაზე ასვლით, როდესაც წარმატება მის წვერზე სულაც არ გელოდებათ?

ან მიცურავთ დინების საწინააღმდეგოდ, როდესაც შეგიძლიათ, რომ 10 მეტრი მარცხვნივ გაცუროთ და შემდეგ დინებას გაჰყვეთ?

როგორც ბიზნეს ლიდერმა, შესაძლოა, თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტის დიდი რესურსი დინების საწინააღმდეგოდ ცურვაში დაკარგოთ. შესაძლოა, დიდი დრო დაუთმოთ ისეთი ადამიანების თარგეთირებას, რომლებიც თქვენს პროდუქტს არასდროს შეიძენენ. თითქოს მათი დარწმუნება გიწევთ, რომ მათ თქვენი პროდუქტი სჭირდებათ.

მაგრამ, რეალურად იქვე არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც დარწმუნება სულაც არ სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი პროდუქტი იყიდონ.

ზოგჯერ, მხოლოდ მათ ადგილას თავის წარმოდგენაც კი საკმარისია და რაც ყველაზე მიმზიდველია, მათი შესყიდვის შემდეგ შენარჩუნებაც არაა რთული.

ისინი ხდებიან თქვენი ბრენდის ამბასადორები, მოჰყათ და გაკავშირებენ პოტენციურ მომხმარებლებთან.

მცირე მარკეტინგული ბიუჯეტის გამოყენებისას უმთავრესი მაინც სწორი თარგეთირებაა. მას შეუძლია, მომხმარებლის მოზიდვის ხარჯები 13%-ით შეგიმციროს და ამასთანავე, გაზარდოს თქვენი მომხმარებლის სიცოცხლისუნარიანობის ღირებულებაც. B2B მოდელის შემთხვევაში, დაზოგილი ხარჯები შესაძლოა უფრო მეტიც აღმოჩნდეს.

როგორ დავათარგეთოთ

უბრალოდ ადამიანის თარგეთირება საკმაირის არ არის. მართალია, ზოგიერთი მთავარი მახასიათებელი შესაძლოა განმეორდეს, მაგრამ ადამიანებს განსხვავებული და კომპლექსური საჭიროებები აქვთ დროთა განმავლობაში.

ეს კი განსაკუთრებით ჭეშმარიტია თქვენს ბიზნესთან მიმართებით. მაგალითად, ადამიანს სჭირდება, რომ თქვენდამი ნდობის გამოცხადებამდე აუცილებლად გაგიცნოთ. სჭირდებათ გენდობოდნენ მანამ, სანამ თქვენგან პროდუქტს შეიძენენ.

თანამედროვე მარკეტინგი სორი ადამიანისთვის სწორი მესიჯის გაგზავნას გულისხმობს, რა თქმა უნდა, სწორ დროს.

არაერთი ბიზნესის მიერ გამოცდილი და ნაცადი ხერხია მომხმარებელთან სხვადასხვა სტადიებზე დაკავშირება.

მიდგომა ოთხ საფეხურს მიჰყვება:

მოზიდვა - გაზარდეთ თვალსაჩინოება ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. გამოიყენეთ ამისათვის თქვენს სოციალურ ქსელებში ან საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი.

კონვერსია - აქციეთ ის ადამიანები ლიდებად, რომლებსაც თქვენთან რაიმე ტიპის შეხება აქვთ და ჩამოაყალიბეთ მათთან ურთიერთობა.

„დახურვა“ - გამოიყენეთ პერსონალიზებული კონტენტი საბოლოო გაყიდვის მისაღებად.

კმაყოფილება - დააკმაყოფილეთ მომხმარებელი პროდუქტითა თუ მომსახურებით. ისინი არა მხოლოდ კიდევ იყიდიან, არამედ ახალ მომხმარებლებსაც მოგიყვანენ.

იმ პროცესების გააზრება, რომლებსაც მომხმარებელი გადის, მნიშვნელოვნად დაგეხმარებთ საჭირო კონტენტის შექმნაში. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, იცოდეთ ვინ არიან ისინი, რათა მარკეტინგული ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.

ეს გულისხმობს იმის ცოდნას, თუ ვინ არის და როგორია თქვენი იდეალური მომხმარებელი. სწორედ აქ გჭირდებათ უკვე მყიდველის პერსონის შექმნა, რასაც საკმაო დრო და ძალისხმევა უნდა დაუთმოთ.

  1. წერილობითი მყიდველის პერსონა

მყიდველის პერსონას მომხმარებლის ავატარსაც ეძახიან და ტერმინი „ავატარის“ მიხედვით, ეს რეალური მომხმარებლის რეალისტურ სახეს უნდა წარმოადგენდეს.

ბიზნესების უმრავლესობას შესაძლოა 5-10 მომხმარებლის ავატარიც კი გააჩნდეს. წარმატებული მარკეტინგისთვის საჭიროა, რომ თქვენი სტრატეგიები და კონტენტი სწორედ ამ ადამიანებს მოარგოთ და გაზარდოთ მარკეტინგული ინვესტიციის უკუგება.

ამ ყველაფერის კარგად გააზრება გეხმარებათ მომხმარებელთან უფრო უშუალო და პერსონიფიცირებული დიალოგები გამართოთ მათი მიზნებისა და გამოწვევების მიხედვით, იმ გამოწვევების, რომლებმაც ისინი თქვენამდე მოიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ, რომ მათ მსყიდველობით გადაწყვეტილებაზე მოახდინოთ გავლენა.

როგორ შევქმნათ მომხმარებლის ავატარი?

ყველაფერი მონაცემებით იწყება. თუ შეგიძლიათ, რომ კომპანიის რეალური მონაცემები გამოიყენოთ მომხმარებლის ავატარის შესაქმნელად, ნუ მოერიდებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ ბაზრისა და ინდუსტრიის მონაცემებით ისარგებლოთ. შემდეგ დახვეწოთ თქვენი ავატარი ეტაპობრივად - უფრო და უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ. ინფორმაციების მოძიება არაერთი გზით არის შესაძლებელი, მათ შორის:

  • კითხვარები
  • მომხმარებელთა მართვის სისტემები (CMS)
  • ვებ-გვერდის მონაცემები (შეგროვებული Google Analytics და სხვა ხელსაწყოების მიერ)
  • გაყიდვების გუნდთან კომუნიკაცია.

ახლა, როდესაც უკვე საკმარის მონაცემებს ფლობთ, შეგიძლიათ, მათზე დაფუძნებული მომხმარებლის ავატარიც შექმნათ. გამოიყენეთ არსებული ინფორმაცია და დაიწყეთ წერა.

როგორია მათი სამუშაო? რა მიზნები აქვთ ცხოვრებაში? რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, ინტერესები, ქცევები... მიანიჭეთ სახელი და სახე თქვენს ავატარს და ააგეთ კონტენტი მის გარშემო.

თქვენი მცირე მარკეტინგული ბიუჯეტი მადლობას აუცილებლად გადაგიხდით.

  1. ბიუჯეტის დაგეგმარება

ძალიან ბევრი ბიზნესისთვის ბიუჯეტის დაგეგმარება სრულიად უცხო რამ არის. ისინი იმდენს ხარჯავენ კონკრეტული საქმიანობისთვის, რამდენიც საჭირო იქნება - ეს კი, რა თქმა უნდა, შეცდომაა და დაუშვებელია.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც ამას აკეთებენ არის ის, რომ მათ არ იციან, რაში უნდა დახარჯონ ბიუჯეტი და რისთვის გამოყონ თანხები.

მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რამდენის დაზოგვა შეუძლიათ ბიუჯეტის სწორი განაწილებით. საბოლოოდ კი, შესაძლოა, იმ სცენარით დამთავრდეს ყველაფერი, სადაც იმაზე გაცილებით მეტს ხარჯავთ, ვიდრე ეს მომხმარებლის ასათვისებლადაა საჭირო.

როგორ დავგეგმოთ მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტი?

დაიწყეთ ფიქრი მომხმარებლის მოგზაურობიდან - სტადიებიდან, რომლებიც თარგეთირების სექციაში ვახსენეთ. გადაანაწილეთ ბიუჯეტი თითოეული სტადიისთვის. ამგვარად დარწმუნდებით, რომ მომხმარებელს ეტაპობრივად მიუძღვებით საბოლოო შესყიდვამდე.

სანამ ბიუჯეტის შეფასებას დაიწყებდეთ დაუსვით საკუთარ თავს მნიშვნელოვანი შეკითხვები.

როგორია გაყიდვების დახურვის კოეფიციენტი? რამდენი გაყიდვა გჭირდებათ ყოველთვიურად მიზნების შესასრულებლად?

ახლა საწინააღმდეგო მიმართულებით გამოჰყევით. რამენი ლიდი გჭირდებათ? რამდენი მნახველი გჭირდებათ ლიდების ამ რაოდენობის დასაგროვებლად?

თუ ამ ბიზნესში ახალი ხართ, მაშინ მოგიწევთ, ეს ყველაფერი ინდუსტრიული მაჩვენებლებით დაიწყოთ და შემდეგ მოარგოთ ისინი საკუთარ ბიზნესს უფრო და უფრო მეტი მონაცემის მიღებასთან ერთად.

აუცილებლად დაისახეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. რა ეტაპზე იმყოფებით ამჟამად? ზრდის პროცესშია ბიზნესი თუ სამომავლო ზრდის პოტენციალს უყრით საძირკველს?

დასაწყისშივე შეიძლება ყველაფერი სწორად და ზუსტად ვერ განსაზღვროთ, მაგარმ საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოთ? მთავარია, დაკვირვებით მოეკიდოთ ამ პროცესს. მუდმივად გადახედეთ ბიუჯეტს, დარღვევებს და მოარგეთ ისინი შემდგომ კამპანიებს.

  1. იცოდეთ მომხმარებლის გენერირებული ღირებულება

იმის განსაზღვრა, თუ როგორია მომხმარებლისგან მიღებული მოგების ოდენობა თქვენი ბიზნესისთვის, დაგეხმარებათ, რომ მცირე მარკეტინგული ბიუჯეტიდანაც მაქსიმალური შედეგები მიიღოთ.

როგორ განვსაზღვროთ მომხმარებლისგან მიღებული მოგება?

დაიწყეთ მომხმარებლის ავატარით - გამოყავით მომხმარებელთა ჯგუფები თქვენი პერსონიდან.

კონკრეტული მომხმარებლის პერსონაზე დაკვირვებით, თქვენ მიხვდებით, თუ რამდენად მეტის, ან ნაკლების დახარჯვა შეგიძლიათ ამ ჯგუფის მომხმარებელთა ასათვისებლად.

თითოეულ ჯგუფში დაინგარიშეთ შემდეგ მონაცემთა საშუალოები:

  • პირველ შესყიდვაზე დახარჯული თანხა (a)
  • მომხმარებლის შენარჩუნების კოეფიციენტი (b)
  • ყოველ შესყიდვაზე დახარჯული თანხა (c)
  • კვირაში, თვეში რამდენჯერ? აირჩიეთ სასურველი დროის მონაკვეთი მსყიდველობითი (d) ციკლის მიხედვით.
  • წლების ოდენობა, რამდენი ხანიც ისინი თქვენს მომხმარებლებად რჩებიან (e)
  • პროდუქტის თვითღირებულება, ზედნადები, მარკეტინგული და სხვა ხარჯები (f)

ამის შემდგომ უკვე მარტივი არითმეტიკის დროა:

(c x d) – f = CPV - მომხმარებლის მოგების ღირებულებას

  1. უფასო ხელსწაყოების უპირატესობად გამოყენება

მცირე ბიზნესისთვის ყველაფერი, რაც უფასოა, ძალიან გამოსადეგია მარკეტინგული ბიუჯეტისთვის.

შეიძლება იფიქროთ, რომ რაიმე ღირებულის მოძებნა დღეს უფასოდ შეუძლებელია. მაგრამ დღევანდელი ბაზრისთვის ეს ჭეშმარიტებას ნამდვილად არ შეესაბამება. არაერთი მიზეზი არსებობს, რატომაც ადამიანები და ბიზნესები უფასოდ გასცემენ რაიმეს.

ზოგიერთი ბიზნესი უფასო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, რადგან მათ იმედი აქვთ, რომ უფასო მომსახურების გამოყენების შემდეგ, თქვენ უკვე ფასიანი მომხმარებელი გახდებით.

ეს შესანიშნავი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რატომ მუშაობს კონტენტ მარკეტინგი ეფექტურად. ისინი უფასო კონტენტს გაწვდიან, ხოლო სანაცვლოდ გაზრდილ ბრენდის ცნობადობასა და თქვენს ნდობას მოიპოვებენ.

ეს ჭკვიანური მარკეტინგია!

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ადამიანები უფასოდ გაძლევენ რაიმეს არის ის, რომ მათ გულწრფელად მოსწონთ თქვენი ბრენდი. ისინი დაკავშირებულად გრძნობენ თავს თქვენთან და სურთ, თქვენთან ერთად განვითარდნენ.

შევხედოთ ზოგიერთ მაგალითს, სადაც უფასო რამის მიღება შეგვიძლია.

Google

Google და Bing ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს $100-ს სარეკლამო ბიუჯეტისთვის თავდაპირველი რეგისტრაციის შემდეგ. თუმცა, ამ შეთავაზებას კონკრეტული ვადაც გააჩნია, რომელიც ხშირად ერთი თვეა.

ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შესაძლებლობას, მაგრამ ნაჩქარევადაც ნუ გააკეთებთ რეკლამას. დაუთმეთ მცირედი დრო სოლიდური კამპანიის შემქნას, რათა ლიდების გენერირებაც მოახერხოთ და ბიუჯეტი არ გაფლანგოთ.

სარეკლამო კამპანიებიდან შესაძლოა, სპეციალური კრედიტებიც გამოიმუშავოთ, რომელთა გამოყენებაც უფრო მეტი ლიდების გენერირებისთვის შეგიძლიათ.

გარდა ამისა, გუგლი დამატებით უფასო და შესანიშნავ ხელსაწყოებს გვთავაობს, როგორიც არის მაგალითად, Google Analytics და Google Search Console. ორივე მათგანი უფასოა და თქვენი მცირე ბიზნესისთვის შესაძლოა ძალიან ღირებული აქტივი აღმოჩნდეს.

Moz

Moz ინდუსტრიის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) მიმართულებით.

მოზსა და მისნაირ კომპანიებს არაერთი ხელსაწყო გააჩნიათ, რომლებსაც ყველა მარკეტოლოგი უნდა იყენებდეს მისი ბიუჯეტის ოპტიმიზირებისთვის. ისინი მომხმარებელს სთავაზობენ ქივორდების მკლევარ ხელსაწყოს, რომელიც Google-ის სარეკლამო ხელსაწყოებს გაცილებით სცდება.

ის გაწვდით ინფორმაციას ქივორდის ტრაფიკისა და სირთულის შესახებ, ამასთანავე ინფორმაციას იმ კონკურენტების შესახებ, რომლებიც ამ ქივორდებს იყენებენ.

Chrome Mozbar საშუალებას გაძლევთ, შეიტყოთ ინფორმაცია თქვენი საიტის ავტორიტეტულობის, ბმულებისა და კიდევ სხვა მონაცემების შესახებ.

გარდა ამისა, Moz Site Explorer საშუალებას გაძლევთ, დაადგინოთ იმ საიტების სახელები, რომლებიც თქვენსას რაიმე ბმულით უკავშირდებიან.

HootSuite

HootSuite სოციალური მედია ავტომატიზაციის პლატფორმას წარმოადგენს. ის სასუალებას გაძლევთ, გამოიკვლიოთ პოპულარული ჰეშთეგებიც.

მისი დახმარებით შეგიძლიათ, შექმნათ და დაგეგმოთ პოსტები კვირის ან თვის შემდეგაც და ეს შეგიძლიათ სამ სხვადასხვა სოციალურ ქსელში განახორციელოთ. თუმცა, უფასო ვერსია მხოლოდ 20 დღიან მონაკვეთს გთავაზობთ.

ინფლუენსერები

ინფლუენსერები სწორედ ის ადამიანები არიან, ვის გარშემოც უამრავი გამომწერი ერთიანდება და მათი რიცხვი ბაზარზე სულ უფრო იზრდება.

ინფლუენსერების ზრდასთან ერთად, იზრდება ინფლუენსერ მარკეტინგის პოპულარობაც, ვიაიდან ბევრი მარკეტოლოგი ხედავს მის ეფექტურობას და შედეგებს საკუთარ კამპანიებში.

თუ თქვენც გსურთ, სცადოთ ბედი ინფლუენსერ მარკეტინგში, მაშინ ისეთი ადამიანი უნდა მოძებნოთ, რომელიც თქვენი ბრენდის გავრცელებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ მათი გამომწერები მაღალი ჩართულობით ხასიათდებოდნენ და თქვენს ბრენდსაც შეესაბამებოდნენ.

მეორეს მხრივ, ინფლუენსერიც უნდა იყოს სანდო. რაც უფრო გრძელვადიან თანამშრომლობას შეძლებთ ინფლუენსერთად, მით უკეთეს შედეგებსაც მიიღებთ.

თუ თქვენი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენლები მათი გამომწერებიც არიან, მაშინ ინფლუენსერისგან ერთი მცირე პოსტიც კი საკმარისია თქვენი ბრენდის შესახებ, რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ.

ინფლუენსერთან პირდაპირ, ცივად დაკავშირების შემთხვევაში, ის აუცილებლად დიდ თანხებს მოგთხოვთ, თუმცა უკეთესი გზებიც არსებობს მცირე ბიუჯეტიანი კომპანიებისთვის.

  • დააკვირდით მონიშვნებს. გაიგეთ, ვინ საუბრობს თქვენ შესახებ. თუ ვინმე, ვისაც საკმაო გავლენა აქვს, უკვე ლაპარაკობს თქვენს შესახებ, გადაუხადეთ მას მადლობა და სცადეთ მათთვის პარტნიორობის შეთავაზება.
  • გამოიყენეთ ადგილობრივი ინფლუენსერები. თუ ადგილობრივი ბიზნესი გაქვთ, მაშინ თქვენს გარშემო მყოფი ცნობილი ადამიანის გაზიარებული პოსტი საკმაოდ წაგადგებათ.
  • დაუკავშირდით მიკრო ინფლუენსერებს. მიკრო ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავთ საკუთარი ნიშიდან. თუ მათი გამომწერები თქვენს სამიზნე აუდიტორიას მიეკუთვნებიან, მაშინ დაუკავშირდით მათ და სთხოვეთ თქვენი ბრენდის მონიშვნა პროდუქტის ან მომსახურების სანაცვლოდ.
  1. ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია

თქვენი ვებ-გვერდი ყველა მარკეტინგული ძალისხმევის სახლია. აქ თავმოყრილია ყველა ლენდინგ გვერდი თითოეული სარეკლამო კამპანიისთვის და თქვენ მიერ გამოქვეყნებული ყველა სახის კონტენტი.

თუ ეს ადგილი ეფექტურად არ გაქვთ გამართული, მაშინ თქვენი ბრენდი საგრძნობლად დაზიანდება.

არა ოპტიმიზირებულ ვებ-გვერდს მივყავართ:

  • საძიებო სისტემებში დაბალ ხილვადობამდე
  • დაბალი კონვერსიის მაჩვენებლამდე
  • კალათის მიტოვების მაღალ კოეფიციენტამდე
  • შემცირებულ შემოსავლებამდე
  • გაზრდილ სარეკლამო დანახარჯებამდე
  • მომხმარებელთა ათვისების გაზრდილ ხარჯებამდე
  • და უფრო მეტიც.

იზრუნეთ ვებ-გვერდის ოპტიმიზაციაზე და დაელოდეთ ამ ყველაფრის სასიკეთოდ ცვლილებას.

როგორ შევძლოთ ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია?

საიტის ოპტიმიზაცია მომხმარებლისთვის საუკეთესო და გამართული სერვისის შეთავაზებას გულისხმობს.

შექმენით ვებ-დიზაინი, რომელიც სწრაფია. გახადეთ ნავიგაცია მარტივი. ხელი შეუწყვეთ მომხმარებელს, მარტივად იპოვონ ის, რასაც ეძებენ. მხოლოდ ისეთი ტიპის კონტენტი გამოაქვეყნეთ, რომელიც ხალხს აინტერესებს და რომელსაც ელოდებიან.

ნუ დაგავიწყდებათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი - მობილური ოპტიმიზაცია.

HubSpot-ის კვლევის თანამხად, მობილური მომხმარებლები, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის საიტზე მობილურის საშუალებით შედიან, მაღაზიას 1 დღის ვადაში სტუმრობენ.

გამოიყენეთ ანალიტიკური მონაცემები მუდმივი გამუჯობესებისთვის.

საიტის ოპტიმიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საძიებო სისტემებისთვის იმის ჩვენებაა, რომ თქვენ მომხმარებელს შესანიშნავ გამოცდილებას სთავაზობთ. სწორედ ამას ეხება SEO.

რატომ უნდა იზრუნოთ საძიებო სისტემებზე? დღეს, საიტის ტრაფიკის 50% სწორედ საძიებო შედეგებიდან მოდის.

აჩვენეთ, რომ მაძიებლებისთვის საუკეთესო სერვისი გაქვთ და საძიებო სისტემები აუცილებლად დაგასაჩუქრებთ შედეგებში მოწინავე ადგილებით. მომხმარებლის გამოცდილების ამაღლებასთან ერთად, SEO სპეციალისტები არაერთ მეთოდს მიმართავენ, მაგალითად:

  • საიტის ავტორიტეტულობის ამაღლება
  • საძიებო შედეგების გამოკვლევა (ქივორდები) - რათა გაიგოთ, რას იყენებს მომხმარებელი თქვენი ან თქვენი მსგავსი საიტის საპოვნელად
  • კონტენტის აგება ამ საკითხების გარშემო
  • ინდუსტრიის სხვა კომპანიების საიტებთან თანამშრომლობა

საიტის ოპტიმიზაცია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თქვენი მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტით მაქსიმალური შედეგების მისაღებად.

  1. ინვესტირება ბრენდში

მცირე ბიზნესისთვის ხშირად მარტივია, რომ ორი-სამი ნაბიჯით წინ იფიქროს კომპანიამ. მაგრამ, როდესაც შემოსავლების გენერირებას იწყებთ და ეს შემოსავლებიც იზრდება, გრძელვადიან სტრატეგიაზე ფიქრი ამის შესანარჩუნებლად უფრო რთული ხდება.

თუმცა, ბრენდის გარეშე თქვენს მარკეტინგულ ბიუჯეტზე საჭიროზე გაცილებით მეტს დახარჯავდით. ბრენდინგს შეუძლია, თქვენი შემოსავლები 23%-ით გაზარდოს და ამავდროულად, შეგიმციროთ სარეკლამო ხარჯები.

  • მომხმარებელთა 78% ისეთ ბრენდებს ენდობა, რომლებიც მათ მათზევე მორგებულ კონტენტს სთავაზობენ.
  • 61% პროდუქტის ყიდვისას ბრენდის გავლენის ქვეშ ექცევა.
  • მომხმარებელთა 94% უფრო ლოიალურია ისეთი ბრენდების მიმართ, რომლებიც გამჭირვალობას ინარჩუნებენ საკუთარ კონტენტში.

როგორ შევქმნათ მცირე ბიზნესის ბრენდი?

კონტენტ მარკეტინგი არის ის საშუალება, რომლითაც მცირე ბიზნესებს სოლიდური ბრენდის შექმნა შეუძლიათ და ეს ყველაფერი დიდი მარკეტინგული ხარჯების გარეშე.

კონტენტ მარკეტინგის საშუალებით ბრენდის აგებისას, თქვენ იყენებთ სწორედ ისეთ მარკეტინგს, როგორითაც დღეს ხალხი რეალურად ვაჭრობს. ისინი ეძებენ Google-ში, კითხულობენ შეფასებებს, ნახულობენ ვებ-გვერდს, კითხულობენ ბრენდირებულ კონტენტს ან ერთვებიან სოციალურ მედიაში. ეს არ იცვლება თქვენი ბიზნესის არც მოცულობასთან და არც ტიპთან ერთად.

სანამ კონტენტ მარკეტინგს მიმართავდეთ:

  • გადახედეთ თქვენს მიზნებს და მომხმარებლის ავატარს
  • გამოიკვლიეთ საინტერესო საკითხები და თემები
  • დაიწყეთ კონტენტ მასალების შექმნა
  • გააზიარეთ თქვენი კონტენტი სოციალურ მედიაში
  • გააანალიზეთ შედეგები სამომავლო განვითარებისთვის
  • დანერგეთ სხვადასხვა პრაქტიკები, რომლებიც სტატიის განმავლობაში მიმოვიხილეთ.
  1. ლიდებთან ურთიერთობის აგება

ხშირად მცირე ბიზნესები ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად სოციალურ მედიაში - შედეგად ისინი იზიდავენ ლიდებს, მაგრამ შემდგომ საჭირო ნაბიჯებს აღარ დგამენ.

და ეს განზრახ სულაც არ ხდება. ისინი უბრალოდ ვერ აცნობიერებენ იმ მომენტს, როდესაც ადამიანი გამომწერიდან ლიდად გადაიქცა. კომპანიასთან კონტაქტის დამყარებამდე ეს გაცილებით ადრე ხდება.

იმისათვის, რომ მარკეტინგული ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად მოიხმაროთ, აუცილებლად უნდა აცნობიერებდეთ იმ ფაქტს, რომ ახალი ლიდი გყავთ და საჭიროა მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.

როდის ხდება გამომწერი ლიდი

სოციალური მედია ჩართულობის რამდენიმე დონე არსებობს, რომლებიც გვეუბნებიან, თუ რამდენად ახლოს არის ადამიანი კონვერსიასთან. ეს სცდება „ცივი“ „თბილი“ და „ცხელი“ აუდიტორიის მასებს.

ისინი შესაძლოა, შემდეგნაირად კლასიფიცირდნენ:

ცივი - მათ არასდრს შეუმჩნევიხართ და არც ერთი არხი არ აქვთ გამოწერილი

გრილი - ადამიანს გამოწერილი აქვს თქვენი გვერდი და იშვიათად იწონებენ ან აზიარებენ თქვენს კონტენტს

ნელ-თბილი - ადამიანი რეგულარულად იწონებს და აზიარებს თქვენს კონტენტს

თბილი - ის აკომენტარებს თქვენს პოსტებზე ან გნიშნავთ საკუთარ პოსტებში. შესაძლოა მათ საკუთარი მეილი ან საკონტაქტო ინფორმაციაც მოგაწოდოთ.

ცხელი - მაღალ კვალიფიციური. მათ სერიოზული ინტერესი აქვთ გამოხატული თქვენ მიმართ.

ნებისმიერ ეტაპზე, მცირედ ბიძგს, მცირედ წახალისებასაც კი შეუძლია, ლიდი შემდეგ ეტაპამდე გადაიყვანოს და თქვენთან უფრო დააახლოვოს.

სოციალურ მედია პოსტებში გადაუხადეთ მადლობა თქვენს „ნელ-თბილ“ აუდიტორიას მათი ინტერაქციისთვის. ეს მათ აქცევს თბილ ლიდებად და ასევე გრილ აუდიტორიასაც უბიძგებს მეტი ჩართულობისკენ.

გამოეხმაურეთ თქვენს თბილ აუდიტორიას. გაუგზავნეთ მათ პერსონალიზებული კონტენტი. იყავით აქტიური - დააკომენტარეთ მათ პოსტებზე ან მონიშნეთ ისინი.

მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის მაქსიმიზაცია

თუ მარკეტინგული სტრატეგიების ოპტიმიზაციას არ ეწევით, მაშინ დიდი ალბათობით იმაზე მეტს ხარჯავთ, ვიდრე უნდა ხარჯავდეთ. როგორც მცირე ბიზნესს, ამის ფუფუნება არ გაგაჩნიათ. თუმცა, დღეიდან უკვე შეგიძლიათ, ამაზე აღარ იფიქროთ, რადგან უკვე გაეცანით იმ პრაქტიკებს, რომლებიც თქვენს კომპანიაში უნდა დანერგოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის კონტენტი უნდა შევქმნათ მომხმარებლის მოზიდვის სხვადასხვა საფეხურებზე ?

რატომ ბლოგი? ბლოგის სარგებელი ბიზნესისა და მარკეტინგისთვის

ლიდების გენერირების 12 ეფექტური სტრატეგია (+მაგალითები)